განაჩენი

სისხლის სამართლის 29.08.2018
საქმის ნომერი
120100118002578279
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/313-18002578279

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

დაცვის მხარე: ბრალდებული – გა------------ნ, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი #4----------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––-------------–---------

ადვოკატი- ნო-------------–---–ი

თარჯიმანი- ლე--------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილით.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

გა------------ნი მეუღლეს დ----------------- ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ტანჯვას. 2018 წლის მარტის თვეში გა------------ნმა ქ. ა---––---–-------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე ბებიის მ---------------–---–ის სახლში მყოფ მეუღლეს დ----------------- სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამავე წლის მაისის თვეში გ--------------- ქ. ა---––---–-----------–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მეუღლეს დ----------------- სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დი---------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გა------------ნმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე , 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დაზარალებული დი---------------ის ჩვენება, რომლის თანახმად გა------------ნი ეჭვიანობის ნიადაგზე მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს, ხოლო 2018 წლის მარტის თვეში გ----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა სახის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმაში. ამ დროს დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემის დროს დაზარალებული იმყოფებოდა ორსულად, თუმცა ამის შესახებ გ---- ჩ--------- არაფერი იცოდა, რადგან თავადაც არ იყო ინფორმირებული. დაზარალებული მუდმივი შეურაცხყოფის შემდეგ ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.

 

მ---------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად დი---------------ის მასთან გადასვლა გამოიწვია გა------------ნის მუდმივმა შეურაცხყოფამ. ის თავად შესწრებია გ------ს მიერ დი---------------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ გა------------ნის ასეთი ქმედება ეჭვიანობის გამო ხორციელდებოდა.

 

გა------------ნმა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 10 ივლისის N--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დი---------------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება, რომ დი---------------მა გა------------ნის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

გა------------ნის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, გა------------ნის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება სასამართლო-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გა------------ნმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გა------------ნს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

გა------------ნს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გა------------ნს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გა------------ნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გა------------ნი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.- გა------------ნს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.

 

2. გა------------ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 01 ივნისის ჩათვლით.

 

3.გა------------ნის (პ/ნ 4----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს არ---------------ანს (პ/№ 4----------), თანხა გადახდილი სს ,,სა---------–---------ს მეშვეობით, 2018 წლის 01 ივნისს) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე