გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
330210018002434246
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/13387-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.08.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

მოსარჩელე -ხათ---------–---–ი, ლი------------ა, თა-----------–---–ი

წარმომადგენელი - ლა-–--------–ი

მოპასუხე - სა---–-–-----------------------------------–------------

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისატრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში სი--------–---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ------–--–-------------------------–---–---------------------–------------------–-------) და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეთ ხათ---------–---–ს, ლი------------ასა და თა-----------–---–ს. მოსარჩელეთა განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე: ქ------–--–-------------------------–---–---------------------–------------------–-------) ირიცხება სი--------–---ის სახელზე. აღნიშნული ქონება ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე შეიძინა მოსარჩელე ლი------------ას მეუღლემ, თამ-----------–--–ის მამამ და ხათ---------–---–ის მამამთილმა - გ--------------–--–მა. იგი 1969 წლიდან რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე და ფიქსირდებოდა გადასახადების გადამხდელად. ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ხათ---------–---–ის ა.წ. გარდაცვლილი მეუღლე - დ------------–---–- და თავად მოსარჩელეები.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ, სს---------–-–-------------------------–----------ომ, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ------–--–-------------------------–---–---------------------–------------------–-------) 1977 წლიდან ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია სი--------–---ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობების ფართი: ლიტერ "ა" (საცხოვრებელი) ფართით 144.00 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები: ლიტერ ბ-ვ-გ-ვც, საერთო ფართი 45.00 კვ.მ . 3.1.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ლს მომზადებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი სააღრიცხვო მასალით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ------–--–-------------------------–---–---------------------–------------------–-------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. 3.1.3 გარდაცვალების მოწმობის თანახმად სი--------–---ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. 3.1.4 სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სი--------–---ის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი არც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და არც ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული არ არის. 3.1.5 მხარეთა ახსნაგანმარტებით, კომუნალური გადახდის ქვითრებით, სს ,,თ--–--ის” მიერ მომზადებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიის, ასევე მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ლი------------ა, თ------ კო---–---–- და ხათ---------–---–ი წრმოადგენენ თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს და საცხოვრებელი სადგომიდან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს- მოსარგებელეებს. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. 6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------–---–- წარმოადგენდა საცხოვრებელი სადგომიდან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე პირს- მოსარგებლეს, რომელიც მესაკუთრესთან არსებული შეთანხმების საფუძველზე გარდაცვალებამდე ფლობდა სადავო უძრავ ქონებას ოჯახსთან ერთად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელეები წარმოადგენენ თავდაპირველი მოსარგებლის გ--------------–---–-ს უფმონაცვლეებს. 6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, ხათ---------–---–ის, ლი------------ასა და თ------ კო---–---–-ს მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება, სადავო მისამართზე 1987, 1969 და 1990 წლიდან განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტით, მოწმეთა ჩვენებებითა და კომუნალური გადასახადების გადახდით. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე სი--------–---ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2----–-–------------------ი. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სი--------–---ის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი არც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და არც ანდერძების ერთიან რეესტრში არ არის რეგისტრირებული. ამდენად, სი--------–---ის სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ------–--–-----ე-------------------–---–-------------------------–------------------–-------- ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ. 6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). 6.6 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, სი--------–---ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ------–--–-------------------------–---–---------------------–------------------–-------) და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ ლი------------ას, თა-----------–---–სა და ხათ---------–---–ს.

7. საპროცესო ხარჯები

ლი------------ა, თა-----------–---–ი და ხ------------–--–- გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ხ------------–--–-ს (პ/ნ N01--------0), ლი------------ასა (პ/ნ N 010--------) და თ------ კო---–---–-ს (პ/ნ N 010--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისატრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში სი--------–---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ------–--–-----ე-------------------–---–-------------------------–------------------–-------- და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეთ ხათ---------–---–ს, ლი------------ასა და თა-----------–---–ს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე