განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-----------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 სექტემბერი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ - დ-----------------
ბრალდებულ - მ------------------ მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------------------–------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, უმაღლესი განთლების მქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------ ფაქტოფრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ----------------- ბრალად ედება ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ნოემბრის თვეში, ქ.თბილისის--------------------- №18-ში მდებარე ვ--------------------- საცხოვრებელი სახლის სათავსოდან მ----------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ--------------------- კუთვნილ ტანსაცმელს. აღნიშნული ქმდების შედეგად ვ-------------------- მიადგა 1530,50 (ათას ხუთას ოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მინიშვნელოვანი მატერი--–---- ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ------------------ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
მ------------------ ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა (მოწმეების: კ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ამოღების ოქმები და სხვა) გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათში ასახული ფაქტები მართლაც ქმნიან მ------------------------ ბრალადშერაცხული დანაშაულის შემადგენლობას და მათი ერთობლიობა საკმარისია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, - მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მ------------------ მიმართ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენების შემთხვევაშიც; ამავე დროს, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, მ------------------ წარსულისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს მ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ მ------------------ ყოფაქცევაზე დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადი. 2. მ--------------- ამოღებული ტანსაცმელები - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე