განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2018
საქმის ნომერი
330100118002501687
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- ნ-------ის ძე ნ------ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------–--------------–--------------–---------------–-------------------------–------------------–-----------–-------------ში

 

ადვოკატი - გ------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

დ----- ნ------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 8მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი „V-----------“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე 16 კალიბრიანი ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი იჟ-58, რომელსაც თვითნაკეთი წესით გადაჭრილი აქვს ლულები, კონდახი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ასევე ორი ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი პსმ პისტოლეტებისათვის და 10 ცალი 16 კალიბრის ვაზნა, რომელიც განკუთვნილია გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის.

 

დ----- ნ------ აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღებს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.თ---–--–---------–-------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2018 წლის 17 მაისს, ამოღებული იქნა საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები; დ.ნ------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის №-------- დასკვნა, პიროტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა დ----- ნ------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ნ------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2018 წლის მაისის რედაქცია).

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----- ნ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის პიროვნებისა (მართალია, ამ მომენტისათვის დ.ნ------ არაა ნასამართლევი, მაგრამ მის პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს ნასამართლობა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, ამასთან მხედველობაშია მისაღები, რომ მის მიმართ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათიანი სასჯელი არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის) და სს საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი დ----- ნ------ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დ----- ნ------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ნ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ნ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ დ----- ნ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ხელჩანთა წარწერით „ნ---ი“ (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- პოლიეთილენის პარკები, 1 (ერთი) ცალი ნიღაბი და 1 (ერთი) წყვილი ხელთათმანი, წარწერით „5.11“ (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში) განადგურდეს კანონი დადგენილი წესით;

- ბინის ჩხრეკაში მონაწილე პირთა მიერ გამოყენებული ხელთათმანები და დ----- ნ------ს ნერწყვის ნიმუში (ერთვის სს საქმეს) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- დ----- ნ------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, თოფი დამოკლებული ლულითა და კონდახით, ვაზნებთან ერთად და ოვალური ფორმის საგანი ფითილით (ინახება საქართველოს შსს ლ----------------------------ის შეიარაღების სამმართველოში) გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

- დ----- ნ------ს ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალი DVD დისკზე (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია