განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2018
საქმის ნომერი
330100118002319444
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის თ------------------–--ს,ადვოკატის გ------------------ის მონაწილეობით,ბრალდებულის მ----------–-ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე:

მ---------------------–------–-ას (პ/ნ 2----------) - დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: მ--------–-------------------–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მ–--------–--------------–-“ - მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მ----------–-ას ბრალად ედება მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2107 წლის 22 სექტემბერს, მ----------–-ა ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ს-------–---–ის“ მიმდებარედ განთავსებულ შპს „ს---“ მარკეტში დაინიშნა მოლარედ. მითითებულ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

შპს „ს---“ მარკეტის მოლარე მ----------–-ამ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „ს---“ მარკეტის კუთვნილი ფულადი თანხა 3900 ლარის ოდენობით.

მ----------–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით, შპს ,,ს---“ მარკეტს მიადგა 3900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ----------–-ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტებით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ----------–-ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. (მოწმეების ი-–-----–-----–-ას, მ----------–-ას, მ--–-----–----------–---–ის, კ--------–-–-------ის, ი-----------–---–------------------–--- გამოკითხვის ოქმები; გაყიდული პროდუქციის ზეტები; პროდუქციის აღწერის დოკუმენტების გახსნისა და თავალიერების ოქმი; სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ფინანსურიექსპერტიზის N------ნ დასკვნა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა)

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო ორგანოებში გამოცხადებას და მის მიერ ზარალი ანაზღაურებული არ არის.

ბრალდებულმა არაერთხელ დადო პირობა სასამართლოს წინაშე, რომ დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებდა. სწორედ ამ მოტივით სასამართლომ რამოდენიმეჯერ გადადო საქმის განხილვა, თუმცა ბრალდებული აღარ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მას დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ვერც ადვოკატმა, ვერც პროკურორმა და ვერც სასამართლომ ვერ შეძლეს ბრალდებულთან დაკავშირება. ამ უკანასკნელმა უარი თქვა საბოლოო სიტყვის უფლებაზე და თავი აარიდა მართლმსაჯულების ორგანოში გამოცხადებას.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ბრალდების მხარის განმარტებით, მ----------–-ამ არაერთხელ დაიბარა დაზარალებული და შეპირდა ზიანის ანაზღაურებას, თუმცა შემდეგ, ყველა შემთხვევაში მოატყუა იგი და არც კი უცდია ზიანის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ----------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების უფლება.

მ----------–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

გაუქმდეს მ----------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

განაჩენი მსჯავრდებულ მ----------–-ას მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი დასწრების გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი