გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2018
საქმის ნომერი
020210017002216281
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017002216281 (2/2281-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს ,,ე-------------ი’’

წარმომადგენელი ტ------–---------ე

მოპასუხე ელ--------------ა

წარმომადგენელი რო-----------------ე

დავის საგანი: სესხის დაფარვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ელ--------------ასთვის შპს ,,ე-------------ის" სასარგებლოდ 1200 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტ-ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარე-ოებები

 

3.1.მოპასუხეზე ელექტრონულად დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე დადებული სესხის ხელშეკრულებით 28.11.2016 წ გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით 28.12.2016 წ-მდე.

 

სესხი სარგებლიანია. სარგებელი შეადგენდა 105 ლარს.

 

სესხის თანხა მიიღო მოპასუხე-.

 

3.2. მოპასუხის დავალიანება სესხზე შეადგენს ძირითადი თანხა 400 ლარი, სარგებელი 105 ლარი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, პირგასამტეხლო675 ლარი.

 

3.3. მოპასუხე ინფორმირებული დავალიანების შესახებ.

 

3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შე-დეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სესხის ხელშეკრულება

-ტრანზაქციის ისტორია

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შე-აჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შე-ცირდეს გონივრულ ოდენობამდე,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცე-ს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე- სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და სარგებლის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარე- უნდა დაამტკიცოს გარე-ოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ე-სახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალე- იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შე-თხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცე-ულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შე-თხვევაში გარკვეული გარე-ოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შე-დეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატ-რებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარე-ოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცე-ულ შე-თხვევაში 675 ლარიდან 200 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სასამართლოში საქმისწარმოებისთვის გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარის, ადვოკატის ჰონორარი 42 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, ადვოკატის ჰონორარი 42 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ელ--------------ას შპს ,,ე-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 400 ლარი, სარგებელი (პროცენტი) 105 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი, სახ. ბაჟის თანხა 50 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი 42 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შე-თხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ირაკლი აბშილავა