განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/228-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკ----ძე
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------------–---–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - ი--------–-–---–-- დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პირადი №1---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.ბ----------, დ.ა----–------–-ს ქ.N-, მცხოვრები - ქ.ბ----------, მ-------ს ქ.-----.
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.2. 2018 წლის 2--------–-- დაახლოებით 02:00 საათზე ქ.ბ----------, მ-------ს ქ.------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, ი--------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას თ-------–---–ს, კერძოდ, ხუთჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც თ-------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი--------–-–---–მა ჩაიდინა: ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დაზარალებული თ-------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით: მისი შვილი ი---------–-–---–-, რაც წამოიზარდა, მის მიმართ იჩენს აგრესიას და სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას მის გათხოვებასთან დაკაშირებით. 2018 წლის 2--------–-- დაახლოებით 02:00 საათზე ი---------–-–---–- სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხუთჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც მასში ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
იხ. ტ.1. ს.ფ.6-7.
მოწმე მ------------–---–-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით: ბრალდებული ი---------–-–---–- არის მისი ნახევარ ძმა. ბოლო პერიოდში ი---- ხშირად ეკამათება დედას. 2018 წლის 2--------–- ღამე, როდესაც ეძინა, გააღვიძა ი----ს ყვირილმა, რომელიც დედას თ-------–---–ს უყვიროდა და აგინებდა, ხოლო ბებია ამშვიდებდა ი----ს.
იხ. ტ.1. ს.ფ.48-50;
მოწმე ნ--------–---–-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით: ბრალდებული ი---------–-–---–- არის მისი შვილიშვილი. ბოლო რამოდენიმე წელია იგი აგრესიული გახდა დედის თ-------–---–ის მიმართ და როცა მთვრალია აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და იწევს მისკენ დასარტყმელად. 2018 წლის 2--------–- ღამე ი---------–-–---–- სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში, რა დროსც მის შვილს თ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავის არეში დაარტყა მუშტი.
იხ. ტ.1. ს.ფ.10-12.
საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2--------–-- N3--------- დასკვნის თანახმად, თ-------–---–ის მარჯვენა მხარის არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ორივე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ტ.1. ს.ფ.54-56.
ბრალდებულმა ი--------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება
ი--------–-–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ქვითრით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ი.გ--–-–---–-ს ბრალდების დადგენილებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ცნობა ი.გ--–-–---–-ს ნასამართლეობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ი--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი--------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
ი--------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი---------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---------–-–---–- (პ/ნ 1---------- ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი---------–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ი---- გ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2--------–----- 2018 წლის 2--------–-- ჩათვლით;
4. ი---------–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 41280 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაში კ---- გ--–-–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ 4/5 წილს 5 000 ლარის ფარგლებში, მდებარე: ქ.ბ----------, დ.ა----–-----–-ს ქ.N-, საკ. კოდი 6----------- (ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 25 აპრილის N2---------------------------წ განჩინება).
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი