განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/243-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 აგვისტო , 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე - პროკურორი - გიო---------–---–--ლი
დაცვის მხარე - ბრალდებული - და-------–--ძე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და მცხოვრები ბო-------- სოფელი ყ-----ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
და-------–--ძემ 2018 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ბო-------ში, ნ----–---–--------ა-ში თავის საცხოვრებელ სახლში ლანძღა აგინა და დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნა------–---------ძეს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც ნა------–---------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
და-------------------–--ძემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
მოწმე ნა------–---------ძის ჩვენება, რომლის თანახმად იგი 2009 წლის 21 ივნისს ცოლად გაჰყვა ბო--------ს რაიონს სოფელ ყ-----ში მცხოვრებ და-------–--ძეს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა 2013 წლამდე. ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ და თავის შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, მდებარე ქ.ბო-------ში, ნ----–---–--------ა-ში. 2018 წლის 05 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე, ნა---ა, დედამისი და თავის შვილი ლ---ი იმყოფებოდნენ თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა მამაკაცის ხმა, რომელიც აღმოჩნდა მისი ყოფილი მეუღლე და-------–--ძე. მის დანახვაზე მამაკაცი ხმამაღლა ყვიროდა და იგინებოდა, ხოლო დედამისის დანახვაზეც დაიწყო გინება დედისა და კეთილების მისამართით. ეს ყველაფერი არ იკმარა მან და რა დროს მანქანაში ჯდებოდა, ნა---ას დაუყვირა რომ ერთი ტყვია ჰქონდა გადანახული, რომელსაც მას ესვრიდა. ამ ყველაფრის შემდეგ ნა---ას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნა------–---------ძე მოითხოვს, რომ დაისაჯოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა არ განხორციელდეს მუქარა მის მიმართ. იგი აძლევდა საშუალებას და-------–--ძეს საკუთარი შვილი ენახა, არ უქმნიდა არანაირ პრობლემას და მისთვის უცნობია რატომ ემუქრება მას.
მოწმე ლა-–------------ის ჩვენება, რომლის თანახმად მისი შვილი ნა------–---------ძე ცოლად გაჰყვა და-------–--ძეს, რომელთანაც ერთად იცხოვრა 2013 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ---ი ბლ---ე, რომელიც ამჟამად 8 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ნა---ა გაშორდა დ-----ს, ეს უკანასკნელი ყოველთვის ნახულობს შეუზღუდავად ლ---იკოს. 2018 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე ლა-–------------ე, ნა---ა და მისი 8 წლის შვილიშვილი იყვნენ სახლში, როდესაც შემოესმათ მამაკაცის ხმა, რომელიც ნა---ას ეძახდა. ეზოში დაინახეს, რომ მოსული იყო ნა---ას ყოფილი მეუღლე და-------–--ძე. ნა---ას ფანჯარაში გამოჩენისთანავე დ------- სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ხმამაღლა ლანძღვა-გინება დედის და კეთილების მისამართით, უწოდებდა კახპას და უამრავ სალანძღავ სიტყვებს. მაშინვე ლა-–------------ე ეზოში ჩავიდა და მის დაწყნარებას ცდილობდა, აგრესია კი მისკენაც დაიწყო დ------- და დაუწყო გინება დედისა და კეთილების მისამართით. მანქანაში ჩაჯდომამდე კი ნა---ას დაუყვირა რომ ერთი ტყვია ჰქონდა შენახული და იმასაც მას ესროდა და ყელსაც გამოჭრიდა. და-------–--ძის მხრიდან ლანძღვა-გინება მათ მიმართ დაახლოებით 5-10 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც ეზოში არავინ შეკრებილა. ასევე, მუქარა და გინება გაიგონა მისმა 8 წლის შვილიშვილმა ლ---იკომ, რომელიც მამამისის ასეთი ქცევის გამო ატირდა და იყო შეშინებული. და-------–--ძეს არც ლა-–------------ისთვის და არც ნა---ასთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ლა-–------------ე ითხოვს, ნა------–---------ძის მსგავსად, რომ დაისაჯოს და-------–--ძე და არ გაეკაროს ნა---ას, ვინაიდან ისინი უკვე განქორწინდნენ და ნა---ას აქვს თავისი ცხოვრება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა და-------–--ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ და-------–--ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
და-------–--ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია მისი წარსული ნასამართლობა.
მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალ---აციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 მუხლის მხედველობაში მიღებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასია---, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და-------–--ძე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
- და-------–--ძეს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.
2. და-------–--ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ და-------–--ძის მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე