განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/56-15წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვლ-------- ურ----–---–ი
დაცვის მხარე
ადვოკატი - გე-- ქუ-----–-ა
ბრალდებული (დაუსწრებლად) - რ--------- ვ-------ის ძე ჭ-------–ი დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ს----------------–--------–---–-------–--
1. კვალიფიკაცია;
1.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ქურდობა ესე იგი მოქალაქის პირადი ქონების ფარული დაუფლება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და ბინაში უკანონო შეღწევით.
1.2. 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით
1.3. 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით.
1.4. საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სსკ-ის 1960 წლის 17 აგვისტოს რედაქცია).
- ცეცხლსასროლი იარარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
2. საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1. არასრულწლოვანი რ--------- ჭ-------–ი 1996 წლის 20 დეკემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ------ ტ--–---ძეს, თ---------- შ-----–იას და ბ------ ა----–---–ს, ურთიერთშორის წინასწარ შეთნხმდნენ ქურდობის გზით, ბინაში შეღწევით გაეტაცებინათ სამტრედიაში, კუ---–--ის ქ.N27-ში მცხოვრები ზ. ძ---–--ის კუთვნილი პირადი ქონება. იმავე დღეს, განზრახვის სისრულეში მოყვანის გზით, დაახლოებით 23 საათზე, ისინი მივიდნენ ზ. ძ---–--ის სახლთან, სადაც გათბობის მილის საშუალებით მ------ ტ--–---ძე ავიდა სახლის სახურავზე, ჭერიდან შეაღწია სახლის მეორე სართულზე და გააღო კარები, რის შემდეგაც ფარულად გაიტაცეს ზ. ძ---–--ის კუთვნილი ქონება, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 9 545 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.2. 1998 წლის 5 მაისს, ძებნაში მყოფი რ--------- ჭ-------–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მე---- ა----–---–ს და დაუდგენელ პირს და წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებული იყვნენ რა გადაჭრილი სანადირო თოფით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშო პისტოლეტით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფები, დაახლოებით 22 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ აღ--–-----–ის ქN198-ში სავაჭრო ჯიხურში მყოფ ავ-------ლ მა--------ას, რა დროსაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯიხურიდან გაიტაცეს 1 ბოთლი არაყი „მოსკოვსკი“ და ერთი ბოთლი ფანტა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2 ლარის და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.
2.3. 1998 წლის 6 მაისს დაახლოებით 01 საათზე, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მე---- ა----–---–თან და დაუდგენელ პითან ერთად, თანქონებული იარაღების დემონსტრირებით ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ აღ--–-----–ის N279-ში მცხოვრებ ი-------–--ლის სავაჭრო ჯიხურს, სადაც ამ უკანასკნელის მეუღლის ზ. რე--–---–ის მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი, რითც დაზარალებულს მიდგა 117 ლარის ზიანი.
აღნიშნულის შემდეგ კი, 6 მაისს დაახლოებით 01 საათსა და 15 წუთზე, ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ აღ--–-----–ის ქN285-ში მცხოვრებ ი---------ას სავაჭრო ჯიხურს და მისი მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი და ფულადი თანხა 70 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 270 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.4. მანვე, 1998 წლის 10 მაისს ღამის საათებში, მე---- ა----–---–თან ერთდ იმყოფებოდა რა ქ. სამტრედიაში კი----ის ქ.N121-ში მცხოვრებ ირ---–ი კა----–-ას ქორწილში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშორის წინასწარ მოილაპარაკეს ყაჩღური თვდასხმის გზით გაეტაცებინათ დ----- აღ--–-----–ის გამზირზე განწესში მყოფი პოლიციის თანამშრომლების ტაბელური იარაღი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 05 საათზე, რა დროსაც რ--------- ჭ-------–ი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო მე---- ა----–---–ი გადაჭრილი სანადირო თოფით, თავს დაესხნენ დ----- აღ--–-----–ის გამზირზე N334 საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურეობრივი ვაზ-2101 მარკის P------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით მყოფ სამტრედიის შს რაიგანყოფილების პოლიციელებს თა---- სტ------ას და თ---------- სტ------ას. ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით პოლიციის მუშაკებიდან გაიტაცეს 209 ლარის ღირებულების ტაბელური აკს-ის სისტემის N1------ ავტომატი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, რა დროსაც რ--------- ჭ-------–მა და მე---- ა----–---–მა თანქონებული იარაღიდან პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით აწარმოეს არაერთი გასროლა, რის შედეგად დააზიანეს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ავტომანქანის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა 1001 ლარი შეადგინა.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. განსაჯელ რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ზ------ ძ---–--ის პიადი ქონების ქურდობა - საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
3.2. რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ავ-------ლ მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
3.3. რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ი-------–--ლს და ი---------ას ჯიხურებზე ყაჩაღური თავდასხმა - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
3.4. რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია პოლიციის მუშაკებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება - საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სსკ-ის 1960 წლის 17 აგვისტოს რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
- ქურდობა ესე იგი მოქალაქის პირადი ქონების ფარული დაუფლება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და ბინაში უკანონო შეღწევით.
4.1. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ზ------ ძ---–--ის ჩვენებების მიხედვით, რომ ცხოვრობდა სამტრედიაში, კუ---–--ის ქ. N37-ში. 1996 წლის დეკემბრის დასაწყისში, ის თავის შვილთან ერთდ გაემგზავრა თბილისში, ხოლო სახლი მოსავლელად ჩააბარა მის ნათესავს თე----- ხაჟ--–-ას. თბილისიდან დაბრუნდა 21 დეკემბერს და შეიტყო მისი სახლის გაქურდვის შესახებ, დაათვლიერა სახლი და გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია დაკარგული ნივთების შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას ც. ტ--–---ძემ დაუბრუნა ნივთების ნაწილი, რომელმაც უთხრა, რომ ეს ნივთები დილით დახვდა ეზოში და არ იცი თუ ვინ მოიტანა. მისივე განმარტებით მან არ იცოდა ვის შეეძლო ჩაედინა მისი სახლის ქურდობა და ეჭვი არავისზე ჰქონდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 24-27. 181-182; 264-267; 302-304; ტ.2)
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სხით დაკითხულმა ბ------ ა----–---–მა განაცხადა, რომ იგი გასამართლებულია (ზ. ძ---–--ის სახლის გაქურდვის ფაქტზე). აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს მან, მ------ ტ--–---ძემ და თე----- შ-----–იამ. მან ამ დანაშაულისათვის მოიხადა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამჟამად ნასამართლობა გაქარწყლებულია. რ--------- ჭ-------–ი მათთან ერთად არ ყოფილა და არც თვითონ, და არც სხვას მისი სახელი არ უხსენებიათ. მას არ ახსოვს რა ჩვენება მისცა 22 წლის უკან, თუმცა დარწმუნებულია, რომ დანაშაული ჩაიდინეს სამმა და შესაბამისად რ--------- ჭ-------–ის სახელი არ უნდა ჰქონდეს ნახსენები სადმე, მათ შორის სასამართლოშიც.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.3. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ზა---- ტ--–---ძის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მ------ ტ--–---ძე არის მისი შვილი. 1996 წლის 23 დეკებემბერს, პოლიციამ დააკავა მ------ ტ--–---ძე, რომელსაც 20 დეკემბერს პირთა ჯგუფთან ერთად გაუქურდავს ზ. ძ---–--ის სახლი. მან და მისმა მეუღლემ გაიგეს თუ რა ნივთები იყო დაკარგული და დაიწყეს მათი სახლის დათვალიერება იმის გასარკვევად, ხომ არ ინახებოდა მოპარული ნივთები მათ სახლში. დათვალერებისას სამზარეულოში ნახეს 4 კილოგრამი გაუტეხავი კაკალი, რომელიც მათ ოჯახს არ ეკუთვნოდა და მაშინვე წაიღეს პოლიციაში.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 52-54; ტ.1)
4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ცი--–ა ტ--–---ძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცის. გაიქურდა ზ. ძ---–--ის სახლი, რასაც აბრალებდნენ მის შვილს მ------ ტ--–---ძეს. ნაქურდალი ნივთაბი ჩაუყარეს ეზოში და დაუბრუნა ძ---–--ეს. მისი შვილი ამ საქმეზე გაასამართლეს და მოიხადა სასჯელი. რ. ჭ-------–ის მშობლები მასთნ ერთად მუშაობდნენ. შესაბამისად ბავშვებიც იცნობდნენ ერთნეთს და დადიოდნენ ერთმანეთთან.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 1996 წლის 23 დეკემბერს, სამტრედიაში კუ---–--ის ქ.N37-ში მდებარე ზ. ძ---–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს სახლის მეორე სართულის მისაღები ოთახში ხის კარადის უჯრაზე, ჭურჭლის შესანახი კარადის ფანჯრის მინაზე, უკანა ოთახში ბუხრის თაროზე დადებულ სტაბილიზატორზე, ამავე ოთახის აღმოსავლეთ ფანჯრის მინაზე, წიგნების შესანახი კარადის ფანჯრის მინაზე აღმოჩენილი და ამოღებულია ხელით თითის კვლები, სულ რვა დაქტილოფირზე, ასევევ სტაბილიზატორი და კარადის უჯრა თითის ანაბეჭდებით, რაც დაილუქა N53 ბეჭდით.
( ს.ფ. 17-22; ტ.2).
4.6. 1996 წლისნ 31 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაქტილოფირებზე გადატანილი და სტაბილიზატორზე არსებული თითის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის არ გამოდგება. შემთხვევის ადგილზე ამოღებული კარადის ყუთზე თითის ანაბეჭდი კი შესაძლოა დატოვებული იყოს ბ. ა----–---–ისაგან.
(ს.ფ. 192-193. ტ.2).
4.7. ამოღების ოქმის მიხედვით, 1996 წლის 26 დეკემბერს, სამტრედიაში კუ---------ის ქ.N3-ში, ქ. ჯუ------–---–ის მიტოვებული სახლის უკან მდებარე სათვსოდან ამოღებულ იქნა ზ. ძ---–--ის სახლიდან მოპარული ორი - „ტემპ ც280“ და „ელეკტრონ ც 380“ ტელევიზორი.
( ს.ფ. 42-43; ტ.2).
4.8. ბრალდებულების მ. ტ--–---ძისა და ბ. ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმების მიხედვით, მათ მიუთითეს ზ. ძ---–--ის სახლში ჩადენილი ქუროდობის გარემოებებზე. ასევე აჩვენეს, რომ ქურდობაში მონაწილეობდა რ--------- ჭ-------–ი.
( ს.ფ. 136-139; 140-143; 144-150; ტ.2).
4.9. 1996 წლის 30 დეკემბერს საქართვლოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებელი ა. ქა-------ის მიერ სს საქმე N6196170 შედგენილია დადგენილება რ--------- ვ-------ის ძე ჭ-------–ის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისხგებაში მიცემის შესახებ, თუმცა დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირი ხელმოწერა მასზე არ არის.
( ს.ფ. 161-164; ტ.2).
4.10. 1996 წლის 30 დეკემბრის დადგენილებებით რ--------- ჭ-------–ს აღკვეთის რონიძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
( ს.ფ. 166-169; ტ.2).
4.11. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რ--------- ჭ-------–ის სახლის ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები ამოღებული არ ყოფილა.
( ს.ფ. 170-176; ტ.2).
4.12. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენის მიხედვით, თ---------- ელ-----ას ძე შ-----–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით მასში, რომ მ------ ტ--–---ძესთან, ბ------ ა----–---–თან და არასრულწლოვან რ--------- ჭ-------–თან ერთად 1996 წლის 20 დეკემბერს ჩაიდინა ზ. ძ---–--ის სახლის ქურდობა. თ. შ-----–იას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
( ს.ფ. 60-62; ტ.1)
4.13. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 აპრილის განაჩენით, მ------ ტ--–---ძე და ბ------ ა----–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ზ------ ძ---–--ის პირადი ქონების ქურდობაში და მიესაჯათ შესაბამისი სასჯელი. განაჩენის მიხედვით, მათ აღნიშნული დანაშული ჩაიდინეს რ. ჭ-------–თან და თ. შ-----–იასთან ერთდ.
( ს.ფ. 460-478; ტ.2).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.14. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წამოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ რ. ჭ-------–ის მიერ ზ. ძ---–--ის პიარდი ქონების ქურდობაში მონაწილეობის ფაქტს, ვინაიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.15. დანაშალის ამ ეპიოდის დასადასტურებლად ბრალდების მხარე უთითებს მოწმეების ჩვენებებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე, ასევე სამტრედიის რაიონის სამართლოს 1997 წლის 4 აპრილის და 5 ივნისის განაჩენებზე.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. ჭ-------–ის მსჯავრდებისათვის. არცერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმი არ მიუთითებს რ. ჭ-------–ის მონაწილეობაზე მითითებულ დანაშაულში.
4.17. რაც შეეხება საქმეში არსებულ სამტრედიის რაიონის სამართლოს 1997 წლის 4 აპრილის და 5 ივნისის განაჩენებს, ასევე ამ განაჩენით მსჯავრდებულ მ. ტ--–---ძის და ბ. ა----–---–ის ჩვენბებსა და მათ მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის (1998წ. რედ.) 113-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე არ ეთანხმება რ. ჭ-------–ის ბრალეულობას და ეჭვქვეშ დააყენა მ. ტ--–---ძის და ბ. ა----–---–ის ჩვენებები, მით უმეტეს რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბ. ა----–---–მა განმარტა, რომ ზ. ძ---–--ის პირადი ქონების ქურდობაში რ. ჭ-------–ს მონაწილეობა არ მიუღია.(სას. სხდომის ოქმი). მ------ ტ--–---ძე კი ბრალდების მხარემ არ დაკითხა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამტრედიის რაიონის სამართლოს 1997 წლის 4 აპრილის და 5 ივნისის განაჩენების დამოუკიდებელ, სხვადასხვა მტკიცებულებად განხილვა, როდესაც ისინი შეეხებიან ერთიდაიგივე ფაქტს და თავის მხრივ ეყრდნობიან ერთიდაიგივე მტკიცებულებებს, დაუშვებელია.
4.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცევბის მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.19. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.
4.20. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.21. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები შესაძლებებლია იძლეობნენ საფუძველს ვარაუდისათვის რომ რ. ჭ-------–მა ჩაიდინა ეს დანაშაული, მაგრამ აშკარად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.22. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ზ------ ძ---–--ის პირადი ქონების ქურდობა.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით (ა. მა--------ას ეპიზოდი).
5.1. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ავ-------ლ მა--------ას ჩვენების მიხედვით, იგი ცხოვრობდა სამტრედიაში, დ----- აღ--–-----–ის ქ.N193-ში. იგი ეწეოდა ინდივიდუალურ მეწარმეობას, ჭიშკართნ ჰქონდა ჯიხური სადაც ვაჭრობდა. 1998 წლის 5 მაისს ღამის დაახლოებით 23:20 საათზე, იჯდა ჯიხურთან და უკვე ჯიხურის დაკეტვას აპირებდა, მასთან ქუთაისის მხრიდან მივიდა ორი პიროვნება, ერთ-ერთ მათაგნს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, მეორეს კი ჰქონდა გადაჭრილი თოფი. მან , რომელსაც ავტომატი ჰქონდა, უთხრა, რომ საფლავზე გადიოდნენ და მიეცა არაყი. ა. მა--------ა მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა ბოროტმოქმედებთან და მაშინვე მისცა ერთი ბოთლი არაყი მოსკოვსი. ავტომატიანმა დახლზე დადებული ლიტრანახევრიანი ბოთლით ფანტაც აიღო და წავიდნენ ისევ ქუთაისის მიმართულებით. დაახლოებით 20 მეტრის გავლის შემდეგ მათ შეუერთდათ მესამე პირი და სამივენი ჩავიდნენ საბურავების აღმდგენი საამქოს ეზოში.
მისივე განმარტებით, შიშის და დაბნეულობის, ასევე იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი სახეს არიდებდა, მეორეს კი სახეზე თვალებამდე კაშნი ჰქონდა აფარებული, რაიმე დამახასიათბელი ნიშნები არ შეუმჩნევია და მათი ამოცნობა არ შეუძლია.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 129-131; ტ.1).
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ავ-------ლ მა--------ას ეზოს და საცხოვრებელ სახლს, მდებარე სამტრედიაში აღ--–-----–ის გამზირის 193-ში. ეზოში რკინის ჭიშკართან დგას ფიცრული სავაჭრო ჯიხური, რომელსაც შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან.
(ს.ფ. 275-297; ტ.3).
5.3. 1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, მე---- და----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით - მათ შორის ა. მა--------აზე ყაჩაღური თავდასხმისათვის.
ამ განაჩენის მიხედვით სასამართლო სხდომაზე მ. ა----–---–მა აღიარა ა. მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა, თუმცა უარყო ის, რომ აღნიშნული განახორციელა რ. ჭ-------–თან ერთად.
( ს.ფ. 198-200; ტ.1).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლო კამათისას გაკეთებულ შეფასებას იმის თაობაზე, რომ რ. ჭ-------–ის მიერ ა. მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დადასტურებულია ა. მა--------ას ჩვენებით, შემთვვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მ. ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმით და მ. ა----–---–ის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენით, ვინაიდან ა. მა--------ას ჩვენებით, მას თავდამსხმელების ამოცნობა არ შეეძლო და არ იცის მათი ვინაობა. შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. მა--------ა ცხოვრობს სამტრედიაში, აღ--–-----–ის გამზირზე N 193-ში და ეზოში, ჭიშკართან უდგას ჯიხური. მ. ა----–---–მა უარყო ა. მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა. იგივე განმარტება აქვს მას მიცემული მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. რედ) არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს.
5.6. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.
5.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს რ. ჭ-------–ის მიერ ა. მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.
5.9. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ავ-------ლ მა--------ას ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა.
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით (ი. რვ-–---–ის და ი. ჭკ-----ას ეპიზოდი)
6.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი-------–--ლმა განაცხადა, რომ ცხოვრობდა სამტრედიაში აღ--–-----–ის ქუჩის N279-ში. ზ------ რე--–---–ი არის მისი მეურლე. სახლის წინ ჰქონდათ სავაჭრო ჯიხური. გზის მეორე მხარეს ჯიხური ჰქონდათ ჭკ-----ების ოჯახს. 1997 ან 1998 წელს, თვედა რიცხვი არ ახსოვს, ღამით, მათ კუთვნილ ჯიხურში იყო მისი მეუღლე, თვითონ კი გადასული იყო გზის მეორე მხარეს ი. ჭკ-----ას ჯიხურში და საუბრობდა. მისი ჯიხურიდან შემოესმა ხმა----ი და გადავიდა. ნახა რომ ჯიხურში სამი პირი იყო შესული, ერთს, რომელიც იყო დანარჩენებზე დაბალი, რევოლვერი ჰქონდა მიბჯენილი მისი მეუღლისთვის. მან დაიწყო ყვირილი, რის გამოც მას მიადეს გადაჭრილი თოფი და უბრძანეს გაჩუმებულიყო. თავდამსხმელებმა წაირეს სიგარეტები, არაყი, ორცხობილები. ზიანი დაახლოებით 100 ლარი იყო. რაც მ. ა----–---–ის მამამ აუნაზღა----ათ. მ. ტ--–---ძის დედაც ყოფილა მისული ამ საქმეზე. მან ამის თაობაზე არ იცის, მაგრამ, თითქოს მას უხსენებია ჭ-------–ი. თვითონ მესამეს ვინაობა არ იცის. სახეზე არცერთი არ დაუნახავს შემთხვევისას ვინაიდან ბნელოდა, შუქი არ იყო, ჯიხურში ენთო სანთელი და თავდამსხმელებმა ისიც ჩააქრეს. როდესაც ამ საქმეზე ა----–---–ი და ტ--–---ძე დააკავეს, ის დაიკითხა პოლიციის შენობაში წარუდგინეს ფოტოსურათები, თუმცა ვერავინ ამოიცნო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
6.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თა---- ხა–----ამ განაცხადა, რომ შემთხვევისას იგი პოლიციაში არ მუშაობდა. სამტრედიის პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წელს და წარმოადგენს მოსარჩელს და ითხოვს ზარალის ანაზღა----ებას, რაც შეადგენს 1210 ლარს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
6.3. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ი---------ას ჩვენებების მიხედვით, იგი ცხოვრობდა სამტრედიაში დ----- აღ--–-----–ის ქ.N285-ში. ჭიშკართნ ედგა სავაჭრო ჯიხური, სადაც ვაჭრობდა გვიან ღამემდე. მისი ჯიხურის მოპირდაპირე მხარეს, გზის გადაღმა, სავაჭრო ჯიხურები ჰქონდათ ზ------ რე--–---–ას და ენ----ი მა---–----–--ეს. 1998 წლის 5 მაისს, გვიან ღამით დაახლოებით 23;00 საათზე იგი იყო ჯიხურში, რა დროსაც შეამჩნია, რომ გზის მეორე მხარეს, ქუთაისის მხრიდან მოდიოდა სამი ახალგაზრდა. ისინი ხმამაღლა, უწმაწური სიტყვებით სა----ობდნენ და გაჩერდნენ თ. სტ------ას ეზოს კუთხეში. ამავდროულად მასთან ჯიხურში შევიდა მისი მეზობელი ი-------–--ლი, რომლის მეუღლე ზ------ რე--–---–ი გზის მოპირდაპირე მხარეს თავის ჯიხურში იყო. დაახლოებით 00:40 საათზე გაითიშა ელექტროენერგია. ი. ჭკ-----ამ აანთო ლამპა და დაინახა, რომ ზ. რე--–---–ის ჯიხურშიც აინთო ლამპა. რომელიც მალევე ჩაქვრა, ამასთნავე გაიგონეს ლაპარაკის ხმა, ი-------–--ლი სასწარაფოდ წავიდა მისი მეუღლისაკენ გზის მეორე მხარეს, თვითონაც გაყვა და გაჩერდა გზაზე. ამ დროს ჯიხურთან მყოფმა მამაკაცმა დაუძახა, რომ სასწრაფოდ მისულიყო ისიც ჯიხურთან. მას ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა და უბრძანა შესულიყო ჯიხურში თუმცა იგი არ შევიდა. შეირაღებულმა მამაკაცმა გადაჭრილი თოფი მიადო შუბლზე და დაემუქრა, ასევე უთხრა, რომ იყვნენ ყაჩაღები და კაცისმკვლელები. ზ. რე--–---–ის ჯიხურიდან გამოვიდა ავტომატიანი პირი და წავიდა მისი კუთვნილი ჯიხურისაკენ 10 წუთის შემდეგ გადაჭრილთოფიანმა მამაკაცმა ი. ჭკ-----ა გადაიყვანა მის ჯიხურში, სადაც ნახა, რომ ავტომატიანს მუყაოს ყუთში ჩაწყობილი ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი და სასმელები, სიგარეტები, ეს ყველაფერი ჩააწყო ალუმინის დიდი ზომის ქვაბში, აიღეს ასევე ნავაჭრი თანხა 70 ლარი, მას დაუბარეს, რომ პოლიციისათვის არაფერი ეთქვათ და გადავიდნენ გზის მეორე მხარე, სადაც მათ შეუერთდა მესამე პირიც, წავიდნენ ისევ ქუთაისის მიმართულებით და ხიდის ქვეშ მიიმალნენ.
მისივე განმარტებით, ვინაიდან იყო სიბნელე და სახეები არ დაუნახავს, მას არ შეუძლია არცერთი თავდამსხმელის ამოცნობა.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 69-74; 298-300; ტ.1).
6.4. ეჭვმიტანილ მე---- ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმის მიხედვით, მითითებული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 1998 წლის 22 მაისს რა დროსაც მ. ა----–---–მა მიუთითა ა. მა--------ას, ზ. რე--–---–ის და ი. ჭკ-----ას სავაჭრო ჯიხურებზე და განმარტა, რომ მათზე ყაჩღური თავდასხმა განახორციელა რ. ჭ-------–თან და ი. ტ--–---ძესთან ერთდ.
ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ მ. ცი-–--ე და კ. თე-----ე, თუმცა მათი ხელმოწერები ოქმზე არ არსებობს.
( ს.ფ. 114-116; ტ.1).
6.5. 1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, მე---- და----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით ა. მა--------ას, ზ. რე--–---–ი და ი. ჭკ-----ას კუთვნილ ჯიხურებზე თავდასხმის გზით მათი ქონების გატაცებისათვის. პოლიციის მუშაკებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის და სახელმწიფო ქონების დაზიანებისათვის და სასჯელის ზომად შთანთქმის პრიციპის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
( ს.ფ. 198-200; ტ.1).
6.6. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ი-------–--ლმა 1998 წლის 23 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ 1998 წლის 6 მაისს თავს დაესხა სავაჭრო ჯიხურში და ხელში ეჭირა ავტომატი.
( ს.ფ. 119-120; ტ.1).
6.7. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ი---------ამ 1998 წლის 23 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ 1998 წლის 6 მაისს დაახლოებით 01 საათზე პირთ ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ი-------–--ლის, ხოლო შემდეგ მის ჯიხურს თავს დაესხა სავაჭრო ჯიხურს სადაც იგი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო.
( ს.ფ. 119-120; ტ.1).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
6.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლო კამათისას გაკეთებულ შეფასებას იმის თაობაზე, რომ რ. ჭ-------–ის მიერ ი. რე--–---–ისა და ი. ჭკ-----ას ჯიხურებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დადასტურებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებს ი. რე--–---–ისა და ი. ჭკ-----ას ჩვენებებზე, მათ მიერ ფოტოსურათით ამოცნობის და მ. ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმებზე, რასაც სასამართო არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე, გამოძიების დროს, დაკითვისას. ი. რე--–---–მა განაცხადა, რომ ყაჩაღური თავდასხმისას ბნელოდა, არ იყო ელექტროენერგია და თავდამსხმელებმა ჯიხურში ანთებული სანთელის ჩააქრეს, რის გამოც მას თავდამსხმელების სახეები არ დაუნახავს და შესაბამისად ფოტოსურათით ამოცნობისას მან ვერავინ ამოიცნო.
6.9. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას ი. ჭკ-----ამ.
6.11. სასამართლო განმარტავს, რომ ამ საგამოზიებო მოქმედებების ჩატარების დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამომძიებელი ვალდებული იყო დაეკითხა ამომცნობი ამოსაცნობი პირის გარეგნობის, დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნების თობაზე. ხოლო თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშნებს, რაც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პირის იდენტიფიკაციისათვის, მაშინ ამოცნობა არ უნდა ჩატარდეს, ან თუ ჩატარდა იგი დაუსაბუთებლად მიიჩნევა.
6.12. ამდენად, ი. ჭკ-----ასა და ი. რე--–---–ის გამოძიებისას, ასევე ამ უკანასკნელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების საფუძველზე, მათ მიერ რ. ჭ-------–ის ამოცნობა ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად და შესაბამისად არ უნდა იქნეს გამოყენებული რ. ჭ-------–ის ბრალეულობის შესაფასებლად.
6.13. ეჭვმიტანილ მე---- ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმს, სასამართლო განმარტავს, რომ იმ დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონით ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას სავალდებულო იყო დამსწრეთა (ნეიტრალური პირი) მონაწილეობა, რომელიც კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, თავისი ხელმოწერით ადასტურებდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის თაობაზე შედგენილ ოქმის სისწორეს.
6.14. განსახილველ შემთხვევაში ეჭვმიტანილ მე---- ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმს დამსწრეები მ. ცი-–--ე და კ. თე-----ე, ხელს არ აწერენ, რაც სულ მცირე ეჭვქვეშ აყენებს ამ ოქმში მითითებულ გარემოებებს.
6.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. რედ) არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცევბის მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს.
6.17. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.
6.18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს რ. ჭ-------–ის მიერ ი. რე--–---–ისა და ი. ჭკ-----ას ჯიხურებზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.
6.10. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია ი. რე--–---–ისა და ი. ჭკ-----ას ჯიხურებზე ყაჩაღური თავდასხმა.
7. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით.
7.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ენ---–ა კა----–-ამ განაცხადა, რომ წელი ზუსტად არ ახსოვს, იქნებოდა 1997 ან 1998 წელი, მისმა შვილმა შეირთო ცოლი. ჰქონდათ დაახლოებით 50-60 კაციანი სუფრა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ყველას ეძინა, მასთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებიც არც მანამდე უნახავს და არც მას შემდეგ. მათ უთხრეს რომ იყვნენ გამარჯვების ქუჩელები. მათთვის იარაღი არ დაუნახავს. არ ახსოვს რა ეცვათ. მათ დალიეს 2-2 ჭიქა ღვინო და წავიდნენ. მანამდე ან მერე რა გააკეთეს არ იცის. მეორე დღეს მისი შვილი ირ---–ი და რძალი ე-- წავიდნენ ნათესავის დაბადების დღეზე. პოლიციას ისინი სამარშრუტო ავტობუსიდან ჩამოუყვანია და წაუყვანია პოლიციაში. თვითონაც იქ მიიყვანეს და პოლიციელებისაგან გაიგო რომ მისგან წასვლის შემდეგ იმ ორმა პირმა ყაჩაღობა ჩაიდინაო, ბათუმის პერეეზდთან მანქანას ესროლესო. თუმცა თვითონ არ იცის ისინი იყვნენ თუ არა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მე---- ა----–---–მა განაცხადა, რომ იგი გასამართლებულია პოლიციელებზე (1998 წლის 10 მაისის ეპიზოდი) და ჯიხურებზე (ა. მა--------ას, ი. რე--–---–ის, ი. ჭკ-----ას ეპიზოდი) თავდასხმისათვის. 1998 წელს იგი, მის ნაცნობ და----სთან ერათად, რომელიც ლტოლვილი იყო და გვარი არ ახსოვს. მას ჰქონდა ავტომატი და ეცვა ქურთუკი. ბათუმის პერიეზდთან მივიდნენ სადაც პოლიციელები იდგნენ, როგორც ახსოვს იყო სამი პოლიციელი, რომელთა ვინაობა არ იცის. თავდასხმის შედეგად წაიღეს ერთი ავტომატი. ჯიხურებზე თავდასხმის დროსაც და---- ახლდა და და----ს მეგობარი, რომელსაც არ იცნობდა. ჯიხურებიდან წაიღეს ტკბილეული და სიგარეტი. შეიარაღებული იყვნენ ავტომატით, გადაჭრილი თოფით და სათამაშო პისტოლეთით. არცერთი დანაშაულის ჩადენის დროს რ--------- ჭ-------–ი მასთან ერთდ არ ყოფილა, რაც მის მიმართ სასამართლო სხდომაზეც განაცხადა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ირ---–ი კა----–-ამ განაცხადა, რომ 1998 წლის მაისში ჰქონდა ქორწილი. დილით დედამ ენ---–ა კა----–-ამ უთხრა, რომ ღამით მოსულა ორი უცნობი მამაკაცი. მას გაუწყვია სუფრა და შემდეგ გაუცილებია. მეორე დღეს გაიგო პოლიციისაგან თავდასხმის შესახებ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა---- თა--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს აღ--–-----–ის ქუჩაზე. სახლის წინ, ეზოში ღობესთან ჰქონდა ჯიხური სადაც ვაჭრობდა. ჯიხურის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს იყო პოლიციელების ტეკი. იდგნენ მანქანით და ყოველთის ჰქონდათ იარაღი. ერთ დილას, გამთენიისას, როდესაც ჯიხურში იმყოფებოდა გაიგონა სროლის ხმა, შეეშინდა და დაიმალა. სროლა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი. სროლის დასრულების შემდეგ, იქ შეიკრიბნენ მეზობლები და ამის შემდეგ თვითონაც მივიდა. ნახა, რომ პოლიციელების მანქანა იყო დაცხრილული. იქ იყნენ პოლიციელები სტ------ა და სტ------ა, რომლებას იცნობდა. მათ თქვეს, რომ დაცხრილეს მანქანა და წაიღეს იარაღიო. მან თავდამსხმელების ვინაობა არ იცის. არც მაშინ იცოდა და ეს თქვა გამოძიებაში დაკითხვის დროსაც.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.5. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ე-- ოჩ-----ემ განაცხადა, რომ 1998 წელს ჰქონდა ქორწილი. გვიან ღამით მათთან მისულან ჭ-------–ი და ა----–---–ი. მის დედამთილს გაუშლია სუფრა. შემდეგ რა მოხდა არ იცის. მათთან მისული ორი პირი ჭ-------–ი და ა----–---–ი რომ იყვნენ ამის შეხაებ გაიგო პოლიციაში. თვითონ არცერთი უნახავს. მის დედამთილსაც პოლიციამ უთხრა. ჭ-------–ს და ა----–---–ს არ იცნობდა. ა----–---–ი იცოდა მხოლოდ შეხედულებით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ოლე-- კა-–--ემ განაცხადა, რომ 1998 წელს მუშაობდა სამტრედიის პოლიციაში. მაისი თვეში დილით, დილით სამსახურში მისვლისას გაიგო, რომ ბათუმის პერიეზდთან მომხდარა თავდასხმა პიკეტზე. მანქანა ჟიგული 21 11 იყო დაცხრილული და ავტომატური იარაღი წაღებული. ხელმძღვანელობის დავალებით იგი წარმოადგენდა დაზარალებულ ორგანიზაციას გამოძიებაში. როგორც იცის, ამ საქმეზე ა----–---–ი დააკავეს ჭ-------–ი კი გაქცევაშია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კა------ სტ------ამ განაცხადა, რომ არის თა---- სტ------ას შვილი, ამ საქმის შესახებ არაფერი იცის გარდა იმისა, რომ რაღაც ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თ. სტ------ას მეწყვილეს წაართვეს ავტომატი და თ. სტ------ა ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა---- სტ------ამ განაცხადა, რომ მუშაობდა სამტრედიის შს განყოფილებაში. 1997 ან 1998 წელი იქნებოდა, ზუსტი თარიღი და დრო არ ახსოვს, ის თავის მეწყვილესთან თა---- სტ------ასთან ერთად იყო მორიგე და პატრულირებდნენ ვაზ 21 01 მარკის პოლიციის ავტომანქანით. თან ჰქონდა მასზე გაპიროვნებული სამსახურეობრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იდო წინა სავარძლებს შორის. დაახლოებით დილის ხუთი საათისთვის ისინი მივიდნენ კიროვის (ამჟამად აღ--–-----–ის) ქუჩაზე, ბათუმის პერიეზდთან და მანქანა დააყენეს გზის გვერდულზე. თვითონ იჯდა საჭესთან, თ. სტ------ა კი მის გვერდით. რამდენიმე ხანში შეამჩნიეს ბათუმის პერიეზდის მხრიდან მათკენ მიმავალი ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ გრძელი ქურთუკები. როდესაც მიუახლოვდნენნ 15-20 მეტრში ამოიღეს ავტომატი და დაიწყეს სროლა მანქანის მიმართულებით. თ სტ------ა და მისი მეწყვილე ვერაფერს ახერხებდნენ. თავდამსხმელები მივიდნენ მანქანასთან და მოსთხოვეს გადმოსვლა. ამასობაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შემოუარა მანქანას, მივიდა მძღოლის მხარეს, გადაჭრილი თოფიდან ესროლა მანქანის კარს და მეორეს უთხრა, რომ იარაღი იყო მანქანაში. ისინი გადმოიყვანეს მანქანიდან. დააყენეს ღობესთან, აიღეს ავტომატი და წავიდნენ ისევ ბათუმის პერიეზდის მიმართულებით. სროლისას დაზიანდა ავტომანქანა, ასევე მასში დამონტაჟებული გადამცემი სადგური. რის გამოც ვერ დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებას. პოლიციაში დარე-- მოქლაქემ და ისინიც მოვიდნენ.
7.9. მისივე განმარტებით, მას რ--------- ჭ-------–ი არც მანამდე და არც ამ ინციდენტის შემდეგ არ უნახავს. თვდამსხმელი რომ რ--------- ჭ-------–ი იყო გაიგო პოლიციელებისაგან, კერძოდ უთხრეს, რომ თავდამსხმელები იყვნენ მ. ა----–---–ი და რ. ჭ-------–ი, რომლებიც იყვნენ ქორწილში, ნა----------ში. მათ ქორწილშიც უსვრიათ იარაღიდან. პოლიციამ მოიპოვა ამ ქორწილის კასეტა რომელსაც უყურა მთელმა პოლიციამ და ანახეს მას ჭ-------–ი ფირზე. ამის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა და მას არ გასჭირვებია რ. ჭ-------–ის ამოცნობა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
7.10. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული თა---- სტ------ას ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობა სამტრედიის შს რაიგანყოფილებაში საგზაო პოლიციის ინსპექტორად. 1998 წლის 9 მაისის დილის 9 საათიდან 10 მაისი 9 საათმდე იყო მორიგე. მასთან ერთდ მორიგე იყო მისი მეწყვილე თ. სტ------ა. მორიგეობისას სარგებლობდნენ მისი სამსახურეობრივი ავტომანქანით ვაზ 2101. 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 5 საათისათვის ისინი იმყოფებოდნენ დ. აღ--–-----–ის გამზირის N334 სახლის ჭიშკართან. მას იარაღი არ ჰქონდა. თ. სტ------ას კი ჰქონდა აკს-ის სისტემის ავტომატური იარაღი, რომელიც იდო წინა სავარძლებს შორის. ვინაიდან ციოდა და არც მოძრაობა იყო, ორივენი ისხდნენ ავტომანქანაში. თ სტ-----ა საჭესთან, თვითონ მის გვერდით. ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში, 10-15 მეტრის მოშორებით მათ დაინახეს მათკენ მიმავალი ორი პირი, როდესაც ისინი მანქანას 3 მეტრში მიუახლოვდნენ ერთერთმა მათაგანმა უცებ გამოაჩინა ავტომატი და დაიწყო სროლა ავტომანქანის საბურავების მისამართით, თან იძახდა იარაღი იარაღი და თან აგინებდა მათ. იგი მაშინვე ჩავიდა მანქანიდან და უთხრა რომ იარაღი არ ჰქონდა. მეორე პირი მანქანასთან მივიდა თ. სტ------ას მხრიდან, უღერებდა გადაჭრილ თოფს, არ აძლევდა მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას და თან ეძებდა იარაღს. ამასობაში მეროემ დაუძახა ავტომატიანს, აგერაა მაგათი იარაღიო. ამის შემდეგ ავტომატიანმა შემოუარა მანაქანას და დაუწყო სროლა, დააზიანა ასევე მანქანაში ჩამონტაჟებული გადამცემი. გადაჭრილთოფიანმა მძღოლის მხრიდან ესროლა ავტომანქანის კარს. ამის შემდეგ მათ წაიღეს ავტომატი და წავიდნენ იქით საიდანაც მოვიდნენ, თან ავტომატს ისროდნენ ჰაერში. თავდამსხმელთაგან ერთი იყო მაღალი, სუსტი, ფერმკრთალი, „რიჟა“ თმებით, ხოლო მეორე იყო სუსტი, შავგრემანი შავი თმით. სხვა გარეგნული დახასიათება არ შეუძლია.
მისივე განმარტებით ინციდენტი მოხდა დილის ხუთ საათზე, გათენებული არ იყო.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 10-11; ტ.1)
7.11. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, თე----- სტ------ამ 1998 წლის 22 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ რ. ჭ-------–ი ამოიცნო სახით და თმით. სწორედ იგი დაესხა თავს მას და თ.სტ------ას პოლიციის ავტომანქანაში. მას ეჭირა ხელში ავტომატი და დააზიანა პოლიციის ავტომანქანა
( ს.ფ. 138-139; ტ.1).
7.12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, თა---- სტ------ამ 1998 წლის 25 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ რ. ჭ-------–ი ამოიცნო სახით და თმით. სწორედ იგიდაესხა თავს მას და თ სტ------ა პოლიციის ავტომანქანაში და ავტომატიდან გასროლით დააზიანა ავტომანქანა.
( ს.ფ. 140-142; ტ.1).
7.13. საქართველის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის ექსპერტიზისა და სერთიფიკაციის შპს „ქუთექსპერტიზის“ 1998 წლის 15 მაისის N237 დასკვნით დადგენილია, რომ პ--–---- სახელწიფო ნომრის მქონე ვაზ 2101 მრაკის ავტომანქანას აღენიშნება დაზიანებები. მიყენებული ზარალის საერთო თანხა შეადგენს 696 ლარს, აღსადგენად საჭირო თანხა კი 1001 ლარს.
( ს.ფ. 136-137; ტ.1).
7.14. 1998 წლის 10 მაისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სამტრედიაში აღ--–-----–ის გამზირის N334-საცხოვრებელი სახლის წინ, სამტრედია ბათუმის გზის მარჯვენა მხარეს დგას ავტომანქანა ვაზ 2101 სახ. ნომრით პ--–---- შავ-თეთრი შეფერილობით წარწერით საგზაო პოლიცია. ატომანქანას დაშვებული აქვს საბურავები და ეტყობა დაზიანებები, ნატყვიარები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა და დაილუქა ტყვიის გულები, საფანტი და ტიზები.
( ს.ფ. 2-21; ტ.3).
7.15. იმერეთის სამხარერო შს მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების 1998 წლის 10 მაისის N116/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 24 ცალი 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუში ვაზნები გასროლილია ერთი და იგივე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან. 34 ტყვიის მარცვალი წარმოადგენს საფანტს. 5 ცალი მუყაოს საცობი დამზადებულია 12 კალიბრის სანადირო ვაზნების გასაწყობად. პ--–---- ა/მანქანის წინა მარცხენა კარზე არსებული დაზიანება მიყენებულია გასროლილი საფანტის მუხტის ზემოქმედებით გარედან შიგნით, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, ხოლო სხვა დაზიანებები 5,45მმ კალიბრის ტყვიების ზემოქმედების შედეგად.
7.16. 1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, მე---- და----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით ა. მა--------ას, ზ. რე--–---–ი და ი. ჭკ-----ას კუთვნილ ჯიხურებზე თავდასხმის გზით მათი ქონების გატაცებისათვის. პოლიციის მუშაკებზე ყაჩღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის და სახელმწიფო ქონების დაზიანებისათვის და სასჯელის ზომად შთანთქმის პრიციპის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
( ს.ფ. 198-200; ტ.1).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
7.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლო კამათისას გაკეთებულ შეფასებას იმის თაობაზე, რომ რ. ჭ-------–ის მიერ პოლიციის თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების ფაქტი დადასტურებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარე რ. ჭ-------–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითა დაზარალებულების თ. სტ------ასა და თ. სტ------ას ჩვენებებზე და განმარტა, რომ ისინი იდენტურია, რასაც სასამართლო არ იზიარებს.
7.18. მართალია, თ. სტ------ასა და თ. სტ------ას ჩვენებები იდენტურია ბოროტმოქმედების მიერ უშუალოდ თავდასხმის დროს განხორციელებული ქმედებებეის აღწერის ნაწილში, თუმცა არსებითი განსხვავდება იმ ნაწილში, თუ დღე-ღამის რა მონაკვეთში მოხდა თავდასხმა, რაც პირდაპირ კავშირშია რ. ჭ-------–ის ფოტოსურათით ამოცნობის შესაძლებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანის ჩვენებით შემთხვევა 10 მაისს დილის 05:00 საათზე მოხდა, თ. სტ------ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევისას გათენებული იყო და კარგად დაინახა თავდამსხმელების სახეები. თ. სტ------ას სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოძიებისას მიცემული ჩვენების მიხედვით კი, შემთხვევისას იყო ღამე, გათენებული არ იყო.
7.19. ამოცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევევ ყურადღებას მიაქცევს თ. სტ------ას ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან სასამართლოს განუცხადა, რომ ამოცნობამდე მას აყურებინეს ვიდოკასეტაზე ჩაწერილი ქორწილი და აჩვენეს რ. ჭ-------–ი, რის შემდეგაც ფოტოსურათით ამოცნობა აღარ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ რ. ჭ-------–ი მას არც ამ შემთხვევამდე და არც მერე არასოდეს უნახავს ფიზიკურად. მისივე განმარტებით, ამ ვიდეოჩანაწერს პოლიციაში ყველამ უყურა.
7.20. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, თ. სტ------ას და თ. სტ------ას ამოცნობის ჩატარებამდე არ მიუთითებიათ ამოსაცნობი პირის გარეგნობის, დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნების თობაზე. უფრო მეტიც, თ. სტ------ა თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ერთი იყო რიჟა, მეორე კი შავგრემანი და რომ სხვა გარეგული დახასიათება არ შეუძლია.
7.21. ამდენად, თ. სტ------ასა და თ. სტ------ასა გამოძიებისას, ასევე ამ უკანასკნელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების საფუძველზე, მათ მიერ რ. ჭ-------–ის ამოცნობა ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად და შესაბამისად არ უნდა იქნეს გამოყენებული რ. ჭ-------–ის ბრალეულობის შესაფასებლად.
7.22. მოწმეებმა ე. კა----–-ამ, ი. კა----–-ამ და ე. ოჩ-----ემ არ დაადასტურეს რ. ჭ-------–ის მათ ოჯახში ქორწილში ყოფნის ფაქტი. ი. კა----–-ამ და ე. ოჩ-----ემ განმარტეს, რომ მათ საერთოდ არავინ უნახავთ, ე. კა----–-ს განმარტებით კი, ქორწილის დასრულების შემდეგ მივიდა ორი მისთვის უცნობი პირი, დალიეს 2-2 ჭიქა ღვინო და წავიდნენ. შემდეგ კი პოლიციაში უთხრეს, რომ ერთი იყო რ. ჭ-------–ი.
7.23. რაც შეეხება მა---- თა-------ის ჩვენებას, მან განმარტა, რომ გაიგონა სროლის ხმა, შეეშინდა და დაიმალა, რის გამოც არაფერი დაუნახავს.
7.24. დანაშაულის ამ ფაქტზე მსჯავრდებული მ. ა----–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას რ. ჭ-------–ი მასთან ერთად არ ყოფილა.
7.25. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ განხილული მტკიცებულებები, ისევე როგორც ბრალდების მხარი მიერ მითითებული შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები, ო. კა-–--ისა და თ. ხა–----ას ჩვენებები, მ. ა----–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუვნებელი განაჩენი ადასტურებენ 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე სამტრედიაში აღ--–-----–ის გამზირზე N334 სახილს წინ პოლიციის თანანმშრომლებზე თ. სტ------ასა და თ. სტ------აზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების ფაქტს და მის შედეგებს, მაგრამ აშკარად არასაკამარისია ამ ქმდებეაში რ. ჭ-------–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
7.26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. რედ) არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცევბის მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს.
7.27. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.
7.28. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
7.29. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს რ. ჭ-------–ის მიერ პოლიციის თანამშრომლებზე - თ. სტ------ასა და თ. სტ------აზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.
7.30. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ჭ-------–ს არ ჩაუდენია პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება.
8. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა.
8.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა: ”დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო დარჩება.
8.2. აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლერგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.”
8.3. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე”.
8.4. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რ--------- ჭ-------–ი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდეს საქართველოს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 (სსკ-ის 1960 წლის 17 აგვისტოს რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
8.5. რ. ჭ-------–ის მიმართ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-ე, 498-ე, 504-507-ე, 510-512-ე, 518-ე და 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ--------- ჭ-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ--------- ჭ-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ--------- ჭ-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ--------- ჭ-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ--------- ჭ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განემარტოს გამართლებულ რ--------- ჭ-------–ს, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღა----ება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი