გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210017002113426
საქმე #2/155-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე -ს------------------------------------------------------------------------
წარმომადგენელი- ც-----------------
მოპასუხე - შპს ,,დ---------------------“
წარმომადგენელი- ე-----------------------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,დ---------------------“ ს------------------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4642,99 ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ს------------------------------------------------------------------------სა და სს „ე------------ის“ გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს------------------------------------------------------------------------ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის: 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის შპს „დ---------------------ს“ დავალიანება 4642,99 ლარის ოდენობით. სს „ე-----------“ სს „ს----------–-------------------–----------------–----------------------“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს. შპს „დ---------------------“ დავალიანება - 4642,99 ლარი წარმოეშვა სს „ს----------–-------------------–----------------–-----------------------“ თეთრიწყაროს ფილიალის მიერ მიწოდებული ელექტრო ენერგიის მოხმარების შედეგად. რადგან აბონენტს მოხმარებული ელექტო ენერგიის საფასური არ გადაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დ---------------------“ ს------------------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4642,99 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შპს „დ---------------------“ ს------------------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4642,99 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,დ---------------------ს“ წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვის მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს 2007 წლის 10 ოქტომბრის 01-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რ--------“-ს, სს გ----------------------ს, სს ლ-------------ს, სს ძ-------–---ის, სს შ--------ის, შპს ა–----ს, სს ს----------–-------------------–------------------–--------------------ის, შპს ა------------------------ს ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ე-----------. დასახელებულ სუბიექტების შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება, ს.ფ. 26.
3.1.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ს------------------------------------------------------------------------სა და სს ”ე------------ს” გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ს------------------------------------------------------------------------ს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121-ე მუხლის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული დავალიანებები. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 11 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს------------------------------------------------------------------------ს სს ”ე-----------”-მ გადასცა კომერციული სუბიექტებიდან ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება 207 382 136 ლარის მოცულობით, რომელიც დასტურდება აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა შპს „რ-------“ მიერ 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული სს ”ე-----------”-ს დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნით.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს მოპასუხის მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 4642,99 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება, ს.ფ. 30-31;
- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 31-32;
- აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა, ს.ფ. 33-35;.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ სადაო თანხა არის მოპასუხისათვის 2006 წლს 01 ივნისიდან 2007 წლის 12 ივნისამდე #5--------- აბონენტზე და 2007 წლის 30 მარტიდან 2007 წლის 19 ივნისამდე #5--------- აბონენტზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური, რაც დასტურდება სარჩელზე წარმოდგენილი აბონენტის ბარათით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- #5--------- აბონენტის ბარათი, ქვითარი, ს.ფ. 19-23;
- #5--------- აბონენტის ბარათი, ქვითარი, ს.ფ. 24-25;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------------------------------------------------------------------------ს სარჩელი ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 361-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობის პირობებში ხამდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება და მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.
მომხარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
დადგენილია, რომ შპს ,,დ---------------------“ წარმოადგენდა სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------” აბონენტს, სადავო დავალიანება წარმოშობილია 2007 წლის 12 ივნისამდე #5--------- აბონენტზე და 2007 წლის 30 მარტიდან 2007 წლის 19 ივნისამდე #5--------- აბონენტზე პერიოდში.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავს ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი”.
ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.
მოსარჩელე ითხოვს 2007 წლის ივნისის თვის მდგომარეობით არსებული მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურებას. ამდენად, ყველაზე გვიან ამ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2007 წლის ივნისის მომდევნო თვიდან - 2007 წლის ივლისიდან. ამავე პერიოდიდან სს ”ს----------–-------------------–---------------–--------------------ას” წარმოეშვა აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის მიღების უფლება და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დინების სამწლიანი ვადის დასაწყისად სწორედ 2007 წლის ივლისი უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის თარიღია 2010 წლის ივლისი.
მოცემულ შემთხვევაში ს------------------------------------------------------------------------ს მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 02 ოქტომბერს, კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ვალდებულების 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებული მომენტისათვის გასულია, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის "უ" პუნქტით მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ს------------------------------------------------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,დ---------------------ს“ მიმართ 4642,99 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე