განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2018
საქმის ნომერი
330100118002545181
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლევან ვეფხვაძის,ბრალდებულის – ივ--- ო---ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ივ--- გ-------ს ძე ო---ის, დაბადებულის - 1--- წლის 2---------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0---------2, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: თბილისი, შ----–----------------------------------------------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----–--------------------–---–-ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ივ--- ო---ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი) .

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, ვ--------------------------------–-----------–----------------------------ში, ივ--- ო---ე სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მამიდას - მ------ ო---ეს და მის მამიდაშვილს - გ------- მ--–-----ს, რომლებმაც აღნიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. კერძოდ, ივ--- ო---ემ ჯერ სიყტვიერი შეურაცხყოფა (გინება დედის მისამართით და ლანძღვა) მიაყენა მ------ ო---ეს, ხოლო შემდეგ მ------ ო---ეს და გ------- მ--–-----ს დაემუქრა შემდეგი სიყტვებით ,,დროზე მომეცით დედაჩემის გამოგზავნილი ფული 200 ევრო, თორემ დაგხოცავთ ორივეს და დაგიწვავთ საცხოვრებელ ბინას“. აღნიშნულის შედეგად, მ------ ო---ეს და გ------- მ--–-----ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ.თბილისში, ვ--------------------------------–-----------–----------------------------ში, ივ--- ო---ე კვლავ სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ ო---ეს და გ------- მ--–-----ს, რომლებმაც აღნიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. კერძოდ, ივ--- ო---ე მივიდა მ------ ო---ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ დროს იმყოფებოდნენ მ------ ო---ე და მისი შვილი გ------- მ--–-----. ბრალდებული სიტყვიერი შეურაცხყოფით მიმართავდა დაზარალებულებს და ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა მათი სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით. ივ--- ო---ე ასევე იმუქრებოდა, რომ ვენებს გადაიჭრიდა, მათ შეასხამდა სისხლს და გადადებდა ,,ც“ ჰეპატიტს. აღნიშნულის შედეგად, მ------ ო---ეს და გ------- მ--–----ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მათ არ გააღეს კარი.

ჩადენილი ქმედებისათვის ივ--- ო---ე 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

ბრალდებულმა ივ--- ო---ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ივ--- ო---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი).

ივ--- ო---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ივ--- ო---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ივ--- ო---ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვ---ლა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ივ--- ო---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (მეორე ეპიზოდი) შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ივ--- ო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

3. ივ--- ო---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

4. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მინის ნატეხი და ჩარჩო, ბრალდებულ ივ--- ო---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე და მოწითალო ლაქის ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირეზე, რომლებიც ინახება ქ------–-----------------------------------–--------–-–-------------------–---–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო სურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი