გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 24--------------42
№3/23-20-8
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.08.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს--------–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
მოპასუხე - ინ-----------–--------–-------–--–----------ი
წარმომადგენელი - მერ--------–----–--ა
დავის საგანი - სახელმწიფო ქონებით არამარლთზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ინ-----------–-------–--------–--–----------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 20-5 წლის თებერვლიდან 20-6 წლის 17 მაისის ჩათვლით 13271,15 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქა-–--------–---–-----–--------------ში, სა------------------ი 4-.0-.2-.0--- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ინ-----------–--------–----ე ლა-–----------- 20-5 წლის თებერვლიდან, 20-7 წლის მაისამდე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N00------5 დასკვნის თანახმად, სე---------–-----–------- მდებარე უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10600 ლარს. სა---------------------–-----ს შორის 20-6 წლის 17 მაისს გაფორმდა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხეს გაეგზავნა სს--------–-–-------------------------–----------ოს 04.04.20-6 წლის N1-------- 19.04.20-6 წლის N1-------, 16.11.20-6 წლის N1------- წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 20-5 წლის თებერვლიდან, 20-7 წლის მაისამდე არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა თვეში 883.40 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩლემ მიუთითა რომ მოპასუხემ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის უნდა გადაიხადოს საფასური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 20-5 წლის თებერვლიდან 17.05.20-6 წლამდე პერიოდისთვის 13271,15 ლარის ოდენობით. სამართლებრივად სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, 13-ე პუნქტზე, ამავე კანონის 492, 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317 მუხლებზე მითითებით.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლა-–-----------ა შესაგებელით სარჩელი არ ცნო; მიუთითა, რომ უძრავი ქონებით სარგებლობდა 20-5 წლის თებერვლიდან 20-5 წლის მაისამდე და მას გადახდილი აქვს სარგებლობის საზღაური 450 ლარი (150 ლარი თვეში). აღნიშნულ თანხა დადგენილი იყო აუდიტის მიერ და აღნიშნულ თანხას იხდიდა ამ ქონების მესაკუთრე და მასთან მოსარჩელეს პრეტენზია არ ქონია. 20-5 წლის მაისის თვეში მოსარჩელისაგან, რომელთანაც სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდა მოპასუხეს, ლა-–-----------ა გაიგო, რომ საიჯარო თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით დანიშნული იყო ექსპერტიზა. ვინაიდან ინ----–-----მ არ იცოდა თუ რამდენი იქნებოდა გადასახდელი თანხა, შეწყვიტა ნივთით სარგებლობა, იმავე წლის ივნისის თვეში გაიგო, რომ გადასახდელი თანხა შეადგენდა 883.40 ლარის, თანხის ოდენობიდან გამომდინარე ინ----–-----------ს მუშაობამ აზრი დაკარგა. 20-6 წლის 17 მაისს ნივთი მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა სს--------–-–-------------------------–----------ოს სა-------–--------------------------------------------–-------ს წარმომადგენელმა.
საპაექრო სიტყვაში ინ----–-----ს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ რეალურად მოსარჩელე მოპასუხეს თანხის გადახდას თხოვს ის სარგებლობისთვის, რასაც მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, სარჩელი არ ცნო. მოპასუხეს წარმომადგენელმა მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-17 მუხლზე და აღნიშნა, რომ ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს ინვენტარი, შეშა, ცარიელი ბოთლები და კიდევ რაღაც ნივთები, რომელიც წინა მოსარგებლეს დარჩა, არ ადასტურებს ლა-–-----------ს სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი წერილი/გაფრთხილება ლა-–----------ს ჩაბარდა მის საცხოვრებელ ადგილზე, ქ. ს---------–-------------------ში. სადაო ობიექტი კი მდებარეობს ქ. ს-------–-----–-------------ში, რაც იმას ადასტურებს, რომ წერილის ჩაბარების დროს კვების ობიექტი არ მუშაობდა. საქმეზე წარმოდგენილია ასევე სა---–-–-------------------------–----------ოს 18.08.20-5 წელი და შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ობიექტს იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის და რომ ობიექტი დაკავებულია ინ-----------–--------–-------–--–----------ის მიერ, თუმცა შედგენილ დოკუმანტს არანაირი მტკიცებულება არ ახლავს და მას ხელს აწერს მხოლოდ დამთვალირებელი. მოპასუხისვე განმარტებით, საქმეს თან ახლავს სამსახურეობრივი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ 05.03.20-5წ., 15.04.20-5წ., 22.05.20-5წ. გადახდილია 150 ლარი, სულ 450 ლარი უძრავი ქონებით სარგებლობის საიჯარო ქირა“, შესაბამისი თვეებისთვის, რაც ადასტურებს იმას, რომ ის პიროვნება, რომელიც მართლაც სარგებლობდა უძრავი ქონებით ადრინდელ პერიოდებში იხდიდა საიჯარო თანხას, თვეში 150 ლარის ოდენობით და მასთან, მოსარჩლეს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ფაქტი იმისა, რომ მოპასუხე არ ეწეოდა სადაო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობას დასტურდება ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით, რომლითაც ბრუნვა არ ფიქსირდება და ასევე მოწმეთა ჩვენებებით. რაც შეეხება გაფრთხილების წერილებს, რაზეც აპელირებს მოსარჩელე მათზე პასუხი მოპასუხეს არ გაუცია, რადგანაც მოსარჩელემ მისგან სატელეფონო შეტყობინებით იცოდა, რომ ქონებით არანაირ სარგებლობას ადგილი არ ჰქონია და ბუნებრივად თვლიდა, რომ არანაირი პასუხისმგელობა არ ეკისრებოდა. წარმომადგენელმა ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი დასტურად იმისა, თუ რამდენი ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი დახარჯა მოპასუხემ უძრავი ქონებით სარგებლობისას. აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოპოვება მოსარჩელეს არ გაუჭირდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე ქა-–--------–---–-----–--------------ში, სა------------------ი 4-.0-.2-.0-- საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-7 წლის 15 მარტის ამ----–---------------------------ან.
3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-5 წლის 11 ივნისის #5002-580-5 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქა-–--------–---–-----–--------------ში, სა------------------ი 4-.0-.2-.0-- ფართის ყოველთვიური წლიური საიჯარო ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
3.2.1. შემოსავლების სამსახურის 20-8 წლის 07 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, 07/06/20-8 წლის მდგომარეობით, ინ-----------–--------–----ე ლა-–-----------ს მიერ 0-/02/20-5-დან 17/05/20-6 ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. 20-5 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ინ-----------–--------–----ე ლა-–-----------ს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 640 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 07/06/20-8 წ. ცნობა.
3.2.2. მოწმეების რო-----------–--ს, შა-------------ა და ჯე---–--------------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ობიექტში ლა-–----------- ადრინდელ პერიოდში დასაქმებული იყო მზარეულის პოზიციაზე. 20-1-20-4 წლებში ობიექტს ამუშავებდა გო----------ა, 20-4 წლიდან გო------------ს წასვლის შემდეგ ობიექტს არ უმუშავია, იყო დაკეტილი, რაც შეეხება ლა-–----------ს იგი უვლიდა სადაო ობიექტს და იქ ხედავდნენ იშვიათად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების რო-----------–--ს, შა-------------ა და ჯე---–--------------ს ჩვენებები.
3.2.3. სს--------–-–-------------------------–----------ოს 04.04.20-6 წლის N1-------- 19.04.20-6 წლის N1-------, 16.11.20-6 წლის N1------- წერილებით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მას არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს--------–-–-------------------------–----------ოს 04.04.20-6 წლის N1-------- 19.04.20-6 წლის N1-------, 16.11.20-6 წლის N1------- წერილები.
3.2.4. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ინ-----------–--------–----ე ლა-–-----------ს მიერ 20-5 წლის თებერვლიდან 20-6 წლის 1-------მდე დროის პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქა-–--------–---–-----–--------------ში, სა------------------ი 4-.0-.2-.0--) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.
სადაო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, ინ----–-----ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, სააგენტოს წერილებზე, რომლითაც გაფრთხილებული იქნა მოპასუხე გადასახდელი თანხების შესახებ და ფოტოსურათებზე, სადაც აღბეჭდილია შენობაში განლაგებული შეშა, ინვენტარი... სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 20-5 წლის თებერვლიდან 20-6 წლის 1-------მდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რადგან ექსპერტიზა მხოლოდ კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად არის ჩატარებული, ხოლო ფოტოსურათებით სადაც ცარიელი ინვენტარი და საშეშე მასალა არის აღბეჭდილი სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ინ-----------–--------–----ე ლა-–----------ს 0-/02/20-5-დან 17/05/20-6 ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ამასთან საქმეს არ ერთვის სხვა რაიმე ისეთი მტკიცებიულება, თუნდაც კომუნალური ხარჯების შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნულის დადასტურებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმეების რო-----------–--ს, ჯემალ კარტოზიას და მა------------- ჩვენებებზე, რომლებმაც არ დაადასტურეს სადაო პერიოდში ობიექტის ფუნქციონირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ლა-–-----------ს მიერ 20-5 წლის თებერვლიდან 20-6 წლის მაისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს--------–-–-------------------------–----------ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სა---–-–-------------------------–----------ო(შემდგომ − ქო----------------).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი ლა-–-----------ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს--------–-–-------------------------–----------ოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სს--------–-–-------------------------–----------ო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 13-ე მუხლებით, სსს კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-24--ე, 247-248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს--------–-–-------------------------–----------ოს სარჩელი მოპასუხის ი/მ ლა-–-----------ს მიმართ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისის, ნიუპორტის ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარესათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის 247) მეშვეობით.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე