გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/161-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელეები - ბ-----------------------------------–------------
წარმომადგენელი - ლ-–--------–-----–------------- წარმომადგენელი)
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - თ-------–-----------------------–---
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენლები - გ-------------–---–--------------------
მესამე პირი - შპს ,,--------------ა’’(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენლები - ეკ------------------------–----------
მესამე პირი - სს ,,----------------------–----------------–-------------’’ (ასკ 16.2 მუხლი)
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ბრძანება(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1; ს.ფ. 1-14; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 181-194).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21დეკემბრის №------ ბრძანება ,--–----------------------------------------------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1; ს.ფ. 1-14; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 181-194).
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 181-194).
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2-მაისის №------ ბრძანება ,,ბ-----------------------------------------–------------- ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 181-194).
მოსარჩელეთა განმარტებით, 2001-2002 წლებში ბ-------------ის სახელობის ს----------- მიმდებარედ ბ-------------ის შვილსა და მისი ოჯახის სხვა წევრებს მწვავე სიდუხჭირის გამო, როგორც ბ-------------ის ოჯახს, გამოეყო სამშენებლო ადგილი, რის შედეგადაც მათ განახორციელეს კომერციული ფართების მშენებლობა ქ.თბილისში, წ-------–-- №2-ში. მათივე განმარტებით, 2002 წლის თებერვალში ბ-------------ეს, ს---------------------------------ს და სს ,,ბ-------------ის სახელობის ეროვნულ სტადიონს’’ შორის გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება 50 წლიანი ვადით მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისი, წე------–---------------- საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0--.0--- აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეები ფლობენ და დღემდე სარგებლობენ საიჯარო ფართით. მითითებულ ხელშეკრულებამდე კი გაფორმდა ძირითადი საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც საფუძველი გახდა ქვეიჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად. მოსარჩელეები უთითებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები არავის გაუუქმებია და დღემდე ძალაშია.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2--- წლის აგვისტოში შეიტყვეს, რომ შპს ,,--------------ას’’ ხელმძღვანელობას მიმართული ჰქონდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის აღნიშნული კომერციული ობიექტების დემონტაჟის უფლების მისაღებად. ბ-------------ემ და მისმა ოჯახის წევრებმა მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის მოთხოვნით, ვინაიდან გააჩნდათ იურიდიული ინტერესი, რაზეც მიიღეს თანხმობა, თუმცა მიუხედავად მიღებული დაპირებისა, მოსარჩელე მხარის საქმეში ჩართვის გარეშე 2--- წლის 16 აგვისტო გაიცა თანხმობა AR------- წ-------–-- №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მდებარე №4---- შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ 2--- წლის 17 იანვარს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა ვ-----–------–--------ამ და მოითხოვა №2------ ვადაგასული ბრძანების ვადის გაგრძელება, რაც დაკმაყოფილდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25იანვრის №3------ ბრძანებით, ნაცვლად სავალდებულო წესით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემისა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს N2------ ბრძანება დემონტაჟის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ და 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი უთხრა მოსარჩელეებს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მათ ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.1.2. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ბ-------------ის, ს-------------------–------------- სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა - შპს ,,--------------ამ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2.2. მესამე პირს - სს ,,ბ-------------ის ს----–----------------–--------------- წერილობითი ფორმით შესაგებელი ბ-------------ის, ს-------------------–------------- მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად მისი პოზიცია წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 201- წლის 25 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-----–-------–--------------------------3), მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7----.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 19, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა(სტადიონი), უფ. დამ. დოკ. გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობები, 2--- წლის 11 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/05/201-(იხ. ტომი 3, ს.ფ. 36-3-)
3.1.2. ქ.თბილისის მთავრობის 2--- წლის 24 აგვისტოს №2-.1-.9-- დადგენილებით, მოწონებული იქნა და ნება დაერთო სს ,,ბ-------------ის ს----–----------------–------------------------------- ეროვნული ს----------- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გაეფორმებინა ბ-------------ის სახელობის ეროვნული ს----------- გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით(უზუფრუქტი და აღნაგობა) გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება შპს ,,--------------ასთან’’(ს/ნ: 4---------- დანართი 1-ის შესაბამისად. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, სს,,----------------------–----------------–-------------ს’’ გენერალურ დირექტორს დაევალა უზრუნველყო წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა ქ.თბილისის მერის მოადგილეს.
აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, 2--- წლის 3- აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ კუთვნილი უძრავი ქონების უზუფრუქტისა და აღნაგობის უფლებით შპს ,,--------------ასთვის’’ გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მთავრობის 2--- წლის 24 აგვისტოს №2-.1-.9-- დადგენილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 1-9)
- 2--- წლის 3- აგვისტოს ხელშეკრულება უზუფრუქტისა და აღნაგობის უფლების შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 11--142)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 3- დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა---- წე------–---------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4----.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 01.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №--და №3--ის ჩათვლით და №4--დან №6--ის ჩათვლით, 201- წლის 31 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ და შპს ,,--------------ას’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 3-/12/2---(იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-62)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 201- წლის 31 დეკემბრის ფართის ქირით გადაცემის შესახებ №0-/1- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ შპს ,,--------------ას’’(გამქირავებელი) და მეორეს მხრივ ბ-------------ეს(დამქირავებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- №--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 4-კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართის დროებით, 2--- წლის 01 იანვრიდან 2---წლის 31 მარტის ჩათვლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
201- წლის 31 დეკემბრის ფართის ქირით გადაცემის შესახებ №0---- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ შპს ,,--------------ას’’(გამქირავებელი) და მეორეს მხრივ ლ-----------ეს(დამქირავებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- №--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 8- კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართის დროებით, 2--- წლის 01იანვრიდან 2--- წლის 31 მარტის ჩათვლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
201- წლის 31 დეკემბრის ფართის ქირით გადაცემის შესახებ №0---- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ შპს ,,--------------ას’’(გამქირავებელი) და მეორეს მხრივ ს---------------ს(დამქირავებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- №--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 4- კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართის დროებით, 2--- წლის 01იანვრიდან 2--- წლის 31 მარტის ჩათვლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 31 დეკემბრის №0-/1- ხელშეკრულება ფართის ქირით გადაცემის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 155-157)
- 201- წლის 31 დეკემბრის №0---- ხელშეკრულება ფართის ქირით გადაცემის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 162-164)
- 201- წლის 31 დეკემბრის №0---- ხელშეკრულება ფართის ქირით გადაცემის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 16--17-)
3.1.5. ქირავნობის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ 2--- წლის 31მარტის, 2--- წლის 3- ივნისის, 2--- წლის 01 აგვისტოს და 2--- წლის 01დეკემბრის შეთანხმებების საფუძველზე, გამქირავებელს- შპს ,,--------------ასა’’ და დამქირავებლებს- ბ-------------ეს, ლ----------------------------------- შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებების ვადა გაგრძელებული იქნა რამდენჯერმე, საბოლოოდ კი ხელშეკრულებები გაგრძელებული იქნა 2--- წლის 3-ნოემბრიდან 2--- წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ 2---წლის 31 მარტის, 2--- წლის 3- ივნისის, 2--- წლის 01 აგვისტოს და 2--- წლის 01 დეკემბრის შეთანხმებები ბ-------------ესთან(იხ. ტომი 1, ს.ფ. 151-154)
- ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ 2---წლის 31 მარტის, 2--- წლის 3- ივნისის, 2--- წლის 01 აგვისტოს და 2--- წლის 01 დეკემბრის შეთანხმებები ლ-----------ესთან(იხ. ტომი 1, ს.ფ. 158-161)
- ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ 2--- წლის 31 მარტის, 2--- წლის 3- ივნისის, 2--- წლის 01 აგვისტოს და 2--- წლის 01 დეკემბრის შეთანხმებები ს---------------სთან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 165-168)
3.1.6. შპს ,,--------------ას’’ 2--- წლის 2- იანვრის №-5/I--, №-6/I-- და №-7/I-- წერილებით ლ-----------ეს, ბ-------------ეს და ს---------------ს ეცნობათ, რომ შპს,,--------------ასა’’ და მათ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 2--- წლის 31 იანვარს. ამასთან, შპს ,,--------------ა’’ აღარ გააგრძელებდა აღნიშნულ ხელშეკრულებებს და ეთხოვათ ვადის გასვლისთანავე გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული შპს ,,--------------ას’’ კუთვნილი ფართი.
შპს ,,--------------ას’’ 2--- წლის 16 მაისის №6-/I--, 7-/I-- და 7-/I-- წერილებით ბ-------------ეს, ლ----------------------------------- ეცნობათ, რომ მათ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა 2--- წლის 31იანვარს და 1 თვის ვადაში გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული შპს ,,--------------ას’’ კუთვნილი ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა სასამართლო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,--------------ას’’ 2--- წლის 2- იანვრის №-5/I--, №-6/I-- და №-7/I-- წერილები(იხ. ტომი 1, ს.ფ. 143-145)
- შპს ,,--------------ას’’ 2--- წლის 16 მაისის №6-/I--, 7-/I-- და 7-/I-- წერილები(იხ. ტომი 1, ს.ფ. 14--148)
3.1.7. 2--- წლის 18 ივლისს ვ-----–------–--------ამ №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- ეროვნული ს----------- მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2--- წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით(დოკუმენტი №2------) დადებითი შეფასება მიეცა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–- არსებულ ეროვნული ს----------- მიმდებარედ არსებული ნაგებობების დემონტაჟის ნებართვას იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ნაგებობების დემონტაჟის შემდეგ აღდგებოდა ს----------- ავთენტური ღობე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 1----------- №2------ ბრძანებით, შეთანხმდა ქ.თბილისში, ა---- წ-------–-----------------–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი №--.1-.0-.0--.0--), საკადასტროს მიხედვით №0-/1 შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი. გაიცა მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2--- წლის 11აგვისტოდან 2--- წლის 11ოქტომბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2--- წლის 28ივლისის გადაწყვეტილება (დოკუმენტი №2------) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 3--38)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-22)
3.1.8. 2--- წლის 22 აგვისტოს ლ-----------ემ, ბ-------------ემ და ს---------------მ №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 1----------- №2------ ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 31 აგვისტოს №--1--- ბრძანებით დაკმაყოფილდა ლ-----------ის, ბ-------------ის და ს--------------ის შუამდგომლობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე და შეჩერდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების მოქმედება განსახილველ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-----------ის, ბ-------------ისა და ს--------------ის 2--- წლის 22აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 31 აგვისტოს №--1--- ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ-----------ის, ბ-------------ის, ს--------------ის 2--- წლის 22აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 176)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 31 აგვისტოს №--1--- ბრძანება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 178-179)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანება ,--–----------------------------------------------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 15-20)
3.1.9. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანებით, დაკმაყოფილდა მოქალაქე ვ-----–------–--------ას №A-------- ელექტრონული განცხადება, ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტში ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 1-.11.2--- წლის ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2--- წლის 25 სექტემბრის ჩათვლით’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 202-203)
3.1.1-. 2--- წლის 26 იანვარს, ლ-----------ემ, ს---------------მ და ბ-------------ემ №19-----------1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- მაისის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-----------ის, ბ-------------ის, ს--------------ის 2--- წლის 26იანვრის №-9-----------1- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-----------ის, ბ-------------ის, ს--------------ის 2--- წლის 26იანვრის №-9-----------1- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 242-245)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- მაისის №------ ბრძანება ,,ბ-----------------------------------------–------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 195-201)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მათ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ბ-------------ის, ს-------------------–------------- სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესი’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 3- დეკემბრის №20-1-4 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება(დებულება)’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანება ,--–----------------------------------------------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- მაისის №------ ბრძანება ,,ბ-----------------------------------------–------------- ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შეთანხმდა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი №--.1-.0-.0--.0--), საკადასტროს მიხედვით №0-/1 შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი. გაიცა მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2--- წლის 11 აგვისტოდან 2--- წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ)რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე)ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი, დემონტაჟი არის არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 72-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, III კლასის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოებზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. ამავე დადგენილების 73-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია ის დოკუმენტაცია, რომელსაც უნდა მოიცავდეს III კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2---წლის 3- დეკემბრის №20-1-4 დადგენილებით(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულება) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.2მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება, ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2--- წლის 24აგვისტოს №2-.1-.9-- დადგენილებით, მოწონებულ იქნა და ნება დაერთო სს ,,ბ-------------ის ს----–----------------–------------------------------- ეროვნული ს----------- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გაეფორმებინა ბ-------------ის სახელობის ეროვნული ს----------- გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით(უზუფრუქტი და აღნაგობა) გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება შპს,,--------------ასთან’’(ს/ნ: 4---------- დანართი 1-ის შესაბამისად. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ გენერალურ დირექტორს დაევალა უზრუნველეყო წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე კი 2--- წლის 3- აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ კუთვნილი უძრავი ქონების უზუფრუქტისა და აღნაგობის უფლებით შპს ,,--------------ასთვის’’ გადაცემის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი 201- წლის 31 დეკემბრის ფართის ქირით გადაცემის შესახებ №0-/1-, №0---- და №0---- ხელშეკრულებების თანახმად დგინდება, რომ ერთის მხრივ შპს ,,--------------ას’’(გამქირავებელი) და მეორეს მხრივ ბ-------------ეს, ლ-----------------------------------(დამქირავებლები) შორის დაიდო ხელშეკრულებები ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- №--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 4- კვ.მეტრი, 8- კვ.მეტრი და 4- კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართების დროებით, 2--- წლის 01 იანვრიდან 2--- წლის 31 მარტის ჩათვლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქირავნობის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ 2--- წლის 31 მარტის, 2--- წლის 3- ივნისის, 2--- წლის 01აგვისტოს და 2--- წლის 01 დეკემბრის შეთანხმებების საფუძველზე, გამქირავებელს- შპს ,,--------------ასა’’ და დამქირავებლებს- ბ-------------ეს, ლ-----------ესა და ს---------------ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებების ვადა გაგრძელებული იქნა რამდენჯერმე, საბოლოოდ კი ხელშეკრულებები გაგრძელებული იქნა 2--- წლის 3-ნოემბრიდან 2--- წლის 31 იანვრის ჩათვლით. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2--- წლის 31 იანვრის შემდგომ ქირავნობის ხელშეკრულება მხარეების მიერ არ გაგრძელებულა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,--------------ას’’ 2--- წლის 16 მაისის №6-/I--, 7-/I-- და 7-/I-- წერილები, რომლითაც ბ-------------ეს, ლ----------------------------------- ეცნობათ, რომ მათ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა 2--- წლის 31 იანვარს და 1 თვის ვადაში გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული შპს ,,--------------ას’’ კუთვნილი ფართი.
დადგენილია, რომ 2--- წლის 18 ივლისს ვ-----–------–--------ამ №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- ეროვნული ს----------- მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2--- წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით(დოკუმენტი №2------) დადებითი შეფასება მიეცა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–- არსებულ ეროვნული ს----------- მიმდებარედ არსებული ნაგებობების დემონტაჟის ნებართვას იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ნაგებობების დემონტაჟის შემდეგ აღდგებოდა ს----------- ავთენტური ღობე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებით კი, შეთანხმდა ქ.თბილისში, ა---- წ-------–-----------------–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი №--.1-.0-.0--.0--), №0-/1 შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი. გაიცა მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2--- წლის 11 აგვისტოდან 2--- წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–- მდებარე ობიექტით დღესაც სარგებლობენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უფლება არ ჰქონდა მიეღო ბრძანება დემონტაჟის შესახებ მათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ფართებზე. აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელეთა მიერ სადავო ფართით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება კი ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება მათ შორის არსებული სამართლებრივი ვალდებულებებისა და შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ დაედება საფუძვლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------------ის, ს-------------------–------------- სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ბ-------------ეს, ს---------------ს და ლ-----------ეს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტში ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 1-.11.2--- წლის ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2--- წლის 25სექტემბრის ჩათვლით’’. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში. თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ა---- წ-------–----------------–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი №--.1-.0-.0--.0--), საკადასტროს მიხედვით №0-/1 შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი. გაიცა მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2--- წლის 11 აგვისტოდან 2--- წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 31აგვისტოს №--1--- ბრძანებით დაკმაყოფილდა ლ-----------ის, ბ-------------ისა და ს--------------ის შუამდგომლობა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე და შეჩერდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანების მოქმედება განსახილველ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა ვინაიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 21 დეკემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-----------ის, ბ-------------ის და ს--------------ის 2--- წლის 22აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება, თავის მხრივ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 31 აგვისტოს №--1--- ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ვადის დენა შეჩერდა 2---წლის 31 აგვისტოს №--1--- ბრძანებით და განახლდა 2--- წლის 21დეკემბრის №------ ბრძანებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დრო, რომლის განმავლობაშიც მშენებლობის ვადის დენა შეჩერებული იყო, არ ჩაითვლება 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებით განსაზღვრულ მშენებლობის ვადაში და გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის საერთო ვადა განსაზღვრული იყო 60 (სამოცი) კალენდარული დღით, დაინტერესებულმა პირმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე - 2--- წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის
არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტში ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 1-.11.2--- წლის ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2--- წლის 25სექტემბრის ჩათვლით’’. ყოველივე აღნიშნული გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ დამკვეთის მიერ მიღებული მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვა უკვე ვადაგასული იყო და იგი მოითხოვდა ახალი მშენებლობის ნებართვის აღებას,- უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სადავო- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანება მოსარჩელეებისთვის ვერ იქნება ზიანის მომტანი, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება, რომლითაც მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიცვალა მშენებლობის დასრულების თარიღი, არ შეიძლება რაიმე სახის ზიანს აყენებდეს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანება მშენებლობის(დემონტაჟის) ნებართვის გაცემის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------------ის, ს-------------------–------------- სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 იანვრის №3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- მაისის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ბ-------------ეს, ს---------------ს და ლ-----------ეს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- მაისის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-------------ის, ს-------------------–------------- სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 3--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-1-0(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 12 იანვრის განჩინებით, ბ-------------ის, ს-------------------–------------- შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 18 ივლისის №2------ ბრძანების(2--- წლის 1----------- ბრძანება №2------) მოქმედების შეჩერების თაობაზე,- არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 12იანვრის განჩინება კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული, ბ-------------ის, ს-------------------–------------- მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 03 ივლისის განჩინებით, ბ-------------ის, ს-------------------–------------- კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 12 იანვრის განჩინება და ბ-------------ის, ს-------------------–------------- შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ- შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 18 ივლისის №2------ ბრძანების(2--- წლის 16 აგვისტოს ბრძანება №2------) მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა)მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ)სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-1-, მე-12, 22-ე, 3--ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 24--ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 36--ე და 36--ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ-------------ის, ს-------------------–------------- სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების- შპს,,--------------ას’’, სს ,,----------------------–----------------–-------------ს’’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი