გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
330210118002391220
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ი----------–-----------------–-------------- ,,U----------------------------------------”

წარმომადგენელი - ა---------------ი

 

მოპასუხე - რ--------------–---–ი

წარმომადგენელი - დ---------–-----–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რ--------------–---–ს მოსარჩელე ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 70000 ლარის გადახდა;

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ს წარმომადგენელს მ---------–---ს და რ--------------–---–ს შორის 2016 წლის 4 ივლისს დაიდო ურთიერთშეთანხმების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხის მიმართ, რომ ირანიდან საქართველოს საზღვრამდე შემოტანილი იქნებოდა, საერთო რაოდენობით, 70 ტონა გუდრონის (ბიტუმი) პროდუქცია. მოსარჩელემ 2016 წლის 27 ივლისს მიაწოდა 16801,2 აშშ დოლარის საერთო ღირებულების პროდუქცია 64,62 ტონა გუდრონი (ბიტუმი). შეთანხმების თანახმად, რ--------------–---–ს პროდუქციის ღირებულება სრულად უნდა გადაეხადა პროდუქციის მიღებიდან 10 დღის ვადაში, თუმცა დავალიანება სრულად არ არის დაფარული და შეადგენს 6889,20 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ ღირებულების დროულად გადაუხდელობამ მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა მიუღებელ შემოსავალში, კერძოდ:

 

ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-სა და შპს „ჯ--------------------------–----ს“ შორის 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო შპს „ს-------------------------------“ შორის 2016 წლის 1 აგვისტოს შორის დაიდო გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მათთვის მიეწოდებინა ბიტუმის პროდუქცია. რ--------------–---–ის მიერ მიღებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის გამო ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ს შეექმნა პრობლემები ბიტუმის მწარმოებლებთან ანგარიშსწორების კუთხით და თანხის უქონლობის გამო ვერ უზრუნველყო შპს „ჯ--------------------------–----ისა“ და შპს „ს-------------------------------თვის“ პროდუქციის შეძენა და მიწოდება. მიღებული მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს ჯამში 56345 აშშ დოლარს, რაც დაანგარიშებულია 07.08.2016 წლიდან 10.03.2018 წლამდე პერიოდზე. აღნიშნული თანხიდან მოსარჩელე ითხოვს რ--------------–---–ისთვის 70000 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით რ--------------–---–მა გამორიცხა სარჩელის საფუძვლიანობა, მიუთითა, რომ მას არ აკისრია რაიმე ვალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი და გაუგებარი იყო შპს „ჯ--------------------------–----თან“ და შპს „ს-------------------------------თან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს რა კავშირი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 4 ივლისს მ---------–---ს, რომელიც წარმოადგენდა ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ს (გამყიდველს) და რ--------------–---–ს (მყიდველს) შორის სანოტარო წესით დაიდო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, ირანიდან საქართველოს საზღვრამდე შემოეტანა, დაახლოებით 70 ტონა ბიტუმი. მიწოდებული საქონლის ღირებულება - 18200 აშშ დოლარი რ--------------–---–ს უნდა გადაეხადა ტვირთის საზღვარზე გადმოტანიდან 10 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.07.2016 წლის ხელშეკრულება;

 

3.1.2. 04.07.2016 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-მა 2016 წლის 27 ივლისს, რ--------------–---–ს მიაწოდა 64,62 ტონა ბიტუმი, საერთო ღირებულებით 16801,2 აშშ დოლარი. მიწოდებული პროდუქციის ღირებულება რ--------------–---–ს უნდა აენაზღაურებინა 2016 წლის 7 აგვისტომდე. ღირებულება მას სრულად არ აუნაზღაურებია, 06.10.2016 წელს გადაიხადა 6438 აშშ დოლარი, 10.02.2017 წელს - 3474 აშშ დოლარი და დავალიანება შეადგენს 6889,2 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა-ახსნა-განმარტება;

- ში-----------–--------–----------------- სააღსრულებო ბიუროს 19.03.2018 წლის ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-სა და შპს „ჯ--------------------------–----ს“ შორის 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-სა და შპს „ს-------------------------------“ შორის 2016 წლის 1 აგვისტოს დაიდო საქონლის მიწოდებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელემ შპს „ჯ--------------------------–----სა“ და შპს „ს-------------------------------“ სასარგებლოდ იკისრა ბიტუმის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 13.06.2016 წლის ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ B---------------;

- 01.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება 1-----;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ შპს „ჯ--------------------------–----ისა“ და შპს „ს-------------------------------“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მოპასუხე რ--------------–---–ის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო მან ვერ უზრუნველყო აღნიშნული კომპანიების სასარგებლოდ პროდუქციის შეძენა და მიწოდება. შესაბამისად, დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა მათთვის პროდუქციის მიწოდებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------” მიუღებელ შემოსავალს უკავშირებს შპს „ჯ--------------------------–----სა“ და შპს „ს-------------------------------“ მიმართ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მისაღებ მოგებას. ამდენად, უნდა დადგინდეს, რამდენად კავშირშია მოპასუხის მიერ ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა ამ კომპანიების მიმართ ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობასთან.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-სა და შპს „ჯ--------------------------–----ს“ შორის ჩამოყალიბდა საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით, რაც მხარეებს შორის გაფორმდა 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო მოპასუხე რ--------------–---–თან ხელშეკრულება გაფორმდა მოგვიანებით, 2016 წლის 4 ივლისს. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჯ--------------------------–----მა“ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელის მიმართ განახორციელა ჯამში 25 შეკვეთა, საიდანაც მოსარჩელეს საერთოდ არ განუხორციელებია მიწოდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეკვეთებიდან, პირველი სამი განხორციელდა 25.06.2016 წელს, 13.06.2016 წელს და 01.08.2016 წელს, იმ პერიოდში, როცა მოპასუხეს ჯერ არ ჰქონდა მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, რ--------------–---–თან ხელშეკრულების დადებამდე და მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების ვადის წარმოშობამდე მოსარჩელეს უკვე დარღვეული ჰქონდა სხვა პირის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობა მიზეზობრივ კავშირში არ არის მოსარჩელის მიერ სხვა პირთან მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობასთან. აღსანიშნავია, რომ შპს „ჯ--------------------------–----ი“ 10.03.2018 წლის შედარების აქტით მიუთითებს, რომ მიუხედავად შეკვეთების შეუსრულებლობისა, მას პრეტენზია ან რაიმე სახის მოთხოვნა არ გააჩნია.

 

რაც შეეხება შპს „ს-------------------------------“ მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობას, მასთან ხელშეკრულება ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-მ 2016 წლის 1 აგვისტოს გააფორმა და საქმის მასალებით არ ირკვევა, ადგილი ჰქონდა თუ არა შპს „ს-------------------------------“ მხრიდან შეკვეთას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა მოცულობით მოხდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

„სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადაო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი“ (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013 წელი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ხოლო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელის შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მესამე პირების მიმართ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობით, რაც თავისთავად გამორიცხავს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადაიხადა 2100 ლარი. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ი----------–-----------------–-------------- “U----------------------------------------”-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----------–-----------------–-------------- ,,U----------------------------------------”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

 

ა) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------------------------------------------------------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ბ) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე: რაიონი ხა–-----, ს------–-----–----------------------------------–--------------------------), კუთვნილის წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

გ) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე: რაიონი ხა–-----, ს------–-----–----------------------- კუთვნილის წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

დ) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე: რაიონი ხა–-----, ს------–-----–----------------------- კუთვნილის წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ე) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე: რაიონი ხა–-----, ს------–-----–----------------------- კუთვნილის წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ვ) რ--------------–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე: ქ. ხა–-----, ტ------------------------------- კუთვნილის წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე