განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-279-182533881-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – სტ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------–-- პირადი #0---------2, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართი: ად----ის რაიონი სოფელი უ--ე. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ახ--––--ე ზა-------–-----------------------------.
ადვოკატი - ნუ----------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 მარტს ქ. ახ--––--ეში ზ--------–---------------ში მცხოვრებ ჯი-–-----–--------ძეს და დედამისს თი--------–---------ეს ზვ------------აძე აყენებდა შეურაცხყოფას, ზვ------------აძის ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად მისულმა ლო-----------ს ნათესავმა სტ--------------–---–მა ნაცვლად ზვ------------აძის დამშვიდებისა მას დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ ხელის კვრით დააგორა მეორე სართულის კიბეებიდან, რის შემდგომ ძირს წაქცეულ ზვ------------აძეს ხელებისა და ფეხების დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უ--ავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუ--იცია.
პრეიუ--იციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სტ--------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დაზარალებულ ზვ---------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 18 მარტს ზვ------------აძე მივიდა ჯი-–-----–--------ძის საცხოვრებელ სახლში, რათა წამოეღო მის სახლში დარჩენილი თავისი ნივთები. იქ მისულს დახვდა ჯი-–--ას დედა, მასთან მოუვიდა შელაპარაკება, გაბრაზებულმა შეურაცხყოფა მიაყენა და დაარტყა სახის არეში, ასევე გაბრაზებულზე ჯი-–--ასაც დაარტყა ხელი ტანის არეში, თავის მხრივ ისინიც ცდილობდნენ მისთვის დარტყმას. სახლიდან გამოსვლისთანავე კარებში დახვდა ჯი-–--ას ბიძა სტ--------------–---–ი, რომელსაც არაფერი არ უთქვამს მაშინვე დაარტყა სახის არეში, შემდეგ წიხლი ტანის არეში, რად დროსაც ზვ---------------ე დაგორდა კიბეებზე, სტ-----ე დაეწია და ურტყამდა ტანისა და სახის არეში, მან ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
თი---------–---–---ძე ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 18 მარტს მასთან მივიდა ზვ---------------ე, კარის გაღების შემდეგ ზვ----მა დაუწყო ცემა სახის და ტანის არეში მას და მის შვილს, მათ განიცადეს ძლიერი ტკივილი. თი--------–---------ე დავარდა ძირს. ამ დროს ზვ----ი გარეთ იყო გასული, როდესაც ისიც გავიდა ნახა, რომ ზვ----ი დაგორებული იყო კიბეებზე პოლიციაც იყო მოსული, ასევე დაინახა მისი ძმა სტ-----ე და მისი შვილი მზ---
სტ--------------–---–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 20 მარტის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ზვ---------------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სტ--------------–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დუ----–------------ძის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სტ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სტ--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სტ--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ სტ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუ--გინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს სტ--------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სტ--------------–---–ი (პ/ნ 0---------2) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუ--გინდეს 01 წელი;
2.სტ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე