გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-62-2017
(130310117001973626)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხეები - შპს „მ-------ი“, შპს „გ--------“, შპს „გ---“, გ------ კ--–-------ე (5----------), ზ---- გ-------ი, დ----- ჩ--------–ი, გ------ კ--–-------ე (5----------), ი----- გ-------ი, ნ---- გ-----–--ე და გ------- პ---–---–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს „მ-------ი“, შპს „გ--------“, შპს „გ---“, გ------ კ--–-------ე (5----------), ზ---- გ-------ი, დ----- ჩ--------–ი, გ------ კ--–-------ე (5----------), ი----- გ-------ი, ნ---- გ-----–--ე და გ------- პ---–---–ი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „მ-------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2002 წლის 1 მარტს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თ----- გ-----–--, ხოლო დირექტორი გ------ კ--–-------ე (5----------). 2017 წლის 8 ივნისის მდგომარეობით შპს „მ-------ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 254936,22 ლარი. საწარმოს ქონებაზე 2013 წლის 22 მარტის შეტყობინებით რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელიც გაუქმდა შპს „მ------ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს განჩინებით.
შპს „გ--------“ სამეწარმეო რესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 30 აგვისტოს, რომლის დირექტორი და 34%-იანი წილის მესაკუთრე არის გ------ კ--–-------ე (5----------). 2017 წლის 8 ივნისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 3411516,15 ლარი, საიდანაც აღიარებულია 156117,01. საწარმოს ქონებაზე 2013 წლის 20 ივლისის შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 14 აპრილის ბრძანებით დაედო ყადაღა. ექსპერტის დასკვნით საწარმოს ქონება შეფასებულია 128729 ლარად, რაც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას.
შპს „მ-------მა“ 2013 წლის 20 თებერვალს და 20 მარტს 445400 ლარის ძირითადი საშუალებები მიაწოდა შპს „გ--------“-ს, რომელმაც განაგრძო სამეწარმეო საქმიანობა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე და რომ არა ამ ფორმით ქონების გარიდება, ეს ქონება გამოყენებულ იქნებოდა შპს „მ------ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად.
შპს „გ---ს“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------ კ--–-------ე (5----------). 2013 წლის 20 ივლისიდან საქმიანობის შეჩერებამდე შპს „გ--------“-მა 400822 ლარის საქონელი მიაწოდა შპს „გ---ს“. ამ პირობებში შპს „გ--------“-ის მიერ საგადასახადო დავალაიანების დასაფარად გადახდილია მხოლოდ 40757 ლარი, საიდანაც 39600 ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხაა. შპს „გ--------“-ის საქმიანობის შეჩერების შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებსაც იგი აწვდიდა პროდუქციას, პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს შპს „გ---“. ეს დასტურებს, რომ შპს „გ--------“-ის მიერ ძირითადი საშუალებები განრიდებულია და გადაცემული აქვს შპს „გ---ს“.
შპს „გ--------“-ის ქონება 2012 წლიდან 2015 წლამდე შემცირებულია 1755694 ლარით, იმავე პერიოდში შპს „გ---ს“ ქონების ღირებულება 215000 ლარიდან გაზრდილია 617000 ლარამდე, მაშინ, როდესაც შპს „გ---ს“ სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ქონების შეძენა არ უფიქსირდება.
შპს „გ--------“-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება ჩაბარებული აქვს ზ---- გ-------ს, რომელზე საწარმოს დირექტორის გ------ კ--–-------ის (5----------) მიერ გაცემულია მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით. შპს „გ--------“-ის ქონების აღწერის პროცესში საწარმოს წარმომადგენლად მონაწილეობს ზ---- გ-------ი, რომელიც ხელს აწერს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს და რომლის სახელზეცაა რეგისტრირებულია გ------ კ--–-------ის (5----------) კუთვნილი ავტომანქანა „TOYOTA LAND CRUISER LC150“. ამ ავტომანქანასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისათვის დაჯარიმებულია მხოლოდ გ------ კ--–-------ე.
2016 წლის 25 მარტს გ------ კ--–-------ეს (5----------) ზ---- გ-------ის სახელზე გადაფორმებული აქვს 4 ერთეული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში. მათგან ერთერთი ბინა არის გ------ კ--–-------ის (5----------) რეგისტრაციის ადგილი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ზ---- გ-------ს 2008 წლიდან შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირება.
ზ---- გ-------მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2017 წლის ივლისში გადააფორმა გ------ კ--–-------ეზე (პ/ნ 5----------), ი----- გ-------ზე, გ------- პ---–---–ზე და ნ---- გ-----–--ეზე.
2015 წლის 25 მარტს გ------ კ--–-------ემ (5----------) 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადაუფორმა დ----- ჩ--------–ს. ამ სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს შპს „გ---“, რაც დასტურდება მისივე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით.
მოსარჩელის მითითებით დავალიანების წარმოშობის შემდეგ მოპასუხე საწარმოთა მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა, ახლადშექმნილი საწარმოების მეშვეობით იგივე საქმიანობის გაგრძელება, საგადასახადო დავალიანების გადახდის ნაცვლად ნათესავების სახელზე ქონების გადაფორმება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „მ------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ საწარმოს აღიარებული საგადასახადო დავალიანების რეალური ოდენობაა დაახლოებით 104 ათასი ლარი, ხოლო მის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის ღირებულება შეფასებულია 210 ათას აშშ დოლარად, რაც სავსებით უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას. თ----- გ-----–-- არის არამხოლოდ 100%-იანი წილის მფლობელი, არამედ ერთ-ერთი დირექტორიც. შესაბამისად, გ------ კ--–-------ე (5----------) არ წარმოადგენს საწარმოს ერთპიროვნულ მმართველს. შპს „მ------ის“ მიერ შპს „გ--------“-ისათვის 445000 ლარის მატერიალური აქტივის მიწოდებით კანონი არ დარღვეულა. გ------ კ--–-------ეს (5----------) შპს „გ--------“-ის კაპიტალში ეკუთვნის მხოლოდ 34%, რაც შეეხება შპს „მ-------ს“, ამ საწარმოში გ------ კ-–-------ეს (5----------) წილი არ ჰქონდა, იგი იყო მხოლოდ ერთ-ერთი დაქირავებული მმართველი, როგორც შესაბამისი დარგის გამოცდილი სპეციალისტი და მას საწარმოთა ქონება არასოდეს გამოუყენებია პირადი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
2.2. მოპასუხეებმა შპს „გ---მ“, შპს „გ--------“-მა, გ------ კ--–-------ემ (5----------) და გ------ კ--–-------ემ (5----------), სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ შპს „მ------ის“ მიერ შპს „გ--------“-ისათვის ქონების მიწოდება არ მოხდა საგადასახადო დავალიანების გადახდისათვის თავის ასარიდებლად, რადგან შპს „მ-------ს“ მაინც დარჩა იმაზე გაცილებით მეტის ღირებულების ქონება, რა ოდენობის საგადასახადო დავალიანებაც გააჩნია. რაც შეეხება შპს „გ--------“-ს საწარმომ ნებაყოფლობით მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ქონების ნუსხა, რომელიც არასწორადაა შეფასებული შემოსავლების სამსხურის მიერ 128729 ლარად, რადგან მისი ღირებულება გაცილებით მეტია. ქონების ნუსხის ნებაყოფლობით წარდგენა ადასტურებს შპს „გ--------“-ის საქმიანობის გამჭვირვალობას და იმას, რომ საწარმოს ქონების გადამალვა არ უცდია. ამავე დროს, შპს „გ--------“-ის დავალიანება აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 150000 ლარზე მეტი და ეს ქონება ერთობლიობაში საკმარისია აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარად. გ------ კ--–-------ე (5----------) არ არის პასუხისმგებელი საწარმოს დავალიანებისათვის, რადგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი არ აგებს პასუხს საზოგადოების კრედიტორების წინაშე. მას, როგორც ფიზიკურ პირს, მოცემული დავის ფარგლებში რაიმე სახის ქონება არ მიუღია. შპს „გ---ს“ ქონება შეძენილი აქვს შესყიდვის აქტებით სხვადასხვა ფიზიკური პირისაგან, ამდენად, უსაფუძლოა მოსარჩელის მითითება საწარმოს ქონების დაუსაბუთებლად გაზრდაზე იმ მოტივით, რომ მას საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით ქონების შეძენა არ უფიქსირდება. შპს „გ--------“-ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ იგივე კლიენტებისათვის შპს „გ---ს“ მიერ ასფალტო-ბეტონის მიწოდება წარმოადგენს ჩვეულებრივ ბიზნეს-საქმიანობას და არაფერი არ არის უჩვეულო იმაში, რომ ერთი მიმწოდებლის დაკარგვის შემდეგ კლიენტებმა მოძებნეს იმავე პროდუქტის ახალი მიმწოდებელი. გ------ კ--–-------ის (5----------) მიერ ნივთების გასხვისება არ შეიძლება ჩაითვალოს ქონების განრიდებად, რადგან შპს „მ------ის“ და შპს „გ--------“-ის საგადასახადო ვალდებულებები არ შეიძლება მოეკითხოთ სხვა ფიზიკურ პირებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ საწარმოებს საკმარისი ქონება გააჩნიათ ვალდებულებების შესასრულებლად. გ------ კ--–-------ე (5----------) საერთოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლოში დავის არსებობის შესახებ ზ---- გ-------ისაგან ქონების შეძენის დროს, შესაბამისად, არალოგიკურია მისი ცრუმაგიერ პირად ცნობა.
2.3. მოპასუხე ზ---- გ-------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საწარმოს სახელზე მოსული კორესპონდენციის ჩაბარება და დირექტორის მიერ მის სახელზე განუსაზღვრელი ვადით მინდობილობის გაცემა, არ ნიშნავს იმას, რომ მას კავშირი ჰქონდა შპს „გ--------“-ის დავალიანების დაფარვასთან. რაიმე აქტივი საწარმოსაგან მას არ გადაცემია. უძრავი ქონება, რომელიც ზ---- გ-------ის მიერ შეძენილია გ------ კ--–-------ისაგან (5----------), თავად გ------ კ--–-------ეს შეძენილი აქვს შორეულ წარსულში სხვადასხვა კერძო პირისაგან და ამ ქონებას არანაირი კავშირი არ აქვს მოპასუხე მეწარმე იურიდიულ პირებთან. როგორც გ------ კ--–-------ეს (5----------) ჰქონდა უფლება ნებისმიერ დროს განეკარგა ეს ქონება, ისევე ჰქონდა ამის უფლება ზ---- გ-------ს, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი სასამართლოს მიერ ქონების დაყადაღების შესახებ იმ მომენტისათვის, როდესაც მოახდინა ქონების გასხვისება.
2.4. მოპასუხე დ----- ჩ--------–მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ იგი არ არის არც გადასახადის გადამხდელი და არც ასეთის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი. მას რაიმე ქონება სამეწარმეო სუბიექტებისაგან არ მიუღია, მან კერძო პირისაგან - გ------ კ--–-------ისაგან (5----------) შეიძინა სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება და 2 მისაბმელი და არა 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, როგორც სარჩელშია აღმნიშნული. ეს ნივთები თავად გ------ კ--–-------ეს შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კერძო პირისაგან. დ----- ჩ--------–ის კავშირი მოპასუხე გადასახადის გადამხდელების ქონებასთან არ დასტურდება.
2.5. მოპასუხეებმა გ------- პ---–---–მა, ი----- გ-------მა და ნ---- გ-----–--ემ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სამეწარმეო სუბიექტებთან. მათ მიერ ზ---- გ-------ისაგან უძრავი ნივთების შეძენის დროს ეს ქონება თავისუფალი იყო ყოველგვარი შეზღუდვისაგან და დაშვებული იყო სამოქალაქო ბრუნვაში, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ზ---- გ-------ი ახდენდა ქონების გარიდებას, რადგან მათ ამის თაობაზე შეუძლებელია სცოდნოდათ.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. შპს „მ-------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2002 წლის 1 მარტს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თ----- გ-----–--, ხოლო დირექტორები თ----- გ-----–-- და გ------ კ--–-------ე (5----------). 2014 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შპს „მ-------ს“ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 104777,82 ლარი. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ დავალიანების ოდენობაა 254936,22 ლარი, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა. ამ ეტაპზე მოპასუხე აღიარებს 104465,5 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობას. საწარმოს ქონებაზე 2013 წლის 22 მარტის შეტყობინებით რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელიც გაუქმდა შპს „მ-------ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით (ტ.3. ს.ფ 15-22; ასევე, 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი 14:43:16-14:43:50, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმის ასლი).
4.2. შპს „გ--------“ სამეწარმეო რესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 30 აგვისტოს, რომლის დირექტორი და 34%-იანი წილის მესაკუთრე არის გ------ კ--–-------ე (5----------). 2017 წლის 8 ივნისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 3411516,15 ლარი, საიდანაც აღიარებულია 156117,01. საწარმოს ქონებაზე 2013 წლის 20 ივლისის შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 14 აპრილის ბრძანებით დაედო ყადაღა. ექსპერტის დასკვნებით საწარმოს ყადაღადადებული ქონება შეფასებულია 132729 ლარად (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ექსპერტის დასკვნები ტ.2. ს.ფ. 170-176; 217-226; ასევე, 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი 14:43:16-14:43:50).
4.3. შპს „მ-------მა“ 2013 წლის იანვარში და თებერვალში 445400 ლარის ძირითადი საშუალებები მიაწოდა შპს „გ--------“-ს, რაზეც საგადასახადო ანგარიშფაქტურა ამოწერილია 2013 წლის 20 თებერვალს და 20 მარტს (ტ.2. ს.ფ. 31; 34).
4.4. შპს „გ---ს“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------ კ--–-------ე (5----------). 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის აპრილამდე შპს „გ--------“-მა 430000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი და მომსახურება მიაწოდა შპს „გ---ს“. მოსარჩელე უთითებს, რომ მოცემულ პერიოდში შპს „გ--------“-ის მიერ გადახდილია მხოლოდ 40757 ლარის საგადასახადო დავალიანება, საიდანაც 39600 ლარი ამოღებულია ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგად (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ასევე, ტ.2. ს.ფ. 177-210).
4.5. შპს „გ--------“-ის ქონება 2012 წლიდან 2015 წლამდე შემცირებულია 1700000 ლარზე მეტით, იმავე პერიოდში, მოსარჩელის მითითებით, შპს „გ---ს“ ქონების ღირებულება 215000 ლარიდან გაზრდილია 617000 ლარამდე, მაშინ, როდესაც შპს „გ---ს“ სასაქონლო ზედნადებებითა და საგადსახადო ანგარიშფაქტურებით ქონების შეძენა არ უფიქსირდება. შპს „გ---ს“ ქონების გაზრდის ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე მხარე, თუმცა განმარტავს, რომ ქონება საწარმოს შეძენილ აქვს სხვადასხვა ფიზიკური პირისაგან, რაზეც შედგენილია სათანადო შესყიდვის აქტები. ეს აქტები ერთვის შესაგებელს, რომელთა მიხედვით შესყიდული ნივთების საერთო ღირებულებაა დაახლოებით 300000 ლარი (ტ.2. ს.ფ. 79; ასევე, ტ.3. ს.ფ. 173; 200-204).
4.6. შპს „გ--------“-მა 2013 წლის 21 აგვისტოს მიმართა შპს „ზ----ს“, რომელსაც გააჩნდა შპს „გ--------“-ის დავალიანება 198900 ლარის ოდენობით და ეს თანხა ჩაარიცხვინა შპს „გ---ს“ ანგარიშზე მაშინ, როდესაც შპს „გ--------“-ს ამ დროისათვის ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება (ტ.2. ს.ფ. 24-25, ასევე, 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი 15:11:33-15:12:15).
4.7. შპს „გ--------“-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება ჩაბარებული აქვს ზ---- გ-------ს, რომელზე საწარმოს დირექტორის გ------ კ--–-------ის (5----------) მიერ გაცემულია მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით. შპს „გ--------“-ის ქონების აღწერის პროცესში საწარმოს წარმომადგენლად მონაწილეობდა ზ---- გ-------ი, რომელიც ხელს აწერს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს (ტ.2. ს.ფ. 234-237, 243-244).
4.8. 2014 წლის 27 თებერვლიდან ზ---- გ-------ის სახელზეა რეგისტრირებული ავტომანქანა „TOYOTA LAND CRUISER LC150“. ამ ავტომანქანასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისათვის 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით დაჯარიმებულია 22-ჯერ გ------ კ--–-------ე. ამავე პერიოდში (2017 წლის 17 მარტს) ერთხელ არის დაჯარიმებული დ----- ჩ--------–ი, ხოლო ზ---- გ-------ზე გამოწერილია მხოლოდ ვიდეო-ჯარიმები. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ავტომანქანის რეალური მფლობელია გ------ კ--–-------ე (ტ.2. ს.ფ. 259, ასევე, 2018 წლის 21 ივნისის ამონაბეჭდი შსს ვებგვერდიდან).
4.9. 2016 წლის 25 მარტს ზ---- გ-------ის სახელზე დარეგისტრირდა 4 ერთეული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში საკადასტრო კოდებით: 0--10.13.041.004.0--0--- 0--10.15.017.002.0--5--- 0--12.0--004.024.05.0--- 0--13.06.008.003.0--0--- საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველა ამ ბინის წინა მესაკუთრე არის გ------ კ--–-------ე (5----------). მათგან ერთერთი ბინა (0--10.13.041.004.0--0--, მისამართი თბილისი, ბ------–----ს N2 ბინა N11) არის გ------ კ--–-------ის (5----------) რეგისტრაციის ადგილი (ტ.2. ს.ფ. 2-10; 261, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი). გ------ კ--–-------ის (5----------) წარმომადგენელმა ვერ ახსნა დამაჯერებლად რატომ გაყიდა მან მისი საწარმოს ბუღალტერზე - ზ---- გ-------ზე ერთდროულად ამდენი უძრავი ქონება (2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი 16:06:05-15:07:56).
4.10. 2016 წლის 16 მარტს ზ---- გ-------ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში საკადასტრო კოდით 0--72.14.0--.2--- 2012-2014 წლებში ზ---- გ-------ის სახელზე დარეგისტრირდა დაბა ბ---------–ი მდებარე უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: 64.30.08.084.0--0--- 64.30.08.084.0--0--- 64.30.08.084.0--0--- 64.30.08.084.0--5--- მოსარჩელის მითითებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ზ---- გ-------ს 2008 წლიდან შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირება (ტ.2. ს.ფ. 15-22).
4.11. ზ---- გ-------მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები (საკ. კოდები: 0--72.14.0--.2--- 0--13.06.008.003.0--0--- 0--12.0--004.024.05.0--- 0--10.13.041.004.0--0--- 64.30.08.084.0--0--- 64.30.08.084.0--0--- 64.30.08.084.0--0--- 0--10.15.017.002.0--5--- შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2017 წლის ივნისსა და ივლისში გადააფორმა გ------ კ--–-------ეზე (პ/ნ 5----------), ი----- გ-------ზე, გ------- პ---–---–ზე და ნ---- გ-----–--ეზე (ტ.1. ს.ფ. 189-222).
4.12. გ------ კ--–-------ე (5----------) არის გ------ კ--–-------ის (5----------) პაპა. ი----- გ-------ი და ნ---- გ-----–--ე არიან ზ---- გ-------ის შვილები. გ------- პ---–---–ი არის ი----- გ-------ის მეუღლე (იხ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის N01/211830 წერილი).
4.13. 2016 წლის 25 მარტს გ------ კ--–-------ემ (5----------) 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება (3 ავტომანქანა უნაგირა საწევარი და 2 მისაბმელი) გადაუფორმა დ----- ჩ--------–ს. დ----- ჩ--------–ის წარმომადგენელმა დამაჯერებლად ვერ ახსნა რით იყო გამოწვეული მის მიერ ერთდროულად ამდენი სატრანსპორტო საშუალების შეძენა (ტ.2. ს.ფ. 36-40, ასევე, 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი 15:03:06-15:05:17).
4.14. ზ---- გ-------ი და დ----- ჩ--------–ი შპს „გ--------“-ში მუშაობდნენ შესაბამისად ბუღალტრად და მძღოლად (მხარეთა განმარტება 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი 18:20:40-18:21:00).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „მ-------ი“ და შპს „გ--------“ ცნობილ უნდა იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად; შპს „მ------ის“ და შპს „გ---------ის“ ცრუმაგიერ პირებად ცნობილ უნდა იქნენ შპს „გ---“, გ------ კ--–-------ე (5----------), ზ---- გ-------ი, დ----- ჩ--------–ი, გ------ კ--–-------ე (5----------), ი----- გ-------ი, ნ---- გ-----–--ე და გ------- პ---–---–ი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
7.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
7.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
7.6. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
7.7. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები, საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე, მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს 2 პირობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
7.8. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
7.9. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
7.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
7.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა პირისაგან გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
7.12. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგ. პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს - არის დირექტორი; ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს - საწარმოს დირექტორი და ბუღალტერი და მძღოლი; ნათესავები - მეუღლე, მშობელი, და, შვილი, შვილიშვილი). ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
7.13. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მათი ურთიერთკავშირი, საქმიანობის აღრევა, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ მოქმედება მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.
7.14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია: შპს „მ------ის“ დირექტორი, შპს „გ--------“-ის პარტნიორი და დირექტორი და შპს „გ---ს“ პარტნიორი და დირექტორი არის გ------ კ--–-------ე (5----------); საწარმოთა საქმიანობის სფერო ერთმანეთს ემთხვევა - შპს „გ--------“-ს და შპს „გ---ს“ ერთიდაიგივე ბიზნესპარტნიორების ჰყავს; შპს „მ-------მა“ ასეულათასობით ღირებულების საქონელი მიაწოდა შპს „გ--------“-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „გ---ს“. ამასთან, შპს „მ------ის“ მიერ საქონლის მიწოდება განხორციელდა მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე 1 თვით ადრე, ხოლო შესაბამისი 2 ანგარიშფაქტურიდან ერთერთი გამოწერილია ამ უფლების წარმოშობის შემდეგ. შპს „გ--------“-მა კი საქონლის მიწოდება შპს „გ---სათვის“ მოახდინა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მიღებული თანხებით საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა არ მომხდარა; შპს „გ--------“-მა შპს „ზ----ს“ დავალიანების თანხა 198900 ლარი ჩაარიცხვინა არა თავის, არამედ შპს „გ---ს“ ანგარიშზე მაშინ, როდესაც შპს „გ--------“-ს ამ დროისათვის ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება და თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში მოხდებოდა საგადასახადო დავალიანების დაფარვა; შპს „გ--------“-ის საგადასახადო დავალიანების არსებობის პერიოდში საწარმოს ქონება მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო შპს „გ---ს“ ქონება ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილი, ხოლო ორივე საწარმოს პარტნიორი და დირექტორი არის გ------ კ--–-------ე (5----------); გ------ კ--–-------ემ (5----------) თავისი საწარმოს ბუღალტერს ზ---- გ-------ს გადაუფორმა რამდენიმე ერთეული უძრავი ქონება, ხოლო მძღოლს დ----- ჩ--------–ს რამდენიმე ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ზ---- გ-------მა ამ პერიოდში შეიძინა, ასევე, მრავალი ერთეული უძრავი ქონება, ისე, რომ ამ პირთა მიერ მიღებული/შეძენილი ქონების შესაბამისი შემოსავლის მიღების ფაქტი შემოსავლების სამსახურის მონაცემებით არ დასტურდება; ზ---- გ-------ზე გადაცემული ერთ-ერთი უძრავი ქონების მისამართი არის გ------ კ--–-------ის (5----------) რეგისტრაციის ადგილი; ზ---- გ-------ის სახელზე რეგისტრირებულ ძვირადღირებულ ავტომანქანას ფაქტობრივად ფლობს გ------ კ--–-------ე (5----------); გ------ კ--–-------ის (5----------) მიერ ზ---- გ-------ზე მინიჭებულია საწარმოს წარმომადგენლობის ფართო უფლებამოსილებები; სასამართლოში შემოსავლების სამსახურის სარჩელის აღძვრის შემდეგ ზ---- გ-------მა გ------ კ--–-------ისაგან (5----------) გადაცემული და ასევე, მოცემულ პერიოდში შეძენილი ქონების დიდი ნაწილი გადააფორმა გ------ კ--–-------ის (5----------) შვილიშვილზე გ------ კ--–-------ეზე (5----------), ასევე, თავის (ზ---- გ-------ის) შვილებზე ნ---- გ-----–--ესა და ი----- გ-------ზე და ამ უკანასკნელის მეუღლეზე გ------- პ---–---–ზე.
7.15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მოპასუხეთა განზრახი ერთობლივი ქმედებები მიმართული იყო შპს „მ------ის“ და შპს „გ--------“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად, რის გამოც სარჩელი შპს „მ------ის“ და შპს „გ--------“-ის ერთიმეორის, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების ამ საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.16. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობაზე საზოგადოების კრედიტორების წინაშე, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე, დროს სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას პარტნიორის პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და დირექტორის როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის გამორიცხვაზე საწარმოს ვალდებულებების მიმართ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ. კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა საწარმოთა კაპიტალში წილის ფლობისა, გ------ კ--–-------ე (5----------) მოპასუხე საწარმოებში იყო დირექტორი - საწარმოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი და საწარმოთა შორის კონკრეტული ოპერაციები განხორციელებულია მისი მითითებით ან თანხმობით, ამას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და ამ ოპერაციების შემდეგ საბოლოო სარგებელი მიიღო იმ საწარმომ (შპს „გ---მ“), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გ------ კ--–-------ეა (5----------). ამ საწარმოს დავალიანება არ ერიცხება, ხოლო დავალიანების მქონე საწარმოთაგან მოხდა მოცემული საწარმოს სასარგებლოდ ქონების გარიდება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც უტყუარად ადასტურებს გ------ კ--–-------ის (5----------) და შემდეგ დანარჩენი მოპასუხე ფიზიკური პირების გაზრახ ერთობლივ მოქმედებას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის ასარიდებლად.
7.17. რაც შეეხება მოთხოვნას შპს „გ---ს“, გ------ კ--–-------ის (5----------), ზ---- გ-------ის, დ----- ჩ--------–ის, გ------ კ--–-------ის (5----------), ი----- გ-------ის, ნ---- გ-----–--ის და გ------- პ---–---–ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის სავალდებულოა პირი გამოყენებულ იქნეს გადასახადის გადახდევინებისაგან თავის ასარიდებლად, ანუ აუცილებელია გადასახადის გადამხდელს გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ უთითებს, რომ შპს „გ---ს“, გ------ კ--–-------ეს (5----------), ზ---- გ-------ს, დ----- ჩ--------–ს, გ------ კ--–-------ეს (5----------), ი----- გ-------ს, ნ---- გ-----–--ეს და გ------- პ---–---–ს გააჩნიათ რაიმე საბიუჯეტო დავალიანება. როგორც სასამართლომ დაადგინა, შპს „მ-------ი“ და შპს „გ--------“ თავიანთი საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის ასარიდებლად შევიდნენ გარიგებაში შპს „გ---სთან“, გ------ კ--–-------ესთან (5----------), ზ---- გ-------თან, დ----- ჩ--------–თან, გ------ კ--–-------ესთან (5----------), ი----- გ-------თან, ნ---- გ-----–--ესთან და გ------- პ---–---–თან და ეს პირები გამოიყენეს ქონების გასარიდებლად. შპს „გ---ს“, გ------ კ--–-------ის (5----------), ზ---- გ-------ის, დ----- ჩ--------–ის, გ------ კ--–-------ის (5----------), ი----- გ-------ის, ნ---- გ-----–--ის და გ------- პ---–---–ის მხრიდან კი რომელიმე მათგანის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით, ერთმანეთის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველიც არ არსებობს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს, თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის (რაც მოცემული კატეგორიის საქმეზე შეადგენს 100 ლარს) გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი ეხება გ------ კ--–-------ეს (5----------), ი----- გ-------ს, ნ---- გ-----–--ეს და გ------- პ---–---–ს, ამიტომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს N3-62-2017 განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მათ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ-------ი“ (ს/ნ 2--------) და შპს „გ--------“ (ს/ნ 2--------) ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;
3. შპს „მ------ის“ (ს/ნ 2--------) და შპს „გ---------ის“ (ს/ნ 2--------) ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს „გ---“ (ს/ნ 4--------), გ------ კ--–-------ე (5----------), ზ---- გ-------ი, დ----- ჩ--------–ი, გ------ კ--–-------ე (5----------), ი----- გ-------ი, ნ---- გ-----–--ე და გ------- პ---–---–ი;
4. მოთხოვნა შპს „გ---ს“, გ------ კ--–-------ის (5----------), ზ---- გ-------ის, დ----- ჩ--------–ის, გ------ კ--–-------ის (5----------), ი----- გ-------ის, ნ---- გ-----–--ის და გ------- პ---–---–ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
6. შპს „მ-------ს“, შპს „გ---------ს“, შპს „გ---ს“, გ------ კ--–-------ეს (5----------), ზ---- გ-------ს, დ----- ჩ--------–ს, გ------ კ--–-------ეს (5----------), ი----- გ-------ს, ნ---- გ-----–--ეს და გ------- პ---–---–ს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 10 (ათი) ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი