განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0201-0118002599621 (1/433-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
სტაჟიორი პროკურორ - გი----------------ს,ბრალდებულ - გი-----------–-–---ს და
ადვოკატ - რო-–------–-----ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუ-------------------–-------------------ის ს--–----------------------ს - გი----------------ს შუამდგომლობა
ბრალდებულ გი-----------–-–---ს მიმართ
დაბადების თარიღი: 03.1-.1----–--–--
პირადი ნომერი: 1-----------
საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,ნასამართლობის არმქონე,მისამართი: ქ-------–-----------–---–----------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 2-----------–-- მეორე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ გი-----------–-–---მ ჩაიდინა მ----------ს უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–---------------- ზუ-------------------------ლ ჭი---–----–-, ბე------------------------------------ს'' მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა გი-----------–-–---, რომელიც მართავდა ,,----------------------------------------------------------------
ჩაატრებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2----–-–---------------- გი-----------–-–---მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მ---------- (გამომშრალი) წონით - 1-----------, რომელსაც ინახავდა საკუთარ ავტომობილში ასევე უკანონოდ.
2----–-–---------------- გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუ-------------------–-------------------ის სტ-–----------------------ს გი-----------------ს, ბრალდებულ გი-----------–-–---სა და ადვოკატ რო-–------–-----ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გი-----------–-–--- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული გი-----------–-–--- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული გი-----------–-–--- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სტ-–---------------------- გი---------------- შუამდგომლობს გი-----------–-–---ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული გი-----------–-–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-----------–-- მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4-----–----- ოდენობით.
გი-----------–-–---ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, 5-–-–---------- ჩამოერთმევას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული თე--------------------–--–----------–------–-----------------------------–--------------------------–---------–-------------------) განადგურდეს.
გი-----------–-–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რო-–------–----- დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ს---–------------–--- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმეების მ-----------------------------------–--–----------------------------–--ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გი-----------–-–---ს გამოკითხვის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გი-----------–-–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-----------–-- მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
გი-----------–-–---ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნ-–--–-–---–------------------ საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 21--ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუ-------------------–-------------------ის სტ-–----------------------ს გი----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუ-------------------–-------------------ის სტაჟიორ პროკურორს გი----------------ს, ბრალდებულ გი-----------–-–---სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - რ---–-----–------ შორის;
ბრალდებული გი-----------–-–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-----------–-- მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4-----–----- ოდენობით;
გი-----------–-–---ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, 5-–-–---------- ჩამოერთმევას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული თე--------------------–--–----------–------–-----------------------------–--------------------------–---------–-------------------) განადგურდეს.
გი-----------–-–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა