გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/20448-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.08.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე
მოსარჩელე - მა----------------ა
მოპასუხეები - ირ---–--------–---–-ა, თა-------------------
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–----------სის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–--------–--–---------------------–------------ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ყავისფერი, დიდი ზომის ჟურნალების მაგიდა; 2. მუქი შინდისფერი, ხის სახელურებიანი ტყავის სამეული; 3. შავი ფერის LCD, SAMSUNG-ის ფირმის ტელევიზორი; 4. ვერცხლისფერი, ორკამერიანი DAEWOO-ს ფირმის მაცივარი; 5. ნაცრისფერი, 6 კგ-იანი LG-ს ფირმის სარეცხი მანქანა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ირ---–--------–---–-ამ სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე თა-------------------ს პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ--–--------–--–---------------------–----------- (ს/კ N------------) რეგისტრირებულია მა----------------ას საკუთრების უფლება.
3.2.2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–----------სის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულია ქ--–--------–--–---------------------–------------ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ყავისფერი, დიდი ზომის ჟურნალების მაგიდა; 2. მუქი შინდისფერი, ხის სახელურებიანი ტყავის სამეული; 3. შავი ფერის LCD, SAMSUNG-ის ფირმის ტელევიზორი; 4. ვერცხლისფერი, ორკამერიანი DAEWOO-ს ფირმის მაცივარი; 5. ნაცრისფერი, 6 კგ-იანი LG-ს ფირმის სარეცხი მანქანა.
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 201--–-–-----------რს გაცემული №A---------------- წერილის მიხედვით, 20---–-–----------სის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით, სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 201-ე,208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ირ---–--------–---–-ამ სარჩელი ცნო. კერძოდ, აღიარა რომ მის საკუთრებას არ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–----------სის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–--------–--–--------------------–------------ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ყავისფერი, დიდი ზომის ჟურნალების მაგიდა; 2. მუქი შინდისფერი, ხის სახელურებიანი ტყავის სამეული; 3. შავი ფერის LCD, SAMSUNG-ის ფირმის ტელევიზორი; 4. ვერცხლისფერი, ორკამერიანი DAEWOO-ს ფირმის მაცივარი; 5. ნაცრისფერი, 6 კგ-იანი LG-ს ფირმის სარეცხი მანქანა.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. ამასთან, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე თა-------------------ს არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე არ წარმოუდგენია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ირ---–--------–---–-ას მოსარჩელე მა----------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე,131-ე,201-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–----------სის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–--------–--–---------------------–------------ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ყავისფერი, დიდი ზომის ჟურნალების მაგიდა; 2. მუქი შინდისფერი, ხის სახელურებიანი ტყავის სამეული; 3. შავი ფერის LCD, SAMSUNG-ის ფირმის ტელევიზორი; 4. ვერცხლისფერი, ორკამერიანი DAEWOO-ს ფირმის მაცივარი; 5. ნაცრისფერი, 6 კგ-იანი LG-ს ფირმის სარეცხი მანქანა.
3. მოპასუხე ირ---–--------–---–-ას მოსარჩელე მა----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე