განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2018
საქმის ნომერი
180100118002530364
დავის ტიპი
151
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N0----------- )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

23 ა--------, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვა–--------–---–-

სხდომის მდივანი ბე-–-------------

ბრალდების მხარე -

პროკურორი - ნა------------–---–-,დაცვის მხარე -

ბრალდებული მუ------ კა–--–---–-- და---------–- 1981 წლის 2- აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N2----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული კა---- რაიონი, სოფელი კა--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: კა---- რაიონი, სოფელი ე------, ამჟამად პატიმრობაში მყოფი,და--შაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111 და 1---ე მუხლის პირველი ნაწილი ,ადვოკატი - იო---------------–-

 

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 მუ------ კა–--–---–- და ჟ----–--–-–---–- 201- წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც შეწყდა 201- წლის ა--------ს თვეში, რის შემდეგაც მუ------ კა–--–---–- ეჭვიანობის მოტივით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს ჟა-- შა-–-–---–-, ასევე ტელეფონზე უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მუ------ კა–--–---–- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს, რის შემდეგაც ხდებოდა აგრესიული ყოფილი მეუღლის მიმართ, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ გაიცა შემაკავებელი ორდერი ჟა-- შავშიშვილთან მიახლოების აკრძალვის მოთხოვნით.

 

201- წლის 15 აპრილს დაახლოებით 23 საათზე ჟ----–--–-–---–- იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ოთახში, რა დროსაც მუ------ კა–--–---–-- თანნაქონი თოფიდან ორჯერ აწარმოა გასროლა იმ ოთახის ფანჯრებისკენ, სადაც იმყოფებოდა ჟ----–--–-–---–-, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები, დაზიანდა ოთახის ჭერი და ჟა-- შა-–-–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. და--შაულის ჩადენის შემდეგ მუ------ კა–--–---–- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

მუ------ კა–--–---–-- ჩაიდინა და--შაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1---ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 01 ივნისის რედაქცია) .

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მუ------ კა–--–---–-- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული და--შაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე, იმ დაზუსტებით, რომ სა--დირო თოფიდან ორჯერადი გასროლა აწარმოა არა ყოფილი მეუღლის დასაშინებლად, არამედ შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პირადი საზეიმო განწყობის გამოსახატავად. ამასთან, ვინაიდან ორივე გასროლა ნაწარმოებია სწორედ საცხოვრებელი სახლის, კერძოდ კი იმ ოთახის მიმართულებით, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული არ არის ბოლომდე გულწრფელი სასამართლოს წინაშე და დასახელებული ვერსიით ცდილობს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.

2.2 სასამართლოს დასკვნა 111 და 1---ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული და--შაულის მუ------ კა–--–---–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ მუ------ კა–--–---–-ს ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ჟ----–--–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების თე--–--–-–---–--, გულ------–--–-–---–-ს, ლა---------–--–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს - 1- კალიბრის ორლულიან, გლუვლულიან სა--დირო თოფს T-------------–----------- ერთ ცალ ტ----------------ს, და--წევრებულ-დეფორმირებულ საფანტის მარცვლებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მუ------ კა–--–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული და--შაულის ჩადენას.

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მუ------ კა–--–---–-- ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას, ვისაც დაემუქრნენ, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი ანუ ჩაიდინა და--შაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1---ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 01 ივნისის რედაქცია).

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ მუ------ კა–--–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი არ გააჩნია - მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული და--შაული. თა--სოფლელთა მიერ ბრალდებულის დახასიათება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც იგი სადაოდ გახადა ბრალდების მხარემ, ხოლო იმის გამო, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში არ იყო შეყვანილი დახასიათებაზე ხელისმომწერ პირთა თუნდაც ნაწილი, ბრალდების მხარეს არ მიეცა საშუალება რომ მონაწილეობა მიეღო დასახელებული მტკიცებულების - დახასიათების გამოკვლებაში. მუ------ კა–--–---–- პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ და--შაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში. გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ მუ------ კა–--–---–- და დაზარალებულ ჟა-- შა-–-–---–- შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის.

ბრალდებულ მუ------ კა–--–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებისთვის იურიდიული კვალიფიკაციის მიცემის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმე სასამართლოში განიხილება იმ ბრალდების ფარგლებში, რითაც საქმე სასამართლოშია შემოტანილი, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია მუ------ კა–--–---–-ს მიმართ ბრალდების დამძიმების კანონიერ შესაძლებლობას, - სასამართლო არ ასრულებს ბრალდების, ისევე როგორც არ ასრულებს დაცვის მხარის მოვალეობას.

3.3 მუ------ კა–--–---–-ს მიერ ჩადენილი და--შაულის სამართლებრივი შეფასების დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამძიმდა დასახელებული მუხლის 201- წლის 30 მაისის რედაქციით, რამდენადაც სანქციას დაემატა დამატებითი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე მუ------ კა–--–---–-ს მიერ ჩადენილი და--შაული უნდა დაკვალიფიცირდეს ამ და--შაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 01 ივნისის რედაქცია).

3.4 აქვე, სასამართლო მოკლებულია კანონიერ შესაძლებლობას ბრალდებულს ჩამოართვას და--შაულის ჩადენის იარაღი - სა--დირო თოფი T----- მოდელის I------, რამდენადაც და--შაულის ჩადენის იარაღის ჩამორთმევა არის დამატებითი სასჯელი და იგი შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ბრალდებულს, ვის საკუთრებაშიც არის იარაღი. მოცემული საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ დასახელებული სა--დირო თოფი ირიცხება ბრალდებულის მშობლის თ------------------–----- კა–--–---–-ს (დაბადების თარიღი 01.11.1--- წელი, პირადი ნომერი 2----------) სახელზე ანუ წარმოადგენს იმ პირის საკუთრებას, ვისაც ამ საქმეზე ბრალდება არ წაყენებია და შესაბამისად ბრალდებულის სტატუსი არ გააჩნია. ამდენად, აშკარაა, რომ სასამართლო ვერ დაუნიშნავს სასჯელს - ვერ ჩამოართმევს იარაღს იმ პირს, ვისაც ამ საქმეზე ბრალდებულის, მსჯავრდებულის სტატუსი არ გააჩნია. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა - სამართალდამცავი ორგანოების მიერ დადგა თუ არა თ------------------–----- კა–--–---–-ს (დაბადების თარიღი 01.11.1--- წელი, პირადი ნომერი 2----------) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) და საბრძოლო მასალის შენახვის წესების დარღვევისთვის, რის შედეგადაც იარაღზე ხელი მიუწვდა სხვა პირს - მუ------ კა–--–---–-, რომლის განხილვის შედეგების მიხედვით მართლაც კანონიერად დადგებოდა დასახელებული სა--დირო თოფის მესაკუთრისთვის ჩამორთმევის საკითხი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4.1 მუ------ კა–--–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1---ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 01 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

4.2 სასჯელის მოხდის ათვლა მუ------ კა–--–---–- დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 1- აპრილის 01 საათი და 31 წუთიდან.

4.3 გაუქმდეს მუ------ კა–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მტკიცებულება:

- 1- კალიბრის ორლულიანი, გლუვლულიანი სა--დირო თოფი T----- მოდელის, ნომრით I------, ერთ ცალად, რომელიც ინახება შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს კონტროლით იმ შემთხვევაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს - თ------------------–----- კა–--–---–- (დაბადების თარიღი 01.11.1--- წელი, პირადი ნომერი 2----------), თუ მის მიერ მიღებულია ჯეროვანი ზომები გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) და საბრძოლო მასალის შენახვის წესების დასაცავად იარაღისა და საბრძოლო მასალის განთავსების ადგილას.

- ერთი ცალი ტ----------------ი (ანუ ვაზნის შემადგენელი ნაწილი) და და--წევრებულ-დეფორმირებული საფანტის მარცვლები, რომლებიც ინახება შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, გა--დგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

4.5 გა--ჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთა--ვე.

4.6 გა--ჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუ--–---–-