გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-85-2017
(130310017002058111 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ---- ს----–---–ი, ნ----- ბ--–--–---–ი
მოპასუხეები - შპს „გ-–-------–---“, შპს „მ-----------“, შპს „ი-–--“, შპს „ო-------“, შპს „ა------------“, ზ----- ა-----–-–---–ი, ს------- ა--------–--ე, მ------ ც---–---ე, მ--–----ი ბ------–---–ი, ი-–-- ბ------–---–ი, გ------- ც---–---ე, ვ----– კ--–-----–--ე, შპს „გ------------“, შპს „ნ-----“
წარმომადგენლები - მ--–---- ბ------–---–ი, გ------- ც---–---ე, მ------ ბ------–---–ი, გ------- ჩ-----ე, ზ----- ა-----–-–---–ი, მ------ კ-----–--ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს „გ-–-------–---“, შპს „მ-----------“, შპს „ი-–--“, შპს „ო-------“, შპს „ა------------“, ზ----- ა-----–-–---–ი, ს------- ა--------–--ე, მ------ ც---–---ე, მ--–----ი ბ------–---–ი, ი-–-- ბ------–---–ი, გ------- ც---–---ე, ვ----– კ--–-----–--ე, შპს „გ------------“, შპს „ნ-----“.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით შპს „გ-–-------–--“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 19178,31 ლარის ოდენობით. საწარმოს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია მ--–---- ბ------–---–ი, 50%-იანი წილის მფლობელი - ვ----– კ--–-----–--ე, იურიდიული მისამართი - ქარელი, სოფ. ქვემო ხვედურეთი, საქმიანობის სახე - დახერხილი ხის მასალის იმპორტი უკრაინიდან და მისი რეალიზაცია. შპს „გ-–-------–--“ ქონებაზე 2014 წლის 31 ივლისის შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 31 ივლისს. საწარმოს ქონებაზე დადებულია ყადაღა 2014 წლის 24 სექტემბრის N068-28 ბრძანებით.
შპს „გ-–-------–---“-ის მიერ ხის მასალის იმპორტის დროს ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაზეც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც საწარმოს წარმომადგენლის სახელით ხელს აწერს მ--–---- ბ------–---–ის სიძე - გ------- ც---–---ე. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ შპს „გ-–-------–---“-მა შეწყვიტა საქმიანობა. გ------- ც---–---ე 2011 წლის 1 აგვისტოდან არის შპს „გ------------“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2785,54 ლარის ოდენობით. მის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შპს „გ------------“-ის მიერ 2012 წელს საქართველოში შემოტანილ იქნა 25972 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ მას საქმიანობა აღარ უწარმოებია.
შპს „გ------------“-ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ გ------- ც---–---ემ დაარეგისტრირა შპს „ნ-----“, რომლის დირექტორი და მესაკუთრე არის თვითონ. მისი საქმიანობაა უკრაინიდან ხე-ტყის იპორტი და რეალიზაცია. 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 8545,85 ლარი. საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საწარმოს მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს საქართველოში შემოტანილ იქნა 11353,56 ლარის ღირებულების ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
2014 წლის 11 ნოემბრიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „მ-----------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ--–---- ბ------–---–ის მეუღლე და გ------- ც-–---ის სიდედრი მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 7613,85 ლარი. საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 11 მაისს შპს „მ-----------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 11431,89 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
2015 წლის 29 მაისიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ი-–--“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 6132,52 ლარი. საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2016 წლის 1 თებერვალს შპს „ი-–--მ“ უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 11640,83 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
2016 წლის 29 მაისიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ო-------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 13536,39 ლარი. საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ასევე, დადებული აქვს ყადაღა. 2016 წლის მაისში და ივლისში შპს „ო-------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 19642 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.
2016 წლის 22 მარტიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ა------------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ის ბიძაშვილი ზ----- ა-----–-–---–ი. 2017 წლის 4 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 25598,68 ლარი. საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ასევე, დადებული აქვს ყადაღა. 2016 წლის მარტში, აპრილსა და მაისში შპს „ა------------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 42655,21 ლარის დახერხილი ხის მასალა და გაუკეთა რეალიზაცია.
მოსარჩელე უთითებს, რომ არცერთ საწარმოს ქონება არ გააჩნია. მ--–---- ბ------–---–ის შვილიშვილის მ------ ც---–---ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა „მერსედესი“, რომელიც ფაქტობრივად მ--–---- ბ------–---–ის ოჯახის კუთვნილია და იგი სარგებლობს. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანასთან დაკავშირებით დაჯარიმებულია მ--–---- ბ------–---–ი და მისი შვილი ი-–-- ბ------–---–ი. ი-–-- ბ------–---–ის მეუღლეს ს------- ა--------–--ეს 2017 წლის 5 აპრილს შეძენილი აქვს ავტომანქანა „კია“, მაშინ, როდესაც მას არანაირი შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირდება.
მოსარჩელის მითითებით გადასახადის დარიცხვის შემდეგ მოპასუხეთა მიერ საწარმოების საქმიანობის შეწყვეტა, ახლადშექმნილი საწარმოების მეშვეობით იგივე საქმიანობის გაგრძელება, საგადასახადო დავალიანების გადახდის ნაცვლად ოჯახის წევრების სახელზე ქონების შეძენა, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ც---–---ემ (როგორც პირადად მოპასუხემ და ასევე, როგორც შპს „გ------------“-ის და შპს „ნ-----“-ის წარმომადგენელმა) სარჩელი არ ცნო და შესაგებლებში მიუთითა, რომ მისი ურთიერთობა შპს „გ-–-------–---“-თან იყო ერთჯერადი, როდესაც როგორც წარმომადგენელმა განაბაჟა მისი საქონელი. სხვა რაიმე შეხება შპს „გ-–-------–---“-ის საქმიანობასთან არ ჰქონია, ასევე, არანაირი ინფორმაცია არ აქვს შპს „მ-----------“-ის, შპს „ი-–--ს“, შპს „ო-------“-ის და შპს „ა------------“-ის შესახებ. ყოფილი მეუღლის მშობლებთან მ--–---- ბ------–---–თან, მ------ ბ------–---–თან და ძმასთან ი-–-- ბ------–---–თან მას ნათესაური ურთიერთობა 2015 წლიდან გაწყვეტილი აქვს - მას შექმნილი აქვს მეორე ოჯახი.
2.2. მოპასუხე მ--–---- ბ------–---–მა (რომელიც, ასევე, წარმოადგენს შპს „გ-–-------–---“-ს) და შპს „მ-----------“-ის, შპს „ი-–--ს“ და შპს „ო-------“-ის წარმომადგენელმა მ------ ბ------–---–მა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ სარჩელში მოპასუხედ აღნიშნული პირები არ ახორციელებდნენ ერთობლივ საქმიანობას და განზრახ ერთობლივად არ მოქმედებდნენ გადასახადის გადახდისაგან თავისაგან არიდების მიზნით. რაც შეეხება ი-–-- ბ------–---–ს და ს------- ა--------–--ეს, მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნდათ სამეწარმეო საქმიანობასთან.
2.3. მოპასუხე ზ----- ა-----–-–---–მა (რომელიც, ასევე, წარმოადგენს შპს „ა------------“-ს) სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ა------------“ მის მიერ არ იმართებოდა. მისი მხრიდან საქონლის შემოტანა და გადარიცხვები არ ხდებოდა. საწარმოს მართვა მას გადაცემული ჰქონდა მ------ ბ------–---–ზე.
2.4. მოპასუხე ს------- ა--------–--ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ არცერთ მოპასუხესთან მას კავშირი არ აქვს. 2000 წლიდან 2003 წლამდე იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-–-- ბ------–---–თან. 2003 წლიდან მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ იცის თუ რა საქმიანობას ეწევიან ი-–-- ბ------–---–ი და მისი მშობლები. მას და ი-–-- ბ------–---–ს ჰყავს საერთო შვილი, რომლის სასარგებლოდაც მ--–---- ბ------–---–ს, როგორც შრომისუუნარო ი-–-- ბ------–---–ის მამას, დაკისრებული აქვს ალიმენტი და ამ ალიმენტსაც არ იხდის. აღნიშნული ადასტურებს, რომ მათ შორის ურთიერთობა 2003 წლიდან გაწყვეტილია.
2.5. მოპასუხე მ------ ც---–---ემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ავტომანქანა შეძენილი აქვს ნაწილობრივ თავისი სახსრებით, ნაწილობრივ დიდი ბებიის ნაჩუქარი თანხით, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში და პერიოდულად უგზავნის ფულს. ამჟამად, ეს მანქანა დაგირავებული აქვს „ლიბერთი ბანკში“ აღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად. საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებით განმარტა, რომ პაპას მ--–---- ბ------–---–ს და ბიძას ი-–-- ბ------–---–ს ხანდახან ათხოვებდა ხოლმე ავტომანქანას, მით უმეტეს მანამ, სანამ თვითონ აიღებდა მართვის მოწმობას. მართვის მოწმობა აღებული აქვს 2017 წლის სექტემბერში. გარდა ამ პირებისა ავტომანქანა უთხოვებია სხვა პირებისთვისაც, მათ შორის ა-–---------- ა-----–-–---–ისა და ზ------ კ---------ისათვის, რომლებიც, ასევე, არიან დაჯარიმებული საპატრულო პოლიციის მიერ.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. შპს „გ-–-------–---“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 2 თებერვლიდან. საწარმოს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია მ--–---- ბ------–---–ი, 50%-იანი წილის მფლობელი - ვ----– კ--–-----–--ე, იურიდიული მისამართი - ქარელი, სოფ. ქვემო ხვედურეთი. 2014 წლის ივნისის და ივლისის თვეებში შპს „გ-–-------–---“-ს მიერ უკრაინიდან შემოტანილ იქნა ხის მასალა. საწარმოს დეკლარაციით დაერიცხა 1579 და 1605 ლარის დღგ. შპს „გ-–-------–---“-მა შემოტანილი ხის მასალის რეალიზაცია განახორციელა იმავე თვეებში სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 5018,71 ლარი და და ჯარიმა 2509,36. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია და შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა (ტ.1. ს.ფ 38-39; 58; 65; 67-68; ასევე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურები სერია ეა-36 ნომრები: 0952879; 0984542; 0984543; 0984544; 1008791).
4.2. შპს „გ-–-------–---“, მის მიერ საქონლის იმპორტის განხორციელებისას, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, საქონლის უკანონო განკარგვისათვის, 2014 წლის 30 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით დაჯარიმდა 2918 ლარით. სამართალდარღვევის ოქმზე საწარმოს წარმომადგენლის სახელით ხელს აწერს გ------- ც---–---ე (ტ.1. ს.ფ. 45).
4.3. შპს „გ------------“ რეგისტრირებულია 2011 წლის 26 აგვისტოდან, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------- ც---–---ე. საწარმოს 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით (ჩათვლით) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 2809 ლარის ოდენობით. შპს „გ------------“-ის მიერ 2012 წელს საქართველოში შემოტანილ იქნა 25972,88 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ მას საქმიანობა აღარ უწარმოებია. საწარმოს ქონებაზე 2012 წლის 19 ოქტომბრის N025-4585 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. (ტ.1. ს.ფ. 24; 36-37; ასევე, 2014 წლის 16 მაისის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ეა-36 ნომერი: 0462971).
4.4. შპს „ნ-----“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 1 აგვისტოდან. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------- ც---–---ე. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის N47002 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 2736,61 ლარი და და ჯარიმა 1368,61, რაზეც 2015 წლის 10 დეკემბერს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი იმავე დღეს გაეცნო ელექტრონულად. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია და შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა. საწარმოს ქონებაზე 2014 წლის 21 ოქტომბრის N025-5596 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საწარმოს მიერ 2014 წლის 9 ოქტომბერს უკრაინიდან საქართველოში შემოტანილ იქნა 11353,56 ლარის ღირებულების ხის მასალა, რომლის რეალიზაცია მოახდინა მეორე დღეს (ტ.1. ს.ფ. 34-35; ასევე, 2014 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ეა-36 ნომერი: 1105794).
4.5. 2014 წლის 11 ნოემბრიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „მ-----------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 7700,49 ლარი. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 2 ივლისიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 11 მაისს შპს „მ-----------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 11431,89 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N38236 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 2503 ლარი, ჯარიმა 1351 ლარი და საურავი 704,85, რაზეც 2016 წლის 26 დეკემბერს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად და ასევე, ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 4 თებერვალს და 28 სექტემბერს. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია (ტ.1. ს.ფ. 25; 40-41; ასევე, 2015 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურები სერია ეა-36 ნომერი: 1351130; 1351131; 1357990).
4.6. 2015 წლის 29 მაისიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ი-–--“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 6198,76 ლარი. საწარმოს ქონებაზე 2017 წლის 18 იანვრიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2016 წლის 10 თებერვალს შპს „ი-–--მ“ უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 11781,90 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის N546 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 3486 ლარი, ჯარიმა 1843 ლარი და საურავი 529,87, რაზეც 2017 წლის 13 იანვარს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად და ასევე, ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 4 თებერვალს და 9 მარტს. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია (ტ.1. ს.ფ. 21; ტ.2. ს.ფ. 142-143; ასევე, 2017 წლის 13 იანვრის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ეა-36 ნომერი: 1738233).
4.7. 2016 წლის 23 მაისიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ო-------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ ბ------–---–ი. 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 12885,15 ლარი. საწარმოს ქონებაზე 2016 წლის 28 ივლისიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2016 წლის ივნისში შპს „ო-------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 19642,03 ლარის დახერხილი ხის მასალა, რომლის რეალიზაციის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N4669 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 6421 ლარი, ჯარიმა 3410 ლარი და საურავი 687,67, რაზეც 2017 წლის 27 თებერვალს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად და ასევე, ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 16 მარტს და 28 სექტემბერს. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია (ტ.1. ს.ფ. 22; 44; ასევე, 2017 წლის 27 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურები სერია ეა-36 ნომერი: 1914102; 1975335; 1975336).
4.8. 2016 წლის 22 მარტიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ა------------“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ზ----- ა-----–-–---–ი. ამ უკანასკნელმა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება 2016 წლის 13 აპრილს მიანიჭა მ------ ბ------–---–ს. 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით საწარმოს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 25949,31 ლარი. საწარმოს ქონებაზე 2017 წლის 21 მარტიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2016 წლის აპრილსა და მაისში შპს „ა------------“-მა უკრაინიდან საქართველოში შემოიტანა 42655,21 ლარის დახერხილი ხის მასალა და გაუკეთა რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 მარტის N7143 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა დღგ ძირითადი 14568 ლარი, ჯარიმა 7484 ლარი და საურავი 2747,03, რაზეც 2017 წლის 20 მარტს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად და ასევე, ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 8 აპრილს და 13 ოქტომბერს. საწარმოს აღნიშნული გადასახადი არ გადაუხდია (ტ.1. ს.ფ. 23; 32-33; 302; ასევე, 2017 წლის 20 მარტის საგადასახადო მოთხოვნა და მისი ელექტრონულად გაცნობის დამადასტურებელი ამონაბეჭდი, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი იმპორტის შესახებ - ჯამური ინფორმაცია; საგადასახადო ანგარიშფაქტურები სერია ეა-36 ნომერი: 1808050; 1829856; 1864543).
4.9. მ--–---- ბ------–---–ი და მ------ ბ------–---–ი არიან ცოლ-ქმარი, ი-–-- ბ------–---–ი მათი შვილი. გ------- ც---–---ე არის მ------ ც---–---ის მამა და მ--–---- და მ------ ბ------–---–ების ყოფილი სიძე. ს------- ა--------–--ე არის ი-–-- ბ------–---–ის ყოფილი მეუღლე - იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ერთი შვილი - ს--–---- ბ------–---–ი (ტ.1. ს.ფ. 61; 66; ტ.2. ს.ფ. 133, ასევე, მხარეთა განმარტება). მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მ------ ბ------–---–ის და ზ----- ა-----–-–---–ის ნათესაური კავშირის შესახებ, ამიტომ სასამართლო არ იზიარებს ამ ნაწილში მის პოზიციას.
4.10. მ------ ც---–---ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა „მერსედესი“. საპატრულო პოლიციის მიერ ამ ავტომანქანასთან დაკავშირებით დაჯარიმებულია მ--–---- ბ------–---–ი, ი-–-- ბ------–---–ი, ა-–---------- ა-----–-–---–ი და ზ------ კ---------ი. მ------ ც---–---ეს მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2017 წლის 14 სექტემბერს (ტ. 1. ს.ფ. 69; ტ.2. ს.ფ. 117).
4.11. ს------- ა--------–--ეს 2017 წლის 5 აპრილს შეძენილი აქვს ავტომანქანა „კია“. (ტ. 1. ს.ფ. 64).
4.12. მ--–---- ბ------–---–ს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს------- ა--------–--ის სარჩელის საფუძველზე დაკისრებული აქვს ალიმენტი ი-–-- ბ------–---–ის და ს------- ანდრულაძის შვილის სარჩენად, გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (იხ. სასარჩელო განცხადების ასლი და სააღსრულებო ფურცელი).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „გ-–-------–---“, შპს „ნ-----“, შპს „გ------------“ და გ------- ც---–---ე აღიარებულ უნდა იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად, შპს „მ-----------“, შპს „ი-–--“, შპს „ო-------“ და შპს „ა------------“ აღიარებულ უნდა იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
7.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
7.5. საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
7.6. ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
7.7. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
7.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
7.9. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
7.10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები, საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე, მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს 2 პირობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
7.11. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
7.12. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
7.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
7.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა პირისაგან გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
7.15. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგ. ნათესავები - მეუღლე, მშობელი, შვილი). ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
7.16. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მათი ურთიერთკავშირი, საქმიანობის აღრევა, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ მოქმედება მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.
7.17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „გ------------“-ის და შპს „ნ-----“-ის პარტნიორი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის გ------- ც---–---ე. საწარმოთა საქმიანობის სფერო (უკრაინიდან ხე-ტყის იმპორტი და რეალიზაცია) ერთმანეთს ემთხვევა. შპს „გ------------“-ის საბიუჯეტო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, გ------- ც---–---ემ ხე-ტყის იმპორტი განახორციელა როგორც შპს „გ-–-------–---“-ის წარმომადგენელმა, ხოლო ამ საწარმოს დავალიანების წარმოშობის შემდეგ კი იგივე საქმიანობა აწარმოა შპს „ნ-----“-ის სახელით. ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა არ მომხდარა. საწარმოთა საკუთრებაში არანაირი ქონება არ არსებობს, რომელზეც შეიძლება გადახდევინების მიქცევა.
7.18. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც შპს „გ------------“-ის, შპს „გ-–-------–---“-ის, შპს „ნ-----“-ის“ და გ------- ც---–---ის ნაწილში სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ეს მოპასუხეები ცნობილ უნდა იქნეს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
7.19. ასევე დადგენილია, რომ შპს „მ-----------“-ის, შპს „ო-------“-ის და შპს ი-–--ს“ პარტნიორი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის მ------ ბ------–---–ი. საწარმოთა საქმიანობის სფერო (უკრაინიდან ხე-ტყის იმპორტი და რეალიზაცია) ერთმანეთს ემთხვევა. შპს „მ-----------“-ის საბიუჯეტო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, საწარმომ შეაჩერა საქმიანობა და ხე-ტყის იმპორტი განახორციელა შპს „ი-–--მ“, ხოლო ამ საწარმოს დავალიანების წარმოშობის შემდეგ კი იგივე საქმიანობა აწარმოა შპს „ო-------“-მა. ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა არ მომხდარა. საწარმოთა საკუთრებაში არანაირი ქონება არ არსებობს, რომელზეც შეიძლება გადახდევინების მიქცევა. შპს „ო-------“-ის საგადასახადო დავალიანების წარმოშობის და საქმიანობის შეჩერების შემდეგ მ------ ბ------–---–მა, როგორც შპს „ა------------“-ის წარმომადგენელმა განახორციელა ხე-ტყის იმპორტი უკრაინიდან და მისი რეალიზაცია.
7.20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც „მ-----------“-ის, შპს „ო-------“-ის, შპს ი-–--ს“ და შპს „ა------------“-ის ნაწილში სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ეს მოპასუხეები ცნობილ უნდა იქნეს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
7.21. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ი-–-- ბ------–---–ისა და ს------- ა--------–--ესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ი-–-- ბ------–---–ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იგი მ--–---- ბ------–---–ის შვილია. სხვა რაიმე გარემოება მისი მეწარმე სუბიექტებთან კავშირისა ან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია და შესაბამისად, არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. ს------- ა--------–--ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად კი მოსარჩელე უთითებს, რომ იგი ი-–-- ბ------–---–ის მეუღლეა და შეძენილი აქვს ავტომანქანა იმ დროს, როცა შემოსავალი არ უფიქსირდება. როგორც სასამართლომ დაადგინა, ი-–-- ბ------–---–ს და ს------- ა--------–--ეს ურთიერთობა შეწყვეტილი აქვთ 2003 წლიდან. უფრო მეტიც მათ შორის ურთიერთობა დაძაბულია და ი-–-- ბ------–---–ის მამას მ--–---- ბ------–---–ს ს------- ა--------–--ის შვილის სარჩენად ალიმენტი აქვს დაკისრებული, რომელსაც, როგორც ს------- ა--------–--ის წარმომადგენელი განმარტავს, არ იხდის. მოპასუხეთა მიერ უკრაინიდან ხე-ტყის იმპორტი დაწყებულია 2012 წლიდან. ს------- ა--------–--ეს ავტომანქანა შეძენილი აქვს 2017 წელს. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია, რომ ამ საწარმოს დავალიანების გადახდისაგან თავის ასარიდებლად ი-–-- ბ------–---–მა და ს------- ა--------–--ემ განახორციელეს გარკვეული ღონისძიებები, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია.
7.22. მ------ ც---–---ის ცრუმაგიერ პირად აღიარების ერთადერთ საფუძვლად მითითებულია მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით მ--–---- ბ------–---–ის და ი-–-- ბ------–---–ის მიერ სარგებლობა, რის დამადასტურებლად მოსარჩელეს მოჰყავს საპატრულო პოლიციის მიერ მათი დაჯარიმება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის. ეს გარემოება სასამართლოს საკმარისად არ მიაჩნია. მოცემული ავტომანქანით, გარდა ხსენებული პირებისა, დასტურდება სხვა პირების მიერ (ა-–---------- ა-----–-–---–ი და ზ------ კ---------ი) სარგებლობა. დამაჯერებელია მ------ ც---–---ის არგუმენტი, რომ მას მართვის მოწმობის აღებამდე (2017 წლამდე) უხდებოდა სხვა პირებისთვის ავტომანქანის სამართავად გადაცემა. საპატრულო პოლიციის მიერ ამ პირთა დაჯარიმება მოხდა 2017 წლამდე. სხვა რაიმე გარემოება მ------ ც---–---ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძვლად მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული და შესაბამისად, დადასტურებული, ამიტომ სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
7.23. რაც შეეხება შპს „გ-–-------–---“ პარტნიორის და დირექტორის მ--–---- ბ------–---–ის, პარტნიორის ვ----– კ--–-----–--ის და შპს „ა------------“-ის პარტნიორის ზ----- ა-----–-–---–ის ცრუმაგიერი მფლობელობის დადასტურებულად მიჩნევას იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები, ხოლო მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.
7.24. სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა, კერძოდ, პარტნიორის და დირექტორის მიერ საზოგადოების თანხის პირადი მიზნისთვის გამოყენება (მოცემულ შემთხვევაში ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი), კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ მფლობელობასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშობა მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, თუმცაღა მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია და არ უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამჭოლი პასუხისმგებლობის ცრუმაგიერ მფლობელობასთან გაიგივება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა საწარმოთა კაპიტალში წილის ფლობისა, ამ პირთა სხვა რაიმე უშუალო კავშირი იურიდიული პირების კონკრეტულ საქმიანობასთან (უკრაინიდან ხე-ტყის იმპორტთან და რეალიზაციასთან) და ამის შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო დავალიანების გადახდისაგან თავის არიდებასთან არ დასტურდება. ვ----– კ--–-----–--ის კონკრეტული განზრახი ქმედების შესახებ სარჩელში მითითებულიც კი არ არის. რაც შეეხება მ--–---- ბ------–---–ს და ზ----- ა-----–-–---–ს, მათ უშუალოდ რაიმე ღონისძიება არ განუხორციელებიათ. კონკრეტული დასაბეგრი ოპერაციები განხორციელებულია მათი წარმომადგენლების - ერთი მხრივ გ------- ც---–---ის და მეორე მხრივ მ------ ბ------–---–ის მიერ და ამასაც ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა ამ პირთა გაზრახ ერთობლივ მოქმედებას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის ასარიდებლად. ამასთან, არც იმის თაობაზეა მითითება, თუ რა სარგებელი მიიღეს მათ ამგვარი საქმიანობის შედეგად.
7.25. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მართალია, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოვალეობათა სასამართლოზე გადაკისრებას, ვინაიდან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
7.26. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
7.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს, რომელთა მიმართაც სარჩელის დაკმაყოფილდა, თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის (რაც მოცემული კატეგორიის საქმეზე შეადგენს 100 ლარს) გადახდა თანაბარწილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი მხოლოდ გ------- ც---–---ის და მოპასუხე იურიდიული პირების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N3-85-2017 განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დანარჩენ მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „გ-–-------–---“ (ს/ნ 2--------), შპს „ნ-----“ (ს/ნ 4--------), შპს „გ------------“ (ს/ნ 4--------) და გ------- ც---–---ე (პ/ნ 5----------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;
3. შპს „მ-----------“ (ს/ნ 4--------) და შპს „ი-–--“ (ს/ნ 4--------), შპს „ო-------“ (ს/ნ 4--------) და შპს „ა------------“ (ს/ნ 4--------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ნაწილობრივ გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N3-85-2017 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას:
- ს------- ა--------–--ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „KIA SORENTO“ 2010წ. სახ. ნომერი ST-030-AR;
- მ------ ც---–---ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „MERCEDES BENZ E 350“ 2007 წ. სახ. ნომერი GN-181-GN;
- მ--–---- ბ------–---–ის (პ/ნ 4----------) კუთვნილ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 68.17.45.015;
- ზ----- ა-----–-–---–ის (პ/ნ 4----------) კუთვნილ წილს უძრავ ქონებაში საკადასტრო კოდით: 68.17.45.213;
- ზ----- ა-----–-–---–ის (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს სს „თიბისი ბანკში“;
- მ--–---- ბ------–---–ის (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს სს „საქართველოს ბანკში“;
- ვ----– კ--–-----–--ის (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს სს „საქართველოს ბანკში“, სს „ლიბერთი ბანკში“ და სს „ტერა ბანკში“;
6. დანარჩენ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N3-85-2017 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
7. დაეკისროთ შპს „გ-–-------–---“-ს (ს/ნ 2--------), შპს „ნ-----“-ს (ს/ნ 4--------), შპს „გ------------“-ს (ს/ნ 4--------), გ------- ც---–---ეს (პ/ნ 5----------), შპს „მ-----------“-ს (ს/ნ 4--------) და შპს „ი-–--“-ს (ს/ნ 4--------), შპს „ო-------“-ს (ს/ნ 4--------) და შპს „ა------------“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 12 (თორმეტი) ლარის 50 თეთრის ოდენობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი