განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2018
საქმის ნომერი
200100117002215638
დავის ტიპი
140 , 137 3 დ
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117002215638

საქმე #1/336-17 (№004180917013)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----------–-----ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ---------------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------–-.

 

ადვოკატი - დ------------------ე, ნ------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ადვოკატი - ე-–------------–--------ი, მ----------–--------ი

 

სხდომის სახე - დახურული.

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ა------ში, მ-–--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შ---------------მა სასქესო ორგანოს გამოყენებით, ძალადობით, სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა, მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან, ბ--–-----------ის სხეულში.

 

1.2. 2017 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში, მ-–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შ---------------მა სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა, მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან ბ--–-----------ის სხეულში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2017 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ა------ში, მ-–--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შ---------------მა სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა, მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან ბ--–-----------ის სხეულში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბ--–-----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის 15 წლის. მოწმემ განმარტა, შ---------------ი გაიცნო თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, რომელიც ასევე არის მისი ნათესავი პაპის მხრიდან. მოწმის განმარტებით, მათ კონტაქტი ქონდათ სოციალური ქსელის „ოდნოკლასნიკის“ საშუალებით და შ---------------ი ეუბნებოდა, რომ უყვარდა და გამხდარიყო მისი ცოლი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ შ---------------მა მისგან იცოდა მისი ასაკის შესახებ, კერძოდ შ-----ს უთხრა, რომ იყო 14 წლის და იყო მეცხრე კლასის მოსწავლე. მოწმემ ასევე აჩვენა, იგი აღნიშნულს ეუბნებოდა თითქმის ყოველ დღე, რის მიუხედავად შ---------------ი მაინც ეუბნებოდა, რომ გაყოლოდა ცოლად, რაზეც იგი დათანხმდა 2017 წლის 18 სექტემბერს. მოწმემ განმარტა, 2018 წლის 18 სექტემბერს მისმა ძმამ მიიყვანა სკოლაში, თუმცა კლასში არ შესულა, გამოვიდა ქუჩაში და ტაქსით წავიდა დიდი ლილოს მიმართულებით, სადაც მას ავტომაქნით ელოდებოდა შ---------------ი. ამის შემდეგ იგი თავისივე ნებით ჩაჯდა ავტომანქანაში და წამოვიდნენ თელავის მიმართულებით, ხოლო გზაში შ---------------მა ყოველგავარი ძალადობის გარეშე გადაუგდო მობილური ტელეფონი და სიმბარათი. მოწმემ აჩვენა, რომ თელაში ჩამოსვლის შემდეგ ისინი მივიდნენ სოფელ ა------ში შ---------------ის ნათლიის მ-–-ს ოჯახში, სადაც ოჯახის ბებიამ უთხრა ასულიყვნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლისას ნახა, რომ საწოლი იყო გაშლილი, ხოლო შ---------------მა უთხრა დამსხდარიყვნენ საწოლზე, ამასთან დაუწყო შარვლის გახსნა და ეუბნებოდა უნდა იყო ჩემი ცოლიო და გახადა ძალით, პირზე დააფარა ხელი, რა დროსაც უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა შ---------------მა მასთან ძალით დაამყარა სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ საღამოს დაახლოებით 6-7 საათზე, ჩავიდნენ პირველ სართულზე, სადაც უკვე მოსული იყო შ---------------ის დედა თანმხლებ პირებთან ერთად და მას კითხა თუ რამდენი წლის იყო, რაზეც უპასუხა, რომ იყო 14 წლის. ამის შემდეგ შ---------------ის ნათლიის მანქანით წავიდნენ შ---------------ის ბებიის ძმის სახლში, სადაც ისინი არ დაიტოვეს, ვინაიდან ოჯახმა გაიგო, რომ იყო 14 წლის, რის შემდეგ წავიდნენ შ---------------ის ნათლიის დის ოჯახში, სადაც ასევე იყვნენ ოჯახის წევრები. მოწმის განმარტებით საღამოს დაახლოებით 9-10 საათზე დაწვნენ დასაძინებლად, სადაც მასსა და შ---------------ს შორის ნებაყოფლობით დამყარდა სქესობრივი კავშირი. მოწმის განმარტებით თბილისიდან მას წამოღებული ქონდა ფულადი თანხა, რაც დაუბრუნეს მამამისს.

 

გ--–-----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შ---------------თან ქონდა ახლო ურთიერთობა ხოლო ბ--–-----------ი არის მისი და, რომელიც 2017 წლის 18 სექტემბერს იყო 14 წლის. მოწმის განმარტებით 2017 წლის 18 სექტემბერს მან ბ--–-----------ი მიიყვანა სკოლაში, ხოლო მოგვიანებით გაიგო, რომ ბ--–-----------ი შ---------------ს ყავდა წაყვანილი. ამის შემდეგ ყველანი წამოვიდნენ თელაში და სოფელ ა-----იდან წამოიყვანეს ბ--–-----------ი. მოწმემ აჩვენა, რომ შ---------------ი არის მათი ნათესავი და მათ სოფელშიც ქონდათ ურთიერთობა. მოწმემ ასევე განმარტა, მისთვის უცნობია თუ რა ურთიერთობა ქონდა შ---------------ს და მის დას.

 

ზ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს იმყოფბოდა სოფელ ა------ში მდებარე მის სახლში, ოჯახის წევრებთან, ც------------–---–თან, მ-–--------–---–თან, ნ--------–-----–--ესთან და შ------------–---–თან ერთად და ასრულებდა სახლის სარემონტო სამუშაოებს. შუადღისას ისხდნენ სუფრაზე, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა შ---------------ი თანმხლებ გოგოსთან ერთად, რომლებიც ასევე მიუსხდნენ სუფრას, დიდი ხანი არ გაჩერებულან და წავიდნენ. მოწმემ განმარტა, შ---------------მა უთხრა თბილისიდან წამოყვანილი ყავდა მეგობარი გოგო, რომლისთვისაც უნდა დაეთვალიერებინა წინანდალი. მოწმის განმარტებით მეორე სართულზე შ---------------ი მეგობარ გოგოსთან ერთად არ ასულა, ვინაიდან იგი აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად დაინახავდა, ამასთან განმარტა, რომ შ---------------ს და მის თანმხლებ გოგოს ეტყობოდათ, რომ ქონდათ კარგი ურთიერთობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შ---------------მა და მისმა მეგობარმა მათთან დაყვეს დაახლოებით ერთი საათი, ხოლო შემდეგ თუ სად წავინენ ან დარჩნენ მისთვის უცნობია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ-–--------–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ სუფრა გაშლილი იყო სახლის მეორე სართულზე, ხოლო შ---------------ი და მისი მეგობარი გოგო მათთან ყოფნისას არ განმარტოებულან ცალკე ოთახში. მოწმის ჩვენებით სტუმრებმა მათთან დაჰყო დაახლოებით ერთი საათი, პირდაპირ შემოვიდნენ სუფრაზე და სუფრიდანვე წავიდნენ, მაგრამ თუ სად მისთვის უცნობია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ც------------–---–მა, რომელმაც განსხვავებულად განმარტა ის, რომ სუფრა მათ გაშლილი ქონდათ ეზოში. ასევე განმარტა, რომ შ---------------ი თანმხლები გოგოს ასაკი იქნებოდა დაახლოებით 14-15 წელი, რაც მან შეატყო ვიზუალური აგებულებიდან, ხოლო უშუალოდ მისთვის ასაკი არ უთქვია.

 

შ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ ა------ში ზ------------–---–ის ოჯახში, რომელსაც ეხმარებოდა სახლის კედლის გაკეთებაში. მოწმის განმარტებით შუადღის პერიოდში ისინი სადილობდნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რა დროსაც ზ------------–---–ის სახლში მოვიდა ამ უკანასკნელის ნათლული მეგობარ გოგოსთან ერთად, რომლებსაც არანაირი აღელვება ან დაძაბულობა არ ემჩნეოდათ, პირიქით გოგონა იყო კარგ ხასიათზე და იცინოდა. ამის შემდეგ ისინიც შეუერთდნენ სუფრას, რის შემდეგ მალევე ან თავად წავიდა ან სტუმრები, რაც ზუსტად არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ მას სუფრაზე ყოფნისას არ შეუმჩნევია ის ფაქტი, რომ ბავშვები გასულიყვნენ სხვა ოთახში.

 

მ-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტებერს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე ბაღში, სადაც მას შეხვდა შ---------------ი, რომელიც არის ბიძამისის ნათლული და იგი იყო მეგობარ გოგოსთან ერთად, რომლების მიიპატიჟა სახლში. მოწმის განმარტებით სახლში ასევე იყო მისი მეუღლე ე-–--------------ე და დედამისი ნ----------–---–ი. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მათ გაურგძელდათ საუბარი, ამასთან უკვე იყიო გვიანი, სტუმრებს შესთავაზეს მათთან დარჩენა, რაზეც ეს უკანასკნელები დათანხმდნენ. მოწმემ განმარტა, რომ შ---------------ი და ბ--–-----------ი დასაძინებლად სხვადასხვა ოთახებში დარჩნენ და მას იმ ღამეს რაიმე უცნაური არ შეუმჩნევია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ----------–---–მა და ე-–--------------ემ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ შ---------------მა და მისმა თანმხლებმა გოგომ მეორე დღეს დატოვეს მათი სახლი, კერძოდ შ---------------მა უთხრა, რომ ტაქსი ყავდა გამოძახებული, ამასთან მათ ვიზუალურად აღელვება ან მსგავსი რამ არ ეტყობოდათ.

 

ა---------–---------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა გ--–-----------თან ერთად, რომელიც არის მისი მეგობარი, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს, რომ ბ--–-----------ი არ იყო სახლში, რის შემდეგაც დარეკეს 112-ში და შეატყობინეს აღნიშნული ფაქტის შესახებ.

 

მ--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა ლილოს ბაზრობაზე, რა დროსაც მას დაურეკა სანდრო ასტანოვმა და უთხრა, მისი შვილი ბ--–-----------ი, რომელიც იყო 14 წლის, შ---------------ს ყავდა მოტაცებული. მოწმის განმარტებით შ---------------ი არის მათი ნათესავი და მასთან ქონდა კარგი ურთიერთობა, რომელმაც ასევე იცოდა ბ--–-----------ის ასაკის. მოწმემ განმარტა, რომ ბ--–-----------ი სახლში დააბრუნეს მეორე დღეს და მას ქონდა თუ არა რაიმე დაზიანებები არ იცის, რადგან მისთვის ამის თაობაზე არ უთქვია. მოწმემ განმარტა, რომ მას ბ--–-----------მა მხოლოდ ის უთხრა, რომ იგი შ---------------მა წაიყვანა მოტყუებით.

 

რ-----------–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საქირ ასტანოვი არის მისი შვილი. 2017 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათზე მასთან სახლში მივიდა ბ--–-----------ის ბებია, რომელმაც უთხრა შ---------------ს ბ--–-----------ი ყავდა მოტაცებული, რაზეც სთხოვდნენ ეთქვათ თუ სად იმყოფებოდნენ და დაებრუნებინათ სახლში. ამის შემდეგგ მათ დაადგინეს, რომ შ---------------ი და ბ--–-----------ი იყვნენ სოფელ ა------ში ზ------------–---–ის ოჯახში, სადაც წავიდა და ადგილზე მისვლისას სახლის პირველ სართულზე დახვდათ სუფრა გაშლილი. ადგილზე მისვლისას მან იკითხა თუ სად იყვნენ შ---------------ი და ბ--–-----------ი, რაზეც უთხრეს, რომ ხსენებული პირები იყვნენ მათთან სხვა ოთახში და წავიდნენ დასაძახებლად. შემდეგ ჩამოვიდნენ მეორე სართულიდან და იყვნენ კარგ ხასიათზე. მოწმემ განმარტა, რომ მან ბ--–-----------ს ადგილზე კითხა, ხომ არ იყო იგით ძალით წამოყვანილი, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი და უთხრა, რომ მას შ---------------ი უყვარდა, ამასთან მას უკვე ქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ამის შემდეგ სთხოვა დაერეკა მამამისისთვის და ეთქვა აღნიშნულის შესახებ, რაზეც უპასუხა, რომ ვერ დარეკავდა, რადგან ეშინოდა. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში და მეორე დღეს გაიგო, რომ ბ--–-----------ი მისივე ოჯახის წევრებს უკვე ყავდათ წაყვანილი.

 

შ---------------მა არ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში მისმა მეგობარმა გააცნო ბ--–-----------ი. გაცნობიდან დაახლოებით სამ დღეში მას დაურეკა ბ--–-----------მა და სთხოვა სოფელ ყ--------–აში შეხვედრა, რაზეც დათანხმდა და ესტუმრა პაპის და ბებიის სახლში. ბრალდებულმა განმარტა, საუბრისას მას ბ--–-----------მა უთხრა, რომ მოსწონდა, ასევე ამთავრებდა სკოლას, რის შემდეგაც გაყვებოდა ცოლად. ამის შემდეგ 2017 წლის 14 ან 15 სექტემბერს ბ--–-----------მა გაუგზავნა სმს და უთხრა, რომ მათი სიყვარულის შესახებ გაიგეს მისმა მშობლებმა და სთხოვა სასაუბროდ მისვლა და გაყვებოდა ცოლად, რაზეც უპასუხა, რომ ჯერ დაემთავრებინა სკოლა, ხოლო ბ--–-----------მა უპასუხა, მას სკოლის დამთავრება არ აინტერესებდა. ამის შემდეგ 2018 წლის 18 სექტემბერს იგი დაუკავშირდა ბ--–-----------ს მოსაკითხად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა კითხა თუ რატომ არ მიყავდა ცოლად, ხოლო პასუხად მიიღო, რომ არ ქონდა თანხა, ხოლო ბ--–-----------მა უთხრა, მას ქონდა დაგროვებული თანხა 2000 ლარი და 300 აშშ დოლარი. ბრალდებულის განმარტებით იმავე დღეს ტაქსით წამოვიდა თბილისში, დიდი ლილოს შესასვლელთან შეხვდა ბ--–-----------ს და ერთად წავიდნენ თელავის რაიონის სოფელ ა------ში ზ------------–---–ის ოჯახში. ზ------------–---–თან მისვლისას ოჯახში მათ სუფრა დახვდათ გაშლილი, ვინაიდან ზ------------–---–ს ყავდა სტუმრები, ამასთან ოჯახში ბ--–-----------ი მას გააცნო, როგორც მეგობარი და უთხრა, რომ იგი მოიყვანა ცოლად. ბრალდებულის განმარტებით ისინი სუფრაზე გაჩერდნენ ცოტა ხანი, რის შემდეგ მათ ც------------–---–მა უთხრა, რომ იქნებოდნენ დაღლილები, ამასთან საწოლი იყო მზად და შეეძლოთ დაესვენათ, რის შემდეგ ავიდნენ მეორე სართულზე არსებულ საძინებელში, სადაც დარჩნენ მარტო. ოთახში ყოფნისას ეფერებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის ნებაყოფლობით დამყარდა სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ ჩამოვიდნენ პირველ სართულზე სადაც მიიპატიჟეს ყავაზე, რის შემდეგ მალევე აბრუნდნენ საძინებელში, სადაც კვლავ ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი ბ--–-----------თან. ბრალდებულის განმარტებით იმავე დღეს დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ზ------------–---–ის ოჯახში მივიდა დედამისი, რომელსაც უთხრა, ბ--–-----------ი უყვარდა და მოიყვანა ცოლად, ამასთან იგი თავისი ნებით იყო წამოსული, რაც ამ უკანასკნელმაც დაუდასტურა. აღნიშნულზე დედამისმა უთხა, სოფელ ყ--------–აში მათ სახლში მისულები იყვნენ ბ--–-----------ის ოჯახის წევრები, ამიტომ ერთად წასულიყვნენ სახლში და დალაპარაკებოდნენ ბ--–-----------ის ოჯახს, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი, რადგან მშობლები მათ დააშორებდა. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ ნ----------–---–ის სახლში, სადაც გაათენეს ღამე. ბრალდებულის განმარტებით აღნიშნულ ოჯახში მასსა და ბ--–-----------ს შორის სქესობრივი კავშირი არ დამყარებულა. მეორე დღეს დილით ნ----------–---–ის ოჯახში მივიდა ავტომანქანა, რომელმაც წაიყვანა ბ--–-----------ი, რის შემდეგაც მასთან ურთიერთობა აღარ ქონია. ბრალდებულის განმარტებით, მართალია ბ--–-----------ი არის მისი ნათესავი, მაგრამ ბავშობაში მას არ იცნობდა, ამასთან მისი ასაკი არ იცოდა, მხოლოდ გადმოცემით იცოდა, რომ ბ--–-----------ი ამთავრებდა სკოლას.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ე-------–--–---–მა და ე-–------------ამ დაადასტურეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ბ--–-----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებითდა ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის მიდამოში დააზლოებით 5-9 დღისაა. დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ--------–----ემ დაადასტურა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: - კონტეინერში წარწერით: „ბ--–-----------ი ნაცხი საშოს შესავლიდან....“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოყვითალო და ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს და სპერმას. მამრობითი ფრაქციის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ---------------ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--–-------------–---–მა და მ-----–----------–---–მა დაადასტურა მათი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ-–---------–---–მა დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ შ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს სხვისი სქესობრივი თავისუფლება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს პარტნიორი. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნეს მოქმედებით, ამასთან მისი ჩადენა შესაძლებელია სამი სხვადასხვა ალტერნატიული ხერხით, საიდანაც ერთერთს წარმოადგენს ძალადობა. რაც შეეხება თავად ძალადობას გაუპატიურებისას აღნიშნული წარმოადგენს დაზარალებულის დათრგუნვის საშუალებას, რათა სწორედ ძალადობის გამოყენებით დაამყაროს სქესობრივი კავშირი. მოცემული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს სქესობრივი აქტის დაწყების ფაქტი დაზარალებულთან. გაუპატიურება, ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან დაზარალებული იყენებს ძალადობას, მუქარას ან უმწეობას და დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს ამყარებს მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანებია: ქმედება ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ---------------ის მიერ ბ--–-----------ის მიმართ ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დამყარება. დაზარალებულის ჩვენება არ მოდის თანხვედრაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან იმ ნაწილში, რომ შ----- ასტნოვმა მასზე იძალადა და ისე დაამყარა სქესობრივი კავშირი. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ--–-----------ი თავისი ნებით გაჰყვა შ---------------ს ცოლად ეს გარემოება თავად დაზარალებულმაც დაადასტურა, ამასთან მან სახლიდან გარკვეული ოდენობის თანხაც წამოიღო. ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებული საძინებელში თავისი ნებით აჰყვა ბრალდებულს ესეც თავად დაზარალებულმა დაადასტურა, ამასთან მანვე განმარტა, რომ სქესობრივი აქტის შემდგომ იგი ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა არაერთ ოჯახში და გაუპატიურების ფაქტის თაობაზე არავისთვის არ უთქვია. გარდა ამისა ბ--–-----------ი მ-–--------–---–ის ოჯახიდან იმავე დღეს თავისი ნებით გაჰყვა ბრალდებულს მ-–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც უკვე მისივე ნებითა და თანხმობით დაამყარა სქესობრივი კავშირი შ---------------თან, რაც თავად განმარტა სასამართლო სხდომაზე. ამასთან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანებები მიყენებული აქვს მარცხნივ მკერდახლო ხაზზე, მეორე ნეკნის საპროექციოდ ზ. 1X0,8 სმ. ფართზე წერტილოვანი ხასიათის; მარჯვნვნივ ძუძუს ხაზზე, მე-2-3 ნეკნების საპროექციოდ წერტილოვანი ხასიათის 08X0,7 სმ. ფართზე. ხოლო თავად განმარტა, შ---------------ის ძალადობა გამოიხატა მასში, რომ მას ხელი დააფარა პირზე, რომ არ ეყვირა. შესაბამისად ბ--–-----------ისთვის მიყენებული ეს დაზიანებები კავშირში ვერანაირად ვერ იქნება მიყენებული პირზე ხელის დაფარების შედეგად. გარდა ამისა ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამედიცინო შემოწმებისას თავად დაზარალებულს აქვს ექსპერტებისთვის განმარტებული იმ დაზიანებათა შესახებ, რაც მან თავისი ხელით მიიყენა, ხოლო იმ დაზიანებაზე, რასაც ბრალდების მხარე მიუთითებს, თითქოს იგი ბ--–-----------მა მიიღო ძალადობის შედეგად, ეს გარემოება დაზარალებულს არც ექსპერტებისთვის და არც სასამართლოს წინაშე არ განუმარტია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით კრიმინალიზებულია სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში. განსახილველი დანაშაული იმით განსხვავდება გაუპატიურებისაგან, რომ სექსუალური კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან მისივე თანხმობით მყარდება. და იგი არ იმყოფება უმწეო მდგომარეობაში და იგი დამთავრებულად ითვლება მაშინ, როცა სრულწლოვანი პირი 16 წელს მიუღწეველთან დაიწყებს სქესობრივ კავშირს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ა------ში, მ-–--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შ---------------მა სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა, მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან ბ--–-----------ის სხეულში.

 

ამასთანავე ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან არ იცოდა ბ--–-----------ის ასაკი წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. ის გარემოება, რომ შ---------------მა არ იცოდა იმ გოგოს ასაკი, რომელთანაც ქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და მოიყვანა ცოლად, ამასთან იცოდა, რომ ბ--–-----------ი იყო სკოლის მოსწავლე, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია ბრალდებულის პოზიცია ასაკის არცოდნასთან დაკავშირებით. ამასთან ის ფაქტი, რომ ბ--–-----------ის ასაკი ცნობილი იყო ბრალდებულისთვის ეს გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, როგორც თავად დაზარალებულმა ისე მამამისმა მ--------------მა.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რის გამოც შ---------------ის მიმართ საქართველოს 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რაც შეეხება შ---------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ---------------ის მიერ მიერ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო მას ბრალდებული საწინააღმდეგოდ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ვერ გამოიყენებს, რადგან ის გარემოება, რომ შ---------------სა და ბ--–-----------ს შორის 2018 წლის 18 სექტემბერს, მ-–--------–---–ის სახლში დამყარდა სქესობრივი კავშირი ეს გარემოება დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე და აღნიშნული ფაქტი თავად ბრალდებულსაც არ გაუხდია სადაოდ, ხოლო ბ--–-----------ის ნაცხის ნიმუშში აღმოჩენილი შ---------------ის გენეტიკური პროფილი, რომ მ-–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში მომხდარი სქესობრივი კავშირის დროს დარჩა დაზარალებულის სხეულში, ეს გარემოება სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა. ამასთან სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც შ---------------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ---------------მა ჩაიდინა სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ---------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 273-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ---------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

შ---------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

შ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

შ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: - ბ--–-----------ის ნაცხისა და შ----- ასტნოვის ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს.

 

არასრულწოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე