განაჩენი

სისხლის სამართლის 31.08.2018
საქმის ნომერი
240100118002482748
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002482748 (№1/42)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31.08.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - ლაშა კვაშილავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა---------–--------

დაბადებული: 02.02.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 0----------

ნასამართლეობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი ს--------

 

ადვოკატები - რ------------–--------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათზე, აბაშის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა---------–--------მ მეუღლეს, რ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათზე, აბაშის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ა---------–-------- თეთრ ტარიანი საოჯახო დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მეუღლეს, რ------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იძულებული გახდა და დაუყოვნებლივ, დედის, ნ------------ს დახმარებით დატოვა ოჯახი.

 

სასამართლომ დაადგინა:

2. ბრალდებულ ა---------–--------ს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულ ა---------–--------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ა---------–--------ს ბრალეულობას.

 

4. ბრალდებულმა ა---------–--------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

5. მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა რ------------მ განმარტა, რომ თებერვლის თვეში, რომელი რიცხვი იყო ზუსტად არ ახსოვს 7 თუ 8, ავთანდილი ჩამოვიდა თბილისიდან, სახლში მივიდა მულთან ნ-----------სთან ერთად. ძალიან განერვიულებული იყო, იმ დღეს ბავშვები სკოლაში იყვნენ, მეუღლემ ოქრო მოსთხოვა, მოიტანე რა გაქვს და რა არაო. მოუტანა ოქრო, ტელეფონიც მოპარეს, არავინ იყო სახლში, მარტო იყო, შეიყვანა ოთახში მარჯვენა მკლავზე ხელი ჩაჰკიდა, ჩალურჯებული ჰქონდა მკლავი, შეურაცხყოფა მიაყენა, ნასვამ მდგომარეობაშიც იყო, ვის წერდიო, სამარცხვინოო, შენი ამბავი ყველამ გაიგოო, თავი მოიკალი ბავშვების წინაშეო, ბავშვები მოვლენ შენს სასაფლაოზე. შეურაცხყოფა მიაყენა ორივე და-ძმამ საქვეყნოდ გალანძღეს, ჩხუბობდა ყველაფერზე, ალბათ დაგეგმილი ჰქონდა სახლიდან გავა ან წავაო. უთხრა სახლში არ დამხვდეო, შენ ვალები გაქვს ვიციო, მოგიწევს სადმე წასვლა საზღვარგარეთ, მომიტანეო ოქროებიო და მოუტანა რაც ჰქონდა და მისცა ხელში, ოთახში შეიყვანა შენთან მარტო მინდა ლაპარაკიო, ესემესებზე უთხრა ვის და რამდენ კაცს წერდიო, სახელი და გვარი არავის უთქვია, შენი გულისთვის ჩხუბი მოხდაო, სამარცხვინო ხარ, სახლში არ გაგაჩერებო და რო წავალ სახლში არ დამხვდეო, მაგიდაზე დანა იდო მოიქნია და დადო, მერე მას ჩაკიდა მკლავზე ხელები და ჩალურჯებული ჰქონდა მკლავი, ამ დროს მარტო იყვნენ, უთხრა მე ახლა მივდივარ და სახლში არ დამხვდეო. თვითონ დედამის დაურეკა ეგრევე და ტაქსით წამოვიდა სახლში, ბავშვები სკოლაში იყვნენ. ოჯახში ცხოვრობდნენ ბებია, მული, მეუღლე და ბავშვები. ბებია იქ არ იყო. დანის აღების დროს მარტო იყვნენ, ავთანდილი ნასვამი იყო ეტყობოდა, აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, რაიმე დაზიანება არ მიუღია, დანით არაფერი არ მოუმოქმედებია აიღო და დადო ეგრევე, ამით გამოგჭრი ყელსო კი თქვა, შენ სამარცხვინო ვინებს წერდიო, აიღო დანა და დადო ისევ, ხელები უკანკალებდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო, დანა რომ დაინახა მას შეეშინდა, ემუქრებოდა. სახლიდან წამოსვლა განაპირობა იმან, რომ სახლში არ დარჩეო, სამარცხვინო ხარო, გადადი სახლიდანო. ამის მიზეზი იყო სმს-ები და შეურაცხყოფა მიაყენეს, კაცებს წერდიო. დანა იყო პლასტმასის თეთრი ტარით. ტანსაცმელი არ დაუზიანებია. ისეთ მდგომარეობაში იყო როდის მოხდა არ ახსოვს, 7 იყო თუ 8 რიცხვი. დღის 2-3 საათი იქნებოდა სახლი რომ დატოვა ბავშვები სახლში არ იყო, ავთანდილი 6 თებერვალს წავიდა თბილისში და 7 საღამოს სახლში იყო, ახსოვს მეორე დღეს მოვიდა, იმ დღეს იმ საღამოს არ უჩხუბიათ, ეს მეორე დღეს მოხდა. რიცხვი არ ახსოვს, დიდი სახლის ქვედა სართულზე ოთახში, დანა აიღო მოუქნია, ახლოს მიუტანა და ეგრევე დადო. პოლიციას დაგვიანებით იმიტომ მიმართა, რომ შერიგების იმედი ჰქონდა.

 

6. მოწმემ, ნ------------მ განმარტა, რომ რიცხვი არ ახსოვს, დაურეკა შვილმა რ------------მ მოდიო, ტიროდა განერვიულებული იყო, ჩემმა მულმა რაღაც გახსნა და ჩემმა ქმარმა გაიგოო, დანა მომაბჯინა ყელზეო, რო მივიდა ხელი დაშავებული ქონდა, იქნებოდა დღის 3-4 საათი, ტაქსით მივიდა, მ--------------- იყო მძღოლი, რიტა და მეზობლის გოგო დახვდა სახლში, ტიროდნენ და წამოიყვანა სახლში, ავთანდილს უთქვამს წადი შენს სახლშიო, თავი მოიკალიო, ბავშვებს არ განახებ და შენს სახლში იყავიო, მისი შვილი მორალურად ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო, მარჯვენა მკლავი ქონდა გაშავებული, სახლში ოჯახის წევრები არ იყვნენ, ბაშვები სკოლაში იყვნენ, 7 იყო თუ 8 რიცხვი არ იცის.

 

7. მოწმემ, ნ-------------მ განმარტა, რომ ღამე იყო გვიან, საათი არ იცის ზუსტად 2018 წლის თებერვლის თვეში რიცხვი არ ახსოვს, 7 თუ 8, მეუღლე მოვიდა და უთხრა დედამისმა დარეკა, მას ტელეფონი არ ქონდა, დედამისმა უთხრა რიტა გადმოვიდა სახლიდან და სახლში არის ცუდ მდგომარეობაშიო, მივიდა სახლში და ნახა თავისი და, უთხრა ავთანდილი დამემუქრა დანით სახლიდან გადადი თორე მოგკლავო, რატომ არ იცოდა, ამ საღამოს სახლში არ დამხვდე თორე მოგკლავო, მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩალურჯებული, ვკამათობდით და ხელი დამინჯღრიაო.

 

8. მოწმემ, ზ---–--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს ის მისული იყო მათთან სახლში, როცა მარტო დარჩნენ რიტას ჰკითხა გ---------------–---–თან რა მიმოწერა ქონდა სოციალური ქსელით, სწორი იყო თუ ტყუილი არ უთქვამს, ვინ გითხრაო, უთხრა ოჯახს მიხედე არ დაანგრიო, შენი ქმარი ამას არ გაიგებსო და სულ სხვანაირი ის მოხდებოდა, მას ნ-----------მ უთხრა ამის შესახებ. გაიგო რიტამ სახლი დატოვა დილის საათებში თუ არ ცდება, 7 თუ 8 თებერვალს დაახლოებით

 

9. მოწმემ, ნ-----------მ განმარტა, რომ მის ძმასა და რძალს შორის ადრე კონფლიქტი არ გაუგია, ბოლო 6 თვის განმავლობაში ურთიერთობა გაუცივდათ, მიზეზი არ იცის, ატყობდა, რომ რიტა გარეთ ტელეფონზე ხშირად საუბრობდა, სულ ხელით დაჰქონდა. რიტას დასთან მივიდა და უთხრა, რომ გათხოვილი ქალისთვის შეუფერებელი იყო მისი საქციელი და გაეფრთხილებინა რათა ოჯახი არ დანგრეოდა. 8 რიცხვში, ოთხშაბათი დღე იქნებოდა ზუსტად არ ახსოვს, შუადღე იქნებოდა მისმა ძმამ ა---------–--------მ დაურეკა, ამ დროს სამსახურში იმყოფებოდა. მისი რძალი სახლიდან წასულა, თხოვა ადრე მოსულიყო სახლში, სახლში როდესაც მოვიდა მისი ძმისგან გაიგო რომ მათ გადაწყვიტეს დაცილებულიყვნენ. მეტი არაფერი იცის, ძალადობის შესახებ არაფერი გაუგია, ავთანდილი 6 რიცხვში წავიდა თბილისში ფქვილი წაიღო, დედამისი ვაჭრობს იქ, დაურეკა მის ძმას თბილისიდან წამოეყვანა მისი შვილი, 7 რიცხვში დილის საათებში ისევ დაურეკა, იქიდან მისი შვილი და მეგობარი ჩამოიყვანა. ავთანდილი ჩამოვიდა 7 თებერვალს 17 დან 18 საათამდე, სახლში, რომ მივიდა ავთანდილი არ იყო სახლში გაიგო მეზობელს გაყოლია ჩალის მოსატანად, დაახლოებით 2200 საათზე დაურეკა, შემდეგ ერთ საათში მოვიდა, ბავშვები და რიტაც სახლში იყო ამ დროს, 8 თებერვალს დილით ბავშვებს დედამისმა ჩააცვა და მან წაიყვანა სკოლაში, რიტას სახლიდან წასვლის შესახებ გაიგო იმ დღეს 8 რიცხვში ავთანდილი სახლში რომ მოსულა რიტა სახლში არ დახვედრია.

 

10. მოწმემ, ქ----------------ემ განმარტა, რომ ცხოვროს მეზობლად, რიტასთან მეგობრობდა, ხშირად იყო მათთან, რიტა ავთანდილის სახლიდან გადავიდა დაახლოებით 8 თებერვალს. დღის 1200 საათზე გადავიდა რიტასთან, ის დახვდა აღელვებული, ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხა სახლიდან მივდივარო, ასე ჯობია ვშორდებითო, მიზეზი არ უთქვამს, ორი პარკი გამოიტანა ტანსაცმლებით, ამ დროს დაურეკა დედამისმა. რიტამ უთხრა მივდივარ და წამიყვანეო, 15-20 წუთში მოვიდა დედამისი მ---------------ს მანქანით. ბებიამ თხოვა არ წაეყვანა შვილი დაეტოვებინა, 5 დიდი პარკი წაიღო ტანსაცმელი ელაგა, 1300 საათი იქნებოდა რომ წავიდა, ამ დროს ავთანდილის ბებია და რიტა იმყოფებოდნენ, ავთანდილი მივიდა დაახლოებით 1400 საათზე, ბავშვები მოიყვანა სკოლიდან. წინა დღეს ავთანდილი იყო თბილისში, სატვირთო მანქანით იყო წასული, პროდუქტი დააქვს დედამისთან, იმ დღეს თბილისიდან მოსვლის შემდეგ ავთანდილი გავიდა სახლიდან სატვირთოთი, ზუსტად არ ახსოვს მაგრამ 7-8 რიცხვი იქნებოდა, რიტა რომ წავიდა სახლიდან.

 

11. მოწმემ, ლ---------–----მ განმარტა, რომ ვაჭრობს თბილისში, თებერვლის 6 რიცხვში ავთანდილმა ჩამოუტანა გასაყიდი ფქვილი აბაშიდან, 7 წამოვიდა იქიდან, იუზა და მისი ამხანაგი წამოიყვანა თბილისიდან, დილის საათებში გადმოვიდნენ 12 საათისთვის, 8 რიცხვში გადასულა რიტა სახლიდან და იმ დღეს გაიგო, ავთანდილმა დაურეკა, ატყობდა, რომ მის შვილს და რძალს ბოლო 6 თვე ცივი ურთიერთობა ჰქონდათ, რიტა ამბობდა ნეტა საზღვარგარეთ წამიყვანა ჩემს გემოზე მექნება ფულიო.

 

12. მოწმემ, გამომძიებელმა ზ---–------–---მ განმარტა, რომ შს აბაშის სამმართველოში რ------------ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა სადაც უჩვენებდა რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა დანით მოკვლით, თუ სახლიდან არ წავიდოდა მოკლავდა მას, დანა იყო დიდი ზომის თეთრი ფერის პლასტმასის ტარით, გამოკითხული იქნა სხვა მოწმეები, დაზარალებული აღნიშნავდა, რომ დაზიანება ჰქონდა, თუმცა განცხადება შემოსული იყო ფაქტიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ და ფიზიკურად დაზიანება არ აღენიშნებოდა, დედამისი და მისი და ადასტურებდნენ დაზიანების ფაქტს, განჩინების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა ავთანდილის სახლში, თუმცა აღნიშნული სახის დანა ვერ იქნა ნანახი, შემთხვევის თარიღი იყო 7 თებერვალი დაკითხვისას დაზარალებულის დაზუსტებით, მისი განმარტებით შეიტანა ეს თარიღი დაკითხვის ოქმში, ასევე დედამისი და მისი და უთითებდნენ ამ თარიღს,13. მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 აპრილს, განჩინების საფუძველზე გამომძიებელთან ერთად გამოცხადდა ა---------–--------ს სახლში პლასტმასის თეთრ ტარიანი დანის ამოღების მიზნით, თუმცა აღნიშნულის სახის დანა ნანახი და შესაბამისად ამოღებული არ ყოფილა

 

14. ბრალდებულმა ა---------–--------მ განმარტა, რომ 6 თებერვალს წავიდა თბილისში საიდანაც 7 თებერვალს დაახლოებით 1700 საათზე ჩამოვიდა, სატვირთო ავტომანქანით იყო წასული დედამისთან ფქვილი ჩაიტანა, თბილისიდან 7 რიცხვში 1200 საათზე გადმოვიდნენ თვითონ, მისი დისშვილი და დისშვილის მეგობარი. 8 თებერვალს ბავშვები სკოლაში იყვნენ, მეუღლის ტელეფონზე იყო მესიჯი, ვიღაც ,დაუძახა და უთხრა ეს რაა ვიღაც წერსო. შემდეგ რიტას უთხრა, რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ცხოვრებას ან შენ წადი ან მე წავალ სახლიდანო, რიტამ უთხრა მე წავალო. თვითონ ბავშვების წამოსაყვანად იყო სკოლაში, რომ დაბრუნდა წასული დახვდა, რიტას დედა, ნ------------ მოსულა ტაქსით და წაუყვანია, ბებიამ უთხრა ეს, რიტას მიმართ მის მხრიდან მუქარას ან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რიტა ამას აკეთებს შურისძიების მოტივით, ეს თვითონ უთხრა, ბინის ყიდვა უნდოდა, ამას თუ არ გააკეთებდა გაამწარებდა, თურქეთში უნდოდა წასვლა და ოჯახზე აცრუებული ჰქონდა გული, მისი მხრიდან რიტას მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია, თვითონ სურდა წასვლა სახლიდან, ახლოსაც არ მიკარებია, ისაუბრეს და თვითონ წავიდა სახლიდან.

 

სამართლებრივი შეფასება:

15. სასამართლოს მიჩნია, რომ იმ მოწმეების ჩვენებებით რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს რ------------ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის და სავარაუდოდ მისი ჩამდენი პირის შესახებ, ა---------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ ისინი არიან დაზარალებულის ოჯახის წევრები(და და დედა) მათი ჩვენებები არათანამიდევრულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტი.

 

16. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–--------ს მიერ რ------------ს მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა. მხოლოდ ერთადერთი დაზარალებული იყო პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ა---------–--------ს მიერ მის მიმართ თითქოსდა განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე. სასამართლო განმარტავს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რ------------ს ჩვენება მაინც არ შეიძლება შეფასდეს დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებად.

 

17.მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს: ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ა---------–--------მ ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა 2018 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 2200 საათზე. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაზარალებულმა ჯერ განმარტა რომ კარგად არ ახსოვდა თარიღი, თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ კარგად ახსოვდა მისი მეუღლის თბილისიდან ჩამოსვლის თარიღი, ეს იყო 07 თებერვალი, ხოლო მათ შორის კონფლიქტი მოხდა მეორე დღეს. მანვე განმარტა, რომ კონფლიქტის დროს ბავშვები იყვნენ სკოლაში, რაც დაადასტურეს სხვა მოწმეებმაც. შესაბამისად ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თარიღი კატეგორიულად ეწინაააღმდეგება დაზარალებულის განმარტებას. ამასთან, დაუზუსტებელია ასევე რა იგულისხმება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ტერმინში_დაუყოვნებლივ. რომლის მიხედვითაც რ------------მ მასზე განხორციელებული მუქარის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვა მეუღლის სახლი. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, რ------------მ დედასთან ერთად მეუღლის ოჯახი დატოვა დღის საათებში, ხოლო ბრალდების დადგენილების მიხედვით ეს უნდა მომხდარიყო 2200 საათის შემდეგ დაუყოვნებლივ, უმალვე, რა დროც დასჭირდებოდა რ------------ს დედას ტაქსით მოეკითხა შვილისთვის. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ, როგორც წესი 2200 საათზე სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, მაშინ სრულიად ნათელია ბრალდებისა და ბრალდების მოწმის პოზიციათა სრული არათანმიმდევრობა.

გარდა იმისა, რომ რ------------მ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით წარმოადგინა ძალადობისა და მუქარის ფაქტები,(ჯერ განაცხადა, რომ დანით ა.ნოდიას არაფერი მოუმოქმედებია, შემდეგ განაცხადა, რომ თითქოსდა მან უთხრა ამ დანით გამოგჭრი ყელსო) მან დამაჯერებელი ახსნა ვერ მოუძებნა იმ ფაქტს, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა პოლიციას თითქოსდა მომხდარიდან, დაახლოებით ორი თვის შემდეგ_2018 წლის 02 აპრილს. მისი განმარტება, რომ ელოდა მეუღლესთან შერიგებას, ნაკლებსარწმუნოა, რადგან ბრალდების მიხედვით მეუღლის მუქარამ მას გაუჩინა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. იმ ვითარებაში, როცა მსხვერპლი მოძალადის ქმედებას ან მუქარას აღიქვამს როგორც მისი სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს, მოძალადესთან შერიგების სურვილით ფაქტის სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას.

 

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს. მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, რომელიც შეიცავს მრავალ ურთიერთგამომრიცხავ ელემენტს, ვერ გახდება ამ ქმედებაში პირის დადანაშაულების საფუძველი. საგულისხმოა, რომ წარსულში მეუღლეებს შორის ფიზიკური ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. მათ შორის ბოლო ექვსი თვის მანძილზე საუარესოდ იცვლებოდა სიტუაცია, რასაც ძალადობა არ ახლდა, თუმცა სამწუხაროდ გამოიწვია მეუღლეების დაშორება.

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ა---------–--------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

20. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში ა---------–--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

21.მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებითი სტანდარტი არასაკმარისია გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. ამასთან სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ბრალდების ფორმულირება არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ და ბუნდოვან ელემენტებს, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას იქონიებს თავად ამ ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, ზუსტად უნდა ერგებოდეს კონკრეტული ქმედების აღწერილობას, რომლის ჩადენასაც ედავებიან პირს და არ უნდა იწვევდეს ეჭვს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის ქმედებებს ამ ფორმულირების ფარგლებში.

 

22.საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა---------–--------ს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება და იგი უნდა გამართლდეს.

 

24. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებით მხარეებისთვის უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პროცესი. აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა ანალიზის მხრივ. ბრალდებულსა და მის დამცველს ენიჭებათ უფლებამოსილება პარალელურად და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად გამოავლინონ და შეაგროვონ ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბრალდების გამაქარწყლებელ მტკიცებულებათა სახით. საქმის განხილვისას სასამართლომ განაჩენს საფუძვლად უნდა დაუდოს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ა---------–-------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე -277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ა---------–-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს ა---------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების აკრძალვა.

 

3. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით გირაოს თანხის 2000 ლარის სანაცვლოდ ა---------–--------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე აბაშის რაიონი, სოფელი ს--------, საკადასტრო კოდით 40.12.40.2--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. განემარტოს გამართლებულ ა---------–--------ს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება მხარეების მიერ გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი რუსთაველის ქ.N247).

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე