განაჩენი

სისხლის სამართლის 29.08.2018
საქმის ნომერი
120100118002579260
დავის ტიპი
126 1
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/315-182579260

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ოთ-------------

დაცვის მხარე - ბრალდებული - გი--------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თ---–--ი, რაიონი: ის----------რი, მიკრორაიონი: II, ქუჩა /მასივი: ვა---------ს, სახლი /ჯორპუსი N------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გი--------------–---–მა 2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 11:20 საათზე, ქ. ბო-------–ი რუ-------–-ს მოედანთან, მ-------ს ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლანძღა, აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზუ------------–--ეს, მარცხენა ხელი ჩაავლო პერანგში, დაითრია და მარჯვენა ხელით ქამარი ძლიერად რამოდენიმეჯერ დაარტყა კისრის არეში, რამაც ზუ------------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეული მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის მოუშლელად.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა გი--------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

1. შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ;

2. ზუ--------------–---–ის, სო-------------------ას მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები;

3. გი--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები,4.დაზარალებულ ზუ------------–--ის გამოკითხვის ოქმები.

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმები ზუ------------–--ესთან, გი--------------–---–თან და სო-------------------ასთან.

6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ზუ------------–--ის და გი--------------–---–ის მიმართ.

 

ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დაცვის მხარემ მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა გი--------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ გი--------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გი--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი--------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი--------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ასფალტის ამონატეხი, ლითონის ნატეხები, ნიმუშები, რომელებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

- გი--------------–---–ის და ზუ------------–--ის ტანსაცმელი, რომელებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი--------------–---–ი (პ/№ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

2. გი--------------–---–ი (პ/№ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გი--------------–---–ს (პ/№ 0----------), თანხა გადახდილია სს ,,ს----------–---------ს მეშვეობით, 2018 წლის 07 აგვისტოს) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება - ასფალტის ამონატეხი, ლითონის ნატეხები, ნიმუშები, რომელებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

- გი--------------–---–ის და ზუ------------–--ის ტანსაცმელი, რომელებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე