განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002521203
№1/141-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - ზუ---- ბე–----–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზუ---- ბე–----–-–---–ი
მამის სახელი: ემ------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონის სოფელი ახ--–-------–ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონის სოფელი ახ--–-------–ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ზუ----ი ბე–----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 მარტს, ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის ახალსოფლის სატყეოში, ზუ---- ბე–----–-–---–მა უკანონოდ მოჭრა ერთი ძირი, 5,86 კუბური მეტრი ცაცხვის ჯიში პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1758 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ზუ----ი ბე–----–-–---–ს 2018 წლის 31 მაისს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 24 მარტს, ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის ახალსოფლის სატყეოში, ზუ---- ბე–----–-–---–მა უკანონოდ მოჭრა ერთი ძირი, 5,86 კუბური მეტრი ცაცხვის ჯიში პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1758 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - გი------ სუ-----–-–---–ის, გი------ ბე–--–---–ის, უჩ- სო-–-----–---–ის, ზა----- პა----ის, ელ------- გი---–--–---–ის, თავად ბრალდებულ ზუ---- ბე–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ბე–----–-–---–მა უკანონოდ მოჭრა ერთი ძირი, 5,86 კუბური მეტრი ცაცხვის ჯიში პირველი ხარისხის ხე.
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ---- ბე–----–-–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: გი------ სუ-----–-–---–ის, გი------ ბე–--–---–ის, უჩ- სო-–-----–---–ის, ზა----- პა----ის, ელ------- გი---–--–---–ის, თავად ბრალდებულ ზუ---- ბე–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოხსენებითი ბარათით, ზიანის გაანგარიშების ფურცლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ბე–----–-–---–მა უკანონოდ მოჭრა ერთი ძირი, 5,86 კუბური მეტრი ცაცხვის ჯიში პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1758 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.
ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ზუ---- ბე–----–-–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუ---- ბე–----–-–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზუ---- ბე–----–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზუ---- ბე–----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზუ---- ბე–----–-–---–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზუ---- ბე–----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუ---- ბე–----–-–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ზუ---- ბე–----–-–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართულ 5,86 მ3 ცაცხვის ჯიშის ხეს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს კახაბერ პავლიაშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული ROYAL”-ის ფირმის ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუ---- ბე–----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერ მტკიცებულებას - 5,86 მ3 ცაცხვის ჯიშის ხეს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს კახაბერ პავლიაშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
ნივთიერი მტკიცებულება - „ROYAL”-ის ფირმის ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი