განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002567089 №1/63
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.08.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - ლაშა კვაშილავა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ა---------–----------
დაბადებული: 13.06.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ.სენაკი, ს------------------–--- კორპუსი N2-- ბინა N3
ადვოკატი - დ-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:50 საათზე ა---------–----------მ მის საცხოვრებელ ბინაში, ქ.სენაკში, ს------------------–---ში არსებულ კორპუს N2-- ბინა N3-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქანჩი დაარტყა გ-------–-–---------ს მარცხენა ყურის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 21 ივნისს დაახლოებით 17:00 საათზე ქ.სენაკში, ს------------------–---ში არსებულ N2---ე კორპუსის წინა ეზოში, ა---------–----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ-------–-–---------ს, მარცხენა ხელის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
2. ბრალდებულმა ა---------–----------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
4. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. 2018 წლის 21 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.სენაკში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე N2---ე კორპუსი წინიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფეხსაცმელი ე.წ ,,ფლოსტები’’ და ქვები მოწითალო ფერის ლაქებით.
6. 2018 წლის 21 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა დანა 20 სმ სიგრძის, სტაფილოსფერი ტარით.
7. 2018 წლის 29 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა (შპს ,,არქიმედეს კლინიკა’’-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 21.06.2018 წ) -მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გ-------–-–---------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 21.06.2018 წ. 17:20 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 19:00 საათზე დიაგნოზით: პოსტჰემორაგიული შოკი. მარცხენა იღლიის არტერიის ტრამვა. ჭრილობა მარცხენა მხარის არეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5-------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N5---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 26.06.2018წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გ-------–-–---------მ აღნიშნულ საავადმყოფოს 21.06.2018 წ. 20:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 26.06.2018 წ 12:00 საათზე დიაგნოზით: მარცხენა ზედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა ზედა კიდურის მწვავე იშემია II ა. მარცხენა იღლიის არტერიის სრული კვეთა. მარცხენა იღლიის ვენის ნაწილობრივი კვეთა, მარცხენა ზედა კიდურის მონონეიროპათია. ჰიპოვოლემიური შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------–----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა---------–----------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა---------–----------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ა---------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი.
10. ა---------–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
13. ბრალდებულ ა---------–----------ს მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
14. ა---------–----------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე მუხლით, სსსკ-ის 81-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა---------–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა---------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ა---------–----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა. ა---------–----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო ორგანოში ჩაბარების და ბრალდებულის კვირაში ერთხელ სამუშაო საათებში გამომძიებელთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება.
3. ა---------–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
4. ა---------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1 ფეხსაცმელი ე.წ ,,ფლოსტები’’ და შორტი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5.2 დანა, ქვები, სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე