გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310017002065681
საქმე №3/122-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.08.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: სო–---–------------------------------------------------------–------------–--ა
წარმომადგენელი: ნა-------–-–---–ი
მოპასუხე: თ----------–---–ი
დავის საგანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული, სახელმწიფო დახმარების უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე თ----------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების 240 ლარის უკან დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
თ----------–---–ის ოჯახს დანიშნული ქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია. თ----------–---–ის ოჯახის წევრმა დაიწყო მუშაობა, რაც არ უცნობებია სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი ორგანოსთვის, რის გამოც მას შეუწყდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება. მას გაეგზავნა შეტყობინება ნებაყოფლობით დაებრუნებინა ზედმეტად მიღებული თანხა, რაც მას არ გაუკეთებია და დღეის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 240 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. თ----------–---–ს წერილობით შესაგებლი არ წარმოუდგებია. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----------–---–ი ყოველთვიურად იღებდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადაწყვეტილება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა/ცვლილების შესახებ;
3.1.2. თ----------–---–ი ოჯახის წევრი დასაქმებული იქნა და იღებს ყოველთვიურ ხელფასს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 04.05.2017 წლის N04-10-05/954 წერილის საფუძველზე თ----------–---–ს შეუწყდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია მისი ოჯახის წევრის დასაქმების გამო. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა თ----------–---–ის მიერ ზედმეტად მიღებული სუბსიდიის თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომლის ოდენობა განისაზღვრა 240 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 04.05.2017 წლის N04-10-05/954 წერილი
3.1.4. თ----------–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 04.05.2017 წლის N04-10-05/954 წერილით ეცნობა ზედმეტად მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხის, 240 ლარის უკან დაბრუნების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 04.05.2017 წლის N04-10-05/954 წერილი
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" №279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება თ----------–---–ის მხრიდან არ მომხდარა, რის გამოც მას ზედმეტად ჩაერიცხა 240 ლარი.
3.2.2. ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 16.08.2013 წლის N210 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ექვემდებარება ლეგალიზაციას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №210”, ,,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279’’ დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ემუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ-- შე---–-–---–-- უკანონოდ მიიღო საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხა 30 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან თ----------–---–ის ოჯახის წევრმა დაიწყო მუშაობდა.
6.2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" დადგენილების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
6. 3. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, საჯარო სამსახურში შესვლისა და საქმიანობის შესახებ, რაც მოპასუხეს არ უცნობებია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ ექვემდებარება დაბრუნებას, როგორც არასწორად მიღებული.
6.1.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბენეფიციარის თ----------–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279” დადგენილების შესაბამისად მოეხდინა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. თ-- შე---–-–---–-- მეუღლის დასაქმების გამო კი მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 240(ორას ორმოცი) ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ----------–---–ს უნდა დაეკისროს 240(ორას ორმოცი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
7.1.1. შესაბამისად, თ-- შე---–-–---–- უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე თ----------–---–ს (პირადი №4----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 240(ორას ორმოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15.) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი