განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
13 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილის
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - ლ-–----------–---–-
დაცვის მხარე
დამცველი - ს---–-------------
ბრალდებული - შ----- რ------ს ძე ნ-------, დაბადებული - 1--- წლის 0-------------, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-----------------------------–-------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (პოლიციის სამსახურეობრივ შენობაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ.თბილისში ვ---------–--------------------------ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობას შ----- ნ-------მ პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ესროლა ქვა, რა დროსაც დააზიანა შენობის ფასადის მინა, რის შედეგად შსს საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 133.25 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პოლიციის სამსახურეობრივ შენობაზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
დაზარალებულის წარმომადგენლის ვ-–-------- ფ------–---–-ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის ქვედანაყოფის განყოფილების მთავარი სპეციალიტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე როგორც მისთვის არის ცნობილი ქ.თბილისის ი------------- რაიონის პოლიციის მ--------------–--აში ჩაიმტვრა შუშა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 133.25 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
მოწმე ლ---------- ბ---–------ ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ქ.თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--აში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 28 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ქ.თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--აში პასუხისმგებელ მორიგედ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ----------–---–თან ერთად, განყოფილების შესასვლელთან მდგარ სამუშაო მაგიდასთან. ათს აკლდა ათი-თხუთმეტი წუთი, როდესაც განყოფილების ცენტრალურ შესასვლელ კიბეზე ამომავალი პიროვნება შენიშნეს. უცბად პიროვნებამ მძლავრად მოიქნია მარჯვენა ხელი და ქვა ესროლა შენობაში შესასვლელი ფასადის მინას, რის შედეგადაც მინა ჩაიმტვრა და ქვა მის გვერდით დაეცა. მან გ----------–---–თან ერთად სწრაფად დატოვა შენობა და პირი, რომელმაც ქვა ისროლა კიბეებიდან დაახლოებით ხუთ მეტრში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში შეყვანის შემდეგ დაკავებულმა განაცხადა, რომ იყო ,,გ-------------“, იგი გამოირჩეოდა აგრესიულობით და აცხადებდა, რომ ვერ იტანდა პოლიციის, ვინაიდან მათ გამო ცხოვრება გაუმწარდა და უკანონოდ იჯდა ციხეში. მოწმემ განმარტა ისიც, რომ დაკავებამდე შ----- ნ-------ს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და კითხვაზე, თუ სად ან როდის მიიღო აღნიშნული დაზიანებები, უპასუხა რომ კიბეზე დაეცა, რაც გამომძიებელ გ---------------–---–ის მიერ დაკავების ოქმშიც აისახა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ----------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა შემდეგი: კითხვაზე თუ რატომ ესროლა ქვა პოლიციის განყოფილების შენობას, დაკავებულმა უპასუხა - ,,თქვენ გესვრით, აბა ვის უნდა ვესროლო. თქვენ უმიზეზოდ გამატარებინეთ ციხეში წლებიო“.
მოწმე გ---------------–---–ის ჩვენების მიხედვით, მუშაობს ქ.თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--აში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 28 აგვისტოს იყო მორიგე, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მისი სამუშაო მაგიდა მდებარეობს მესამე სართულზე. დაახლოებით 21:45 საათზე, გაისმა აფეთქების მაგვარი ხმა და სიტუაციაში გარკვევის მიზნით ქვევით ჩავიდა, რა დროსაც დაინახა რომ მისმა თანამშრომლებმა - გ----------–---–მა და ლ---------- ბ---–-----მ დაკავებული პიროვნება პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს. შესასვლელი კარის გვერდზე მინა იყო ჩამტვრეული და სამორიგეო მაგიდის გვერძე ეგდო მოზრდილი ქვა. პიროვნება იყო აგრესიული, არაადეკვატური და გამოხატავდა ყველანაირ აგრესიას ზოგადად პოლიციის მიმართ. იძახდა, რომ იყო ,,გ-------------“, მაგრამ პროგრამაში გადამოწმების შედეგად ასეთი პიროვნება მოძებული ვერ იქნა. დაკავებული პიროვნება იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და იწვევდა ეწვს, რომ შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებოდა. გადამოწმების მიზნით, იგი გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის - მარიხუანას მოხმარების ფაქტი. მოწმემ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის შევსებული იქნა ბრალდებულის დაკავების ოქმი, სადაც ზუსტად იქნა დაფიქსირებული ის ინფორმაცია, რაც შ. ნოძაძემ მიაწოდა დაკავების პროცესში (მათ შორის სახეზე არსებულ დაზიანებებზე).
მოწმე დ------–--------------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქ.თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--აში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2016 წლის 28 აგვისტოს მარიამობა დღეს, ასრულებდი სამახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ქ.თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--ის პირველ სართულზე, დარბაზის ბოლოში სამუშაო მაგიდასთან. დაახლოებით ცხრა-ათი საათზე, ზუსტად დრო არ ახსოვს, გაიგონა რაღაც ხელყუმბარის აფეთქების მსგავსი ხმა - აფხაზეთის ომში სხვადასხვა ოპერაციებში აქვს მონაწილეობა მიღებული და აფეთქების ანალოგიურ ხმას მიამსგავსა. ჩავიდა ქვევით, რათა გაერკვია რა ხდებოდა, რადგან შენობაში შესასვლელი კარი მისგან არ ჩანს და დაინახა, რომ მისი თანამშრომლები გარბოდნენ გარეთ და 2-3 წუთში განყოფილებაში შეიყვანეს დაკავებული, რომელიც ყვიროდა ,,გ--------“ თუ ,,გ-------“ ვარო და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს. სამორიგეო ოთახთან დაინახა დიდი ქვა, რომელიც ნასროლი იყო შემოსასვლელი კარის მინაზე და მოხვედრილი იყო მორიგის გვერდით კედელზე. შესაბამისად, შეიქმნა ჯგუფი, შ----- ნ------- გამომძიებელმა გ---------------–---–მა დააკავა, ხოლო თვითონ დაიწყო ძიება ვის შეეძლო დაენახა აღნიშნული ფაქტი. მის მიერ გამოკითხული იქნა ც------------, რომელიც იმ დროისთვის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ძმასთან ერთად, მოსასვენებელ სკამზე.
მოწმე ც------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე, იჯდა ქ.თბილისის ი-------------ის მ--------------–--ის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს მდებარე სკვერში სკამზე და ისვენებდა, რა დროსაც გაიგონა ხელყუმბარის აფეთქების მაგვარი ხმა, ძალიან შეეშინდა და წამოხტა ფეხზე. ხელმარჯვნივ დაინახა, რომ პოლიციის შენობის შესასვლელი კარების მინა იყო ჩამსხვრეული და ჩქარი ნაბიჯებით გარბოდა მამაკაცი. კიბესთან ახლოს პოლიციამ ეს პირი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში შეიყვანა.
მოწმე ზ-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ სწავლობს თბილისის ს----–-–-------------–--------------------–--------–------------–--------. 2016 წლის 28 აგვისტოს ქ.თბილისის ი-------------ის პოლიციის მ--------------–--ის შენობის წინ მდებარე პარკში სკამზე იჯდა, რა დროსაც მის წინ ჩაიარა უცნობმა პიროვნებამ, რომელიც შემდგომ წავიდა პოლიციის შენობის მიმართულებით, შენობას ესროლა ქვა და გაისმა შუშის ჩამტვრევის საკმაოდ ძლიერი ხმა. შემდეგ, ეს პიროვნება ჩამოვიდა კიბეებიდან და მარჯვენა მხარეს წავიდა, რა დროსაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა მოახდინა მყისიერი რეაგირება. კერძოდ, პიროვნება დაახლოებით 3-4 მეტრში დაკავეს და შენობაში შეიყვანეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–-------------–---------- მ/რ-ში და წარმოადგენს ქ.თბილისის, ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--ის ცენტრალურ შესასვლელს. ცენტრალურ შემოსასვლელთან ამოდის რკინის მოაჯირიანი ქვის საფეხურიანი კიბე. შესასვლელი კარი არის მინის, სენსორული და მის გვერდით ორ-ორი მინის ფირფიტაა. შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ჩარჩოში ჩასმული ერთი მინა ჩამტვრეულია. მინის ნამსხვრევები ყრია შენობაშიც და შენობის გარეთაც. ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ, დაახლოებით 4 მეტრში, დგას პასუხისმგებელი მორიგის მაგიდა. შენობაში შესასვლელი კარიდან 5,30 მეტრში, პასუხიმგებელი მორიგის მაგიდის გვერდით, გდია დიდი ზომის ქვა. ჩამსხვრეული მინის სიმაღლე არის 198 სმ, სიგანე 56 სმ, ხოლო სისქე 1 სმ. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ქვა, რაც მოთავსდა სპეც პაკეტში FCD 842148. ასევე, ამოღებული იქნა ჩამსხვრეული მინის ნიმუში, რაც მოთავსდა სპეც პაკეტში FCD 822940. აღნიშნული გარემოება სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - მ-----------–--------მ და ი------------მ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №ი----- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისის, ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--ის შენობის ფასადის მინის (სისქით 10,0 მმ) დაზიანებით გამოწვეულმა ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგინა - 133,25 ლარი.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზ------------–---მ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, თბილისის მე-19 პოლიკლინიკის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----დან, მოქალაქე შ----- ნ-------ს მიუმართავს აღნიშნული პოლიკლინიკისათვის 01.09.2018წ, სადაც 05.09.2018წ. ჩათვლით ჩაუტარდა ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციები და გულმკერდის რენტგენოგრაფია. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მარჯვენა თვალბუდის ჰემატომა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია.
მოწმე ნ----------------ის ჩვენების მიხედვით, შ----- ნ------- არის მისი უფროსი შვილი. 2016 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ოჯახში ჰქონდათ სუფრა. სტუმრებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა შ----- ნ-------ც, რომელსაც სთხოვა ბევრი არ დაელია, რადგან როდესაც სვავს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მიუხედავად მისი თხოვნისა, შ-----მ სუფრის ბოლომდე სტუმრებთან ერთად მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. საღამოს სტუმრები გააცილეს და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, შ-----მ აიღო ეზოში მდგარი პატარა მსუბუქი ,,ტაბურეტკა“ - სკამი და თავში ორჯერ ჩაირტყა, რის შემდეგაც სკამი ხელიდან დააგდებინეს. მეორე ბიჭი ნასვამი და დაღლილი იყო, რის გამოც დასაძინებლად შევიდა სახლში, ხოლო შ-----ს სთხოვა ,,ჰამაკში“ ჩაწოლილიყო ვიდრე იქაურობას მიალაგებდა და შემდეგ დაეძინათ. სახლის დალაგების დასრულების შემდეგ გავიდა გარეთ და შ----- იქ აღარ დახვდა. დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერსად ნახა. მეორე დღეს გაიგო, რომ შ----- პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა: მ-----------–---მ და ა---- ნ-------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სკამი რომელსაც მისი ძმა - შ----- ნ------- სტუმრების წასვლის შემდეგ ირტყამდა თავის არეში, მან გამოართვა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა შ----- ნ-------მ განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან, ძმის მეუღლესთან და ხუთ მცირეწლოვან ძმისშილებთან ერთად (ძმა გარდაეცვალა). 2016 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და მიწვეული ჰყავდათ სტუმრები. მან მშობლის რჩევა არ გავითვალისწინა საკმაოდ ბევრი ალკოჰოლური სასმელი მიირთვა, რაც მისთვის ნამდვილად არ შეიძლებოდა. გვიან ღამით სტუმრები გააცილეს და როდესაც ეზოში მარტო აღმოჩნდა, გავიდა გარეთ და ქუჩას გაუყვა. სკვერში გაჩერდა და სკამზე დაჯდა, სადაც არის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობა. პოლიციის ადმინისტრაციული შენობას და სკვერს არანაირი ღობე და ბარიერი არ ყოფს. პოლიციის შენობა სკვერის განაპირას დგას. შენობასთან ძალიან ახლოს იჯდა, ცენტრალური ასასვლელი კიბის გვერდით. სკამიდან ადგა, გაზონზე მოძებნა მყარი საგანი, რაც მოხვდა ხელში და გადააგდო. ტრაექტორია ვერ გათვალა ისე გადააგდო და მოარტყა პოლიციის შენობის მინას, რის შემდეგაც ისევ იმ სკამზე დაჯდა. მალევე პოლიციელებმა დააკავეს და ცემეს, მიუხედავად იმისა რომ მან ბოდიში მოიხადა და გამოთქვა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მზაობა. შესაბამისად, მას პოლიციის შენობაზე თავდასხმა არ განუხორციელებია და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - ც------------, გ----------–---–ი, ლ---------- ბ---–----- და ზ-------------ე არიან ის პირები, რომელებმაც უშუალოდ დაინახეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები (პირდაპირი მოწმეები). ისინი თავიანთ ჩვენებაში ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს, შ----- ნ------- ავიდა შსს ი-------------ის პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობის კიბეებზე და მიზანმიმართულად ესროლა ქვა ცენტრალური შესასვლელის კარის ფასადის მინას, რის შემდეგაც ჩქარი ნაბიჯით დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმეთა - გ----------–---–ის და ლ---------- ბ---–------ ჩვენებებით დასტურდება ისიც, რომ შ----- ნ------- პოლიციელების მიმართ იყო აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რისი მიზეზიც ბრალდებულის მიერ ციხეში გატარებული წლები იყო. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, სრულიად საკმარისია შ----- ნოზაძის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ბრალდებულის არაგულწრფელობაზე და მის დამოკიდებულებაზე სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. კერძოდ, დაკავებისას შ----- ნ------- ცრუ ინფორმაციას აწვდის პოლიციის თანამშრომლებს მისი ვინაობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, იგი აცხადებს რომ არის ,,გ-------------“, მარტოხელა ადამიანი და ახლო ნათესავი არ ჰყავს. ასევე, არასწორად აფიქსირებს დაბადების წელს, ადგილს და მამის სახელს, რაც დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მის ჩვენებას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც გაზიარებული არ უნდა იქნეს.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ----- ნ-------მ ჩაიდინა პოლიციის სამსახურეობრივ შენობაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ შ----- ნოზაძის მიერ პოლიციის სამსახურეობრივ შენობაზე თავდასხმის ფაქტი პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანების დაცვით სასამართლომ ორივე მხარეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა მეორე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე დაცვის მხარეს მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა.
მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან. გამოკვლეული რელევანტური, ერთმანეთთან შეჯერებული და ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული შ----- ნ------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ----- ნ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და მის ნასამართლობას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ერთი ცალის დისკი შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილით და ერთი ცალი დისკი სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერით, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ნ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. . შ----- ნოზაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. შ----- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
4. შ----- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 28 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
5. ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ერთი ცალის დისკი შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილით და ერთი ცალი დისკი სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერით, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი