განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2018
საქმის ნომერი
080100118002547942
დავის ტიპი
177 1
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/633-18 (№069110618003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 აგვისტო 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გვ--–- ტა-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ირ---–- გი--- ძე ხა------ა - დაბადებული 1--- წლის 1--------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, მე----–----------------------------------ს ქ. N7----

 

ადვოკატი - რი--- ზო--–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. წყალტუბოში ბა------–---–-- ქ. N--ში განთავსებულ შპს ,,ვოლდფაუნდ უნივერსალი“-ს კუთვნილ სანატორიუმ მეტალურგის შენობიდან ირ---–- ხა------ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფანჯრის ორ ცალ ლითონის ცხაურს, რითაც დაზარალებულს მიადგა 134.4 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ირ---–- ხა------ას აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის წარმომადგენლის გი------ კე----–---ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების კობა მა---------ს, რუ-----–-- ხუ--–---ს, ნი----–---- კო----------ს გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით ირ---–- ხა------ას გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმი, შპს ,,ვოლდფაუნდ უნივერსალი“-ს წერილი, სასაქონლო ექსპერტიზის N129/ს დასკვნა) ერთობლიობა ირ---–- ხა------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–- ხა------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ირ---–- ხა------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმას, რომ ირ---–- ხა------ა გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ირ---–- ხა------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ირ---–- ხა------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ირ---–- ხა------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ფანჯრის ცხაურები, დაშლილ მდგომარეობაში (რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური