განაჩენი

სისხლის სამართლის 17.08.2018
საქმის ნომერი
330100114676782
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/7----14 (0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------- ტ----–--ე,დაცვის მხარე:

ადვოკატები - ბ-----უ-–------, ი-----–- ბ----,ბრალდებული - ვ----– მ-------–---–ი, დაბადებული 19---–-–----------ს (პირადი #3----------), საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ---------–------------–--------------------------------------------–------------ში,ბრალდებული - დ----- გ--------ი, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.--–------------------------------------------------- და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------–------------–----------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2014 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ ,,ვ---------–---’ მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დროს ვ----– მ-------–---–მა და დ----- გ--------მა ჯგუფურად, დანების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მ-----– გ--------ეს, ხოლო კ------- ქ-------ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები.

 

ბრალდებულების კ------- ქ-------ასა და მ-----– გ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ სასამართლომ ვერ მიიღო ჩვენებები ვ----– მ-------–---–ისა და დ----- გ--------ისგან, რამდენადაც მათ საქმის სასამართლოში განხილვისას თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. დასკვნით სიტყვაში დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს ბრალდებულთა გამართლება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

დაზარალებულ მ-----– გ--------ის ჩვენებით: - კ------- ქ-------ამ უთხრა, რომ ვ----– მ-------–---–ს რომელმაც წარუმატებლად გაუკეთა ,,ტატუ’’ დასაბრუნებელი ჰქონდა თანხის დარჩენილი ნაწილი 50 ლარის ოდენობით. 2014 წლის 16 აგვისტოს, ვ---------–ის მეტროსთან, კ------- ქ-------ას გაჰყვა ბრალდებულთან შესახვედრად. ვ----– მ-------–---–ს თან ახლდა დ----- გ--------ი. თანხის დაბრუნებაზე მათ შორის საუბარმა მიიღო დაძაბული ხასიათი. ვ----– მ-------–---–მა კ------- ქ-------ას დაარტყა ხელი. მ-----– გ--------ე ჩაერთო ჩხუბში და წააქცია მ-------–---–ი, როცა მობრუნდა დაინახა, რომ ქ-------ას გ--------ი ეჩხუბებოდა. გაიწია მეგობრის დასახმარებლად, მაგრამ ვ----– მ-------–---–მა დანით ჯერ ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო შემობრუნებისას გულ-მკერდის არეში დაჭრა. მ-----– გ--------ემ ვ----– მ-------–---–ს სახის არეში გაარტყა ხელი და წააქცია, როდესაც გ--------ისკენ მიბრუნდა დაინახა, რომ ვ----– მ-------–---–მა ახლა კ--- ქ-------ას მიაყენა ჭრილობა სახის არეში დანით, ხოლო მას ორი ჭრილობა ფეხის არეში. იმავდროულად მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დ----- გ--------მაც.

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2014 წლის 20 აგვისტოს მ-----– გ--------ემ სამ წარდგენილ პიროვნებას შორის ამოიცნო დ----- გ--------ი, რომელმაც 2014 წლის 16 აგვისტოს მეტრო ,,ვ---------–თან“ მას და მეგობარ კ------- ქ-------ას დანით მიაყენა ჭრილობები.

დაზარალებულ კ------- ქ-------ას ჩვენებით, ვ----– მ-------–---–თან გაიკეთა ტატუირება რითაც უკმაყოფილო იყო. მანვე მოსთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, საიდანაც ნაწილი დაუბრუნა და დარჩენილი იყო 50 ლარი.

2014 წლის 16 აგვისტოს მეგობარ მ-----– გ--------ესთან ერთად ,,ვ---------–ის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ვ----– მ-------–---–ს და მისთვის უცნობ პიროვნებას რომელიც აღმოჩნდა დ----- გ--------ი. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა. ვ----– მ-------–---–მა მას ხელი დაარტყა. შეამჩნია, რომ გ--------ს ჯიბეში რაღაც საგანი ედო და მას ჩაეჭიდა, რომ არ მიეცა ჯიბიდან საგნის ამოღების საშუალება, თუმცა დ----- გ--------მა მაინც შეძლო დანის ამოღება და დანა ჯერ მ-----– გ--------ეს დაარტყა მუცლის არეში, ხოლო შემდეგ მას ზურგის არეში. ამავე ჩვენებით მან დაინახა, რომ მ-----– გ--------ე და ვ----– მ-------–---–ი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. კ------- ქ-------ას განმარტებით მიყენებული დაზიანებების გამო წაიყვანეს საავადმყოფოში და გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2014 წლის 22 აგვისტოს კ------- ქ-------ამ სამ წარდგენილ პიროვნებას შორის ამოიცნო დ----- გ--------ი, რომელმაც 2014 წლის 16 აგვისტოს მეტრო ,,ვ---------–თან“ მას და მ-----– გ--------ეს დანით მიაყენა ჭრილობები. კერძოდ, კ------- ქ-------ას დაარტყა დანა ზურგში, მ-----– გ--------ეს - მუცელში.

მოწმე გ------- დ--------ის ჩვენებით, 2014 წლის 16 აგვისტოს მეტროსადგურ ,,ვ---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- კ----------–-–---–თან ერთად სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ცნობიი გახდა, რომ დაჭრილი მოქალაქე იმყოფებოდა ,,ა-----ის’’ აფთიაქში. დაჭრილმა - მ-----– გ--------ე განუმარტა, რომ ის დანით გულმკერდისა და ზურგის არეში ,,ვ---------–---’ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა ვ----– მ-------–---–მა. პარალელურად ა-–---------- კ----------–-–---–მა აფთიაქის გარეთ შენიშნა მოქალაქე, რომელსაც შუბლსა და მარცხენა ხელზე ემჩნეოდა სისხლის კვალი და მიიყვანა აფთიაქთან, სადაც მ-----– გ--------ემ დაადასტურა, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც მას დანით დაზიანებები მიაყენა. აღნისნულის საფუძველზე დაკავებულ იქნა ვ----– მ-------–---–ი. პირადი ჩხრეკის დროს ბრალდებულისაგან კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. მ-----– გ--------ე და დაკავებული ვ----– მ-------–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადით გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკიტხულმა ა-–---------- კ----------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ მის მიერ იქნა შემჩნეული საეჭვო პიროვნება აფთიაქის კიბეებთან, რომელსაც შუბლზე და მარცხენა ხელზე სისხლი მოსდიოდა, რომელმაც უთხრა, რომ დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად. ამ დროს აფთიაქში მისი მეწყვილე ესაუბრებოდა დაჭრილ მ-----– გ--------ეს, რომელმაც მიუთითა, რომ მის მიერ შეჩერებულმა მოქალაქემ მიაყენა დაზიანებები. მათ მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის მეორე ბრიგადა, ხოლო თავად გ------- დ--------ესთან ერთად მოახდინა ვ----– მ-------–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა.

მოწმე ნ--- ფ-------ის ჩვენებით, 2014 წლის აგვისტოს თვეში იგი შეესწრო ,,ვ---------–ის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჩხუბს, რომელთაგან მხოლოდ ვ----– მ-------–---–ი დაამახსოვრდა ტატუირების გამო.

მოწმე ნ----- ც--–--ის ჩვენებით, ,,ვ---------–ის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ა-----ის’’ აფთიაქთან მუშაობს მაღაზიაში. 2014 წლის 16 აგვისტოს აფთიაქთან დაინახა პოლიციის თანამშრომლები, გამოვიდა გარეთ და ხალხისგან შეიტყო, რომ ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის დროს დაიჭრა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი აფთიაქში იყო შესული. პირადად მას არც ჩხუბში მონაწილენი და არც დაჭრილი პირები არ უნახავს და როგორც მისთვის ცნობილია ჩხუბის მიზეზი გახდა არასწორად დახატული ტატუ.

მოწმე ს-----–--ა მ-------–--ს ჩვენებით, მეტროს ცენტრალურ ჩასასვლელში ყიდის საეკლესიო ნივთებს. 2014 წლის 16 აგვისტოს, მისი ყურადღება მიიპყრო ხმაურმა და დაინახა, რომ ,,თ------------ის“ წინ ჩხუბობდა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, ურტყამდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით გაიგო, რომ ამ ჩხუბში დაჭრის ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დაჭრილი პირადად არ უნახავს.

მოწმე ლ--------–---–-- ჩვენებით, ექთნის დამხმარედ მუშაობდა 2014 წლის 16 აგვისტოს შპს ,,ნ--------------––-’’, სადაც მიმღებ განყოფილებაში მიიყვანეს კ------- ქ-------ა, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, თუ რა დაზიანებები ჰქონდა, კონკრეტულად მისთვის უცნობია. დაჭრილს მორიგე ექიმმა გაუწია პირველადი დახმარება, რის შემდეგ მან აღწერა პაციენტის ტანსაცმელი, რომელიც მასთან ინახებოდა.

კ------- ქ-------ას ტანსაცმლის დათვალიერების 2014 წლის 16 აგვისტოს ოქმის თანახმად, თბილისში კ--–-------------ის შპს ,,ნ--------------–-–-“ დათვალიერებული იქნა შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ზოლებით სპორტული ფეხსაცმელი adidas-ის ფირმის ერთი წყვილი; ერთი ცალი ყავისფერი შარვალი, ყავისფერი ქამრით, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ერთი ცალი შავი ფერის მაისური, რომლის წინა მხარე არის დახეული, ასევე მაისურს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ორი ცალი ნაცრისფერი ,,ნასკი“ თეთრი ზოლით, ერთი ცალი მუქი ლურჯი საცვალი, მოწითალო ფერის ლაქებით. ერთი ცალი შინდის ფერი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი ბილაინის სიმ ბარათი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გ------- ბ--------ე, რომლის ჩვენებით, მუშაობდა ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, სადაც 2014 წლის 16 აგვისტოს შესული შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით მეტროსადგურ ,,ვ---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოქალაქის იყო დაჭრილი, დაიწყო გამოძიება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ვ----– მ-------–---–ი, თუმცა ადგილზე შესაბამისი ოქმი არ შემდგარა, ვინაიდან დაკავებულს ჰქონდა დაზიანებები და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ვ----– მ-------–---–ი 14:45 საათზე, რის შემდეგ უშუალოდ მის მიერ იქნა შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც დამკავებელ პირებად შეიყვანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გ------- დ--------ე და ა-–---------- კ----------–-–---–ი, ვინც მოახდინა პირის ფაქტობრივი დაკავება, მათი მითითების საფუძველზე გაკეთდა ჩანაწერები ოქმში. შემდეგ დაიკითხა ბრალდებულის სახით ვ----– მ-------–---–ი, რომელიც გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

სისხლის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, 2014 წლის 15 სექტემბერს დ----- გ--------ისა და ვ----– მ-------–---–ისგან გამომძიებლისა და ექთან ე-–--- ქ--------–-–---–ის მონაწილეობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები.

მოწმე ი--------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ,,თ------------ის“ წინ მდებარე ჯიხურის და ,,ა-----ის’’ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა სისხლის ნიმუშები და ორი სხვადასხვა ზომის დანა; დაზარალებულებისგან ამიღო სისხლის ნიმუშები, დანიშნა კომპლექსური ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. დაკითხა დაზარალებული მ-----– გ--------ე საავადმყოფოში, მკურნალი ექიმის ზეპირი ნებართვით, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი.

2014 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, მეტროსადგურ ,,ვ---------–ის" ამოსასვლელთან, ,,თ------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გვერდით, ჯ-------ის ქუჩის მხრიდან, განლაგებულია აზარტული თამაშების ცენტრი ,,ლ--------ი’’, როგორც ,,თ----------ს“, ისე ,,ლ--------ს’’ აქვს გარე სათვალთვალო კამერები. ,,ლ--------ის’’ გვერდით არის კიბეები, რომლითაც ავდივართ ჯ-------ის ქუჩისკენ. ასასვლელთან მარჯვენა მხარეს, არის მიწიანი ტერიტორია, რომელიც ,,თ------------“ და ,,ლ--------ის’’ ტერიტორიასთან შედარებით არის შემაღლებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც არის დაბალი ბალახი, ,,ლ--------ის’’ მხრიდან, ამაღლებული ტერიტორიის დასაწყისიდან დაახლოებით 5 მეტრში არის (გდია) შავი ფერის სავარაუდოდ პლასტმასის ტარის მქონე დანა (ობიექტი 1), რომლის პირიც არის დაახლოებით 12 სმ, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ. დანიდან დაახლოებით 1,5 მეტრში, ბალახთან გდია შავი ფერის ტარის მქონე დანა (ობიექტი N 2), პირის სიგრძე არის დაახლოებით 8 სმ, რაც ასევე ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ. აღნიშნული მიწიანი ტერიტორიის მარჯვენა მხარეს, განლაგებულია პრესის ჯიხური. ჯიხურიდან მარცხენა მხარეს, ჯიხურიდან დაახლოებით ერთ მეტრში, ქვის ფილებზე არის მოწითალო ფერის სისსხლისმაგვარი ლაქა, რომლის ანაწმენდი ამოღებულ იქნა (ობ. 3) ექსპერტის მიერ. ჯიხურის კარის წინ არის ორი ცალი სისხლის მაგვარი ლაქა (ობიექტი 4, ობიექტი 5). კარის კედელთან, დაახლოებით 6 მეტრში, არის ქვის ფილაზე სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ანაწმენდის სახით ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ (ობიექტი 6). აღნიშნული ტერიტორიიდან დაახლოებით 30 მერტში, მოედანზე, ,,აჭარა ფეის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვის ფილების საფეხურებთან გდია ლურჯი ფერის ტილოს ნაჭერი (ობიექტი 7), რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ნაჭერი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. ტერიტორიიდან ჯ-------ის ქუჩით ავდივართ ვ---------–ი 3-ის მიმართულებით, სადაც მარცხენა მხარეს, გზიდან დაახლოებით 25-30 მეტრში, გზის შუა ნაწილში განლაგებულია ორსართულიანი შენობა, სადაც არის „ა-----ის“ აფთიაქი, რომელსაც აქვს გარე სათვალთვალო კამერები. ,,ა-----–-“ ავდივართ კიბის საფეხურებით, საფეხურების წინ ასფალტზე არის მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ადგილი (ასფალტი) იქნა ამოტეხილი და ამოღებული ექსპერტის მიერ (ობიექტი N8). აფთიაქის ასასვლელი კიბის პირველ საფეხურზე არის მოწითალო ფერის ლაქა, რაც ანაწმენდის სახით ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ (ობიექტი N9). ა-----–- შევდივართ რკინის კარების გავლით. ავერში მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის ვიტრინები, სადაც ალაგია გასაყიდი ნივთები. ოთახის შუა ნაწილში ფილებზე მკრთალად ეტყობა მოწითალო ფერის წერტილები, რაც ანაწმენდის სახით ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ (ობიექტიN10). აფთიაქის მისამართია ქ.თბილისი, ჯ-------ის ქუჩა N2. ა-----ის მარცხენა მხარეს განლაგებულია ,,ევროპაბეთის“ ტოტალიზატორი, რომელსაც გარედან აქვს გარე სათვალათვალო კამერები.

,,თ----------იდან“ ამოღებული კამერის 2014 წლის 3 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ბანკის შესასვლელში დამონტაჟებული გარე პარამეტრის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 2014 წლის 16 აგვისტოს ჩანაწერი 12:30 სთ-დან.

ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ სს ,,თ------------“ დამონტაჟებული აქვს გარე პერიმეტრის 2 ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, შესაბამისად N1 და გარე ხედვის კამერა.

N1 ვიდეო კამერა მოიცავს პერიმეტრს სს ,,თ------------“ შიდა დარბაზს და შესასვლელი კარების წინ მდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ კამერაზე დაფიქსირებულია თარიღი 08/16/2014 და მის გვერდით ელექტრონული საათი. ამოღებული ჩანაწერი იწყება 12:31:17 საათზე ჩანაწერის გაშვებისას ჩანს, რომ ბანკის დარბაზში დგას ხალხი, კარს მიღმა ქუჩაში მოძრაობს მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩანაწერზე გამოსახული დროის მიხედვით 12:31:23 საათზე ჩანს, რომ ბანკის შესასვლელი კარის წინ დგას ოთხი მოქალაქე, რომელთაგან ერთს აცვია ცისფერი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური და საუბრობენ ერთმანეთში. უცბად ამ ოთხ მოქალაქეს შორის იწყება ჩხუბი და გადიან კამერის მხედველობის დაფარვის ზონიდან. 12:31:56 საათზე ჩანაწერი მთავრდება. კამერა ქუჩიდან მოშორებითაა დამონტაჟებული, ამიტომ ქუჩაში მოჩხუბარი სახეების გარჩევა შეუძლებელია.

გარე ხედვის ვიდეო კამერის მხედველობის არე მოიცავს პერიმეტრს სს ,,თ------------“ შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს არსებულ ბანკომატთან და მის მიმდებარე მცირე ტერიტორიას. ამოღებულ ჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 06/16/2014 და მის გვერდით ელექტრონული საათი. ჩანაწერი იწყება 12:30:28 საათზე და მასზე ჩანს თუ როგორ მოძრაობს მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით. 12:31:25 საათზე, ჩანაწერზე, მონიტორის მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩნდებიან მოჩხუბრები: ვ----– მ-------–---–ი, დ----- გ--------ი, მ-----– გ--------ე და კ--- ქ-------ა. ხელჩართულ ჩხუბში მ-----– გ--------ე ვ----– მ-------–---–ს, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს დანა, აგდებს მიწაზე, მაგრამ მ-------–---–ი ისევ დგება და ერთვება ჩხუბში. დ----- გ--------ი ეჩხუბება კ------- ქ-------ას და ამ მომენტში კადრში ჩანს, რომ დ----- გ--------ს შარვლის საქამრის უკანა მარჯვენა ჯიბეში უდევს დანა. ჩხუბის მომენტში აღნიშნული პირები გადიან კამერის მხედველობის არიდან და ისევ შემოდიან. 12:31:43 საათზე კადრში ჩანს, რომ ვ----– მ-------–---–ს მარჯვენა ხელში უჭირავს დანა და მისდევს მ-----– გ--------ეს, რომელიც გარბის ზემოთ, გასართობ ცენტრ “L---------ის“ წინ ამავალ კიბეებზე. 12:31:46 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

შპს გასართობ ცენტრ ,,L---------იდან“ ამოღებული კამერის 2014 წლის 16 აგვისტოს დათვალიერების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა მისი შესასვლელი კარის თავზე დამონტაჟებული გარე პერიმეტრის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ორი კამერის - N1 და N2, 2014 წლის 16 აგვისტოს 12:30 სთ-დან 12:40 სთ-მდე პერიოდის ჩანაწერი. რომლის დათვალიერებით დადგენილია - N1 ვიდეო კამერა მოიცავს პერიმეტრს შპს გასართობ ცენტრ „L---------ის“ შესასვლელ კარებს, მის წინ ამავალ კიბეებს მთლიანად და ზემოთ, სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერებამდე. ამოღებულ ჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 2000-01-13 და დრო 05:02:15. ჩანაწერის გაშვებისას მასზე ჩანს თუ როგორ მოძრაობს მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩანაწერზე გამოსახული დროის მიხედვით, 05:03:45 საათზე ჩანს, რომ კიბეზე მოძრავი ხალხი ჩერდება და იყურება სს „თ------------“ ფილიალის მიმართულებით და აკვირდება იქ მიმდინარე მოვლენებს. 05:03:55 საათზე კადრში ხვდება თეთრ პერანგში და მუქ შარვალში ჩაცმული მ-----– გ--------ე, რომელსაც თეთრ პერანგზე მოუჩანს სისხლმდენი ჭრილობები, იგი იყურება უკან და თან არბის კიბეებზე მაღლა, მას ფეხდაფეხ მისდევს ცისფერ მოკლემკლავიან მაისურსა და ღია ლურჯი ჯინსის შორტებში გამოწყობილი ვ----– მ-------–---–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს დანა. კიბის თავზე არბენისას მ-----– გ--------ე იკარგება მხედველობიდან, ვ----– მ-------–---–ი ტრიალდება უკან და ჩერდება. მარჯვენა ხელში ნაქონ დანას მოისვრის გასართობი ცენტრი ,,L--------IS-ის“ წინ მდებარე მინდორზე, თვითონ კი აპირებს კიბეებზე ჩამოსვლას, მაგრამ მაშინვე ჩერდება, ტრიალდება და ისევ ზევით გარბის, რა დროსაც გადის კადრს მიღმა. კადრში ჩანს, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია ნ--- ფ-------ე, რომელიც თვითმხილველია ამ სიტუაციის. აღნიშნულ ჩანაწერში ჩხუბის მონაწილეები აღარ ჩნდებიან.

N2 ვიდეო კამერა მოიცავს პერიმეტრს შპს გასართობ ცენტრ „l---------ის“ შესასვლელ კარებს, ქვევით სს „თ------------“ ფილიალის წინ მდებარე მონაკვეთს და გზას მეტროსადგურ „ვ---------–ის“ მიწისქვეშა ჩასასვლელამდე, ამოღებულ ჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 2014-08-16 და დრო 12:30:28, რაც შეესაბამება რეალურ დროს და თარიღს. ჩანაწერის გაშვებისას მასზე ჩანს თუ როგორ მოძრაობს მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩანაწერზე ჩანს რომ სს „თ------------“ ფილიალის წინ მდებარე მონაკვეთზე დგას ოთხი პიროვნება - კ------- ქ-------ა, მ-----– გ--------ე, ვ----– მ-------–---–ი და დ----- გ--------ი. ისინი კამათობენ ერთმანეთში. ჯერ დ----- გ--------ი ეკამათება კ------- ქ-------ას და მ-----– გ--------ეს, ვ----– მ-------–---–ი კი მარჯვენა გვერდიდან იქვე დგას. 12:30:45 საათზე კ------- ქ-------ა და მ-----– გ--------ე აპირებენ წასვლას და მიდიან მეტროს ჩასასვლელის მიმართულებით, მაგრამ დ----- გ--------ი მათ აჩერებს ლაპარაკით, 12:31:40 საათზე კამათში ერთვება ვ----– მ-------–---–ი, რომელიც მანამდე იქვე გვერდიდან უსმენდა მათ ლაპარაკს, დ----- გ--------ს ხელით სწევს უკან და თვითონ იწყებს ლაპარაკს. 12:32:02 საათზე ვ----– მ-------–---–ი მარჯვენა ხელს სახეში ურტყამს კ------- ქ-------ას და ამ ოთხეულს შორის იწყება ხელჩართული ჩხუბი. ვ----– მ-------–---–ი ეჩხუბება მ-----– გ--------ეს, რომელიც აგდებს მას მიწაზე, დ----- გ--------ი და კ------- ქ-------ა კი ერთმანეთში ჩხუბობენ. ფეხზე წამომდგარი ვ----– მ-------–---–ი შარვლის საქამრის წინა მხრიდან იღებს დანას, მივარდება მ-----– გ--------ეს და მარცხენა მხრიდან მას ზურგში ურტყამს დანას. მ-----– გ--------ე კვლავ ხელს ურტყამს ვ----– მ-------–---–ს და მიწაზე აგდებს მას, დანარჩენები აგრძელებენ ჩხუბს. ფეხზე წამომდგარი ვ----– მ-------–---–ი დანას სახის არეში ურტყამს კ------- ქ-------ას, რომელიც მაშინვე სახეზე აიფარებს ხელს და ჩერდება, ვ----– მ-------–---–ი და დ----- გ--------ი კი ეჩხუბებიან მ-----– გ--------ეს. ამ მომენტში,12:32:23 საათზე, დ----- გ--------ი თავისი შარვლის უკანა მარჯვენა მხარეს საქამრედან იღებს დანას და მუცელში ურტყამს მ-----– გ--------ეს, ეს უკანასკნელი, რომელსაც მუცელზეც და ზურგზეც აქვს სისხლმდენი ჭრილობები, რომლებიც კარგად მოსჩანს მისი თეთრი ფერის პერანგის ფონზე, უკან იხევს და გარბის ზემოთ კიბეებზე. მას უკან მისდევს ვ----– მ-------–---–ი, რომელსაც დანა უჭირავს მარჯვენა ხელში. ამავდროულად კ------- ქ-------ა გარბის სს „თ------------“ მოპირდაპირე მხარეს და მას უკან მისდევს დ----- გ--------ი, რომელსაც დანა უჭირავს მარჯვენა ხელში. ერთ წამში ყველანი გადიან კამერის დაფარვის ზონიდან. კადრში ჩანს, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- ფ-------ე, რომელიც თვითმხილველია ამ სიტუაციის. აღნიშნულ ჩანაწერში ჩხუბის მონაწილეები აღარ ჩნდებიან.

2014 წლის 16 აგვისტოს ვ----– მ-------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებულის სახით დაკითხვის დამთავრების შემდეგ ბრალდებულმა ვ----– მ-------–---–მა გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა თავისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2014 წლის 16 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის დროს როცა დაჭრა კ------- ქ-------ა და მ-----– გ--------ე. კერძოდ, წარდგენილი იქნა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შორტი, რომელსაც შიგნითა მხრიდან წელის არეში აქვს ,,ბირკა“ უცხოენოვანი წარწერით ,,loomyx”, შორტებს წინა და უკანა მხარეს აქვს ნაცვეთები და ამოგლეჯილი ადგილები. ასევე, წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, ასევე, წარდგენილი იქნა ცისფერი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, წინა მხარეს აქვს გემის ნახატით და წარწერით ,,ECE OF PIRATES”, მაისურს წინ, უკან და გვერდებზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობისა და რელევანტურობის დადასტურების მიზნით მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გ------- ფ-----–---–ი, რომლის ჩვენებით, ვ----– მ-------–---–ისა და დ----- გ--------ის ბრალდების საქმეზე მის მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და სასამართლოს განუმარტა, რომ მის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ,,თი ბ--------------“ და ,,ლ------------“ ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერები, დაკითხულ იქნენ ბრალდებულები, დათვალიერდა ვ----– მ-------–---–ის ტანსაცმელი, აღებული იქნა სისხლის ნიმუშები; ასევე, მ-----– გ--------ის მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე, მასთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც მ-----– გ--------ემ ამოიცნო დ----- ბაგარაევი და მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს სწორედ აღნიშნულმა პირმა მიაყენა მას და კ------- ქ-------ას დაზიანებები. დ----- გ--------ი ამოიცნო კ------- ქ-------ამაც.

ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 20 აგვისტოს აგვისტოს, ინგიროყვას სახელობის საავადმყოფოში მოხდა მ-----– გ--------ის მიერ წარდგენილი ტანსაცმლის დათვალიერება, რომელიც მას ეცვა 2014 წლის 16 აგვისტოს, როდესაც მიაყენეს სხეულის დაზიანება. წარადგინა თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის პატარა წარწერებით. მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტრუსი, თეთრი ფერის ზოლებით და შავი ფერის წინდები (2ც). შარვალს და პერანგს ვიზუალურად აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

მოწმე ირ---–---------ის ჩვენებით არის ქირურგი. 2014 წლის 16 აგვისტოსთვის მუშაობდა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში. იმავე დღეს კლინიკაში მიყვანილ იქნა მ-----– გ--------ე, რომელსაც მიყენებული ჰქონდა ხუთი ჭრილობა, მუცლის, გულმკერდის, ბარძაყის წინა მიდამოში და წელის არეში, სისხლმდენი, შემავალი მუცლის ღრუში. მას გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია, რის შემდეგ პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციაში. საავადმყოფოდან გაწერილი იქნა 2014 წლის 25 აგვისტოს. მიყენებული ჭრილობებიდან სიცოცხლისათვის საშიში იყო ორი ჭრილობა - ჭრილობა, რომელიც მიყენებული იყო გულ-მკერდის არეში და დააზიანა ღვიძლი, ასევე, - ჭრილობა ზურგის მიდამოში, რასაც შეეძლო რამდენიმე საათში გამოეწვია სასიკვდილო შედეგი. სიცოცხლისათვის საშიში იყო, ასევე, ჭრილობა ჭიპის ზედა მხარეს, საიდანაც ჩანდა მუცლის ღრუდან გამომავალი ბადე ქონი და იყო ღრმა დაზიანება. ოპერაცია ჩაუტარდა გაუტკივარებით, ე.წ. ,,ნარკოზის’’ მეშვეობით, თუმცა ისეთი პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის ცნობიერებაზე და აღქმადობაზე, ოპერაციის დროს არც გამოიყენება და ასეთი პრეპარატი არ ყოფილა გამოყენებული არც მ-----– გ--------ის შემთხვევაში. მ-----– გ--------ესთან საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა ჩატარდა თავად პაციენტის თანხმობითა და ექიმის ნებართვით, რა დროსაც მ-----– გ--------ის აღქმადობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ექიმი ნებართვას არ გასცემდა.

კ------- ქ-------ას ტანსაცმლის დათვალიერების 2014 წლის 16 აგვისტოს ოქმის თანახმად, ქ.თბილისში კრ–--------------–--------------------–-–ი“ დათვალიერებული იქნა შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ზოლებით სპორტული ფეხსაცმელი ,,adidas-ის“ ფირმის ერთი წყვილი; ერთი ცალი ყავისფერი შარვალი, ყავისფერი ქამრით, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ერთი ცალი შავი ფერის მაისური, რომლის წინა მხარე არის დახეული, ასევე, მაისურს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ორი ცალი ნაცრისფერი ,,ნასკი“ თეთრი ზოლით, ერთი ცალი მუქი ლურჯი საცვალი მოწითალო ფერის ლაქებით. ერთი ცალი შინდის ფერი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ბილაინის სიმ ბარათი.

ასევე, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ მისცა სასამართლოს ჩვენება ი----- ქ-------ამ, რომლის თანახმად, დათვალიერებულ იქნა კ------- ქ-------ას ტანსაცმელი, რის შემდეგაც ამოიღო აღნიშნული; ასევე, მის მიერ მოწმის სახით დაიკითხა კ------- ქ-------ა, საავადმყოფოს მიმღების მკურნალი ექიმი და ექთნის დამხმარე.

ბიოლოგიური ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, მ-----– გ--------ის სისხლი მიეკუთვნება Αβ/II/ ჯგუფს. ვ----– მ-------–---–ის სისხლი მიეკუთვნება Αβ/II/ ჯგუფს. დ----- გ--------ის სისხლი მიეკუთვნება 0αβ /I/ ჯგუფს, კ------- ქ-------ას სისხლის ნიმუში არ იყო წარმოდგენილი და არ გამოკვლეულა. მ-----– გ--------ის პერანგზე, შარვალზე და ტრუსზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ /II/ ჯგუფს, წინდებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. კ------- ქ-------ას მაისურზე, შარვალზე, ბენდენაზე, ტრუსზე და ბოტასებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0α β/I/ ჯგუფს. წინდებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ვ----– მ-------–---–ის მაისურზე და შორტზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ /II/ ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საწმენდ ტილოზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს. ოთხ ანაწმენდზე (ობიექტი№ 1,2,3,4) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი,რომელიც მიეკუთვნება 0αβ /I/ ჯგუფს; ორ ანაწმენდზე (ობიექტი №6,7) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ/II/ ჯგუფს; ასფალტის ნატეხებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ/II/ ჯგუფს. ერთ დანაზე (№2) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ /II/ ჯგუფს; ერთ დანაზე (№1) სისხლი არ აღმოჩნდა; ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–-------- სრულად დაადასტურა გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის სისწორე.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი კ------- ქ-------ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გაჭრის და ჩაჭრის სახით წარმოქმნილია, რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ან მისდაგვარი ხელსაწყოს გამოყენებით. აღნიშნული დაზიანებები შესაძლებელია წარმოქმნილიყო გახდის პროცესში. კ------- ქ-------ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის და ქსოვილის ნაწილის განცალკევება წარმოქმნილია ფიზკური ძალის ზემოქმედების შედეგად. კ------- ქ-------ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0---------ში მითითებულ კ------- ქ-------ას სხეულზე არსებულ დაზიანებას. კ------- ქ-------ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანების ზომა და ადგილმდებარეობა აღწერილია დასკვნის კვლევით ნაწილში. კ------- ქ-------ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება შესაძლებელია მიყენებულიყო წარმოდგენილი რომელიმე დანით, ან სხვა დანით, რომლის პირის ერთ-ერთი მონაკვეთი შეადგენს დაახლოებით 20მმ-ს. კ------- ქ-------ას შარვლის, თავისივე ლითონის ბალთიანი ქამრის, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმლის, ერთი წყვილი წინდის, ე.წ ბენდენას და ქვედა საცვალი ტრუსის ზედაპირზე, რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. გამოკვლევაზე წარდგენილი ვ----– მ-------–---–ის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე, რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. ვ----– მ-------–---–ს შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ფასონურია და წარმოქმნილია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად. გამოკვლევაზე წარმოდგენილი მ-----– გ--------ის მოკლესახელოებიანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავიანთი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა N0---------ში მითითებულ მ-----– გ--------ეს სხეულზე არსებულ დაზიანებებს. მ-----– გ--------ის მოკლესახელოებიანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები შესაძლებელია მიყენებულიყო წარმოდგენილი რომელიმე დანით, ან სხვა დანით, რომლის პირის ერთერთი მონაკვეთი შეადგენს დაახლოებით 20მმ-ს. მ-----– გ--------ეს მოკლესახელოებიანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებების ზომები და მათი ადგილმდებარეობები აღწერილია დასკვნის კვლევით ნაწილში. მ-----– გ--------ის ქვედა საცვალი-ტრუსის და ერთი წყვილი წინდის ზედაპირზე, რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება.

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–------------.

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად შ.პ.ს ,,ნ--------------–---“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ქსეროასლის ჩანაწერებიდან მოქ. კ------- ქ-------ა მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 16.08.14წ-18.08.14წ დადგენილი აქვს დიაგნოზი: ნაფლეთოვანი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში, გულმკერდის უკანა კედლის ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით ქვედა ტუჩზე აღინიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა. გულმკერდის უკანა კედლი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია,სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. ქვედა ტუჩის მიდამოში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად ამის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.

სამედიცინო ექპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, კ------- ქ-------ას სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (13.11.2014წ 14:00 სთ) აღენიშნებოდა შედარებით სწორნაპირებიანი ნაწიბურები სახის არეში-პირის მიდამოში მარცხნივ, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამავე მიდამოებში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს. აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება, იწვევს სახის მცირე ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას. ხანდაზმულობით არსებული ნაწიბურები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ დროს 2014 წლის 16 აგვისტოს. კ------- ქ-------ას სახეზე მარჯვნივ პირის მიდამოში (ქვედა ტუჩის არესთან) და მარჯვნივ ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა თითო ნაწიბური, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვლებს. მათი მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წაშლილია ნაწიბურების მორფოლოგიური სურათი. აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება. ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია ვინაიდან გასულია 1,5 წელზე მეტი დრო.

მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–-ა სრულად დაადასტურა მის მიერ გამოკვლევის შედეგად გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მ-----– გ--------ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 16.08.14 წ-დან 25.08.14 მდე. სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით, მ-----– გ--------ეს აღენიშნება დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მიდამოში მარჯვნივ, ლავიწშუა (მედიოკლავიკულარულ) ხაზზე, მე-6 -მე-7 ნეკნების დონეზე, შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის დაზიანებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მიდამოში მარჯვნივ (თეთრი ხაზის პარალელურად), შემავალი მუცლის ღრუში დიდი ბადექონის და მლივი ნაწლავის დაზიანებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები ორივე ბარძაყის ქვედა მესამედში. წინა ზედაპირზე; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა წელის არეში მარცხნივ ხერხემლის გვერდით ხაზზე (პარავერტებრალურად) რეტროპერიტონეალური ჰემატომა. დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მიდამოში მარჯვნივ, ლავიწშუა (მედიოკლავიკულარულ) ხაზზე VI-VII ნეკნების დონეზე და მუცლის მიდამოში მარჯვნივ მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს; ხოლო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები ორივე ბარძაყის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე და წელის არეში მარცხნივ, ხერხემლის გვერდით ხაზზე (პარავერტებრალურად) მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 16.08.2104-ს.

ხსენებულ დასკვნასთან მიმართებით სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი სოფიკო ბელქანია, რომელმაც სრულად დაადასტურა მის მიერ გამოკვლევის შედეგად გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიიჩნია, რომ ვ----– მ-------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ჯგუფურად და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

დ----- გ--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ჯგუფურად და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

სასჯელის დასაბუთება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას. ასევე, ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

ვ----– მ-------–---–სა და დ----- გ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არ გააჩნიათ, ორივე მათგანს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას.

ამასთან, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ა-–---------- მ-------–---–ის პიროვნებას, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში მსჯავრდებული იქნა 2016 წლის 19 სექტემბერს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ----– მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ----– მ-------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ვ----– მ-------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

ვ----– მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 13 მაისის ჩათვლით პერიოდი;

დ----- გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა

8(რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ----- გ--------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

დ----- გ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

დ----- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 13 მაისის ჩათვლით პერიოდი;

ნივთიერი მტკიცებულებები: - მობილური ტელეფონი, კ------- ქ-------ას და მ-----– გ--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; სამი ცალი CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო დანა, სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/