გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002303301
N2/142-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივლისი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე ზ-------------ე
მოპასუხე ი---------–---–ი
ადვოკატი ქ---------------ა
დავის საგანი ალიმენტის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 210 ლარის შემცირება 50 ლარამდე.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი---------–---–ის სარჩელი ზ-------------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ-------------ეს მისი შვილის 2----–-–------------------ დაბადებული ნ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 210 ლარის გადახდა. მოსარჩელე იმ პერიოდში მუშაობდა შპს "შ----------------------–---", ამჟამად ის სამსახურიდან გათავისუფლებულია და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------ დაბადებული ნ----------ის სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 210 ლარის ოდენობით გადახდა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი ნ----------ე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2016 წლის 10 მარტს გაცემული N51166000346 დაბადების მოწმობით.
3.1.3. ზ-------------ე 2018 წლის 12 იანვრიდან ჩაითვალა დათხოვნილად შპს "შ----------------------–-----".
აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს "შ----------------------–--" გენერალური დირექტორის კ----------–---ის მიერ გაცემული ცნობით.
3.1.4.სასამართლოს მიერ მოსარჩელეზე ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა - გაუარესდა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარის ახსნა-განმარტებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
უნდა დაკმაყოფილდეს ზ-------------ის სარჩელი ი---------–---–ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე.
უნდა შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ-------------ეზე დაკისრებული ალიმენტი და ზ------ ნ-----ეს უნდა დაეკისროს მისი შვილის, 2----–-–------------------ დაბადებული ნ----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვე 50 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძლველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისულფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი, თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს საასრჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, საამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი---------–---–მა მოსარჩელის ზ-------------ის სარჩელი ცნო.
ამდენად, საასმართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახადისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე ი---------–---–მა ცნო სარჩელი, ამდენად მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ზ-------------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N1, თარიღი: 13.02.2018 წელი).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს ზ-------------ის სარჩელი ი---------–---–ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე.
2.შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ-------------ეზე დაკისრებული ალიმენტი და ზ-------------ეს დაეკისროს მისი შვილის, 2----–-–------------------ დაბადებული ნ----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვე 50 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3.ზ-------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება N1, თარიღი: 13.02.2018 წელი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე