გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.08.2018
საქმის ნომერი
210210018002287357
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002287357

საქმე № 2/67-18 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.08.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი: გვანცა დევიძე

 

მოსარჩელე: შპს „სა---------–-------–------–-ა“

წარმომადგენელი: ზი-----------ი, მი-----------–---ი:

 

მოპასუხე: სუ-–----------–---–ი

წარმომადგენელი: იო---------–---–ი

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სუ-–----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე სუ-–----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 101.25(ასერთი და 25) ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „სა---------–-------–------–-ის“ ისპექტორის გი------ ელ--------–---–-- მიერ 2017 წლის 26 ივნისს სუ-–----------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000911, წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლით, რომლითაც სუ-–----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით. სარწყავი წყლის დატაცებით შპს „სა---------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „სა---------–-------–------–-აზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სუ-–----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ადგილი არ ქონია მის მიერ სარწყავი ცყლის დატაცების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „სა---------–-------–------–-ის“ ისპექტორის გი------ ელ--------–---–-- მიერ 2017 წლის 26 ივნისს სუ-–----------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000911, წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლით, რომლითაც სუ-–----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000911(იხ. ს/ფ 18);

- 05.07.2017 წლის ჯარიმის გადახდის ქვითარი(იხ. ს/ფ 22);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარწყავი წყლის დატაცებით შპს „სა---------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „სა---------–-------–------–-აზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარწყავი წყლის დატაცებით შპს „სა---------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი.(ს/ფ 19)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,6. სამართლებრივი შეფასება

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, სუ-–----------–---–ის მიერ შპს ,,სა---------–-------–------–-ისათვის" ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოიხატა წყლის დატაცებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

შპს „სა---------–-------–------–-ის“ ისპექტორის გი------ ელ--------–---–-- მიერ 2017 წლის 26 ივნისს სუ-–----------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000911, წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლით, რომლითაც სუ-–----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით. სარწყავი წყლის დატაცებით შპს „სა---------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „სა---------–-------–------–-აზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი. ამდენად, წარმოდგენილი მასალები, სრულფასოვნად ადასტურებს სუ-–----------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შპს ,,სა---------–-------–------–-ისათვის" დამდგარ ზიანთან - სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებულ ზიანთან 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი )ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი )ლარით. ასევე, დადგენილია მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ არ მომხდარა წყლის დატაცება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხეს იმ გარემოებათა მტკიცება, რომელიც შესაგებლის საფუძველია. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სხვა მტკიცებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

კანონის ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, სუ-–----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელი მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 101.25(ასერთი და 25) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე სუ-–----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 3375(სამიათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე სუ-–----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 101.25(ასერთი და 25) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი