განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002581769
№1/165-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვი-–-ს სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - გი- ვე---------ის
ადვოკატ - და---- მე-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023100618002)
ბრალდებული: გი- ვე---------ი
მამის სახელი: მი–-
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კო-–--ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი კო-–--ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: გი- ვე---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენი-–- ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 10 საათზე, გი- ვე---------მა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კო-–--ში, ბენზო-ხერხით, მეზობლის - ლი-–- სი--–---–ის ეზოში მოჭრა ლი-–- სი--–---–ის კუთვნილი, ორი ძირი ალუბლის და ერთი ძირი კაკლის ხე, რამაც გამოიწვია 2130 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გი- ვე---------ს 2018 წლის 29 ივნისს, ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
გი- ვე---------მა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კო-–--ში, ბენზო-ხერხით, მეზობლის - ლი-–- სი--–---–ის ეზოში მოჭრა ლი-–- სი--–---–ის კუთვნილი, ორი ძირი ალუბლის და ერთი ძირი კაკლის ხე, რამაც გამოიწვია 2130 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის დაზიანება
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლი-–- სი--–---–ის, მოწმეების - გი------ მი--------–---–ის, ბი----- გი-–---–ის, ბე---- წი-–--–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი- ვე---------ის ჩვენებებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი- ვე---------მა ბენზო-ხერხით, მეზობლის - ლი-–- სი--–---–ის ეზოში მოჭრა ლი-–- სი--–---–ის კუთვნილი, ორი ძირი ალუბლის და ერთი ძირი კაკლის ხე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი გამოყენებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი- ვე---------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლი-–- სი--–---–ის, მოწმეების - გი------ მი--------–---–ის, ბი----- გი-–---–ის, ბე---- წი-–--–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი- ვე---------ის ჩვენებებით, აუდიტორული დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი- ვე---------მა ბენზო-ხერხით, მეზობლის - ლი-–- სი--–---–ის ეზოში მოჭრა ლი-–- სი--–---–ის კუთვნილი, ორი ძირი ალუბლის და ერთი ძირი კაკლის ხე, რამაც გამოიწვია 2130 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი- ვე---------ის მოქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი- ვე---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გი- ვე---------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელია და მიუთითებს გი- ვე---------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი- ვე---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
გი- ვე---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გი- ვე---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი- ვე---------ი არ არის ნასამართლევი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გი- ვე---------თან მიმართებით აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასჯელის სახეებისა და სანქციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი- ვე---------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გი- ვე---------ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--ში „დ---–----------------“ საკადასტრო კოდი №5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2800.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: N5----------- რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს,გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი- ვე---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ გი- ვე---------ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--ში „დ---–----------------“ საკადასტრო კოდი №5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2800.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: N5----------- რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5000 (ხუთი ათას ) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი