განაჩენი

სისხლის სამართლის 19.08.2018
საქმის ნომერი
080100118002257496
დავის ტიპი
179 2 ა
თარიღი
19.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/35-18 (№041281117001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აგვისტო 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ნინო ზუ-----–---–-, გვ--–- ტა-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თე------ ელ------ს ძე ტო----- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–--------------- №2-----;

 

ადვოკატი- ნორა მუ-------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტი;

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 05:20 საათზე, თე----- ტო----- იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ქ. ქუთაისში, სუ-–-----------------–------ N--ში მდებარე შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ თანამშრომლებს, ვა------ ფხ-----სა და სა------- ხვ--------ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით უკანონოდ შეაღწია ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე ოპერატორების ოთახში, საიდანაც აშკარად დაეუფლა შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ კუთვნის თანხას 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის ოდენობით და ვა------ ფხ-----ს კუთვნილ ,,SAMSUNG J3” მოდელის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ვა------ ფხ-----მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ქუთაიში, ავ--------ში მდებარე, ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორის თანამდებობაზე. 2017 წლის 28 ნოემბერს იყო მორიგე, დაახლოებით 05:30 საათზე მასთან მივიდა პირი, რომელსაც ხელში ეჭირა ბოთლი, იფიქრა, რომ ბენზინი უნდოდა და რადგან ბოთლით ბენზინს არ გასცემენ, უარი უთხრა. უარის თქმის შემდეგ ამ პირმა, ერთი ხელით პატარა ზომის შავი ფერის იარაღი ამოიღო და ერთი ხელით, მიწოლით ოთახში შეიყვანა, იარაღის გამოყენებით ითხოვდა თანხას, იმუქრებოდა, რომ ან მისცემდა თანხას, ან გამოიყენებდა იარაღს და ესროდა. დაზარალებულის განმარტებით, იარაღებთან შეხება არ ჰქონია, იარაღი ძალიან გავდა ნამდვილს, საფრთხეც რეალურად აღიქვა და შეეშინდა. ოთახში შესვლის შემდეგ გაეღვიძა მეორე თანამშრომელს სა------- ხვ--------ს, თავდამსხმელმა მასაც დაუმიზნა იარაღი და მოითხოვა თანხა. მათ უთხრეს, რომ თანხა მაგიდის უჯრაში ინახებოდა. თავდამსხმელმა მითითებული ადგილიდან თანხა აიღო, წასვლის წინ შეამჩნია ტელეფონი და ისიც წაიღო, რომ არ დაერეკათ პოლიციაში. თავდამსხმელი წავიდა სასაფლაოების მიმართულებით. ტელეფონი იყო მისი კუთვნილი, თეთრი ფერის ,,სამსუნგი ჯი სამი“ მოდელის, ღირებული 550 ლარად. დაზარალებულის განმარტებით წაღებული თანხა შეადგენს 970 ლარს. ვინაიდან ობიექტი დაცვაზეა აყვანილი, მის მიერ მოხდა დაცვის გამოძახება. დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელი იყო შავგვრემანი, დაახლოებით მისი სიმაღლის, რომელსაც სახეზე თეთრი კაშნე ჰქონდა აფარებული და ეცვა ქურთუკი, სხვა დანარჩენი არ ახსოვს. თავდამსხმელის სახე ოთახში შესვლისას ერთ მომენტში დააფიქსირა, ასევე დაინახა გრძელი თმა, ახსოვს, როგორი სიმაღლის იყო და ასევე ის, რომ იყო შავგრემანი. შემდეგ მოხდა ამოცნობა და სამი პირიდან ამოიცნო თე------ ტო-----. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე პირი იჯდა ბრალდებულის სკამზე, რომელიც მას თავს დაესხა და ამოიცნო. მან ასევე ამოიცნო ტელეფონი და დადასტურდა, რომ ნაპოვნი ტელეფონი ნამდვილად მისია, თუმცა ტელეფონს პოვნის შემდეგ ჰქონდა დაზიანება, კერძოდ, ეკრანი იყო დამტვრეული. მას, როგორც დაზარალებულს ბრალდებულ თე------ ტო-----ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა სა------- ხვ--------მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს იყო სამსახურში ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილში“. მორიგეობისას ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ის და მისი თანამშრომელი ვა------ ფხ-----. როცა ფაქტი მოხდა ეძინა, იყო დაახლოებით ღამის 05:30-06:00 საათი. ხმაურზე გაეღვიძა, იკითხა რა ხდებოდა და ადამიანმა, რომელი იყო ოთახში შესული, უთხრა არ განძრეულიყო, თორემ ესროდა, რაზეც დაემორჩილა. დაინახა, რომ აღნიშნულ პიროვნებას პისტოლეტისმაგვარი რაღაც ეჭირა ხელში, რაც ვიზუალურად გავდა იარაღს. შემოსულმა პიროვნებამ მის თანამშრომელს ვა------ ფხ-----ს მოსთხოვა ფული და დაემუქრა, თუ არ მისცემდა თანხას ესროდა, ვა------მა უთხრა თუ სად ინახებოდა თანხა. თანხა თავდამსხმელმა აიღო მითითებული შემოსასვლელში მდგარი კომოდის უჯრიდან და გასვლის დროს თან წაიღო მისი თანამშრომლის ვა------ ფხ-----ს კუთვნილი ტელეფონი. თანხა იყო დაახლოებით ცხრაასიან ათას ლარამდე. ამის შემდეგ, მისმა თანამშრომელმა ვა------ ფხ-----მ იქვე კომოდთან მდებარე ღილაკის საშუალებით მოახდინა პოლიციის გამოძახება, რომლებიც დაახლოებით სამ წუთში უკვე ადგილზე იყვნენ. თავდამსხმელი სახეზე არ დაუნახავს, რადგან თეთრი კაშნე ჰქონდა აფარებული და კაპიშონი ეხურა, იყო სპორტული აღნაგობის, ეცვა ქურთუკი, სახეზე ვერ დაინახა და ვერ ამოიცნობს. დაზარალებულმა განმარტა, რომ თავდამსხმელის წასვლის შემდეგ გარეთ, ოთახის შესასვლელთან შეამჩნია პოლიეთილენის პარკი და ბოთლი, პოლიეთილენის პარკში წითელი ფერის ნივთიერება იყო. მოსულმა პოლიციელებმა დაზარალებულები წაიყვანა დაკითხვაზე. რაც შეეხება მობილურს, იყო თეთრი ფერის და როგორც მისთვისაა ცნობილი ღირებულება შეადგენდა 550 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ზუ---- ბე----მ განმარტა, რომ 2014 წლის აპრილიდან მუშაობს ქ. ქუთაისში სუ-–------------------ზე მდებარე შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ მენეჯერად. მისი განმარტებით 2017 წლის 28 ნოემბერს დილის საათებში, დაურეკა ოპერატორმა სა------- ხვ--------მა და შეატყობინა, რომ მოხდა ყაჩაღობა. მისვლისას ადგილზე დახვდა პოლიციელები. პოლიციის მოთხოვნით დათვალიერებული იქნა კამარები. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელზეც თავად გასცა ნებართვა. ამასთან, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში ზუსტად სახელები არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები. რაც შეეხება ზიანის ოდენობას ზუ---- ბე----ს განმარტებით, ზიანმა შეადგინა 970 ლარი, რომელიც დაანგარიშებული იქნა გაყიდული პროდუქტის რაოდენობის მიხედვით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, სუ-–------------------------–------ N--ში განთავსებულ შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ ბენზინგასამართ სადგურზე. ბენზინგასამართ სადგურის მარცხენა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია ორი ცალი ბენზინის ჩასასხმელი აპარატი ხოლო მარცხენა მხარეს განთავსებულია ოფისის ოთახი და სუპერმარკეტი. აღნიშნულ ოფისსა და ბენზინის ჩასასხმელ აპარატს შორის ბეტონის ზედაპირზე დაგდებულია პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია წითელი ფერის ფხვიერი მასა, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა. აღნიშნული ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებულია ოფისის ოთახი. დათვალიერებაში მონაწილე ზუ---- ბე----ს განმარტებით სწორედ აღნიშულ ოთახში იყვნენ ოპერატორები, როდესაც მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. ოთახის კარი ღია მდგომარეობაშია. ოთახში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია უჯრებიანი მაგიდა. შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებულია მცირე ზომის ოთახი, კარის გარეშე. ოთახში განთავსებულია ერთი ცალი საწოლი, ხოლო მარჯვენა მხარეს კედელზე მიდგმულია ტანსაცმლის შესანახი კარადა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დათვალიერებაში მონაწილე ზუ---- ბე----ს განმარტებით, ოფისის ოთახში განთავსებული უჯრებიანი მაგიდის მარჯვენა უჯრიდან დაუფლებული იქნა თანხა, რომელიც გაღებული იქნა თავდამსხმელი მიერ მაგიდის ზედაპირზე განთავსებული ერთი მცირე ზომის გასაღებით. გასაღები და უჯრის სახელური ამოიღეს და დალუქეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას დათვალიერებაში მონაწილე ზუ---- ბე----ს განმარტებით თავდამსხმელს ხელში ეჭირა ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც თავდასხმის დროს დააგდო ძირს, რომელიც ერთ-ერთმა ოპერატორმა აიღო და ჩააგდო ჩასასხმელი აპარატის გვერდით ურნაში. სწორედ აღნიშნული ურნიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლი და მოთავსდა შესაბამის პაკეტში. დათვალიერებაში მონაწილე ზუ---- ბე----ს განმარტებით შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგური აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში ახორცილებს ვიდეოჩაწერას. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა: წითელი ფერის ფხვიერი მასა მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ერთი ცალი მცირე ზომის გასაღები, უჯრის სახელური, პოლიეთილენის ბოთლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მი----– ჩუ------მ განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის ნოემბრის თვეში გამთენიისას განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ. ქუთაისში, სუ-–------------------ზე მდებარე ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე, მან მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ექსპერტები. ოფისსა და ბენიზინის ჩასახმელ აპარატებს შორის ასფალტის ზედაპირზე ეგდო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო წითელი ფერის ფხვიერი მასა. პოლიეთილენის პარკი ამოღებულ იქნა მათ მიერ. მენეჯერმა განუმარტა, რომ თავდამსხმელი მისული იყო პლასტმასის ბოთლით, რომელიც შემდეგ მოლარემ ჩააგდო ურნაში, რაც ასევე ამოღებული იქნა და დაილუქა შესაბამისი წესით. ამასთან, მომსახურე პერსონალის ოთახიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები. მათ ასევე ამოიღეს გასაღები და უჯრის სახელური, იმის გამო, რომ მოწმის განმარტებით თავდამსხმელმა უჯრა გააღო გასაღებთ და დაეუფლა თანხას. მენეჯერმა განმარტა, რომ ბენზინგასამართ სადგურს ჰქონდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რომლებსაც ნახავდა თავად, დაარქივებდა და შემდეგ გადასცემდა გამომძიებელს. აღნიშნული ნივთების, ანაწმენდების ამოღება და დალუქვა ხდებოდა ექსპერტების მიერ, ადგილზე შედგა ოქმი, რაც დადასტურდა ხელმოწერებით.

 

ექსპერტმა ზვ---- რო------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისასა განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექპერტად. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, პოლიციის პირველი განყოფილებიდან მიიღეს შეტყობინება. გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სუ-–------------------ არსებულ ბენზინგასამართი სადგურის ,,ლუკოილის“ ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ გამომძიებელი მი----– ჩუ------, რომელმაც განუმარტა, რომ ყაჩაღურ თავდასხმას ჰქოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, მან და მისმა კოლეგა კა------ ცერ–----მ დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება გამომძიებლებთან ერთად. მათ მიერ დათვალიერების დროს მოპოვებული იქნა სხვადასხვა მტკიცებულებები, როგორც ახსოვს ეს იყო აღნიშნული ოფისის მაგიდის ზედაპირიდან აღებული გასაღები, ასევე მაგიდის სახელური, რაზეც ერთ-ერთი პირი მიუთითებდა, რომ თავდამსხმელმა გამოაღო უჯრა და თანხა მიითვისა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ უჯრის სახელური ამოეღოთ შემდგომი ექსპერტიზისათვის. ბენზინგასამართი სადგურის ახლოს ბეტონის ზედაპირზე იყო მოწითალო ფერის ფხვიერი მასა, მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. ასევე პიროვნებამ, რომელიც იქ მუშაობდა მათ განუმარტა, რომ თავდამსხმელს ხელში ეჭირა პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც შემდეგ გადააგდო, რაც ასევე ამოიღეს. მტკიცებულებები დაილუქა შესაბამის პაკეტებში და გადაეცა გამომძიებელს. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები ტარდებოდა გამთენიისას, ღამის საათებში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. ყოველივე აღნიშნულზე შედგა ოქმი, რაზეც ხელი მოეწერა მონაწილე პირების მიერ.

 

2017 წლის 28 ნოემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ თე----- ტო-----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამი ცალი მასრის მაგვარი ნივთი, რომლებსაც ზედა ნაწილი აქვს მწვანე ფერის პლასმასის, ხოლო ქვედა ნაწილზე აღენიშნება წარწერა MEGA, 9 mm PAK, სამი ცალი მუქი ფერის მცირე ზომის მარცვალი, იზოლენტით შეხვეული ერთმანეთზე გადაბმული პოლიეთილენის მცირე ზომის პარკი და გაზეთის ქაღალდში მოთავსებული მუქი ფერის მცირე ზომის მარცვლები, ერთი წყვილი ღია ფერის ხელთათმანი წარწერით ,,PANA”, რომელსაც ზედა ნაწილი აქვს ღია ფერის ქსოვილის, ხოლო ქვედა ნაწილი რუხი ფერის ტყავის, შავი ფერის კაშნე წარწერით ,,PUMA”, ორი ცალი მუქი ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი გრძელი სახელოებით, ერთი ცალი ხის სახელურიანი გასაშლელი დანა მჭრელი პირით, გაზეთის ქაღალდში გახვეული მუქი ფერის მცირე ზომის მარცვლები, შავი ფერის ჩანთა, წარწერით ,,VICTORY”, სამი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელთაგან ერთ-ერთი წინა მარცხენა მხარეს თეთრი წარწერით ,,ADIDAS”, ორი - სათავეში გაყრილი შავი ზონარით და გვერდით ჯიბეებით, ლურჯი ფერის უმკლავო კაპიშონიანი დუტის ქურთუკი, ორი ჯიბით და ელვაშესაკრავით, შავი ფერის პლასმასის პისტოლეტისმაგვარი საგანი წარწერით ,,SUPER LASER BUN”, ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული თასმებიანი ფეხსაცმელი, ძირზე თეთრი ზოლებით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოწითალო ფერის ფხვიერი მასა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ოქმი დადასტურებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი------ გი--------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. გასული წლის ნოემბრის თვეში პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სუ-–------------------ზე მდებარე ,,ლუკოილში“ ყაჩაღობის ფაქტზე. მის მიერ გამოძება დაიწყო ყაჩაღობის მუხლით, რის შესახებ ეცნობა ზედამხედველ პროკურორს. დღის განმავლობაში მისი თანამშრომლის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის შესახებ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარდა შესაბამისი ზომები. შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი შეჩერებულ იქნა მათ მიერ და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ქ. ქუთაისში ახ--–------------------------ე. რა დროსაც თე----- ტო-----საგან ამოიღეს მისი პირადი ნივთები. მან ასევე განყოფილებაში გამოკითხა დაზარალებული. ასევე, მონაწილეობა მიიღო თე------ ტო-----ს ბინის ჩხრეკაში, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის თანხმობით და მიმდინარეობადა მშვიდ ვითარებაში. ბინიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ნივთები - თე------ ტო-----ს ტანსაცმელი, დუტის ქურთუკები, სპორტული შარვლები, სპორტული ტანსაცმელი, ასევე, პისტოლეტისმაგვარი საგანი. თე------ ტო-----ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ნივთიერება, რომელიც ძალიან გავდა წიწაკას, ამოღებული იქნა ასევე დანა და სამი ცალი მასრისმაგვარი საგანი, ასევე მორუხო ფერის მარცვლები. რაც შეეხება იარაღისმაგვარ საგანს, მოწმის განმარტებით მისი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნით, ხოლო ტანსაცმელი ამოიღეს იმის გამო, რომ თავად ბრალდებულმა მიუთითა რა ეცვა ყაჩაღობის ჩადენისას. ამოიღეს ორი ერთგვაროვანი ქურთუკი და სამი ერთგვაროვანი სპორტული შარვალი, იმის გამო, რომ თე------ ტო----- ვერ აკონკრეტებდა უშუალოდ რომელი ტანსაცმელი ეცვა დანაშაულის ჩადენისას. რაც შეეხება წიწაკას, ანალოგიური ნივთიერება ამოღებული იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. ჩხრეკის ოქმი შედგა მის მიერ. ოქმს გაეცნო ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი და მისი სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით, შენიშვნები არ ყოფილა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული თე------ ტო-----ს დაკავებაში. როდესაც დაიკითხა დაზარალებული, მიუთითებდა ბრალდებულის აღწერილობაზე და ამბობდა, რომ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას. ჩხრეკის შემდეგ ჩატარდა ამოცნობა. დაზარალებულმა ამოიცნო თე------ ტო-----, რის შემდეგ მოხდა თე------ ტო-----ს დააკავა. დაკავების ოქმის ასლი ასევე გადაცეს თე------ ტო-----ს. მოწმის განმარტებით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული საგამოძიებო მასალების გამოთხოვაში და ფოტო მასალის დათვალიერებაში. მისი ჩვენებით ბენზინგასამართ სადგურზე, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული იყო კამერები, რაზეც ჩაწერილი უნდა ყოფილიყო სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა კამერის ჩანაწერები. ამ ჩანაწერში აღბეჭდილი იყო უშუალოდ თე------ ტო-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, როდესაც მან ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის მეშვეობით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით გამოსძალა თანხა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს. ჩანაწერი დათვალიერდა და დაილუქა შესაბამისი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბე--- ჯე-–---მ განმარტავს, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი განმარტებით დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 28 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო თე------ ტო-----ს სახლის ჩხრეკაში გი------ ხუ--–---სთან და გი------ გი--------სთან ერთად. ბინიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სათამაშო პისტოლეტი, დუტის ქურთუკი ზოლებით, სამი ერთნაირი სპორტული შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით, შავი ფერის კაშნე თეთრი წარწერით, წითელი ფერის დაფქული წიწაკა. აღნიშნულ ნივთებზე თავად თე------ ტო-----მ მიუთითა და განუმარტა, რომ ასეთი ტანსაცმელი ეცვა დანაშაულის ადგილზე. რაც შეეხება წითელ წიწაკას, აღნიშნულის ამოღება მოხდა იმის, გამო, რომ ანალოგიური ფხვიერი მასა იყო ამოღებული შემთხვევის ადგილიდან. რაც შეეხება იარაღს, იყო საშუალო ზომის, შავი ფერის პისტოლეტი. მისი სამსახურიდან გამომდინარე მას შეუძლია მიხვდეს იარაღი არის თუ არა ნამდვილი, მაგრამ მოქალაქე ამას ვერ გაარჩევდა. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს რაიმე შენიშვნა თე------ ტო-----ს არ დაუფიქსირებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი------ ხუ--–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანმდებობაზე. 2017 წლის 28 ნოემბერს დღის საათებში, მონაწილეობდა თე----- ტო-----ს ბინის ჩხრეკაში, მდებარე ქ. ქუთაისი, სუ-–--------------. ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი გი------ გი--------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბე--- ჯე-–--- და თავად თე------ ტო-----. ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. სახლის შესასვლელში კომოდის უჯრიდან ამოიღეს შავი ფერის სათამაშო იარაღი, მისაღები ოთახიდან ამოიღეს ორი ცალი დუტის ქურთუკი, სამი ცალი სპორტული შარვალი, ხელთათმანები, სპორტული ფეხსაცმელი. ეს ყველაფერი ამოღებულ იქნა თავად თე------ ტო-----ს მითითებით. ამოიღეს წითელი ფერის ფხვნილი, პატარა გასაშლელი დანა, მასრისმაგვარი სამი ცალი გილზი და მარიხუანას კაკლები. ეს ყველაფერი დაილუქა გამომძიებლის მიერ ბინაში. შედგა ოქმი და მოეწერა ხელი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ. შენიშვნა ოქმზე არავის გამოუთქვამს.

 

2017 წლის 28 ნოემბრის პატაკით დგინდება, რომ ის შეგდენილია პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მექი ცი-–---ს მიერ, რომ ქ. ქუთაისში სუ-–------------------ი, პ------–--–--. N--ში განთავსებულ ბენზიგასამართ სადგურ ,,ლუკოილზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ჩადენილი უნდა ყოფილიყო თე------ ტო-----ს მიერ, დაბ: 1--- წელს, მცხოვრები სუ-–------------------ N---ში, რომელიც ამჟამად მწვანე ფერის მერსედესით უნდა მიემგზავრებოდეს ახ--–------------------------ე, მუხრანის ტყის გავლით გამავალი საავტომობილო გზით, ბაღდათის რაიონში და თან უნდა ჰქონდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, მობილური ტელეფონი და დანაშაულის ჩადენის იარაღი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მექი ცი-–---მ დაადასტურა პატაკის სიწორე და განმარტა, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, დილის საათებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყაჩაღობა ჩადენილი უნდა ყოფილიყო თე------ ტო-----ს მიერ, რომელიც მწვანე ფერის მერსედესით გადაადგილდებოდა ბაღდათის რაიონში, საღორიის გავლით, თან ჰქონოდა ყაჩაღობისას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, მობილური ტელეფონი და ფული, რის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას, შეადგინა პატაკი, შემდეგ მოხდა მისი დაკითხვა.

 

2017 წლის 29 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეობისას თე----- ტო-----ს მითითებით დაიწყეს მოძრაობა სუ-–------------------ის მიმართულებით, სადაც მისივე მითითებით შეჩერდნენ სუ-–------------------------–------ N--თან, სადაც თე------ ტო-----მ მიუთითა ავტოგასამართ სადგურზე და განმარტა, რომ სწორედ ეს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა 2017 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში. ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერმა ზუ---- ბე----მ განაცხადა თანხმობა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის მითითებით გაემართნენ მოლარე ოპერატორების სამუშაო ოთახის მიმართულებით. ოთახში შესვლის შემდეგ თე------ ტო-----მ მიუთითა შესასვლელიდან მარცხენა მხარეს განთავსებულ მაგიდაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მაგიდის უჯრიდან ამოიღო ფულადი თანხა. ოთახიდან გამოსვლისას მან მიუთითა ბენზინგასამართი სადგურის მარცხენა მხარეს, საიდანაც მივიდა და ასევე განმარტა რა მიმართულებით დატოვა შემთხვევის ადგილი დაყაჩაღების შემდეგ. ამის შემდეგ, ავტომანქანით მოძრაობა გააგრძელეს სუ-–------------------ზე, სადაც თე------ ტო-----მ შეაჩერა N---ში მდებარე ავ--------ის სასაფლაოს შესასვლელთან, სადაც მიუთითა სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს არსებულ საცალფეხო ბილიკზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე გადააგდო მოლარე ოპერატორის კუთვნილი ტელეფონი. საცალფეხო ბილიკის მარჯვენა მხარეს მან მიუთითა ტომრის ქვეშ არსებულ მობილურ ტელეფონზე. დათვალიერებისას ტელეფონს აღენიშნებოდა დაზიანებები. კერძოდ, მას დაზიანებული ქონდა წინა სენსორის ეკრანის მინა და უკანა მხარეს დაზიანებების სახით აღენიშნებოდა ნაკაწრები, ამის შემდეგ ტელეფონი დაილუქა. ავტომანქანით განაგრძეს გზა სუ-–------------------ის მიმართულებით, სადაც შეჩერდნენ ს---–--------- მე-4 ჩიხთან, სადაც თე------ ტო-----მ მიუთითა სარწყავ არხზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე გადაყარა ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ყაჩაღობისას. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების ხელმოწერებით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე და---- ტრ------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 29 ნოემბერს ბრალდებულ თე------ ტო-----ს თანდასწრებით ჩატარებული აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ბრალდებული, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა ჯა--------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიგა დვ--–-–---–-, ასევე ორი ექსპერტი გი------ აბ–------- და გი------ გო------–---–-- საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე, ბრალდებულს წაეკითხა გამოძიებისათვის მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამის შემდეგ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შემდგომ სამსახურეობრივი მანქანით გაემართნენ ს---–--------- ქუჩის მიმართულებით, სადაც ბრალდებულის მითითებით გაჩერდნენ სუ-–-----------------–------ს N--ში მდებარე ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ბრალდებულის განმარტებით მან განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულის შემდეგ მიიღეს ,,ლუკოილის“ ხელმძღვანელობისაგან თანხმობა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ბრალდებულის მითითებით შევიდნენ მოლარე-ოპერატორების ოთახში, სადაც თე------ ტო-----მ მიუთითა მარჯვენა კუთხეში მდგარ პატარა მაგიდის უჯრაზე, საიდანაც ის დაეუფლა ფულად თანხას. ამის შემდეგ გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და გაემართნენ ავ--------ის სასაფლაოს ტერიტორიაზე და ასევე თე------ ტო-----ს მითითებით იქვე საფეხმავლო ბილიკზე, მარჯვენა კუთხეში ამოღებულ იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მისივე განმარტებით იყო ერთ-ერთი მოლარე ოპერატორის, რაც თავდასხმისას წამოიღო, აღნიშნული ტელეფონი დაილუქა ექსპერტების მიერ. ბრალდებულის მითითებით გააგრძელეს გზა და მივიდნენ ს---–--------- მ------- ჩიხთან ე.წ ,,ციგნების ჩიხთან’’, სადაც თე------ ტო-----მ მიუთითა არხზე და განმარტა, რომ სწორედ ამ არხში გადაყარა ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ მისი ტანსაცმელი. საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით შედგა ოქმი და მონაწილე ყველა პირის მიერ მოხდა მასზე ხელმოწერა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ გიგა დვ--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში. მისივე განმარტებით 2017 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, გამომძიებელ და---- ტრ------სთან და ლაშა ჯა--------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. დაკავებულმა თე------ ტო-----მ ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. სამსახურეობრივი ავტომობილით წავიდნენ პოლიციის პირველი განყოფილებიდან სუ-–------------------ის მიმართულებით, თე------ ტო-----ს მითითებით მივიდნენ ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან, შევიდნენ ოთახში, სადაც დაკავებულმა მიუთითა მაგიდაზე, საიდანაც აიღო ფულადი თანხა. შემდეგ, წავიდნენ სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც შესასვლელ ბილიკთან, თე------ ტო-----მ მიუთითა, იმ ადგილზე სადაც მისივე მითითებით გადააგდო მოლარე ოპერატორის თეთრი ფერის მობილურ ტელეფონი. მობილური ტელეფონი ეგდო სასაფლაოს შესასვლელთან, ტომარასთან. მობილური ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ იქნა ამოღებული, დაილუქა და შესრულდა ხელმოწერები. ბრალდებულის მითითებით შემდეგ წავიდნენ ე.წ ,,ციგნების დასახლების ტერიტორიაზე’’, სადაც თე------ ტო-----მ მიუთითა არხზე, სადაც ტანსაცმელი გადაყარა. ყოველივე აღნიშნული დასურათდა, შედგა ოქმი, რაც ხელმოწერილი იქნა მონაწილე პირების მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლაშა ჯა--------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. მოწმის განმარტებით მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის ნოემბრის თვეში თე------ ტო-----ს ბრალდების საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, მოძრაობა დაიწყეს პოლიციის პირველი განყოფილებიდან. ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და ასევე მიუთითა თუ რა მიმართულებით უნდა დაეწყოთ მოძრაობა. ლაშა ჯა--------მ ჩვენებაში აღნიშნა, რომ თე------ ტო-----სთან ერთად წავიდნენ სუ-–------------------ზე, ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე. ბრალდებულთან ერთად, მისივე მითითებით შევიდნენ იმ კონკრეტულ ადგილზე, საიდანაც ამოიღო თანხა. შემდეგ, გააგრძელეს მოძრაობა სასაფლაოს მიმართულებით, სადაც ბრალდებულმა მიუთითა თუ სად გადააგდო ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი. მობილური ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ, დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. შემდგომ, თე------ ტო-----მ მათ მიუთითა ე.წ ,,ციგნების’’ საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც გადის არხი და სადაც ტანსაცმელი გადაყარა. აღნიშნულის შემდეგ, შემდგა ოქმი, ოქმზე გაკეთდა ხელმოწერები, ასევე დასურათდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გი------ გო------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მისი მონაწილეობა და ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები. განმარტა, რომ მის მიერ დასურათდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. მანვე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო სასაფლაოს დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებული იქნა ფულის ერთეული, რაც ასევე დასურათდა მის მიერ. ადგილზე შედგა ოქმი, რასაც გაეცნო და დაადასტურა ხელმოწერით.

 

2017 წლის 28 ნოემბრის თე------ ტო-----ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ახ--–-------------------. მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ე. წ. მუხრანის ტყეში მშვიდ ვითარებაში თე------ ტო-----ს შავი ფერის ჯინსის შარვლის მარჯვენა პატარა გვერდით ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოც ლარიანი კუპიურა, ხუთი ცალი ათ ლარიანი კუპიურა, სამი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, თე------ ტო-----ს ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ე. წ. ბენდენა, ოთხი ცალი ერთ ლარიანი რკინის მონეტა, ერთი ცალი ოც თეთრიანი რკინის მონეტა, სამი ცალი შავი ფერის სანთებელა, რომელთაგან ერთ-ერთს თეთრი ლათინური ასოებით ქონდა წარწერა ,,TOTI” ერთი კოლოფი შავი ფერის სიგარეტი წარწერით ,,SOBRANIE”, ერთი ცალი ლითონის ვერცხლისფერი გასაღები, რომელსაც შებმული ქონდა თოკი, ოთხი ცალი ხის რგოლით და რკინის ოვალური წაწვეტებული რგოლით. თე----- ტო-----ს მარცხენა ხელის არათითიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი რკინის მაგვარი ბეჭედი, რომელსაც ზედა მხარეს აქვს შავი ფერის თვლით გაწყობილი ჯვრის ფორმა. თე------ ტო-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფულადი თანხა ჯამში ას ოთხმოცდაცხრა ლარის და ოცი თეთრის ოდენობით. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების ხელმოწერებით.

 

პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ვა------ ფხ-----მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, წარბებით და შავგვრემანი იერით ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მდგომი პიროვნება თე------ ტო-----. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების ხელმოწერებით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 ნოემბერს 22:21 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ - გი------ გი--------ს მიერ, ყაჩაღობის ბრალდებით, დაკავებული იქნა თე------ ელ------ს ძე ტო-----. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების ხელმოწერებით.

 

2018 წლის 4 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ გი------ გი--------ს მიერ, შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ მენეჯერ ზუ---- ბე----საგან გამოთხოვილი იქნა ქუთაისში სუ-–---------------. ჩიხი N--ში მდებარე ლუკოილის ბენზოგასამართ სადგურის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, 2017 წლის 28 ნოემბრის 05:00 საათიდან - 06:00 საათამდე დროის პერიოდში, ჩაწერილი ერთ ცალ DVD ფორმატის კომპიუტერულ დისკებზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ ვა------ ფხ-----ს დათვალიერების მიზნით წარედგინა ერთ პაკეტად დალუქული ერთი ფუთა, ფუთის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD ფორმატის დისკი, დისკი მოთავსებული იქნა კომპიუტერში და სპეციალური გამშვები პროგრამით მოყვანილი იქნა მოქმედებაში. გახსნილი და დათვალიერებული იქნა ვიდეოფაილი სახელწოდებით ch 02_20171128045432, რომელიც დათარიღებულია 28 11 2017, tue,camera01. ჩანაწერი იწყება 04:54 საათზე და მთავრდება 06:45 საათზე, ჩანაწერში აღბეჭდილია ლუკოილის ბენზოგასამართი სადგურის წინამდებარე ტერიტორია, რომელიც არის აღჭურვილი ხელოვნური განათებით და ჩანაწერი გადაღებულია ღამით, 05:24 საათზე ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მიდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, მკერდზე თეთრი ფერის წარწერით და ახურავს რუხი ფერის კაპიშონი, რომელსაც სახეზე ცხვირამდე აფარებული აქვს ღია ფერის ნაჭერი, ხელზე კი უკეთია ხელთათმანები, მას მარცხენა ხელში უჭირავს პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლი, ხოლო მარჯვენა ხელი კი მოთავსებული აქვს ქურთუკის ჯიბეში, რომელიც იცქირება ბენზინგასამართი სადგურის ოფისში, სადაც ვა------ ფხ-----ს განმარტებით იმყოფებოდა თავად და მისი მეწყვილე სა------- ხვ--------ი, რომელმაც ხელით ანიშნა მას, რომ გასულიყო გარეთ, 05:25 საათზე ოფისიდან გარეთ გადის ლუკოილის უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზეც ვა------ ფხ-----მ განმარტა, რომ აღნიშნული პირი არის თავად. მუქი ფერის ქურთუკში ჩაცმული პიროვნება მარჯვენა ხელით მარჯვენა ჯიბიდან იღებს მუქი ფერის პისტოლეტისმაგვარ საგანს, ხოლო მარცხენა ხელით იგი გულმკერდის მიდამოში აწვება ვა------ ფხ-----ს და იარაღის მუქარით ძალით მიათრევს ბენზინგასამართი სადგურის ოფისის ოთახში, სადაც ვა------ ფხ-----ს განმარტებით მას და მის მეწყვილეს სა------- ხვ--------ს იარაღის მუქარით გასტაცა ბენზინგასამართი სადგურის კუთვნილი ფულადი თანხა და მისი კუთვნილი ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და გაიქცა, რომელიც ოთახიდან გამორბის 05:26 საათზე. შემდგომ გახსნილი და დათვალიერებული იქნა მეორე ვიდეო ფაილი ch01_20171128045431, რომელზეც აღბეჭდილია იგივე ფაქტი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერება დასრულდა. ოქმი ხელმოწერილია ვა------ ფხ-----სა და ოქმის შემდგენი პირის გი------ გი--------ს მიერ.

 

2018 წლის 20 ივლისს გაცემული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N242/კ-ტ დასკვნით დგინდება, რომ წარდგენილ DVD დისკზე ჩაწერილია საქაღალდე ,,lukoil”, რომელშიც მოთავსებულია ოთხი ფაილი, ორი ვიდეო ფაილი და ორი ტექსტური დოკუმენტი. წარდგენილ DVD დიკზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა და სხვა ციფრული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზე გადატანა შესაძლებელია. წარდგენილ DVD დისკზე ინფორმაცია გადატანილ იქნა ,,Verbatim” ფირმის DVD დისკზე ქარხნული საიდენტიფიკაციო მარკირებით ,,3039 505+R E D 1735“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------ კა------–---–მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.

 

მხარეთა უშუალო მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი - შემთხვევის ადგილის ,,ლუკოილ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერი; CD დისკი - რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები; CD დისკი - რომელზეც ჩაწერილია ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები; CD დისკი - რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, სასამართლო სხდომაზე ასევე გამოვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები;

 

2017 წლის 28 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. ქუათაისი, სუ-–---------------. არსებულ სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლისას რამდენიმე მეტრში მიწის ზედაპირზეა ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ და მოთავსდა პაკეტში. აღნიშნული ადგილი დათვალიერების დაწყებამდე დაცული იყო უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გი------ შა----ს მიერ. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტ გი------ გო------–---–ის მიერ.

 

დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გი------ გო------–---–მა.

 

ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 29 ნოემბერს, 12:55-13:15 საათზე თე------ ტო-----საგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ მომართვით დგინდება, რომ ზარალი შეადგენს 970 (ცხრაას სამოცდაათ) ლარს.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ ვა------ ფხ-----ს დათვალიერების მიზნით წარედგინა საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის პაკეტით ერთ პაკეტად დალუქული ერთი ფუთა, შტრიხ კოდით: fci404882 ფუთაზე დასმულია თარიღი 29 11 2017 წელი. საქმის ნომერი 041281117001 და დასმულია ხელმოწერები, იკითხება ტექსტი: თე------ ტო-----ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ფუთის გახსნამდე შემოწმებული იქნა მისი მთლიანობა, რომელიც დარღვეული არ ყოფილა და ფუთის გახსნის შემდგომ მასში მოთავსებული აღმოჩნდა თეთრი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც საფირმო სახელწოდება samsung დაწერილი აქვს წინა მხარეს პანელის ზედა ნაწილზე და უკანა პანელზე, მობილურ ტელეფონს ეკრანზე აღენიშნება რამდენიმე ბზარი, ტელეფონს აქვს ღამის განათების ნათურა ფოტოკამერა წინა ფოტოკამერა, რომელშიც დევს ორი ცალი სიმბარათი. მობილური ტელეფონის იმეი კოდია: 359252072195849/01: 359253072195847/01, დათვალიერების მიმდინარეობისას დაზარალებულმა ვა------ ფხ-----მ წარმოადგინა მობილური ტელეფონის ყუთი, რომელზეც დატანილია საფირმო სახელწოდება Samsung galaxu j3, ყუთზე ასევე დატანილია იმეი კოდი: 35925207219584/9, რომელიც მობილურ ტელეფონზე არსებული იმეი კოდის იდენტურია, დათვალიერების მიმდინარეობისას ვა------ ფხ-----მ განმარტა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი არის თავის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისში სუ-–------------------ი, ჩიხი N--ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ლუკოილიდან გასტაცა თავდამსხმელმა. დათვალიერების მიმდინარეობისას სს საქმეზე დასართავად გადაღებული იქნა მობილური ტელეფონის ყუთის ქსეროასლი, ხოლო ტელეფონის ყუთი დაუბრუნდა ვა------ ფხ-----ს. ყუთის ასლები დაულუქავად ოქმთან ერთად დაერთო სს საქმეზე, ხოლო მობილური ტელეფონი ძველ ფუთასთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად პოლიეთილენის პარკში N33/5/1/1 ლუქით პაკეტებისათვის, რაზედაც დაისვა თარიღი და ხელმოწერები.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თე------ ტო-----ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვა------ ფხ-----მ ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს ყაჩაღური თავდასხმა სწორედ თე------ ტო-----მ განახორციელა, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელს აფარებული ჰქონდა კაშნე, საოპერატორო ოთახში შესვლისას მან ერთ მომენტში ახლოდან დააფიქსირა თავდამსხმელის სახე და გამოძიებისას განაცხადა, რომ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას. პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ვა------ ფხ-----მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, წარბებით და შავგვრემანი იერით ამოიცნო თე------ ტო-----. სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაზარალებულ ვა------ ფხ-----ს ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ვა------ ფხ-----სა და სა------- ხვ--------ის ჩვენებით, ირკვევა, რომ თავდამსხმელი როგორც ვა------ ფხ-----ს, ასევე სა------- ხვ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, რომელიც დაზარალებულების მიერ აღქმული იქნა ცეცხლსასროლ იარაღად. სწორედ აღნიშნული მუქარის განხორციელების შიშით ვა------ ფხ-----ს მიერ მითითებული იქნა ის ადგილი, სადაც ინახებოდა ფულადი თანხა და საიდანაც თე------ ტო----- აშკარად დაეუფლა შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ კუთვნილ თანხას 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის ოდენობით. ზიანის ოდენობა ასევე დადასტურებულია შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ მომართვით, რომლითაც დგინდება, რომ ზარალი შეადგენს 970 (ცხრაას სამოცდაათ) ლარს.

 

დაზარალებულების ვა------ ფხ-----სა და სა------- ხვ--------ის ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ თე------ ტო----- ასევე დაეუფლა ვა------ ფხ-----ს კუთვნილ ,,SAMSUNG J3” მოდელის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარად, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სწორედ თე------ ტო-----ს მითითებით იქნა ამოღებული. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე მოწმეების განმარტებით თე------ ტო-----ს მითითებით მობილური ტელეფონი ამოღებული იქნა ისეთი ადგილიდან, რომელიც შემთხვევითი გამვლელებისათვის შეუმჩნეველი იყო.

 

გარდა დაზარალებულების ზემოაღნიშნული ჩვენებებისა, თე------ ტო-----ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულების მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან; ბინის ჩხრეკის ოქმი, საიდანაც ამოღებულია შავი ფერის პლასტმასის პისტოლეტი და ასევე ანალოგიური წითელი ფხვიერი მასა, რომელიც თავდამსხმელს ჯიბიდან ამოუვარდა ყაჩაღობის განხორციელებისას, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შპს ,,ლუკოილიდან’’ ამოღებული კამერების ვიდეოჩანაწერი; საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმი, რომელიც განხორციელდა თე------ ტო-----ს მონაწილეობით და უშუალოდ მისი მითითეთ მოხდა ვა------ ფხ-----ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღება, რომელსაც თავდამსხმელი დაეუფლა ყაჩაღობისას; ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმეული, მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თე------ ტო-----ს მიერ, მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობის ჩადენა სადგომში უკანონო შეღწევით. სამართლებრივი თვალსაზრისით, საცავში შეღწევა უკანონოა თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით, რასაც თე------ ტო-----ს ქმედებაში ჰქონდა ადგილი, როდესაც იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარით შეაღწია ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე ოპერატრების ოთახში, რისი უფლება მას არ ჰქონდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება და შედეგს მნიშვნელობა არა აქვს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ თე------ ტო-----ს ბრალდებას, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს;

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 05:20 საათზე, თე------ ტო----- იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ქ. ქუთაისში, სუ-–-----------------–------ N--ში მდებარე შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ თანამშრომლებს, ვა------ ფხ-----სა და სა------- ხვ--------ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით უკანონოდ შეაღწია ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე ოპერატორების ოთახში, საიდანაც აშკარად დაეუფლა შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ კუთვნის თანხას 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის ოდენობით და ვა------ ფხ-----ს კუთვნილ ,,SAMSUNG J3” მოდელის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე------ ტო-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თე------ ტო-----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თე------ ტო-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობა არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თე------ ტო-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს თე------ ტო-----ს კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას, მის ასაკს, დაზარალებულის პოზიციას, მის ოჯახურ მდგომარეობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე------ ტო-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წითელი ფერის ფხვიერი მასა მოთეთრო პოლიეთილენის პარკში, პოლიეთილენის ბოთლი, თე----- ტო-----ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული რვეულის ფურცელში გახვეული მარცვლები, პოლიეთილენის პარკი და გაზეთის ქაღალდი მასში მოთავსებული მუქი ფერის მარცვლებით, მოწითალო ფხვიერი მასა პოლიეთილენის პარკში, გაზეთში გახვეული მუქი ფერის მარცვლები, პლასტსმასის პისტოლეტი, სამი ცალი მასრა, თე----- ტო-----სგან აღებული ნერწყის ნიმუში - განადგურდეს.

 

მცირე ზომის შავი ფერის გასაღები, უჯრის სახელური - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს.

 

ვა------ ფხ-----სგან ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს ვა------ ფხ-----ს.

 

დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მის მესაკუთრეს, ან კანონიერ მფლობელს.

 

თე----- ტო-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, ბენდენა, სამი ცალი სანთებელა, ერთი კოლოფი სიგარეტი, ასანთი, ვერხლისფერი ბეჭედი, ასევე ერთი წყვილი ხელთათმანი, შავი ფერის კაშნე, დუტის ქურთუკი, ერთი ცალი დანა, შავი ფერის ჩანთა, სამი ცალი სპორტული შარვალი, უმკლავებო დუტის ქურთუკი, შავი ფეხსაცმელი; ასევე, გასაღები, რაც შესანახად ჩაბარდა და---- ტო-----ს - დაუბრუნდეს თე------ ტო-----ს ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ლევან მამაგეიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს ლევან მამაგეიშვილს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სამსუნგის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი - დაუბრუდეს ვა------ ფხ-----ს.

 

ორი ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ლუკოილ ჯორჯიას სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თე------ ტო----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

თე------ ტო-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

თე------ ტო-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წითელი ფერის ფხვიერი მასა მოთეთრო პოლიეთილენის პარკში, პოლიეთილენის ბოთლი, თე----- ტო-----ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული რვეულის ფურცელში გახვეული მარცვლები, პოლიეთილენის პარკი და გაზეთის ქაღალდი მასში მოთავსებული მუქი ფერის მარცვლებით, მოწითალო ფხვიერი მასა პოლიეთილენის პარკში, გაზეთში გახვეული მუქი ფერის მარცვლები, პლასტსმასის პისტოლეტი, სამი ცალი მასრა, თე----- ტო-----სგან აღებული ნერწყის ნიმუში - განადგურდეს.

 

მცირე ზომის შავი ფერის გასაღები, უჯრის სახელური - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს.

 

ვა------ ფხ-----სგან ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს ვა------ ფხ-----ს.

 

დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მის მესაკუთრეს, ან კანონიერ მფლობელს.

 

თე----- ტო-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, ბენდენა, სამი ცალი სანთებელა, ერთი კოლოფი სიგარეტი, ასანთი, ვერხლისფერი ბეჭედი, ასევე ერთი წყვილი ხელთათმანი, შავი ფერის კაშნე, დუტის ქურთუკი, ერთი ცალი დანა, შავი ფერის ჩანთა, სამი ცალი სპორტული შარვალი, უმკლავებო დუტის ქურთუკი, შავი ფეხსაცმელი; ასევე, გასაღები, რაც შესანახად ჩაბარდა და---- ტო-----ს - დაუბრუნდეს თე------ ტო-----ს ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ლევან მამაგეიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს ლევან მამაგეიშვილს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სამსუნგის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი - დაუბრუდეს ვა------ ფხ-----ს.

 

ორი ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ,,ლუკოილ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური