1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;
ე) რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4981 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №275 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №275
- 01.06.2017 კანონი №944
- 01.07.2011 კანონი №4981
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(128)
- საქმე №2კ-966აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
…სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის,…
- საქმე №2კ-468აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
…კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1.6. პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით. ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ს ცენტრში, შსს ა–ს რაიონული…
- საქმე №2კ-548აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
…დამცველის, ადვოკატ კ. ბ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ო–ი (პირადი №........), დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 15 მაისიდან. 2. აღნიშნული…
- საქმე №2კ-538აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2025
…რამაც გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. 2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: 2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განაჩენით, ფ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და…
- საქმე №2კ-370აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
…მუქარით, მოლარე-ოპერატორ ლ. შ-ეს და “ვ. ს-ის“ დაცვის თანამშრომელ მ. ც-ეს გასტაცა ფულადი თანხა – 2000 ლარი. 1.1.2. პოლიციელზე თავდასხმა, პოლიცილების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით, 02:32 საათზე, ე. მ-ე „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტის…
- საქმე №2კ-459აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
- საქმე №2კ-424აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.08.2025
- საქმე №2კ-306აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №2კ-99-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №2კ-1295აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2025
- საქმე №2კ-60-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-1131აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №2კ-46-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2025
- საქმე №2კ-1117აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2025
- საქმე №2კ-193-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2024
- საქმე №2კ-892აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2024
- საქმე №12აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №2კ-211აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-437აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-93აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2024
- საქმე №2კ-253აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №2კ-102აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №2კ-1392აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2024
- საქმე №2კ-1130აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2024
- საქმე №2კ-1086აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2024
- საქმე №21აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2023
- საქმე №2კ-419აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №2კ-421აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2023
- საქმე №2კ-1264აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2023
- საქმე №2კ-667აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2022
- საქმე №2კ-708აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2022
- საქმე №2კ-518აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2022
- საქმე №2კ-481აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №2კ-130აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2022
- საქმე №2კ-899აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №2კ-746აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2022
- საქმე №2კ-742აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2022
- საქმე №2კ-698აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2022
- საქმე №2კ-692აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
- საქმე №2კ-508აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 128-დან.