განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
330100118002358375
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ი--- კ------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

 

ი-----–- ხ-------ა - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ------------------–---–--------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------------------------

 

ადვოკატი - ლ----- ა-------

 

კვალიფიკაცია:

ი-----–- ხ-------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების დადგენილების მიხედვით, ი-----–- ხ-------ას ბრალდება გამოიხატა მასში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი-----–- ხ-------ა, 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ა-–------------------------------------ში მდებარე ,,-------------------------------–---–ის“ სახელობის ც--------–------------------------ კლინიკაში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ ქ----–---–ის საფულეს, მასში მოთავსებული ,,ID” და სხვადასხვა სახის პლასტიკურ ბარათებთან და ფულთან ერთად. აღნიშნული ქმედებით, მ------ ქ----–---–ს მიადგა 35 ლარის და 40 თეთრის მატერიალური ზიანი. იმავე დღეს, 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის პერიოდში, ი-----–- ხ-------ამ მ------ ქ----–---–ის სახელზე რეგისტრირებული სს ,,-----------–--- ბანკის“ ე------- ბარათით ისარგებლა მართლსაწინააღმდეგოდ, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ქ--–----------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ სუპერმარკეტში განახორციელა 2 (ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ ი-----–- ხ-------ას ბრალდება მასში, რომ 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ა-–------------------------------------ში მდებარე ,,-------------------------------–---–ის“ სახელობის ც--------–------------------------ კლინიკაში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ ქ----–---–ის საფულეს მასში მოთავსებული ,,ID” და სხვადასხვა სახის პლასტიკურ ბარათებთან და ფულთან ერთად. აღნიშნული ქმედებით, მ------ ქ----–---–ს მიადგა 35 ლარის და 40 თეთრის მატერიალური ზიანი. იმავე დღეს, 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის პერიოდში, ი-----–- ხ-------ამ მ------ ქ----–---–ის სახელზე რეგისტრირებული სს ,,-----------–--- ბანკის“ ე------- ბარათით ისარგებლა მართლსაწინააღმდეგოდ, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ქ--–----------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ სუპერმარკეტში განახორციელა 2(ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ქ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 იანვარს ხუთ საათზე, ექვსი იყო დაწყებული, გამოცხადდა სამსახურში, ,,-------------------------------–---–ის’’ სახელობის ც--------–------------------------ კლინიკაში”, სადაც მუშაობდა ექთნის თანაშემწედ. მესამე სართულზე მდებარე პერსონალის გასახდელში გამოიცვალა და ღია თაროებიან კარადაში დადო ჩანთა ყავისფერი საფულით, რომელშიც ედო ,,-----------–--- ბანკის’’ სახელფასო ბარათი, ,,თ----------ის’’ ბარათი, პირადობის მოწმობა, ,,ი-------“–ის სადაზღვევო ბარათი, მეტრომანი, სამსახურის ელექტრონული გასაღები, სავიზიტო ბარათები, ბავშვობის ფოტოსურათი და ხურდა ფული დაახლოებით 3 ლარამდე. გარკვეული დროის შემდეგ საფულიდან ამოიღო ხურდა ფული და ავიდა სასადილოში, საიდანაც გამოსვლისას საქმის გამო ვეღარ შებრუნდა გასახდელში ხურდის შესანახად. დაახლოებით ათი საათისთვის მიიღო სმს, რომ მისი ,,-----------–--- ბანკის’’ ბარათი, რომელზედაც ერიცხებოდა ხელფასი, გამოიყენეს ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, თანხა იყო 2.40 თეთრი. გადამოწმებისას ნახა, რომ ჩანთა იყო ადგილზე, მაგრამ ჩანთაში არ იყო საფულე მასში არსებული ნივთებით. მეორე დღეს მიმართა პოლიციას. მ------ ქ----–---–ის განმარტებით, ნებისმიერ პირს შეეძლო შესვლა გასახდელში, რომელიც არ იყო დაკეტილი და არც წარწერა ქონდა, რომ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მ------ ქ----–---–მა დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე გამომძიებელს წარუდგინა საბანკო ამონაწერი სახელფასო ბარათიდან და მესიჯის ე.წ. ,,სქრინშოთი’’.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ა------- კ---------–მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანვარს განყოფილებაში შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა დაზარალებული მ------ ქ----–---–ი და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მ------ ქ----–---–მა დაადასტურა გამოკითხვაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები; რამოდენიმე დღეში თანამშრომელმა რ-------- კ------ემ მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ქონოდა ი-----–- ხ-------ას, რომელიც განყოფილებაში გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც აღიარა დანაშაული და გადაყვანილ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რა დროსაც მიუთითა ის ადგილი, საიდანაც მოიპარა საფულე. აღნიშნულის შემდეგ ,,-----------–--- ბანკიდან’’ ამოღებული იქნა მ------ ქ----–---–ის ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, რომელმაც ცხადყო, რომ იმ დღეს მართლაც განხორციელდა მ------ ქ----–---–ის პლასტიკური ბარათიდან გარკვეული თანხის გადარიცხვა, ამოღებულ იქნა სუპერმარკეტ ,,ო-----------ს“ ვიდეო მასალა - 21 საათი და 41 წუთიდან - 21 საათიდან 45 წუთამდე დროის შუალედში, სადაც ჩანდა, რომ ი-----–- ხ-------ა მაღაზიაში ახორციელებდა ტრანზაქციას. მ------ ქ----–---–ის მობილურიდან იქნა ამოღებული მესიჯის ,,სქრინშოთი’’, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მართლაც განხორციელდა. მოწმის განმარტებით, მან საჭიროდ არ ჩათვალა გამოეთხოვა ბ--------–---–ის კლინიკის კამერის ჩანაწერები, ამავე კლინიკის თეთრი ფერის პლასტიკური ბარათის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მეტროსადგურ ,,----------–-დან’’ ვიდეო ჩანაწერები.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- რ-----–---–მა დაადასტურა, რომ მეწყვილესთან შ--–-- გ-------თან ერთად მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა დაზარალებულ მ------ ქ----–---–ის ჩვენების საფუძველზე ,,----------------------–---–ის სახელობის კლინიკაში’’. დაზარალებულმა მიუთითა მესამე სართულზე განთავსებულ ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახში ერთ-ერთ კარადაზე, სადაც ედო საფულე, რომელიც იყო მოპარული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რასაც ესწრებოდა კლინიკის ხელმძღვანელიც. თ---------- რ-----–---–მა დაადასტურა, რომ დერეფანში განთავსებული იყო ვიდეო-სათვალთვალო კამერა.

 

3.4. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტმა შ--–-- გ-------მა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ,,----------------------–---–ის სახელობის’’ კლინიკის მ----------–----------–----- დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მ------ გ-------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 24 იანვარს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ეხებოდა მისი თანამშრომლის მ------ ქ----–---–ის კუთვნილი საფულის გასახდელიდან დაკარგვას, რომელიც მოხდა 2018 წლის 17 იანვარს. გამოძიების დროს მ------თან ერთად დაათვალიერეს გასახდელი, გადაიღეს ფოტოსურათები, რა დროსაც მ------მა მიუთითა თავის გასახდელზე, სად იყო საფულე და რა ინახებოდა შიგ. მ------ გ-------მა ხელისმოწერით დაადასტურა ოქმის სისწორე. მისი განმარტებით, კლინიკა საკმაოდ დაცულია და ყველა თანამშრომელის აქვს თავისი ელექტრონული გასაღები, რომელზეც მითითებულია საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც ხდება კლინიკაში შემოსვლისა და გასვლის დროს დაფიქსირება, გასაღები აღებს განყოფილებას და ნებისმიერ შიდა კარს. გასაღები არის თეთრი ფერის, მართკუთხედის ფორმის და ქვედა მხარეს აქვს წარწერა. დაცვა აფიქსირებს ყველა შემომსვლელს, განსაზღვრულია შემოსვლის საათები ხუთიდან შვიდ საათამდე, როცა ყველას შეუძლია კლინიკაში შესვლა. ყველა შემომსვლელი ფიქსირდება. ორი სათვალთვალო კამერა განთავსებულია მესამე სართულზე და შესაძლოა დაეფიქსირებინა ოთახში შემსვლელი და გამსვლელი.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ---------------–ოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა რ-------- კ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 17 იანვარს ქალაქ თბილისში, ა-–-------------------------ში მდებარე ,,----------------------–---–ის სახელობის კლინიკაში“ მ------ ქ----–---–ის საფულის ქურდობა ჩადენილი უნდა ქონოდა ზ--------ში რეგისტრირებულ, 1--- წელს დაბადებულ ი-----–- თ------ს ძე ხ-------ას, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ქალაქ თბილისში, თ------–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას, რ-------- კ------ე დაიკითხა საქმის მწარმოებელი გამომძიებლის ა------- კ---------–ის მიერ.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ფ-–---–-----მა განმარტა, რომ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. მან და გამომძიებელმა კ---------–მა ექსპერტ-კრიმინალისტებთნ ერთად ბრალდებული წაიყვანეს ყ-------------ში მდებარე ბ--------–---–ის სახელობის კლინიკაში მესამე სართულზე, სადაც, ხ-------ამ მიუთითა კარადაზე, სადაც იდო ჩანთა, საიდანაც ამოიღო საფულე. იქიდან გაემართნენ ქ--–----ის ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, სადაც ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული საფულედან ამოღებული ბარათი გაატარა ო-----------ს სალაროში.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ი-----–- ხ-------ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 16 იანვარს ზ--------იდან ჩამოვიდა თბილისში, ბიძაშვილთან, ს--------ში, მეორე დღეს ჩავიდა სახლთან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, სადაც თავისი ,,ვ-----------ს’’ ბარათით იყიდა შოკოლადი ,,ბაუნტი’’ და ენერგეტიკული სასმელი, რაშიც გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი. ბიძაშვილმა გაატანა ბარათი და დააბარა სიგარეტი, რომელიც ვერ უყიდა, რადგან ბარათზე არ იყო თანხა. მეორე დღეს დაურეკა გამომძიებელმა და დაიბარა------ განყოფილებაში, სადაც კითხა გადაიხადა თუ არა ჯარიმა და დაახლოებით 10 წუთიანი დაკითხვის შემდეგ გამოუშვა. გამოსვლისას კარებთან შეხვდა გამომძიებელი რ-------- კ------ე, უთხრეს რომ დაკავებული იყო და ხელბორკილებით გადაიყვანეს მ--------------–--აში, სადაც განყოფილების უფროსისაგან შეიტყო, რომ ბრალი ედებოდა ,,ვ-----------------------ს კლინიკაში’’ მომხდარ ქურდობაში და რომ ,,ო---------ში’’ დაზარალებულის ბარათით ყიდულობდა პროდუქტს. ი-----–- ხ-------ამ აჩვენა საფულე, სადაც განთავსებული ქონდა მეტრომანი და სადისტრიბუციო კომპანიის მოთეთრო ფერის ბარათი, რომლითაც აფიქსირებდა სამსახურში მისვლასა და სამუშაოდან წასვლის დროს. ი-----–- ხ-------ამ მოითხოვა კამერების ჩანაწერების ამოღება, უთხრეს, რომ ამოიღებდნენ, გამოუშვეს და დაიბარეს მეორე დღისთვის, მოსთხოვეს რაღაც საბუთებზე ხელისმოწერა, პირდებოდნენ, რომ მისცემდნენ ორ წელს პირობითს. რადგან დედამისს ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და არ სურდა პოლიციაში მისი დაბარების შესახებ გაეგო, დათანხმდა მისი საბუთებიდან ამოეღოთ მეტრომანის ბარათი და თეთრი ფერის ბარათი, ასევე მოიტანეს თეთრი ბარათი, ბარათები დალუქეს, ხელი მოაწერინეს გაურკვეველ საბუთებზე და მონაწილეობა მიაღებინეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებელი კარნახობდა რა უნდა გაეკეთებინა.

 

3.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს ვ--------------------------------–--- მ--------------–--ის გამომძიებელმა ა------- კ---------–მა ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ, მოწმე მ------ ქ----–---–ის და შს ს----------------------–----------------------------ს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით შევიდნენ ქ. თბილისი, ა-–------------------------ში მდებარე ,,----------------------–---–ის კლინიკაში“, ავიდნენ მე-3 სართულზე და შევიდნენ N----ე ოთახში, რომელიც წარმოადგენს გასახდელს. შესასვლელიდან ხელმარცხნივ კუთხეში განთავსებულია ღია ტიპის კარადა, რომელზეც მიუთითა მ------ ქ----–---–მა და აღნიშნა, რომ მის თაროზე 2018 წლის 17 იანვარს განთავსებული ქონდა კუთვნილი საფულე, რომელიც მოპარეს. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო თ---------–------------–---ს უფროსმა მ------ გ-------მა.

3.9.1. მ------ ქ----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ---------- რ-----–---–მა და შ--–-- გ-------მა, გამომძიებელმა ა------ს კ---------–მა.

 

3.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის გამომძიებელმა ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი - მოწმე ი-----–- ხ-------ასაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმება. ქ. თბილისი, პ---------------------ში მდებარე შსს ვ--------------------------------–--- მ--------------–--ის ადმინისტრაციული შენობიდან ი-----–- ხ-------ას შსს ს----------------------–----------------------------ს ექსპერტ-კრიმინალისტების და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- ფ-–---–-----ის მონაწილეობით გავიდნენ ,,BMW-ს მარკის ავტომობილით სახ. ნომრით ,,T--------“, მივიდნენ ქ. თბილისი ა-–-------------------------ში მდებარე ,,----------------------–---–ის კლინიკაში“, ავიდნენ მესამე სართულზე მდებარე თ---------– განყოფილებაში, შევიდნენ N--- ოთახში, სადაც ი-----–- ხ-------ამ მიუთითა ღია კარადაზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 იანვარს სწორედ ხსენებული კარადის თაროზე დადებული ჩანთიდან მოიპარა საფულე, მასში არსებული პლასტიკური ბარათებით, ფულადი თანხით და ა.შ. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ ქ. თბილისში ქ--–----ის ქ-----ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში’’, სადაც შევიდნენ და ი-----–- ხ-------ამ მიუთითა სალაროზე და აღნიშნა, რომ მოპარულ საფულეში არსებული ,,-----------–--- ბანკის“ პლასტიკური ბარათით შეიძინა პროდუქცია და გადაიხადა 2.40 ლარი.

3.10.1. ი-----–- ხ-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------- კ---------–მა, ექსპერტმა თ---------- ა----–---–მა, ო-----------ს მენეჯერმა მ--- ჩ-------მა, ექთანმა ნ---- ბ----–--ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ---- ფ-–---–-----მა.

 

3.11. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში პ-----ს გ--------------ში ვ--------------------------------–--- მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ი-----–- თ------ს ძე ხ-------ასაგან ამოღებულ იქნა მეტრომანის ბარათი, რომელსაც ქვედა მარჯვენა მხარეს აქვს ციფრები 1---------, მეორე მხარეს წარწერა მს და პლიუსის ნიშანი; ასევე მისგან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის კლინიკის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელსაც ქვედა მხარეს აქვს დატანებული ციფრები: 0---------------------

3.11.1. ამოღების ოქმის სისწორე დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ----- ს-----------ემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ორივე ბარათს ქონდა დატანილი ციფრები; ბარათი, რომ ბ--------–---–ის კლინიკის კუთვნილება იყო აღნიშნული ბარათზე არსებული წარწერით არ ირკვევოდა.

 

3.12. ინფორმაციის გამოთხოვის ომის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----------–-ს N------- განჩინების საფუძველზე, დაზარალებულ მ------ ქ----–---–ისგან, მისი კუთვნილი, ,,Iphone 7-ის მობილური ტელეფონიდან (იმეი კოდი: 3--------------) გამოთხოვილ იქნა ,,-----------–--- ბანკის“ საინფორმაციო ხასიათის სმს-ის სქრინშოტი, რომელიც ხსენებული პიროვნების ნომერზე გამოიგზავნა 2018 წლის 17 იანვარს 21:47 საათზე (09:47pm), აღნიშნულ სმს-ში მითითებულია ინფორმაცია მ------ ქ----–---–ის ,,-----------–--- ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ქ. თბილისში, ქ--–----ის ქ-----ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ სუპერმარკეტში. მითითებული სქრინშოტი ჩაწერილ იქნა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და დაილუქა.

3.12.1. ,,სქრინშოტის“’ ჩანაწერში აღნიშნულია: ს----------–---------. გადახდა: 2.40 ლარი; ბარათი****2100 ობიექტი: O---------- Tbilisi GE თანხა ანგარიშზე:190.78 ლარი; ხელმისაწვდომი E------ ქულა 850, ჩაერთეთ------ ში და დააგროვეთ------ები ყველგან 17.01.2018.

 

3.13. მ------ ქ----–---–ის ,,-----------–--- ბანკის“ ამონაწერით პირადი ანგარიშიდან (პერიოდი:17.01.18-18.01.18) დგინდება, რომ თარიღი: 17.01.2018 საწყისი ნაშთი: T------ მოკორესპონდენტო ანგარიში G------------------------------------ ოპერაციის შინაარსი-გადახდა - თანხა: GEL 0.50, თბილისის მეტრო - მ------------------------------; თარიღი:17/01/2018 21:43:02, ბარათის N0****2100; 18.01.18 საწყისი ნაშთი 0----------- მოკორესპონდენტო ანგარიში------------------------ ოპერაციის შინაარსი-გადახდა 17.01.2018 5-----GEL2.40.GEO Tbilisi O--------- (K---------)

 

3.14. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ქ--–----------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,--------ის“ შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 2018 წლის 17 იანვრის 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის მონაკვეთში, რომელშიც ჩანს ი-----–- ხ-------ა თუ როგორ იღებს ენერგეტიკულ სასმელ ,,ბუმს“, შოკოლად ,,ბაუნტის“ და 21:43:25 საათზე როგორ მიდის სალაროსთან და იხდის თანხას პლასტიკურ ბარათის მეშვეობით მდა 21:44:21 საათზე გადის ობიექტიდან. აღნიშნული ვიდეო მასალა მთავრდება 21:44:59 საათზე.

 

3.15. ი-----–- ხ-------ას ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ი-----–- ხ-------ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება ის საფუძვლით, რომ ი-----–- ხ-------ას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება; საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- ხ-------ას ბრალდებების დასადასტურებლად.

 

3.16. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ი-----–- ხ-------ას ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–- ხ-------ას ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის. კერძოდ:

3.16.1. დაზარალებულ მ------ ქ----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს საღამოს საათებში ა-–----------------------ში მდებარე ,,ა------------------------–---–ის კლინიკაში’’, მესამე სართულზე, #----ე ოთახიდან, რომელიც წარმოადგენს გასახდელს, მ------ ქ----–---–ს მისი კუთვნილი ხელჩანთიდან მოპარეს საფულე, მასში არსებული პლასტიკური ბარათებით, ფულადი თანხით და პირადი დოკუმენტაციით; იგივე ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა მ------ ქ----–---–მა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას; ასევე, იგივე ფაქტი დაადასტურეს ბრალდების მოწმეებმა, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა - ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ა------- კ---------–მა, ექსპერტებმა თ---------- რ-----–---–მა და შ--–-- გ-------მა და ამავე კლინიკის განყოფილების უფროსმა მ------ გ-------მა; უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------- კ------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 26 იანვარს პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია ,,ა------------------------–---–ის კლინიკაში’’ მ------ ქ----–---–ის საფულის ქურდობის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა ი-----–- ხ-------ას. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთი აღნიშნული მტკიცებულება არ არის ი-----–- ხ-------ას მამხილებელი ბრალად შერაცხული ქურდობის ეპიზოდში.

3.16.2. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 იანვარს გადაუდებელი აუცილებლობის წესით ი-----–- ხ-------ასგან ვ---------------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ამოღებულ იქნა მეტრომანის სამგზავრო ბარათი #1--------- და ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელსაც ქვედა მხარეს აქვს დატანებული ციფრები 0--------------------- ბრალდებულ ი-----–- ხ-------ას განმარტებით, გამოძიებამ მისგან ამოიღო მისი კუთვნილი მეტრომანის ბარათი და სადისტრიბუციო კომპანიის მოთეთრო ფერის ბარათი. სასამართლო პროცესზე მ------ ქ----–---–მა აჩვენა, რომ მას არ ახსოვს თავისი მეტრომანის ბარათზე დატანილი ციფრები, ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მეორე ბარათი ნამდვილად არის თუ არა კლინიკის ელექტრონული პლასტიკური ბარათი; თავად ამოღების ჩამტარებელმა გამომძიებელმა თ----- ს-----------ემ სასამართლოში განაცხადა, რომ ი-----–- ხ-------ასგან ამოღებული თეთრი ფერის ბარათის ბ--------–---–ის კლინიკისადმი კუთვნილება აღნიშნული ბარათზე არსებული წარწერით არ ირკვეოდა; სასამართლო პროცესზე აღნიშნული ბარათის დათვალიერებით ვერ დადგინდა ბარათის კუთვნილება; ამ ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარე იშველიებს კლინიკის თანამშრომლის მოწმე მ------ გ-------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მათი სამსახურებრივი ბარათები იყო თეთრი ფერის, მაგრამ ბრალდებულმაც აღნიშნა, რომ ამგვარი ბარათი მასაც ქონდა სადისტრიბუციო საქმიანობისას. ამდენად, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადგენად თუ ვისი კუთვნილებაა ი-----–- ხ-------ასგან ამოღებული ბარათები, შესაბამისად, ი-----–- ხ-------ასგან ამოღებულ ბარათებს სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-----–- ხ-------ას ბრალდების დასადასტურებლად.

3.16.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–- ხ-------ას ბრალდება ქურდობის ეპიზოდში მთლიანად ემყარებოდა ი-----–- ხ-------ას აღიარებით ჩვენებას და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა ი-----–- ხ-------ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 17 იანვარს იმყოფებოდა სახლში, საღამოს ჩავიდა სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, სადაც თავისი ,,ვ-----------ს’’ ბარათით იყიდა შოკოლადი ,,ბაუნტი’’ და ენერგეტიკული სასმელი, რაშიც გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი. ი-----–- ხ-------ამ გამომძიებელს აჩვენა თავისი საფულე, სადაც განთავსებული ქონდა მეტრომანის ბარათი და სადისტრიბუციო კომპანიის მოთეთრო ფერის ბარათი.

3.16.4. ი-----–- ხ-------ას მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტით ირკვევა, რომ იგი მიყვანილ იქნა ,,----------------------–---–ის კლინიკაში’’, სადაც მიუთითა გასახდელ ოთახში მდებარე კარადაზე და განაცხადა, რომ ,,ხსენებული კარადის თაროზე დადებული ჩანთიდან მოიპარა საფულე, მასში არსებული პლასტიკური ბარათებით, ფულადი თანხით და ა.შ.’’ სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია, რასაც თან ახლავს გარკვეული მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის დაზუსტება. კონკრეტულ საქმეში ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც არ ყოფილა დაცული სსსკ-ის 130-ე მუხლის მოთხოვნები, არ წაკითხულა შესამოწმებელი ინფორმაცია და ბრალდებულმა მხოლოდ მიუთითა ის ადგილი საიდანაც აიღო საფულე და საერთოდ არ ჩატარებულა იმ ჩვენების გადამოწმება, რაც ბრალდებულს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე ქონდა მიცემული. კერძოდ, ბრალდებულს არ უჩვენებია თუ რა გზით წავიდა ყ-------ს გ--------დან ქ--–----ის ქუჩაზე, ისარგებლა თუ არა მეტროთი და გამოიყენა თუ არა მეტროთი მგზავრობისას მ------ ქ----–---–ის ,,-----------–--- ბანკის’’ ბარათი, თუ გამოიყენა რატომ გამოიყენა მეტროდან ამოსვლისას და რატომ არ გამოიყენა მეტროთი ჩასვლისას (გამოძიებისას ი-----–- ხ-------ამ აჩვენა, რომ მეტროსადგურ ,,ს------–-----------------------ან’’ მეტროთი იმგზავრა მეტრო ,,----------–-მდე’’; ,,-----------–--- ბანკის’’ ამონაწერით ირკვევა მ----------------- ,,----------–-ში’’ 0.50 თეთრის გადახდა მ------ ქ----–---–ის ბარათით); ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ი-----–- ხ-------ას არ მიუთითებია ის ადგილი თუ სად გადააგდო საფულე და მასში არსებული ნივთები; თუ რა ბედი ეწია მ------ ქ----–---–ის ,,-----------–--- ბანკის’’ ბარათს, რომელზეც იყო თანხა 190 ლარი და ხელმისაწვდომი ე------- ქულა 850. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ი-----–- ხ-------ამ საერთოდ უარყო იმ ფაქტების სისწორე, რაც აჩვენა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას გამომძიებლის მითითებით მოქმედებდა და მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება.

3.16.5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ბრალდების მტკიცებულებად გაზიარებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არსებულ კანონდარღვევაზე, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო პრაქტიკაზე. საკასაციო პალატამ საქმეში #424აპ-16 ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან, სასამართლოში ბრალდებულმა უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ყველა აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ი-----–- ხ-------ას ბრალდების დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს.

3.16.6. ბრალდების მხარემ ი-----–- ხ-------ას ბრალდება ქურდობის ეპიზოდში დაამყარა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, კერძოდ, შპს ,,ო-----------ს’’ ვიდეოჩანაწერებს, ამავე მაღაზიის მენეჯერის მ--- ჩ-------ის ჩვენებას და მ------ ქ----–---–ის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებს, რომლებითაც ბრალდების მხარე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს 21:41 საათიდან 21:24 საათამდე დროის პერიოდში ი-----–- ხ--------მ ისარგებლა მ------ ქ----–---–ის სახელზე რეგისტრირებული სს ,,-----------–--- ბანკის’’ ე------- ბარათით და ქ. თბილისში ქ--–----ის ქ-----ში მდებარე შპს ,,ო-----------ს’’ სუპერმარკეტში განახორციელა 2(ორი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა. სასამართლომ მისცა რა შეფასება აღნიშნულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ისინი დაკავშირებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტთან და ეს მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ქურდობის ბრალდებას.

3.16.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს. (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia; „hasani gaerTianebuli samefos winaaRmdeg, punqti 48 (Hassan v The UK); საკასაციო პალატამ საქმეში #62აპ-17 /14 ივლისი 2017 წელი/ აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა. კონკრეტულ საქმეში მტკიცების ამგვარი სტანდარტი ბრალდების მხარემ ვერ წარმოაჩინა.

3.16.8. გამოკვლეულ მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–- ხ-------ას ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ა-–------------------------------------ში მდებარე ,,-------------------------------–---–ის“ სახელობის ც--------–------------------------ კლინიკაში, ი-----–- ხ-------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ------ ქ----–---–ის საფულეს მასში მოთავსებული ,,ID” და სხვადასხვა სახის პლასტიკურ ბარათებთან და ფულთან ერთად, რის შედეგად მ------ ქ----–---–ს მიადგა 35 ლარის და 40 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

3.17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ხ-------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა.

 

3.18. დაზარალებულ მ------ ქ----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით ათი საათისთვის მიიღო სმს, რომ მისი ,,-----------–--- ბანკის’’ ბარათი, რომელზედაც ერიცხებოდა ხელფასი, გამოიყენეს ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, თანხა იყო 2.40 თეთრი.

 

3.19. გამომძიებელ ა------- კ---------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ,,-----------–--- ბანკიდან’’ ამოღებული იქნა მ------ ქ----–---–ის ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, რომელმაც ცხადყო, რომ იმ დღეს მართლაც განხორციელდა მ------ ქ----–---–ის პლასტიკური ბარათიდან გარკვეული თანხის გადარიცხვა, ამოღებულ იქნა სუპერმარკეტ ,,ო-----------ს“ ვიდეო მასალა - 21 საათი და 41 წუთიდან - 21 საათიდან 45 წუთამდე დროის შუალედში, სადაც ჩანდა, რომ ი-----–- ხ-------ა მაღაზიაში ახორციელებდა ტრანზაქციას. მ------ ქ----–---–ის მობილურიდან იქნა ამოღებული მესიჯის ,,სქრინშოთი’’, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მართლაც განხორციელდა. მოწმის განმარტებით, მან საჭიროდ არ ჩათვალა გამოეთხოვა სუპერმარკეტ ,,ო---------ში“ სალარო აპარატის მონაცემები პროდუქციას დასახელების, ოდენობას, ღირებულების, საათის და იმ ბარათის ტრანზაქციის თაობაზე თუ რა ბარათიდან იქნა გადახდილი. მოწმის განმარტებით, ინფორმაცია ო-----------დან კონკრეტული ტრანზაქციასთან დაკავშირებით არ იქნა გამოთხოვილი, რადგან იდენტური მონაცემები ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ,,-----------–--- ბანკიდან’’ აღნიშნული დროში ემთხვევა ზუსტად იმ დროს, როდესაც ვიდეო კამერაში ჩანს, რომ ი-----–- ხ-------ა ახორციელებს ტრანზაქციას აღნიშნულ მაღაზიაში.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მაღაზია ,,ო-----------ს’’ მენეჯერმა მ--- ჩ-------მა განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ს--------ში ქ--–----ი---- მდებარე შპს „ო-----------ს“ მარკეტში, რა დროსაც ხ-------ამ მიუთითა საბანკო ტერმინალზე, სადაც გაატარა ბარათები. ვიდეო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო 2018 წლის 17 იანვარს საღამოს სალაროსთან ბარათის გატარების პროცესი, გამოითხოვა გამომძიებელმა ა------- კ---------–მა. მ--- ჩ-------ის განმარტებით, ჩეკზე მითითებულია პროდუქციის დასახელება, ღირებულება, ტრანზაქციის დრო. გადახდის ბარათის იდენტიფიკაცია ხდება ქვითარზე მითითებული ბარათის ბოლო ოთხი ციფრით.

 

3.21. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ,,-----------–--- ბანკის’’ იურისტმა დ----- კ-------–---–მა განმარტა, რომ განჩინების საფუძველზე მ------ ქ----–---–ის ანგარიშების ორი დღის - 17 -18 იანვარის შესახებ ინფორმაცია გადაეცა გამომძიებელს. 17 იანვარს ლარის ანგარიშზე ქ----–---– მ------ს ვ-----------------------ს კლინიკიდან ჩაერიცხა 180 ლარი ხელფასი, ამავე დღეს მეტროპოლიტენში იყო გადახდილი 50 თეთრი და ამავე დღეს იყო გადახდილი ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო----------–ი“ 2 ლარი და 40 თეთრი, რომელიც გატარებული იყო 18 იანვარის ამონაწერში, თუმცა ოპერაცია არის 17 იანვარს გახორციელებული. სანამ ოპერაციის დასრულება აისახება მომხმარებელთან მიდის შეტყობინება ოპერაციის განხორციელების თაობაზე. მომხმარებელს თუ ჩართული აქვს სმს, შეტყობინება უნდა მიუვიდეს იმავე დღეს. ამონაწერში მითითებული მონაცემები ზუსტად ასახავს როდის მოხდა ოპერაცია. როგორც წესი ხელმისაწვდომია ამონაწერი, სადაც მითითებულია გადახდის ზუსტი საათი, წუთი და წამი. საბანკო ამონაწერში მითითებული თბილისის მ----------------- ,,----------–-’’, თარიღი 17.01.2018 ტრანზაქციის განხორციელების დრო 21 საათი 43 წუთი 02 წამი, სავარაუდოდ, უნდა იყოს ზუსტი დრო, როდესაც განხორციელდა ტრანზაქცია.

 

3.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ი-----–- ხ-------ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 16 იანვარს ზ--------იდან ჩამოვიდა თბილისში, ბიძაშვილთან, ს--------ში, მეორე დღეს ჩავიდა სახლთან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“, სადაც თავისი ,,ვ-----------ს’’ ბარათით იყიდა შოკოლადი ,,ბაუნტი’’ და ენერგეტიკული სასმელი, რაშიც გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი.

 

3.23. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტის მონაწილეები ა-–-------------------------ში მდებარე ,,----------------------–---–ის კლინიკიდან“ წავიდნენ ქ. თბილისში ქ--–----ის ქ-----ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში’’, სადაც ი-----–- ხ-------ამ მიუთითა სალაროზე და აღნიშნა, რომ მოპარულ საფულეში არსებული ,,-----------–--- ბანკის“ პლასტიკური ბარათით შეიძინა პროდუქცია და გადაიხადა 2.40 ლარი.

 

3.24. ინფორმაციის გამოთხოვის ომის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----------–-ს N------- განჩინების საფუძველზე, დაზარალებულ მ------ ქ----–---–ისგან, მისი კუთვნილი, ,,Iphone 7-ის მობილური ტელეფონიდან (იმეი კოდი: 3--------------) გამოთხოვილ იქნა ,,-----------–--- ბანკის“ საინფორმაციო ხასიათის სმს-ის სქრინშოტი, რომელიც ხსენებული პიროვნების ნომერზე გამოიგზავნა 2018 წლის 17 იანვარს 21:47 საათზე (09:47pm), აღნიშნულ სმს-ში მითითებულია ინფორმაცია მ------ ქ----–---–ის ,,-----------–--- ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ქ. თბილისში, ქ--–----ის ქ-----ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ სუპერმარკეტში. მითითებული სქრინშოტი ჩაწერილ იქნა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და დაილუქა.

3.24.1. ,,სქრინშოტის“’ ჩანაწერში აღნიშნულია: ს----------–---------. გადახდა: 2.40 ლარი; ბარათი****2100 ობიექტი: O---------- Tbilisi GE თანხა ანგარიშზე:190.78 ლარი; ხელმისაწვდომი E------ ქულა 850, ჩაერთეთ------ ში და დააგროვეთ------ები ყველგან 17.01.2018.

 

3.25. სს ,,-----------–--- ბანკის’’ საბანკო ანგარიშის ამონაწერით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ ქ----–---–ს 2018 წლის 17 იანვარს ამ ანგარიშზე ჩაერიცხა ხელფასი 180 ლარი, იმავე დღეს 21:43:02 საათზე ამ ბარათით გადახდილ იქნა 0.50 თეთრი მეტროსადგურში ,,----------–-’’, ბარათის #****2100; 2018 წლის 18 იანვარს დაფიქსირებულია გადახდა თანხა 2,40 ლარი, ობიექტი ,,ო-----------’’ ბარათის #****2100.

 

3.26. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ქ--–----------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,--------ის“ შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 2018 წლის 17 იანვრის 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის მონაკვეთში: ჩანაწერში, სახელწოდებით ,,ch8”, რომ კამერა მიმართულია, ისე რომ უყურებს შემოსასვლელ კარებს და სალაროს, ასევე თვალთახედვის არეში ხვდება სხვადასხვა პროდუქციის სექციები. ჩანაწერის ზედა მხარეს განთავსებულია თარიღი და დრო, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს აწერია Camera 08”. მასალაში ჩანს, რომ 21:42:56 საათზე აღნიშნულ ობიექტში შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს შავი ფერის თმები, ამავე ფერის წვერები, აცვია იასამნისფერი ქურთუკი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ბოტასები. იგი იღებს ენერგეტიკულ სასმელ ,,ბუმს“, შოკოლად ,,ბაუნტის“ და 21:43:25 საათზე მიდის სალაროსთან, პროდუქციას აწყობს მოლარის წინ, მოლარე ატარებს, რის შემდეგაც აღნიშნული პირი მოლარეს აწვდის ჯერ ერთ პლასტიკურ ბარათს, ესაუბრება მოლარეს და ცოტა ხნის შემდეგ კი აძლევს მას მეორე პლასტიკურ ბარათს. აღნიშნულის შემდეგ, იასამნისფერი ქურთუკის მქონე მამაკაცი იღებს ნაყიდ სასმელს, შოკოლადს და 21:44:21 საათზე გადის ობიექტიდან. აღნიშნული ვიდეო მასალა მთავრდება 21:44:59 საათზე.ჩანაწერში, სახელწოდებით ,ch11“, კამერა დამაგრებულია სალაროს ზედა მხარეს, ისე, რომ უშუალოდ მიმართულია სალაროსაკენ. მითითებული ჩანაწერის ზედა მხარეს განთავსებულია თარიღი და დრო, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს აწერია Camera 11. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ 21:43:25 საათზე ხსენებულ სალაროსთან მიდის N8 კამერაში ასახული მამაკაცი, იგი სალაროს დახლზე დებს ენერგეტიკულ სასმელ ,,ბუმს“ და შოკოლად ,,ბაუნტის“. ჩანს, რომ მარცხენა ხელში უჭირავს პლასტიკური ბარათები. მოლარე ატარებს აღნიშნულ პროდუქციას. შემდეგ კი ხსენებული პირი მოლარეს აწვდის ,,T--------ს“ მოლურჯო ფერის პლასტიკურ ბარათს. მოლარე ტერმინალზე ატარებს აღნიშნულ ბარათს და უკან აწვდის მითითებულ პირს, თან ესაუბრება. ამის შემდეგ ხსენებული, იასამნისფერი ქურთუკის მქონე პირი 21:43:47 საათზე მოლარეს აძლევს ,,-----------–--- ბანკის“ ნარინჯისფერ და თეთრ ფერებში გაწყობილ პლასტიკურ ბარათს, რომელსაც მოლარე ატარებს ტერმინალზე და უკან აწვდის აღნიშნულ პირს. ამის შემდეგ იასამნისფერი ქურთუკის მქონე ბიჭი იღებს სასმელს, შოკოლადს და 21:44:14 საათზე სცილდება სალაროს. აღნიშნული ვიდეო მასალა სრულდება 21:45:00 საათზე.

 

3.27. ი-----–- ხ-------ას ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მიმოიხილა ვიდეოჩანაწერებში, საბანკო ამონაწერებში და მ------ ქ----–---–ის ტელეფონზე არსებული სმს შეტყობინებაში დაფიქსირებული დრო და მათი ანალიზით წარმოაჩინა ცდომილებები. ადვოკატის პოზიციით დროის ანალიზი არის დაცვის მხარის ალიბი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ი-----–- ხ-------ას არ ჩაუდენია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და მტკიცებულებათა არ არსებობის გამო მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ი-----–- ხ-------ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

3.28. სასამართლო მისცა რა შეფასება საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა ბრალდებულ ი-----–- ხ-------ას ბრალდება ინკრიმინირებულ ქმედებაში. კერძოდ:

3.28.1. ი-----–- ხ-------ას ჩვენებით და მაღაზია ,,ო-----------ს’’ ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 17 იანვრის 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის შუალედში ი-----–- ხ-------ა იმყოფებოდა ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო---------ში’’ და შეიძინა შოკოლადი ,,ბაუნტი’’ და ენერგეტიკული სასმელი. მაგრამ სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ი-----–- ხ-------ამ ნამდვილად 2 ლარის და 40 თეთრის ღირებულების პროდუქცია შეიძინა. თავად ბრალდებული უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ თავისი ,,ვ-------------’’ ბარათით იყიდა შოკოლადი ,,ბაუნტი’’ და ენერგეტიკული სასმელი, რაშიც გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი; მაღაზია ,,ო-----------ს’’ მენეჯერის მ--- ჩ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გადახდის ქვითარზე აღინიშნება მითითებული პროდუქციის დასახელება და ღირებულება, აგრეთვე ტრანზაქციის დროც, იდენტიფიკაცია ხდება ქვითარზე მითითებული ბარათის ბოლო ოთხი ციფრით, მაგრამ გამოძიებისას ,,ო-----------დან’’ არ იქნა გამოთხოვილი ი-----–- ხ-------ას მიერ შეძენილი პროდუქტის ქვითრის ამონაწერი; არც მ--- ჩ-------თან არ გარკვეულა ი-----–- ხ-------ას მიერ შეძენილი პროდუქტის ღირებულება შეადგენდა თუ არა მ------ ქ----–---–ის ბარათზე ჩამოჭრილი 2,40 ლარის ექვივავალეტნს. ამდენად, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო----------–ი’’ ი-----–- ხ-------ას მიერ 2 ლარის და 40 თეთრის ღირებულების პროდუქციი შეძენას საქმეში არ არსებობს.

3.28.2. სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს ი-----–- ხ-------ას მიერ მაღაზია ,,ო---------ში’’ დაზარალებულ მ------ ქ----–---–ის კუთვნილი ბარათის გამოყენების ფაქტს. ამ ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ბუნდოვნად ჩანს, რომ ი-----–- ხ-------ა იხდის მოყვითალო ფერის ბარათით, სხვა მაიდენტიფიცირებელი გარემოება ამ ბარათის კუთვნილების თაობაზე საქმეში არ არსებობს.

3.28.3. მ------ ქ----–---–ის ჩვენებით, ,,-----------–--- ბანკის’’ ამონაწერით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სმს-ის სქრინშოტით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ ქ----–---–ის ტელეფონის ნომერზე 2018 წლის 17 იანვარს 21:47 საათზე (09:47pm), ,,-----------–--- ბანკიდან’’ მივიდა შეტყობინება ბარათით გადახდის შესახებ. (გადახდა 2.40 ლარი, ბარათი****2100); ბანკის იურისტმა დ----- კ-------–---–მა აღნიშნა, რომ ,,სანამ ოპერაციის დასრულება აისახება მომხმარებელს უნდა მიუვიდეს შეტყობინება ოპერაციის განხორციელების თაობაზე’’, რაც მოწმობს, რომ მ------ ქ----–---–თან ინფორმაციის მისვლისას ხორციელდებოდა გადახდის ოპერაცია და ეს ხდება 21:47 საათზე; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებულ იქნა ,,ო-----------ს’’ შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, 2018 წლის 17 იანვრის 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის შუალედში. ამასთანავე, ,,ო-----------ს’’ მენეჯერმა აღნიშნა, რომ ვიდეო ჩანაწერებში დრო ზუსტად ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოჩანაწერებში და ,,-----------–--- ბანკის’’ შეტყობინების დროში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ხოლო დროის ანალიზი ადასტურებს, რომ ი-----–- ხ-------ამ (როგორც ვიდეოჩანაწერით დასტურდება) ,,ო----------–ი’’ თანხა გადაიხადა 21:43:25 საათზე და მაღაზიიდან გამოვიდა 21:44:21 საათზე, ხოლო მ------ ქ----–---–ს შეტყობინება მიუვიდა 21:47 საათზე, სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს, რომ 21:47 საათზე გადახდა მოახდინა ი-----–- ხ-------ამ. დროის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის გაურკვეველია, გამოძიებამ რატომ არ ამოიღო მაღაზიის ვიდეოკამერის ჩანაწერები 21:41 საათიდან 21:47 საათამდე დროის შუალედში და რატომ ჩათვალა საჭიროდ მხოლოდ 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის შუალედის გადამოწმება. ფაქტობრივად, გამოძიების მიერ არ არის დადგენილი 21:47 საათზე განხორციელდა თუ არა და ვის მიერ რაიმე ოპერაცია ქ--–----ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო----------–ი’’.

3.28.4. ამასთანავე, საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 იანვარს 21:43:02 საათზე მ------ ქ----–---–ის კუთვნილი სს ,,-----------–--- ბანკის’’ ბარათით გადახდილ იქნა 0.50 თეთრი მეტროსადგურ ,,----------–-ში’’. თუ საბანკო ამონაწერის, მ------ ქ----–---–ის ტელეფონზე არსებული შეტყობინების და მაღაზია ,,ო-----------ს’’ ვიდეოჩანაწერებში ასახული დროის ანალიზს გავაკეთებთ, ირკვევა, რომ პირი, რომელიც ახდენს მეტროში ბარათით გადახდას 21:43:02, ბუნებრივია, იგივე პირი 21:42:56 საათზე ვერ იქნებოდა მაღაზიაში და 21:43:25 ვერ მოახდენდა იმავე ბარათის გამოყენებას, რაც უფრო მეტად საეჭვოდ ხდის ბრალდებულის მიერ მ------ ქ----–---–ის ბარათის გამოყენების ფაქტს.

3.28.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს’’ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში გამოძიებას გააჩნდა მხოლოდ ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ ი-----–- ხ-------ა უნდა ყოფილიყო ის პირი, რომელმაც მოახდინა მაღაზია ,,ო---------ში’’ მ------ ქ----–---–ის ბარათით გადახდა.

3.28.6. სასამართლომ შეაფასა რა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ეპიზოდში ი-----–- ხ-------ას ბრალდების მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–- ხ-------ას ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 17 იანვარს, 21:41 საათიდან 21:45 საათამდე დროის პერიოდში, ი-----–- ხ-------ამ მ------ ქ----–---–ის სახელზე რეგისტრირებული სს ,,-----------–--- ბანკის“ ე------- ბარათით ისარგებლა მართლსაწინააღმდეგოდ, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ქ--–----------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ სუპერმარკეტში განახორციელა 2 (ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

 

3.29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ხ-------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი-----–- ხ-------ას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რაც სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს ი-----–- ხ-------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.

 

5.ნივთმტკიცება:

5.1.საგამოძიებო ექსპერიმენტის 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5.2. ,,ო-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო მასალის 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5.3. მ------ ქ----–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ,,სქრინშოთების“ 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ ინეს საქმის შენახვის ვადით.

 

5.4. ი-----–- ხ-------ასაგან ამოღებული მეტრომანის სამგზავრო ბარათი და კლინიკის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება შსს ვ--------------------------------–--- პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ხ-------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2. ი-----–- ხ-------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

3.ი-----–- ხ-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4.ი-----–- ხ-------ას აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

5.ნივთმტკიცება:

5.1.საგამოძიებო ექსპერიმენტის 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.2. ,,ო-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო მასალის 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.3. მ------ ქ----–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ,,სქრინშოთების“ 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ ინეს საქმის შენახვის ვადით.

5.4. ი-----–- ხ-------ასაგან ამოღებული მეტრომანის სამგზავრო ბარათი და კლინიკის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება შსს ვ--------------------------------–--- პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/