გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.08.2018
საქმის ნომერი
330310017001773980
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/471-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2017 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------);

წარმომადგენელი: მ-------------------–------–----------------------------–-–---–-;

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: თ----------–-----;

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: თ--------------------–-–-----–-------;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება N-----, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ი---------------------------------------------ის“ საჩივარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება N----- დარჩა ძალაში. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სახდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლო სახდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო;

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 03 ივნისის N----- ბრძანების (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ) თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 68-ს მუხლების თანახმად, შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 432 298 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 432298 ლარი, ჯარიმა 0. შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 746 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 746 ლარით. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახდელები, შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------)) პირადი აღიცხვის ბარათზე აისახოს ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 03 ივნისის N----- ბრძანება. (იხ.ს.ფ. 37).

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის N----------- წერილით, შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) წერილობით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N----- ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველომ შეისწავლა შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი. განემარტა, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.2. მუხლის შესაბამისად. შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდატორის 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მიხედვით შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) მესაკუთრე 100% წილის მმართველია უცხოური საწარმო ,,ი-----------------------------------------–----–---------, კ---------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილის მიხედვით, შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) არის შპს ,,ს----------–--------------–---–----------–--------------------------ის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საზოგადოების მიმართ ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. რეგისტრირებულია საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება, რაც წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად. საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება წარმოშობილია 2014 წლის 04 ივნისს (შეტყ. N---------). შემოსავლების სამსახურის 23.12.2014 წლის N-------- ბრძანებით, შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) ქონებას დაედო ყადაღა. ქონებაზე ყადაღის დადების აქტი შედგა 25.09.2014 წელს და დაყადაღებულ იქნა შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--------------–---–----------–---------------------------ში“ (ს/ნ 2--------)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2015 წლის N------ წერილი მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მუხლის 67.2. მიხედვით, 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის უფლებამოსილი საგადასახადი ორგანოს მიერ მომზადებულ დადებით დასკვნას, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამის დასკვნასთან ერთად უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

წარმოდგენილი ინფორმაციებით დასგინდა, რომ შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) არის შპს ,,ს----------–--------------–---–----------–--------------------------ის“ (ს/ნ 2--------) მფლობელი და საჯარო რეესტრის 14.01.2016 წლის N---- წერილის მიხედვით ამ კომპანიის კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე ანუ შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) აქვს აქტივები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.2. ,,ა“ მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება თუ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამავე 66.2.,,ვ“ მუხლით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდატორის განცხადებაზე თანდართული 22.01.2015 წლის და 03.09.2015 წლის თარიღებით მომზადებული საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, აღნიშნული საზოგადოების ლიკვიდაცია დაწყებულია.

წარმოდგენილია ,,ი-----------------------------------------–----–----------ს“ დირექტორთა საბჭოს 05.11.2015 დამოწმებული ქვეკომიტეტის სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყდა შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოიხსნას რეგისტრაციიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

22.01.2015 წლის და 03.09.2015 წლის თარიღებით მომზადებული საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) მფლობელი და 100% წილის მმართველია უცხოური კომპანია ,,ი-----------------------------------------–----–---------“ და არა ,,ემ-----------------–----–--------ი“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.01.2016 წლის N---- წერილით დაწყებულია შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაციის პროცესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მიხედვით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოსლი შემთხვევაში.

შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში.

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N----- ბრძანების ( შპს ,,ი-------------------------------------------- -ის“ (ს/ნ 2--------) საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, შპს ,,ი-------------------------------------------- -ის“ (ს/ნ 2--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა

 

დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის N----------- წერილი.

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის N----------- წერილი. (იხ.ს.ფ. 122-125)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება N-----. (იხ.ს.ფ. 83-85)

 

3.4. შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) შედარების აქტის მიხედვით, 30.12.2015 წლის მდგომარებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სულ ნარჩენი - 399251.49; საურავი -156427; ზედმეტობა - 2889.52.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (იხ.ს.ფ. 126.)

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2015 წლის N------ წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის. ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, რის გამოც სასაურველი იყო წარედგინათ დამატებითი ინფაორმაცია. ასევე ეცნობათ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით.

 

3.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.01.2016 წლის N---- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია შპს ,,ს----------–--------------–---–----------–--------------------------ის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ. დაწყებულია შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია. საფუძველი: უცხოური საწარმო ,,ი-----------------------------------------–----–----------ს“ (კ---------, 1-----) კრების ოქმი. მარეგისტრირებელი ორგანოს აქტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2014 წლის გადაწყვეტილება N-----------.

დაწყებულია შპს ,,ს----------–--------------–---–----------–----------------------------ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია. საფუძველი: შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელი ორგანოს აქტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2014 წლის გადაწყვეტილება N-----------.

 

3.7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (05.05.2016 წლის მდგომარეობით) თანახმად, შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 11.11.2005 წელს (სახელმწიფო რეგისტრაციის N--------). მფლობელი და 100% წილის მმართველია უცხოური კომპანია ,,ი-----------------------------------------–----–---------“, კ--------- 1-----, 17.09.2004. ლიკვიდაცია დაწყებულია. გირავნობა რეგისტრირებული არ არის. ყადაღა: 1----------- 26/09/2014 1-------. შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--------------–---–----------–---------------------------ში“ (ს/ნ 2--------). საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახე, გამოცემული 23.09.2014 წლის N-------- ბრძანების საფუძველზე, 25.09.2014, შემოსავლების სამსახური. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 1----------- 04/06/2014 1-------. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N--------, 04.06.2014. შემოსავლებისსამსახური.

 

3.8. 25.09.2014 წლის ქონებაზე ყადაღის დადების აქტის მიხედვით დაყადაღებულია შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--------------–---–----------–---------------------------ში“ (ს/ნ 2--------)

 

3.9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 09.12.2015 წლის N------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ.

 

3.10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 10.12.2015 წლის N-------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში არსებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, შპს ,,ი---------------------------------------------ზე“ (ს/ნ 2--------) სასარგებლო წიარისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება.

 

3.11. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 05.12.2015 წლის M----------------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, იმ დრის მდგომარეობით, შპს ,,ი---------------------------------------------ის“ (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ იმფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2015 წლის წერილი N------ (იხ.ს.ფ. 129);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.01.2016 წლის წერილი N---- (იხ.ს.ფ. 130);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (იხ.ს.ფ. 17-18).

- 25.09.2014 წლის ქონებაზე ყადაღის დადების აქტი. (იხ.ს.ფ. 132-133)

- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 09.12.2015 წ. წერილი (იხ.ს.ფ. 140).

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 10.12.2015წ. წერილი N--------. (იხ.ს.ფ. 142);

- სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 05.12.2015 წლის წერილი M----------------- (იხ.ს.ფ. 144).

 

3.12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №----------) შპს ,,ი---------------------------------------------ის “ (ს/ნ 2-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში აღინიშნა:

მომჩივანი: შპს „ი----------------------------------------------“ (ს/ნ 2--------); შემმოწმებელი: ადმინისტრირების დეპარტამენტი

დავის საგანი: საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1) შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანება; 2) ადმინისტრირების დეპარტამენტის 28.03.2016 წლის N----------- წერილი.

დარიცხული თანხა: 615 413 ლარი (09.11.2016 წლის მდგომარეობით).

ფაქტების აღწერა: კომპანიამ ადმინისტრირების დეპარტამენტის 28.03.2016 წლის N----------- წერილთან დაკავშირების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანებაში არსებული ინფორმაციით ირკვეოდაა, რომ კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია: ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის N----------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვეოდა შემდეგი გარემოებები: შპს „ი---------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანება 2015 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 552789,65 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით წარმოშობილია შემოწმების აქტის საფუძველზე მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შპს „ი----------------------------------------------“-ს ლიკვიდატორის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელთა მიხედვით შპს „ი--------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მმართველია უცხოური საწარმო ი-----------------------------------------–----–---------, კ--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილით, შპს „ი---------------------------------------------“ (ს/ნ 2--------), არის შპს „ს----------–--------------–---–----------–----------------------------“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის N------ წერილით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 9 დეკემბრის N------- წერილით, სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს „ი---------------------------------------------“-ს სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის N-------- წერილით, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 დეკემბრის M---------------- წერილით სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „ი---------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

მიეთითა სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.1. მუხლი.

აღინიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებით სრულყოფილად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, შესაბამისად, საჩივარი გახლდათ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი. არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

მომჩივნის არგუმენტაცია: იმ მომენტისათვის, როდესაც კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, მიმდინარეობდა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი და შემოსავლების სამსახური ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე იმავე წერილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების ჩამოწერა. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის N----------- წერილში მოცემული განმარტებისა და მითითების საფუძველზე მიმართა შემოსავლების სამსახურს და წარადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებდა, რომ კომპანიას არ გააჩნდა ქონება ან/და აქტივები, კერძოდ წარდგენილი ჰქონდა: 1) შპს ი---------------------------------------------- (ს/ნ 2--------) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2) ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ; 3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა შპს ი---------------------------------------------- (ს/ნ 2--------) ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 4) შპს ი---------------------------------------------- (ს/ნ 2--------) ცნობა და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციით დგინდება და დასტურდება, რომ კომპანიას ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მომენტისათვის არ გააჩნდა და მის სახელზე არ ირიცხებოდა რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება.შემოსავლების სამსახურმა იმ მოტივით განაცხადა დავალიანების ჩამოწერაზე უარი, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ლიკვიდაციაში მყოფი კომპანიის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი. დავის განმხილველმა ორგანომ დავალიანების ჩამოწერის საკითხი განიხილა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დავების განხილვის საბჭოზე კომპანიას დაევალა დამატებით წარედგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია, გააჩნდა თუ არა კომპანიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა ამ ინმფორმაციის მიღების შემდეგ ხელახლა განეხილა დავალიანების ჩამოწერის საკითხი.კომპანიამ წარადგინა ამ უწყებიდან მიღებული წერილი, რომ კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის უგულებელყოფით, შემოსავლების სამსახურმა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ახალი საფუძველი მონახა, კერძოდ, თუ მანამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის განხილვისას მსჯელობა ხდებოდა იმ გარემოებაზე მსჯელობით, გააჩნდა თუ არა პირს ქონება/აქტივები, შემდგომ უკვე შეწმოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიას საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიიულ პირთა რეესტრიდან. ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით დავალიანების ჩამოწერისას შესწავლილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიულ პირის ლიკვიდაციის შესახებ; გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. აღინიშნა, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, დაწყებული იყო და მიმდინარეობდა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი და შემოსავლების სამსახური ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე იმავე წერილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების ჩამოწერა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაცია და შესაბამისად საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდგომ. კომპანიას ბიუჯეტის მიმართ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, ანუ კომპანიის მიერ არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი და შესაბამისად შეუძლებელია დასრულდეს ლიკვიდაციის პროცესი, რაც იქნება რეესტრიდან ამოშლის საფუძველი. კომპანიამ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თხოვნით იმიტომაც მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ლიკვიდაციის პროცესის დასრულება. ამ დროს კი შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ჯერ კომპანიის რეგისტრაციის გაუქმება, რაც საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით უნდა გამხდარიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აპრილის N----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. საჯარო რეესტრიც დაეყრდნო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნას, რომ მანამ სანამ არ მოხდება ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფლება, ვერ მოხდება კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და შესაბამისად რეგსტრაციის გაუქმება. ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა რამოდენიმეჯერ დააყენა ეჭქვეშ საკითხი თუ რამდენად სწორად იყო მითითებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა საბოლოოდ დავის განმხილველმა ორგანომ დავალიანების ჩამოწერაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მასალებით სრულყოფილად არ დასტურდებოდა გადამხდელის მიერ ქონების/აქტივების არ ფლობის ფაქტი. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია ქონება/აქტივები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები შესაბამისი უწყებებიდან, რომ კომპანიას არ გააჩნდა არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება. რაც შეეხება იმას, რომ შპს „ი----------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) არის შპს „ს----------–--------------–---–----------–----------------------------“ 100% წილის მფლობელი, შემოსავლების სამსახურისათვის კარგად არის ცნობილი, რომ შპს „ს----------–--------------–---–----------–---------------------------ც“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, მასაც არ გააჩნია არანაირი ქონება/აქტივები და შპს „ი----------------------------------------------“ პარალელურად ამ კომპანიის მიერაც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო განცხადება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მოხდეს საწარმოზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი და 2.,,ა" პუნქტი.

სადავო საქმეზე არსებული მასალებით და ადმინისტრირების დეპარტამენტის 23.08.2016 წლის N------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა, რომ კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შპს „ი----------------------------------------------“-ს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილია 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელთა მიხედვით შპს „ი--------------------------------- (კ-------)“-ს (ს/ნ 2--------) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მმართველია უცხოური საწარმო ი-----------------------------------------–----–---------, კ--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილით, შპს „ი---------------------------------------------“ (ს/ნ 2--------), არის შპს „ს----------–--------------–---–----------–----------------------------“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის N------ წერილით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის და საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 9 დეკემბრის N------- წერილით, სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს „ი---------------------------------------------“-ს სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის N-------- წერილით უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ი---------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 დეკემბრის M---------------- წერილით, სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „ი---------------------------------------------“-ს (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სადავო საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ქონება/აქტივები, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე მართებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსტა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.12.2016 წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი №----------). (იხ.ს.ფ. 29-36).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს ,,ი--------------------------------------------“ ს/ნ 2-------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის სესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ამ კოდექსის 23.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

 

ამავე კოდექსის 2.1.,,დ" მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.3. სასამართლო მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N----- ბრძანება, და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №----------) - წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან სასამართლო ამოწმებს განსახილველი დავის ფარგლებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით, შპს „ი----------------------------------------------“-სათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმას და არ ეთანხმება სადავო აქტებში გამოთქმულ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს დავის საგანთან მიმართებაში. ,6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

6.5. საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან; ვ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.

 

6.7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“

 

მითითებული ,,წესის“ 66.1. მუხლის თანახმად, საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას.

 

ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები: ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ; ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები. ბ) პირის გარდაცვალებისას მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას: ბ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ.ბ) პირის გარდაცვალების შესახებ; ბ.გ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ; ბ.დ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე; ბ.ე) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბ.ვ) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტორის დასკვნა გარდაცვლილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის შემთხვევაში: გ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; გ.ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის დადასტურების შესახებ; გ.გ) მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდამჭერად ცნობის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ; გ.დ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღები პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ; გ.ე) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. დ) თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს პირის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში: დ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; დ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა ან/და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; დ.გ) პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე. ე) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში: ე.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ე.ბ) პირის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ე.გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) შესახებ. ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან: ვ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ვ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; ვ.გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ზ) თუ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად: ზ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ზ.გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ.

 

ამ ,, წესის" 67.5. მუხლის თანახმად, . 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მომზადებული დადებითი დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

 

ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.

 

6.8. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ი---------------------------------------------ს“ (ს/ნ 2-------- ) გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთანავე, მოსარჩელე შპს ,,ი--------------------------------------------“ (ს/ნ 2--------) არის შპს ,,ს----------–--------------–---–----------–--------------------------ის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის (აქტივის) მესაკუთრე. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 23.12.2014 წლის N-------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს ,,ი---------------------------------------------ის“ (ს/ნ 2--------) მფლობელობაში არსებულ აქტივს - შპს ,,ს----------–--------------–---–----------–----------------------------ს“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში შპს ,,ი---------------------------------------------ის“ (ს/ნ 2--------)1000%-იან წილს. ამასთან, საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. შპს ,,ი---------------------------------------------ის“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია არ არის დასრულებული და საწარმოა არ არის ლიკვიდირებული. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ამოიშლილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სასამართლო სხდომასა და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ განსახაილველ შემთხვევაში არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.1. მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში.

 

6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამ კოდექის 33.1. მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე შპს ,,ი--------------------------------------------“ ს/ნ 2-------- სასარჩელო მოთხოვნების - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების - დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამრიგად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N----- ბრძანება და და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №----------).

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამავე კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს ,,ი--------------------------------------------“ ს/ნ 2-------- მიერ, წინამდებარე სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (იხ.ს.ფ. 16 ), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 23-ე; 261.3.; 32-ე ; 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ი--------------------------------------------ს)“ ს/ნ 2-------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი