განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002526846~
N1/145-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
20.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -და----- სხ------–-ძის
ადვოკატ - ლა-–- ჩა---–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------
ბრალდებული: და----- სხ------–-ძე
მამის სახელი: ნი----–-----
დაბადებული: 26.07.1----–--–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ლილოს დასახლება 2-ე კვარტალი, კორპუსი N-- ბინა N---
ფაქტობრივად მცხოვრები:ლაგოდეხის რაიონის სოფელი ნ---------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
და----- სხ------–-ძეს ბრალი ედება მასში, რომ
1) ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 20:05 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, და---- სხ------–-ძემ შელაპარაკებისას, მამას - ნი----–---- სხ------–-ძეს ყელში მოუჭირა ხელი, რის შედაგადაც ნი----–---- სხ------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2) განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 20:10 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში და---- სხ------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, ნი----–---- სხ------–-ძეს და გაეკიდა ხანჯლით, რა დროსაც ნი----–---- სხ------–-ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
და----- სხ------–-ძე 2018 წლის 24 მაისს 20:17 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 26 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 20:05 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, და---- სხ------–-ძემ შელაპარაკებისას, მამას - ნი----–---- სხ------–-ძეს ყელში მოუჭირა ხელი, რის შედაგადაც ნი----–---- სხ------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 20:10 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში და---- სხ------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, ნი----–---- სხ------–-ძეს და გაეკიდა ხანჯლით, რა დროსაც ნი----–---- სხ------–-ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
2. 1. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - მა---- სხ------–-ძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნი----–---- სხ------–-ძის გამოკთხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ და---- სხ------–-ძემ ნი----–---- სხ------–-ძეს ყელში მოუჭირა ხელი, რის შედაგადაც ნი----–---- სხ------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებული არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, კერძოდ მამა.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
დაზარალებულის განმარტებით ბრალდებულის მიერ ყელში ხელის მოჭერით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - ჯა---- ალ----------ვის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბე--- ბა-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე მა---- სხ------–-ძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნი----–---- სხ------–-ძის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ და---- სხ------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, ნი----–---- სხ------–-ძეს და გაეკიდა ხანჯლით, რა დროსაც ნი----–---- სხ------–-ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარა ნიშნავს, როდესაც პირი კონკრეტულ პირს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, მუქარა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩადენილი, რომ პირს მისი განხორციელების რეალური შიში გაუჩნდეს. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და უფლება იცხოვროს მშიდ გარემოში. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, ტელეგრაფით, იარაღის დემონსრირებით. ამასთანავე აუცილებელია, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულის განმარტებით მას ბრალდებული და---- სხ------–-ძე დაემუქრა მოკვლით და თან ხელში ეჭირა ხანჯალი, როლითაც გაქცეულ დაზარალებულს გაეკიდა. აქედან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალიწინებული საქართველო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და---- სხ------–-ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
და---- სხ------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
და---- სხ------–-ძე მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება - ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- სხ------–-ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
და---- სხ------–-ძის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
საქმეს თან ერთვის მივთმტკიცება დანა-ხანჯალი, რომელიც უნდა გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და----- სხ------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვე.
2. და----- სხ------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1111-151- მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, და----- სხ------–-ძეს ძირითადი სასჯელის სახედ ხდა ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.
4. და----- სხ------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 24 მაისის 20:17 საათიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
დანა-ხანჯალი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე