განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2018
საქმის ნომერი
120100118002299292
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/054-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

21 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ვ---------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, დ---დებული 3--------- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ----------, სოფელი დ---;

 

ადვოკატი - ი-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----------------–---–- (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 06 თვის ვადით.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის N--------წ. განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2017 წლის 18 მაისის N-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი 1 წელი და საბოლოოდ, ვ---------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 06 თვის ვადით. და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

3. მსჯავრდებულის ვ---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 29 ნოემბრიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი CD დისკზე რომელიც ერთვის საქმე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე