განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/14–2018) 090100118002478989
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–---------ს
ბრალდებულების - დ-----------------–--
დ-----------------–--
ადვოკატ – მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ დ-----------------–-- მიმართ
მამის სახელი:----------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ა---------–---------–----
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–---------–----–------------------–---------------–------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–---------–----–------------------–---------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–---------–--------------–-------------------------–--------------–--–--------------------
ბრალდებულ დ----------------–-- მიმართ
მამის სახელი: გ--------
დაბადებული: 1----------–--–--
დაბადების ადგილი: სა---------–-------------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ტ-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი:-------------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–--------–---------------------------------------------------–--------------------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–---------–----–------------------–---------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–---------–--------------–-------------------------–--------------–--–-------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. დ------------------------------–-- 2017 წლის მარტში, (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში მდებარე, სახელმწიფო ბალანსზე რიცხული, ურავის სამთო ქიმიური ქარხნის ყოფილი საავადმყოფოს შენობის სახურავიდან, რკინის ძალაყინის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 18 ცალ, 3 მ სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებს, 05 ცალ, 1,5 მეტრი სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებსა და მათ სამაგრ 6 ცალ, 2,5 მ. სიგრძისა და 20 სმ. დიამეტრის ხის კოჭს, რამაც 841.31 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.დ------------------------------–-, 2015 წლის აგვისტოში, (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში მდებარე, სახელმწიფო ბალანსზე რიცხული, ურავის სამთო ქიმიური ქარხნის ყოფილი საავადმყოფოს შენობის სახურავიდან, რკინის ძალაყინის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 16 ცალ, 3 მ სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებს, 06 ცალ, 1,5 მეტრი სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებს, რამაც 701.89 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 15 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.186–191).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. დ------------------------------–მა, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6. დ-----------------------------–მა, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის N002435918 დასაკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი 23 ცალი ალუმინის ფურცლისა და 6 ცალი ხის კოჭის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 625.2 ლარს.
ექსპერტიზაზე წარდგენილი 22 ცალი ალუმინის ფურცლის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 501.6 ლარს.
ექსპერტიზაზე წარდგენილი სახურავის აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 216.11 ლარს.
ექსპერტიზაზე წარდგენილი სახურავის აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 200.29. ლარს(ს.ფ.126–134).
8.მოწმეთა სახით დაკითხული ანდრია შაუთიძის, ბორის ყ---–-–---–-ს, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ დ------------------------------–-- ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში მდებარე, ურავის სამთო ქიმიური ქარხნის ყოფილი საავადმყოფოს შენობის სახურავიდან, ფარულად დაეუფლა სახურავის ალუმინის ფურცლებსა და მათ სამაგრ 6 ცალ ხის კოჭს, ხოლო დ------------------------------–-, ამავე ობიექტიდან, ფარულად დაეუფლა 16 ცალ, 3 მ სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებს, 06 ცალ, 1,5 მეტრი სიგრძისა და 80 სმ სიგანის სახურავის ალუმინის ფურცლებს (ს.ფ.77–79;108–112;);
9.დაზარალებულის სახით დაკითხული ი-----------–---- გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ დ------------------------------–ი და დ-----------------------------–ი, ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში მდებარე, სახელმწიფო ბალანსზე რიცხული, ურავის სამთო ქიმიური ქარხნის ყოფილი საავადმყოფოს შენობის სახურავიდან, ფარულად დაეუფლენ სახურავის ალუმინის ფურცლებს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს, შესაბამისად მათ სამსახურს(ს.ფ. 139–142);
10.2018 წლის 03 მაისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ-----------------------------–მა დანაშაული ჩაიდინა 2015 წლის აგვისტოში(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.155–157);
2018 წლის 03 მაისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ-------------------------------–-- დანაშაული ჩაიდინა 2017 წლის მარტში(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.148–150);
11.2018 წლის 20 მარტის და 22 მარტის ხელწერილებით ამოღებული ნივთმტკიცების შესანახად ჩაბარების შესახებ, დგინდება, რომ ბრალდებულთაგან ამოღებული სახურავის ალუმინის ფურცლები და ხის კოჭები შესანახად ჩაბარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ლიხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორის გრიგოლის ძე ყავლაშვილს. (ს.ფ.61–107);
12.დ------------------------------–ის და დ-----------------------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 20 მარტის მოწმე გ-------–---------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 25 აპრილის მოწმე სოფიკო შუბითიძის გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 20 მარტისა და 3 მაისის ბრალდებულ დ------------------------------–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 მარტის, 24 მარტის და 3 მაისის ბრალდებულ დ------------------------------–-ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 20 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 20 მარტის დ-------------------------------–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 22 მარტის დ-------------------------------–---ნ ჩაარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 13 აპრილის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 3 მაისის ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2018 წლის 26 მარტის დადგენილებით სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 13 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, თანდართული ფოტოცხრილით და ზიანის გაანგარიშების დანართებით, საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით: 45 ცალი ალუმინის ფურცელი და 6 ცალი ხის კოჭი, 2018 წლის 21 მარტის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ------------------------------–ის მიმართ, 2018 წლის 21 მარტის ნასამართლობის ცნობით დ------------------------------–ის მიმართ, 2018 წლის 21 მარტის დ------------------------------–ის მიმართ ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 23 მარტის ცნობით ,,შპს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთლობის ცენტრიდან დ------------------------------–ის მიმართ, 2018 წლის 23 მარტის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ-----------------------------–ის მიმართ, 2018 წლის 24 მარტის ნასამართლობის ცნობით დ------------------------------–-ს მიმართ, 2018 წლის 24 მარტის დ------------------------------–-ს მიმართ ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 29 მარტის ცნობით ,,შპს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთლობის ცენტრიდან დ------------------------------–-ს მიმართ, 2018 წლის 20 მარტის შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 20 მარტის პატაკით დ-----------------------------–-- მიმართ, 2018 წლის 20 მარტის ხელწერილით ამოღებული ნივთების ჩაბარებაზე, 2018 წლის 21 მარტის პატაკით დ------------------------------–-- მიმართ, 2018 წლის 22 მარტის ხელწერილით ნივთის ჩაბარებაზე, 2018 წლის 20 მარტის ფორმა N1–თ, დ----------------–-- ფორმა N1–თ წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, დ------------------------------–-- ფორმა N1–თ, 2018 წლის 22 მარტის პასუხით ქონების მართვის სამინისტროდან დაზარალებულის გამოყოფის შესახებ, 2018 წლის 13 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 16 აპრილის ცნობით სამთო–ქიმიური ქარხნის ყოფილი საავადმყოფოს შენობის კუთვნილების შესახებ, 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით დ------------------------------–ის ბრალდების შესახებ, 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით დ------------------------------–-- ბრალდების შესახებ, 2018 წლის 3 მაისის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, 2018 წლის 4 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, 2018 წლის 4 მაისის ოქმით გირაოს შემტან დ----------------–-- პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე, 2018 წლის 4 მაისის ოქმით გირაოს შემტან დ-----------------–-- პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე, 2018 წლის 16 მაისის ქვითრებით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ------------------------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდებულმა დ------------------------------–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ------------------------------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ბრალდებულმა დ------------------------------–-ა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით..
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15. დ------------------------------–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
16. დ------------------------------–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის ოჯახის მქონე, დაზარალებულს ნებაყოფილობით აუნაზღაურა ზიანი;
17. დ-----------------------------–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
18. დ------------------------------–-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის ოჯახის მქონე, იძულებით გადაადგილებული, დაზარალებულს ნებაყოფილობით ასუნაზღაურა ზიანი;
სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ------------------------------–ს და დ-----------------------------–ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ დ------------------------------–ისა და დ-----------------------------–ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათ მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: მძიმე ეკონომიური და ოჯახური პირობები, შეუბღალავი წარსული, მხედველობაშია მისაღები რომ შენობა, საიდანაც ბრალდებულებმა ფარულად გაიტაცეს სახურავიდან მის სიდიდესთან შედარებით უმნიშვნელო რაოდენობის თუნუქის ფურცლები, არის კომუნისტური რეჟიმის რღვევის დღიდან მიტოვებული, გაძარცვული და ამორტიზირებული, არ ჰყავდა მცველი და ბრალდებულთა ცნობიერებაში, არც მესაკუთრე. შენობის ასეთმა მდგომარეობამ, ეკონომიური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ არ ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი საცხოვრისისათვის სახურავის შეძენის, ფაქტიურად უბუძგა ბრალდებულთ ასეთი ქმედებისაკენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დ------------------------------–ის და დ-----------------------------–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული დ------------------------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ დ-------------------------------–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ დ-------------------------------–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4.ბრალდებული დ------------------------------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ დ-------------------------------–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. გაუქმდეს ბრალდებულ დ-------------------------------–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
7. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 45 ცალი ალუმინის ფურცელი და 6 ცალი ხის კოჭი, რაც შესანახად ხელწერილით ჩაბარებული აქვს ლიხეთის თემის რწმუნებულს, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს კანონიერ მფლობელს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი