გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/792-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე- შ--------------“
წარმომადგენელი ა------------------ა
მოპასუხე - შ---------------------------ი“
წარმომადგენელი - პ---------–-ა, ა----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შ-----------------------------ს“ დაეკისროს შ--------------“-ის სასარგებლოდ 14760.35 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე შ--------------“ და მოპასუხე შ---------------------------ი“ 2--- წლიდან თანამშრომლობენ. კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის საქონელს. მხარეებს შორის არ არსებობს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შ---------------------------ის“ მიერ მოსარჩელისგან საქონლის მიღება.
მოპასუხე შ-----------------------------ი“ ნაწილობრივ ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რაც გამოიხატებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილობრივ გადახდაში. პარალელურად შ---------------------------ი“ მოსარჩელე შ--------------“-სგან უკვეთავდა გარკვეული სახის საქონელს, რის შედეგადაც დღეის მდგომარეობით შ---------------------------ს“ დაუგროვდა დავალიანება 15000.53 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთგზის მიმართა არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა შ-----------------------------ი“ თავს არიდებდს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 02 დეკემბრიდან 2--- წლის 02 ივლისამდე შ--------------“-ის მიერ გაცემული და დადასტურებული სასაქონლო ზედნადებების ჯამი შეადგენს 68 932.94 ლარს. მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხა 53 932.59 ლარს. შესაბამისად, ამ თანხების სხვაობა (68 932.94 -53932.59) 15000.35 ლარი, წარმოადგენს მოპასუხის დავალიანების ჯამურ დააგარიშებას.
მოსარჩელემ მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულების (უკან დაბრუნების ზედნადების) საფუძველზე, 2----–-–---------–--ის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 240 ლარით და მოითხოვა მოპასუხისათვის 14 760.25 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ-----------------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ღირებულების საქონლის გამოყენება შ---------------------------ის“ მიერ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო; შესაბამისად, კომპანია მონაცემების დაზუსტების შემდეგ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიცია.
2----–-–----------ის მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ წერილობითი ფორმით დააკონკრეტა და განმარტა, რომ უკან დაბრუნების ზედნადების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას უნდა გამოაკლდეს 240 ლარი, თუმცა არც 14760.35 ლარის ოდენობით თანხის მოთხოვნაა მოსარჩელის მხრიდან საფუძვლიანი, ვინაიდან 2--- წლის ივნისის თვეში მხარეები შეთანხმდნენ, 8344.10 ლარის ღირებულების სახარჯი მასალის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც დარჩენილი დავალიანების 11 940 ლარის 25%-ის, 2985 ლარის გადახდა განხორციელდა 2--- წლის 24 ივლისს; ამის შემდგომ მოპასუხის მიერ სამჯერ მოხდა 746.25 ლარის გადახდა (2--- წლის 6 ოქტომბერს, 5 ნოემბერს და 5 დეკემბერს) დავალიანების შემცირების მიზნით და ბოლო 300 ლარის გადახდა განხორციელდა 2015 წლის 7 მაისს. ყველა განხორციელებული გადახდების, ჯამში 5523 ლარის გამოკლებით შ--------------------------ის“ დავალიანება უნდა განისაზღვროს 6416.25 ლარით.
მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (ყველაზე ბოლო მიწოდებიდან _ 2--- წლის 2 ივლისიდან) სარჩელის წარდგენამდე (2--- წლის 1-------------) გასულია სამ წელზე მეტი, მოთხოვნა ხანდაზმულობის მოტივით, არ არის განხორციელებადი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის წლების მანძილზე არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა ზეპირი ფორმით. შ--------------“-ი გარკვეული პერიოდულობით აწვდიდა შ---------------------------ს“ საქონელს, რომლის ღირებულებასაც მოპასუხე ასევე ეტაპობრივად ფარავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.22-62).
-
3.1.2. საქონლის მიწოდება, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვს შ--------------“, მოსარჩელის მიერ განხორციელებულია 2----–-–---------------------------–-–--------–--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.22-62).
3.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საზღაური სრულად არ აქვს გადაიხდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, მოპასუხის 2----–-–----------ის
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა დანაწესით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ---------------------------ის“ დავალიანება მოსარჩელე შ--------------“-ი მიმართ შეადგენს 14 760.35 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ახორციელებდა სხვადასხვა საქონლის მიწოდებას მოპასუხისათვის, რომელიც ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება მოსარჩელესთან.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა ანგარიშფაქტურები;
გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებშიც მითითებულია ნასყიდობის საგნის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, მიღებული და დადასტურებულია მყიდველის მიერ (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები; ს.ფ.22-62). მათი ნამდვილობა არც საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე გამხდარა სადავო.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სარჩელზე თანდართული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2013 წლის 02 დეკემბრიდან 2--- წლის 02 ივლისამდე შ--------------“-ის მიერ განხორციელდა მოპასუხისათვის 68 932.94 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, საიდანაც მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულ იქნა 53 932.59 ლარი, 240 ლარის პროდუქცია დაბრუნებულ იქნა გამყიდველის მიერ და შესაბამისად, მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანება შეადგენს მიწოდებულ და დაბრუნებულ/ანაზღაურებულ პროდუქციის ღირებულებას შორის სხვაობის თანხას 14 760.35 ლარს.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის შეფასებას და მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ 2----–-–----------ის განცხადებაში მითითებულ განმარტება და არგუმენტაცია, რომ შ---------------------------ი“ დავალიანება მოპასუხის მიმართ არ აღემატება 6416.25 ლარს დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება, მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, იმდენად რამდენადაც ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის საჭიროა კრედიტორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ან ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების თაობაზე კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი (სალაროს შემოსავლის ორდერი, გადახდის ჩეკი), რაც მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, რომლებიც კონკრეტულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 14 760.35 ლარს, რომელიც წარმოადგენს მოპასუხისათვის მიწოდებულ და დაბრუნებულ /ანაზღაურებულ პროდუქციის ღირებულებას შორის სხვაობას.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ხანდაზმულია.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. დავის მხარე კი, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნისა - ექვს წელს. ამავე ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია (მე-2 ნაწილი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული და შ---------------------------ის“ დავალიანება შ--------------“-ი მიმართ, 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2--- წლის 2 ივლისამდე მიწოდებული პროდუქციისათვის შეადგენს 14760.35 ლარს;
ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ფასის გადახდის განსხვავებულ წესზე შეთანხმების არსებობა, მოპასუხე მხარეს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა უნდა ეწარმოებინა საქონლის მიღებისთანავე. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კრედიტორს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2--- წლის 1------------- (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), მისი მოთხოვნა, საქონლის თითოეული მიწოდებიდან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, ხანდაზმულია.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელმა ვადამოსული ვალდებულებების შესრულებისას, შესასრულებელი ვალდებულების არჩევის პრიორიტეტი სწორედ მოვალეს და არა კრედიტორს მიანიჭა (სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად), ხოლო თუ მოვალე არ გამოიყენებს 387-ე მუხლის პირველი წინადადებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით და დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველი დადგა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი აპელირებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული თითოეული შესრულება მიემართებოდა იმ ვალდებულების შესრულებისაკენ, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-131-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მითითებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები.
ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად უნდა შეასრულონ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო იმ მხარეს, რომელსაც საპასუხო შესრულება არ მიუღია, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე წლების განმავლობაში ერთმანეთთან იმყოფებიან ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს, გარკვეული პერიოდულობით აწვდიდა საქონელს, რომლის ღირებულებასაც მოპასუხე ეტაპობრივად ფარავდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულების შესრულებას - 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2--- წლის 2 ივლისამდე მიწოდებული საქონლის ღირებულების (ნასყიდობის ფასის) სრულად ანაზღაურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, როგორც გამყიდველმა, მიაწოდა (საკუთრებაში გადასცა) მყიდველს _ ჯამში 68 932.94 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოსარჩელემ უკან დაიბრუნა 240 ლარის ღირებულების საქონელი; მყიდველმა ნასყიდობის საზღაური სრულად არ გადაიხადა _ მოპასუხის მიერ ეტაპობრივად გადახდილ იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი 53932.59 ლარის ოდენობით და მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩა 14760.35 ლარი, რომელიც შეადგენს შ--------------“-ი მიერ შ---------------------------ის“-ათვის მიწოდებულ და დაბრუნებულ/ანაზღაურებულ პროდუქციის ღირებულებას შორის სხვაობის თანხას.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, სახეზეა კრედიტორის უფლების დარღვევა და მოვალის მიერ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შეუსრულებლობის ფაქტი, რაც გამყიდველს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს კონტრაჰენტისგან საპირისპირო შესრულება.
გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. გადაწყვეტილების ამავე პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა შ---------------------------ის“ წარმომადგენელთა პოზიცია და სამოქალაქო კოდექსის 129-130 მუხლებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ--------------“-ის სასარჩელო მოთხოვნა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით წარმოადგენს ხანდაზმულს, რის გამოც არ არსებობს საარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 460 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარის ოდენობით;
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (460 ლარი) ზედმეტად გადახდილი _ 10.00 ლარი, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად _ 7.15 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი _ 442.85 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------“-ის სარჩელი შ---------------------------ი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შ--------------“-ის დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (460 ლარი) რომელიც გადახდილია ა------------------ას მიერ 2--- წლის 1---------ს სს“თ----------ის“ მეშვეობით) _ 17.15 ლარი.
3. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 442.85 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი