გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-830-17
(130210017002180282)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აგვისტო, 2018 წელი ქ. ხ-–----ი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - თ------–------–--ლი
წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე
მოპასუხე - შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფი '',წარმომადგენელი - ო-–----------–-ძე და მ-------------ძე;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' თ------–------–--ლის სასარგებლოდ, მისი (თ------–------–--ლის) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 16 817.77 ლარის ანაზღაურება.
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს"' თ------–------–--ლის სასარგებლოდ ექსპერტიზისათვის გადახდილი თანხა 925 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების საფასური - 300 ლარი.
1.3. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელე თ------–------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 505 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე თ------–------–--ლი ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას - ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის საკადასტრო კოდია 69.06.60.532. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი"' ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, რომელიც დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, ზიანდება შენობა-ნაგებობები. გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, სახლის კედლებზე და ჭერზე აღინიშნება სხვა და სხვა მიმართულების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები, ეროზირებულია უკანა და ტორსული კედლები. გაჩენილია სხვადასხვა ზომის, ხასიათის და მიმართულების მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომლებიც თანდათან პროგრესირებს. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, რომელთა მიერ შემოწმებული იქნა მისი (თ------–------–--ლის) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაზედაც გაიცა სათანადო დასკვნა.
სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ასევე მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებითგამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. თ------–------–--ლის შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.
ამრიგად, ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ. იმის დასაზუსტებლად, სოფელ ქ--–----ში თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული სახლის უკანა კედლის მხარეს, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუსაოების წარმოების დროს, ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და ტამაზ წიქარიშვილის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარეობა.
2017 წლის 14 დეკემბერს დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის მიხედვით, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 17 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ექსორიქსის" მიერ შესრულებული დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013 - 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრული). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს.
სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლისა და ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებას რადგან ცნობილია რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება მეწყრული პროცესების გააქტიურება, თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.
თეორიულად დასაშვებია, რომ თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით თ------–------–--ლის საცხოვრებელი შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით.
საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ.
ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე და უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე ვალერიან აბრამაშვილის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა - 16 372.10 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 02 აგვისტოს №0-------- დასკვნის შესაბამისად მისი სახლის დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესით, რაც არასწორია. დასკვნის თანახმად, მობინადრის განცხადებით ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყოდა პროგრესირება გაგრძელდა სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. კერძოდ, "აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, ამის გამო როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. თ------–------–--ლის შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრებისან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით". ექსპერტი პ---------------–--ლი თავის დასკვნაში გარკვევით მიუთითებს, რომ "იმის დასაზუსტებლად სოფელ ქ--–----ში თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული სახლის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამსენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა, რაც მოსარჩელის მხრიდან ექსპერისათვის წარდგენილი არ ყოფილა და ექსპერტი მოკლებული იყო კატეგორიული დასკვნის გაცემის შესაძლებლობას. სამაგიეროდ ზუსტად ამ საკითხების გარკვევის მიზნით, ზემოხსენებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოპასუხე კომპანიამ ჩაატარა ექსპერტიზა და წარმოდგენილია აფეტქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია "ექსორიქსის" მიერ 2017 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნას, რომელიც სასამართლოს დასაბუთებულად დაარწმუნებს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ სამშენებლო და აფთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის ქონების დაზიანებაში.
კომპანია "ექსორიქსის" დასკვნით აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმების ფარგლებში, თ------–------–--ლის სახლი მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, კერძოდ გვირაბის ღერძიდან დახრილი კუთხით 149 მეტრში, ხოლო ჰორიზონტალურად- 206 მეტრში, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოა და ეყრდნობა მხოლოდ სახლის მეპატრონის წიქარიშვილის განმარტებას
მოპასუხე ასევე უთითებს, რომ საქმეზე დართული ინდ. მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან და ხარჯებიც მეტისმეტადაა გაზრდილი. თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომლითაც სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი ჭერის შერებვა, საყრდენი კედლის მოწუობა, საძირკვლის მოწყობა, რომლის დაზიანებაზე დასკვნაში არ არის მითითებული.
აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვას მათთან (მოპასუხე კომპანიასთან) კავშირი არ აქვს, ვინაიდან კომპანიას დაზიანებების მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ მოპასუხე თვლის, რომ დაზიანებები კომპანიის ბრალითაც, რომ იყოს მიყენებული, ამ ხარჯთაღრიცხვით სარეაბილიტაციო ხარჯები უსაფუძვლოდ და მეტისმეტადაა გაზრდილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე იურიდიული პირი - შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" - მისი მუდმივმოქმედი ფილიალის მეშვეობით საქართველოში ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ასევე მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებითგამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. თ------–------–--ლის შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.
ამრიგად, ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ. იმის დასაზუსტებლად, სოფელ ქ--–----ში თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული სახლის უკანა კედლის მხარეს, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუსაოების წარმოების დროს, ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და ტამაზ წიქარიშვილის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნა.
3.2.2. 2017 წლის 14 დეკემბერს დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის მიხედვით, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 17 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ექსორიქსის" მიერ შესრულებული დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013 - 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრული). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს.
სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლისა და ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებას რადგან ცნობილია რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება მეწყრული პროცესების გააქტიურება, თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.
თეორიულად დასაშვებია, რომ თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით თ------–------–--ლის საცხოვრებელი შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით.
საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ.
ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე და უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელ სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო თვლის, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში და რომ ეს ზიანი გამოიწვია მოპასუხის ქმედებამ.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა ჯამში შეადგენს - 16 372.10 ლარს.
3.2.2. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს რომლის ღირებულებაც შეადგენს 16 372.10 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, ექსპერტიზის დასკვნა, ხარჯთაღრიცხვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, თ------–------–--ლის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლის დაზიანება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ------–------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი მიუძღვის შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედ ჯგუფს". აღნიშნული დადასტურებულია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით.
მოპასუხის განმარტება, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მშენებლობის წესების სრული დაცვით შესაბამისად აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო ზიანი გამოეწვია - სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით სახლის დაზიანება გამოწვეულია ხშირი, მრავალჯერადი აფეთქებებით. რამაც გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, აფეთქებების სიხშირე და მრავალჯერადობა დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია "ექსორიქსის" დასკვნითაც.
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა (კერძოდ მისმა მუდმივმოქმედმა ფილიალმა საქართველოში) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------–------–--ლის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ამასთან იზიარებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ თ------–------–--ლის უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით, და, რომ აღნიშნული სახლის მშენებლობა არ არის ნაწარმოები სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, რის გამოც აღნიშნულის გათვალისწინებით ზიანის ოდენობა გარკვეულწილად უნდა შემცირდეს, და მიყენებული ზიანის ოდენობა გონივრული შეფასების საფუძველზე ნაცვლად 16 372.10 ლარისა უნდა განისაზღვროს 14985 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 450 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 925 (500+425) ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების 300 ლარი და საზ. ბაჟის თანხა დაკისრებული თანხის 3% -450 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------–------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" თ------–------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 14 985 ლარის გადახდა.
3. შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" თ------–------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 925 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი და ადვოკატის მომსახურების - 300 ლარი.
4. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელე თ------–------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის - 450 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხ-–----ი კოსტავას ქ. 15)
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი