განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
190100118002409026
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-2---18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ-----------------ი, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------–---–------------------.

 

კვალიფიკაცია: ს----------–----------------------–-------–----–--–--------------------- - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

ადვოკატი - გ------–---–---ი

 

თარჯიმან - ო------------------ის

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

_ 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში, ქ--–------------–--------------------------------ში მდებარე კ-------------ის ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ვალის მოთხოვნის მიზნით მივიდა ნ-----------------ი, რომელმაც კ-------------ის შვილიშვილს წინასწარი შეცნობით 11 წლის ე-–-------------ს წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ფეხში, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია იატაკზე, რითაც ე-–-------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

ნ-----------------ი მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება; ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმები; ს--------------ას გამოკითხვის ოქმი; ე---–-----------ას გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ნ-----------------ის გამოკითხვის ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ბ------------------ის გამოკითხვის ოქმი და საქმის სხვა მასალები.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი დაზარალებულ ე-–-------------ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-----------–---------------------ში ქირით, ბებიასთან ს--------------ასთან, ბაბუასთან კ-------------თან და დეიდასთან ე---–-----------ასთან ერთად. დედა და მამა ცხოვრობენ აზერბაიჯანში. არის დედის გვარზე და ზრდის ბებია და ბაბუა. არის ქ-----------------ე საჯაროს კოლის მე-6 კლასის მოსწავლე, არის მეორე ცვლაში. 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში შებინდებამდე სკოლიდან მიდიოდა სახლში, კარზე დააკაკუნა, კარი გაუღო ბებიამ ს--------------ამ, ამ დროს იგრძნო, რომ უკან ვიღაც ედგა, შევიდა სახლში და ეს პიროვნებაც შეყვა. რომ მიტრიალდა დაინახა, რომ ეს პიროვნება იყო ნ-----------------ი, რომელიც არის იმ ბინის მეპატრონის შვილი, სადაც ქირით ცხოვრობდნენ სამი წელი და საიდანაც გადავიდნენ დაახლოებით ორი თვის წინ. ნ-----------------მა მაშინვე დაიწყო ყვირილი და გინება, რაზეც შეეშინდა, შეეცადა არ შეეშვა სახლში და კარი დაეკეტა. კარის დაკეტვას ბებოსთან ს--------------ასთან ერთად ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ვინაიდან ნ-----------------მა მარჯვენა ფეხის ბარძაყში ძლიერად ჩაარტყა ფეხი. მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რა დროსაც წაიქცა, ხოლო ნ-----------------ი შეიჭრა სახლში. დარტყმის პროცესო დაინახა მისმა ბებიამ, რომელიც იქვე იდგა და დეიდამ ე---–-----------ამ, რომელიც ამ დროს გამოვიდა სამზარეულო ოთახიდან და რომ დაინახა ეს სიტუაცია დაიძახა, რომ გამოიძახებდა პოლიციას და შევიდა სააბაზანოში. ს--------------ა უყვიროდა ნ-----------------ს გასულიყო სახლიდან. ნ-----------------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგინებდა ს--------------ას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ბაბუამის კ-------------ს და მასაც აგინებდა. ნ-----------------მა უთხრა ე-–-------------ს ,,გაიწიე შე მამაძაღლოო“ და ჯერ გაშლილი ხელი გაარტყა მარჯვენა მხარეს საფეთქელის მიმდებარედ, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ჰქონდა თავბრუს ხვევის შეგრძნება, ხოლო შემდეგ ვინაიდან ბებიასთან ერთად ცდილობდა ნ-----------------ის სახლიდან გაყვანას, წინააღმდეგობის გაწევისას ნ-----------------მა კრა ხელი, რაზეც წაბარბაცდა, რა დროსაც ასევე განიცადა ტკივილი. ეს დაინახა ბებიამ ს--------------ამ. ბოლოს მათ წვალებით მოახერხეს ნ-----------------ის სახლიდან გაყვანა და კარების დაკეტვა. ამ დროს სააბაზანოდან გამოვიდა დეიდა ე---–-----------ა, რომელსაც უკვე გამოძახებული ჰყავდა პოლიცია. ნ-----------------ი დაახლოებით 15 წუთის მანძილზე აბრახუნებდა კარებზე მთელი ძალით და ცდილობდა კარების შემტვრევას და სახლში შესვლას, რის გამოც კარები დაზიანდა. ამ ფაქტს მეზობლები არ შესწრებიან.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ს--------------ას გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-----------–---------------------ში ქირით, მეუღლესთან კ-------------თან, შვილთან ე---–-----------ასთან და შვილიშვილთან ე-–-------------თან ერთად. ე-–----ის მშობლები ცხოვრობენ აზერბაიჯანში, ე-–----ი არის დედის გვარზე და თავად ზრდიან. 2018 წლის 7 მარტს საღამოს საათებში სახლში იმყოფებოდა შვილთან ემილიასთან ერთად. მისი მეუღლე კ-------------ა გასულიყო იყო სახლიდან სამსახურის საქმეებზე. დაახლოებით 17:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის შუალედში, შებინდებამდე, კარზე დააკაკუნა მისმა შვილიშვილმა ე-–----მა, რომელიც არის მეორე ცვლაში და სწავლა უმთავრდებოდა მაგ დროს. კარი რომ გაუღო დაინახა, რომ მის შვილიშვილს უკან ედგა ნ-----------------ი, ბ------------------ის შვილი, რომლის სახლშიც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქირით და ყოველთვიურად მამამის უხდიდნენ ქირის ფულს. ბინა მდებარეობდა ქ-----------–---------------------ში, საიდანაც გადავიდნენ ერთი თვის წინ. როდესაც მისმა შვილიშვილმა დააპირა სახლში შესვლა, ნ-----------------ი მიჰყვა უკან. მან მაშინვე დაიწყო ყვილი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგინებდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან აგრესიული. მან შვილიშვილთან ერთად ცადა კარი დაეეკეტა, რათა ნ-----------------ი არ შეეშვათ სახლში, მაგრამ ვერ მოახერხეს კარის დაკეტვა, ვინაიდან ნ-----------------მა მარჯვენა ფეხის ბარძაყში ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ფეხი მის შვილიშვილს ე-–-------------ს, რომ უპრობლემოდ შესულიყო სახლში, რა დროსაც მისი შვილიშვილი წაიქცა, ხოლო ნ-----------------მა შეძლო სახლში შეჭრა. თავადაც იქვე იყო და დატყმის პროცესი დაინახა. ამ დროს სამზარეოულოდან გამოვიდა მისი შვილი ე---–-----------ა, რომელმაც დაინახა წიხლის ჩარტყმის პროცესი. მან თქვა რომ გამოიძახებდა პოლიციას და შევიდა სააბაზანოში. თავად ნ-----------------ს უყვიროდა გასულიყო გარეთ, თუმცააღნიშნული პიროვნება განაგრძობდა მის გინებას, ასევე აგინებდა მის მეუღლეს კარას და ითხოვდა გამოსულიყო. ნ-------------მა მის შვილიშვილს ე-–----ს, რომლიც მასთან ერთად ცდილობდა ზ/აღნიშნული პიროვნების სახლიდან გაყვანას, უთხრა ,,გაიწიე შე მამაძაღლოო“ და გაარტყა მარჯვენა მხარეს საფეთქელის მიმდებარედ გაშლილი ხელი, რა დროსაც მისმა შვილიშვილმა ტკივილისგან დაიყვირა, ხოლო შემდგომ ვინაიდან ისინი ცდილობდნენ ნ-------------ის სახლიდან გაყვანას, ეს უკანასკნელი კი უწევდათ წინააღმდეგობას, მან ხელი კრა მის შვილიშვილს ე-–-------------ს, რომელიც წაბარბაცდა, თუმცა არ წაქცეულა. მათ საბოლოოდ შეძლეს ნ-----------------ის სახლიდან გაყვანა და კარების დაკეტვა. ამ დროს სააბაზანოდან გამოვიდა მისი შვილი, რომელმაც თქვა რომ პოლიცია გამოიძახა. ნ-----------------ი დაახლოებით 15 წუთის მანძილზე აბრახუნებდა კარზე მთელი ძალით და ცდილობდა კარების გაღებას, რის გამოც კარები არის დაზიანებული.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ე---–-----------ას გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-----------–---------------------ში ქირით, მამასთან კ-------------თან, დედასთან ს--------------ასთან და დისშვილთან ე-–-------------თან ერთად. ე-–----ის მშობლები ცხოვრობენ აზერბაიჯანში, ე-–----ი არის დედის გვარზე და თავად ზრდიან. 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 17:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის შუალედში იყო დედასთან ერთად მისაღებ ოთახში, რა დროსაც კარზე იყო კაკუნი. დედამისი გავიდა კარის გასაღებად, თვითონ კი სამზარეულო ოთახში შევიდა. მან გაიგო მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც აგინებდა დადემისს და ილანძღებოდა მამამისის მისამართით. ესმოდა დედამისის და დისშვილის ხმა, რომ გაუსლიყო სახლიდან. ამ ხმაურზე გავიდა და დაინახა, რომ ნ-----------------მა მის დისშვილს ე-–-------------ს დაარტყა მარჯვენა ფეხის ბარძაყში მარჯვენა ფეხი რათა უპრობლემოდ შესულიყო სახლში, რა დროსაც ე-–----ი წაიქცა, ნ-----------------ი კი შეიჭრა სახლში. აღნიშნული პიროვნება იყო ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან აგრესიული. მას შეეშინდა და შევიდა სააბაზანო ოთახში, რომ დაერეკა პოლიციაში დასახმარებლად. სააბაზანო ოთახში შესვლამდე ხმამაღლა თქვა, რომ დარეკავდა პოლიციაში. მას ესმოდა თუ როგორ ილანძღებოდა ნ-----------------ი მისი მშობლების მისამართით და ითხოვდა მამამისის ნახვას. ცოტახანში კი, როდესაც ყრუდ ესმოდა ნ-----------------ის ხმა, გავიდა აბაზანიდან და დაინახა, რომ დედამის და დიშვილს კარები გადაეკეტათ, კარზე კი ისმოდა მთელი ძალით ბრახუნის ხმა, ნ-----------------ს კვლავცდილობდა სახლში შესვლას. ამ ხმაურზე მეზობლები არ გამოსულან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში, ქ--–------------–-------------------------------- ში მდებარე კ-------------ის ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ვალის მოთხოვნის მიზნით მივიდა ნ-----------------ი, რომელმაც კ-------------ის შვილიშვილს წინასწარი შეცნობით 11 წლის ე-–---- სეიდოვს წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ფეხში, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია იატაკზე, რითაც ე-–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ნ-----------------ის ს----------–----------------------–-------–----–--–--------------------- გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ნ-----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ნ-----------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ ნ-----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ნ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლითონის დეტალი ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ნ-----------------ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლითონის დეტალი ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი