გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/1404-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი 2017 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენელი: მ-----------------------------–---------
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;
წარმომადგენელი: ნ-------------------------------–--------;
მესამე პირები:
1. სსიპ ს----------–------–----------------------–----------ა (ს/კ 2--------);
წარმომადგენელი: ნინო კაკუბავა;
2. შპს ,,ს---------–------------ა“ (ს/ნ 2--------)
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნაწილი) ბათილად ცნობა,;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სარჩელის მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის (საქმე N13067523-013/006) განკარგულების მე-3 ნაწილი, რომლითაც დავალებულ პირს შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ დაევალა კრედიტორის ს----------–------–----------------------–----------ისათვის 121026, 95 ლარის გადახდა. (დაზუსტებული სარჩელი, იხ. ს.ფ. 35).
სარჩელში აღინიშნა, რომ მოსარჩელე შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი“ არ აღიარებს პრეტენზიას და არანაირ ვალდებულებას შპს ,,ს---------–------------ა-ს“ მიმართ. შესაბამისად, არ აპირებს თანხის გადახდას თუ სხვა რაიმე ვალდებულების შესრულებას. ერთადერთი ვალდებულება რაც მოსარჩელე შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი-ს “ გააჩნდა შპს ,,ს---------–------------ა-ს“ მიმართ იყო ხანდაზმული. მოთხოვნის საფუძველია მხარეთა შორის 2007 წლის 17 ივლისს გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს ,,ბ---------------------------ში" (ს/კ 2--------) 21338 ცალი ჩვეულებრივი აქცია. (გადასაცემი განკარგულება N2126/25-5), რომელიც 2010 წლის 17 ივლისიდან არის ხანდაზმული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად.
2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2.2. მესამე პირის სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის წარმომდგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2.3. მესამე პირი შპს ,,ს---------–------------ა“ (ს/ნ 2--------) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. (სასამართლო სხდომის დღე და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულებით (მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ), 1. დაკმაყოფილდა კრედიტორის ს----------–------–----------------------–----------ის (ს/კ 2--------) განცხადება დავალებული პირის მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემაზე;
2. ყადაღა დაედო მოვალე შპს ს---------–------------ის (ს/კ 2--------) მოთხოვნას, დავალებული პირი შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, კერძოდ ყადაღა დაედო 121026.95 ლარს.
3. დავალებულ პირს შპს ,, მ------–--------------–---------------–--ს“ (ს/ნ 2--------) დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის ს----------–------–----------------------–----------ისათვის (ს/კ 2--------). ამ მიზნით გადასახდელი თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელწბა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. საიდენტიფიკაციო კოდი: 205263873. მიმღები ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“. ბანკის კოდი: BAGAGE 22. ანგარიშის ნომერი: GE41BG00..... საკონტაქტო ტელეფონი - მითითებულია. გადასახადის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გადახდის ეს ინდიკატორი - მითითებულია. თანხის შემომტანის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გადასახდელის დასახელება.
4. დავალებულ პირს დაევალოს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღმასრულებელს და კრედიტორს წერილობით განუცხადონ 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; 2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიას და თუ აღძრავენ - რომელს. 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო.
5. განემარტათ მხარეებს: წინამდებარე განკარგულება კრედიტორს აძლევს უფლებას აღძრას სარჩელი დავალებული პირების წინააღმდეგ. წინამდებარე განკარგულებით მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებული პირს კი აღარ აქვს უფლება, შასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღმოფხვრისათვის საჭირო ინფორმაცია და აგრეთვე ამ პრეტენზიის სესახებ არსებული დოკუმენტები.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მხარეთათვის მისი გაცნობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.
განკარგულებაში აღინიშნა: აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 25.10.2013 წელს გაცემული N2/12610-13 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შპს ს---------–------------ას (ს/კ 2--------) დაეკისრა 128679.13. ლარის გადახდა ს----------–------–----------------------–----------ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ. კრედიტორმა ს----------–------–----------------------–----------ამ (ს/კ 2--------) მიმართა განცხადებით და მოითხოვა ყადაღის დადება მოვალე შპს ს---------–------------ას (ს/კ 2--------) მოთხოვნებზე მესამე პირის შპს ,,მ------–--------------–---------------–--ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განიხილა რა მოთხოვნა მივიდა დასაკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლით: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უნდა მოხდეს მოთხოვნაზე ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის ს----------–------–----------------------–----------ის (ს/კ 2--------) მოთხოვნის საფუძველია შპს ს---------–------------ას (ს/კ 2--------) მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 10 დეკემბრის N4-12/13 განცხადება, რომლის მიხედვითაც შპს ს---------–------------ას (ს/კ 2--------) გააჩნია მოთხოვნა შპს ,,მ------–--------------–---------------–--ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ 257564 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თანახმად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა გამოიცა განკარგულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულება (იხ.ს.ფ. 238-240).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/12610-13), სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ს---------–------------ა-ს" მოსარჩელე სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 12 იანვრის ურთიერთშედარების აქტიდან გამომდინარე დავალიანების 120271 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ს---------–------------ა-ს" მოსარჩელე სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 3608.13 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხე შპს ,,ს---------–------------ა-ს" მოსარჩელე სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურეობის სანაცვლოდ - 4800 ლარის გადახდა. 25.10.2013 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3.3. სსიპ ს----------–------–----------------------–----------ის წარმომადგენელმა 16.12.2013 წელს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს. განცხადებაში აღინიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A13067523 საქმე. კრედიტორი ს----------–------–----------------------–----------ა (2--------), ხოლო მოვალე შპს ს---------–------------ა (2--------). მოთხოვა დააყადაღონ შპს ს---------–------------ის (2--------) მოთხოვნა (206322264) ყველა მესამე პირის მიმართ, ს----------–------–----------------------–----------ის (ს/კ 2--------) მოთხოვნის ფარგლებში.
3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 24.12.2013 წლის A13067523-013/001 განკარგულების ( მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ) თანახმად, დაკმაყოფილდა კრედიტორის ს----------–------–----------------------–----------ის (2--------) განცხადება დავალებული პირის მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემის თაობაზე. ყადაღა დაედო მოვალე შპს ს---------–------------ის (2--------) მოთხოვნას დავალებული პირის შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, კერძოდ ყადაღა დაედო 121026.95 ლარს. დავალებულ პირს შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის ს----------–------–----------------------–----------ისათვის (2--------)ამ მიზნით გასახადელი თანხა უნდა ცაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე.... დავალებულ პირს დაევალა წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღმასრულებელს და კრედიტორს წერილობით განუცხადონ 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; 2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიას და თუ აღძრავენ - რომელს. 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო. განემარტათ მხარეებს: წინამდებარე განკარგულება კრედიტორს აძლევს უფლებას აღძრას სარჩელი დავალებული პირების წინააღმდეგ. წინამდებარე განკარგულებით მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებული პირს კი აღარ აქვს უფლება, შასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღმოფხვრისათვის საჭირო ინფორმაცია და აგრეთვე ამ პრეტენზიის სესახებ არსებული დოკუმენტები. განიმარტა განკარგულების გასაჩივრების წესი და ვადა.
3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 23.01.2014 წლის A13067523-013/005 განკარგულების (მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ) თანახმად, დაკმაყოფილდა კრედიტორის ს----------–------–----------------------–----------ის (2--------) განცხადება დავალებული პირის მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემის თაობაზე. ყადაღა დაედო მოვალე შპს ს---------–------------ის (2--------) მოთხოვნას დავალებული პირის შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, კერძოდ ყადაღა დაედო 121026.95 ლარს. დავალებულ პირს შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის ს----------–------–----------------------–----------ისათვის (2--------)ამ მიზნით გასახადელი თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე.... დავალებულ პირს დაევალა წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღმასრულებელს და კრედიტორს წერილობით განუცხადონ 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; 2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიას და თუ აღძრავენ - რომელს. 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო. განემარტათ მხარეებს: წინამდებარე განკარგულება კრედიტორს აძლევს უფლებას აღძრას სარჩელი დავალებული პირების წინააღმდეგ. წინამდებარე განკარგულებით მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებული პირს კი აღარ აქვს უფლება, შასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღმოფხვრისათვის საჭირო ინფორმაცია და აგრეთვე ამ პრეტენზიის სესახებ არსებული დოკუმენტები. განიმარტა განკარგულების გასაჩივრების წესი და ვადა.
3.6. შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) დირქტორმა 07.03.2016 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მიაწოდა ინფორმაცია თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულებაზე. 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის - არ აღიარებენ პრეტენზიას არც არანაირ ვალდებულებას შპს ,,ს---------–------------ა-ს“ (2--------). მიმართ. შესაბამისად, არ აპირებს თანხის გადახდას, თუ სხვა რაიმე ვალდებულების შესრულებას. ერთადერთი ვალდებულება რაც შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი-ს “ გააჩნდა შპს ,,ს---------–------------ა-ს“ მიმართ არის ხანდაზმული. მოთხოვნის საფუძველი იყო მხარეთა შორის 2007 წლის 17 ივლისს გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს ,,ბ---------------------------ში" (ს/კ 2--------) 21 338 ცალი ჩვეულებრივი აქცია. (გადასაცემი განკარგულება N2126/25-5), რომელიც 2010 წლის 17 ივლისიდან არის ხანდაზმული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად. 2)აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიას და თუ აღძრავენ - რომელს - შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით. 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო - მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება არ მომხდარა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს შპს ,,ს---------–------------ის" მოთხოვნა მ------–--------------–---------------–--ი-ს “ მიმართ ხანდაზმულია და არ არსებობს, შესაბამისად, არსებულ მოთხოვნაზე ყადაღის დადებაც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. განცხადებას თან ერთვის 17.07.207 წლის აქციების გადასაცემი განკარგულება N2126/25-5 და 17.07.207 წლის ფასიანი ქაღალდების გადაცემის განკარგულება N2126/25-5.
3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.05.2016 წლის A13067523-020/002 წერილით, შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ მისივე 10.05.2016 წლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (2/12610-13, 25.10.2013 წელი, სააღსრულებო წარმოება A13067523, სადაც კრედიტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (2--------), ხოლო მოვალე შპს ს---------–------------ა (2--------). A13067523-013/006 განკარგულებით ყადაღა დაედო მოვალე შპს ს---------–------------ის (ს/კ 2--------) მოთხოვნას, დავალებული პირი შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, კერძოდ ყადაღა დაედო 121026.95 ლარს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს. შესაბამისად, A13067523-013/006 განკარგულება ძალაშია, ვინაიდან საქმეში არ აქვთ გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/12610-13). (იხ. ს.ფ. 71-74).
- 25.10.2013 წლის სააღსრულებო ფურცელი. (იხ. ს.ფ. 69).
- 16.12.2013 წლის განცხადება. (იხ. ს.ფ. 75);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 24.12.2013 წ. A13067523-013/001 განკარგულება. (იხ. ს.ფ. 76);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 23.01.2014 წ. A13067523-013/005 განკარგულებ.ა (იხ. ს.ფ. 84);
- შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ განცხადება. (იხ.ს.ფ. 88-90).
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.05.2016 წლის A13067523-020/002 წერილი. (იხ.ს.ფ. 98).
3.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.09.2017 წლის A13067523-020/003 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.08.2017 წლის N3/3189-16 განჩინების პასუხად, ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (2/12610-13,25.10.2013 წელი, სააღსრულებო წარმოება A13067523, სადაც კრედიტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (2--------), ხოლო მოვალე შპს ს---------–------------ა (2--------). A13067523-013/006 განკარგულებით ყადაღა დაედო მოვალე შპს ს---------–------------ის (ს/კ 2--------) მოთხოვნას, დავალებული პირი შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, კერძოდ ყადაღა დაედო 121026.95 ლარს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა სესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს. შესაბამისად, A13067523-013/006 განკარგულება ძალაშია, ვინაიდან საქმეში არ აქვთ გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.09.2017 წლის A13067523-020/003 წერილი. (იხ.ს.ფ. 268).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს ,,მ------–--------------–---------------–--ი“ (ს/ნ 2--------) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის 2.1.,,დ" მუხლით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის (საქმე N13067523-013/006) განკარგულების მე-3 ნაწილი - წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ნაწილი), რომელის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.
6.4. სასამართლო აღნიშნვს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ნაწილს, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის (საქმე N13067523-013/006) განკარგულების მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, ,,3. დავალებულ პირს შპს ,, მ------–--------------–---------------–--ს“ (ს/ნ 2--------) დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის ს----------–------–----------------------–----------ისათვის (ს/კ 2--------). ამ მიზნით გადასახდელი თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელწბა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. საიდენტიფიკაციო კოდი: 205263873. მიმღები ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“. ბანკის კოდი: BAGAGE 22. ანგარიშის ნომერი: GE41BG00..... საკონტაქტო ტელეფონი - მითითებულია. გადასახადის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გადახდის ეს ინდიკატორი - მითითებულია. თანხის შემომტანის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გადასახდელის დასახელება".
6.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხადარი, რომ მესამე პირს - შპს ,,ს---------–------------ა-ს“ (ს/ნ 2--------) გააჩნია მოთხოვნის უფლება მოსარჩელე შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ, მოსარჩელის განმარტებით მოთხოვნა არის ხანდაზმული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მოთხოვნის საფუძველი იყო მხარეთა შორის 2007 წლის 17 ივლისს გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს ,,ბ---------------------------ში" (ს/კ 2--------) 21 338 ცალი ჩვეულებრივი აქცია.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სასამართლოს განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოცემული დავის საგნის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - შპს ,,ს---------–------------ა-სა“ (ს/ნ 2--------) და შპს ,, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი თბილისი-ს“ (ს/ნ 2--------) შორის 2007 წლის 17 ივლისს დადებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების, ხანდაზმულობის თაობაზე.
6.7. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55.1. მუხლით, მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.
ამ კანონის 56.1. მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.
ამ კანონის 57.1. მუხლის თანახმად, ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. ამა მუხლის მე-3 ნაწილით, მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით, ხოლო მე-4 ნაწილით, მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.
ამ კანონის 58-ე მუხლით, დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს: ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს; გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლო სახდომასა და სადავოდ გამხდარ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამამართლებირივი აქტის გასაჩივრებულ ნაწილში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულება (მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ), გასაჩივრებულ ნაწილში ( მე-3 პუნქტი) არის კანონშესაბამისი.
ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დავის საგანთან დაკავშირებით.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი-ს“ (ს/ნ 2--------) სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სადავო ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის (საქმე N13067523-013/006) განკარგულება, გასაჩივრებულ ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი-ს“ (ს/ნ 2--------) მიერ, წინამდებარე სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (იხ.ს.ფ.25), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 261.3.; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,, მ------–--------------–---------------–--ი-ს“ (ს/ნ 2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი