განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002398978
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/99-2018 წ
03 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი დ-------------–---–ი
დაცვის მხარე - ადვოკატი მ--–-----------ე
ბრალდებული - რ----–-----–----ე (დაბადებული 1----–-–------------------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, ს-–----–ო განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–ა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - ი----------------ე (დაბადებული 1----–-–-------------ოს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, უ-----–--ი განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჯ----- და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–ა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რ----–-----–----ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში მდებარე ლ---------–----ეს საცხოვრებელ სახლში, რ----–-----–----ემ პირადი უთანხმოების საფუძველზე, ი----------------ესთან ერთად, ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენჯერმე დარტყმით ცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ი-–-------–----ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ---------–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ საღამო იყო, როდესაც მათთან სახლში შევიდნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე, რომლებმაც დაიწყეს გინება. ი----------------ემ დაუწყო ცემა მის შვილს ი-–-------–----ეს, შემდეგ რ----–-----–----ემაც და ი----------------ემაც მიაყენა მის შვილს შეურაცხყოფა, ორივე სცემდა, თავი მიარტყმევინეს კედელზე და სისხლი წამოუვიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ი----------------ე მივიდა მის სახლში გინებით, მასთან ერთად იყო რ----–-----–----ე, იყვნენ ნასვამები და აგრესიულები. ორივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, თეფში გადააგდებინა და თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც თავიდან გამოუვიდა სისხლი და ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის მეუღლის ც----------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ საღამოს მათ სახლში მივიდნენ რ----–-----–----ე და ი-–--------------ე, ორივე იყო ნასვამი და დაიწყეს ლანძღვა-გინება და გადავიდნენ ჩხუბში. ი----------------ემ დაუწყო მის ქმარს ცემა, უბიძგა და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც თავი მიარტყა უკან კედელზე და გატეხილი ჰქონდა, რ----–-----–----ემაც ჰკრა ხელი ერთი-ორჯერ მის ქმარს.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის შვილის ნ--------–----ის ჩვენებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში იყო მეზობლებს შორის ჩხუბი, რის გამოც დაიწყო გამოძიება და გავიდა ადგილზე, სადაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ჩხუბი დასრულებული იყო, ადგილზე დახვდა ლ---ა და ი-–-------–----ე, რძალი ც----------–--ე და ბავშვი ნ--------–----ე, რის შემდეგაც გამოკითხა მოწმეები და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
2018 წლის 02 მარტის 112-იდან მიღებული შეტყობინებით დადგენი-–--, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში მეზობლებს შორის არის ჩხუბი.
შეტყობინება და მისი შინაარსი დაადასტურეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დ----------–--–--ემ და ი-----–---------------მ გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.
2018 წლის 03 მარტის მოწმე მ-----------–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენი-–--, რომ მათი ნათესავი ი-–-------–----ე ცუდად მოიხსენიებდა მათ ნათესავებს, რის გამოც შეიკრიბნენ ბიძაშვილები და გადაწყვიტეს დალაპარაკებოდნენ ი-–-------–----ეს. მის მოსაყვანად ი-–--ს სახლში წავიდნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რის გამოც წავიდნენ იქით და ადგილზე დახვდათ უკონტროლო სიტუაცია, იქ იყვნენ ი-–--ს დედა და მეუღლე, რომლებიც ყვიროდნენ, ხოლო ეზოში იყვნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე.
ანალოგიური იქნა დადგენილი 2018 წლის 03 მარტის მოწმე დ----------–----ის, ს---–--------–----ის, ი-----–------------ის, გ---–----------–----ის, რ----------–----ის, ნ------–-----ის, ბ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც დათვალიერდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში ლ---------–----ის საცხოვრებელი სახლი - დადგენილია, რომ მისაღებ ოთახში შეინიშნება არეულობა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ი-–-------–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა ბრალდებული ი----------------ე, რომელმაც არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ი-–-------–----ისთვის რაიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----–-----–----ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რ----–-----–----ემ ცემა ი-–-------–----ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი----------------ემ დაუწყო ცემა მის შვილს ი-–-------–----ეს, შემდეგ რ----–-----–----ემაც და ი----------------ემაც მიაყენა მის შვილს შეურაცხყოფა, ორივე სცემდა, თავი მიარტყმევინეს კედელზე და სისხლი წამოუვიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი----------------ემ და რ----–-----–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს და თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც თავიდან გამოუვიდა სისხლი და ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის მეუღლის ც----------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ი----------------ემ დაუწყო მის ქმარს ცემა, უბიძგა და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც თავი მიარტყა უკან კედელზე და გატეხილი ჰქონდა, რ----–-----–----ემაც ჰკრა ხელი ერთი-ორჯერ მის ქმარს.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის შვილის ნ--------–----ის ჩვენებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში იყო მეზობლებს შორის ჩხუბი.
2018 წლის 02 მარტის 112-იდან მიღებული შეტყობინებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში მეზობლებს შორის არის ჩხუბი.
შეტყობინება და მისი შინაარსი დაადასტურეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დ----------–--–--ემ და ი-----–---------------მ გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.
2018 წლის 03 მარტის მოწმე მ-----------–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ მათი ნათესავი ი-–-------–----ე ცუდად მოიხსენიებდა მათ ნათესავებს, რის გამოც შეიკრიბნენ ბიძაშვილები და გადაწყვიტეს დალაპარაკებოდნენ ი-–-------–----ეს. მის მოსაყვანად ი-–--ს სახლში წავიდნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რის გამოც წავიდნენ იქით და ადგილზე დახვდათ უკონტროლო სიტუაცია, იქ იყვნენ ი-–--ს დედა და მეუღლე, რომლებიც ყვიროდნენ, ხოლო ეზოში იყვნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე.
ანალოგიური იქნა დადგენილი 2018 წლის 03 მარტის მოწმე დ----------–----ის, ს---–--------–----ის, ი-----–------------ის, გ---–----------–----ის, რ----------–----ის, ნ------–-----ის, ბ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ი-–-------–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა ბრალდებული ი----------------ე, რომელმაც არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რაიმე ფიზიკური დაზიანება ი-–-------–----ისთვის არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----–-----–----ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რ----–-----–----ემ ი----------------ესთან ერთად, ჯგუფურად, ცემა ი-–-------–----ე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა რ----–-----–----ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ი----------------ესთან ერთად ჯგუფურად, ი-–-------–----ის ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ი----------------ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში მდებარე ლ---------–----ის საცხოვრებელ სახლში, ი----------------ემ, რ----–-----–----ესთან ერთად პირადი უთანხმოების საფუძველზე ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენჯერმე დარტყმით ცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ლ---------–----ეს და ი-–-------–----ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ საღამო იყო, როდესაც მათთან სახლში შევიდნენ ი----------------ე და რ----–-----–----ე, რომლებმაც დაიწყეს გინება. ი----------------ემ დაუწყო ცემა მის შვილს ი-–-------–----ეს, შემდეგ რ----–-----–----ემაც და ი----------------ემაც მიაყენა მის შვილს შეურაცხყოფა, ორივე სცემდა, თავი მიარტყმევინეს კედელზე და სისხლი წამოუვიდა. რ----–-----–----ეს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ი----------------ემ დაარტყა, მოუქნია 3-4-ჯერ, თმებში წვდა, იგინებოდა, არ იცოდა რას აკეთებდა, ძირს წააქციეს, ეტკინა და დაიწყო კივილი და ტირილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი----------------ე მივიდა მის სახლში გინებით, მასთან ერთად იყო რ----–-----–----ე, იყვნენ ნასვამები და აგრესიულები. ორივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, თეფში გადააგდებინა და თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც თავიდან გამოუვიდა სისხლი და ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის მეუღლის ც----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საღამოს მათ სახლში მივიდნენ რ----–------–----ე და ი-–--------------ე, ორივე იყო ნასვამი და დაიწყეს ლანძღვა-გინება და გადავიდნენ ჩხუბში. ი----------------ემ დაუწყო მის ქმარს ცემა, უბიძგა და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც თავი მიარტყა უკან კედელზე და გატეხილი ჰქონდა, რ----–-----–----ემაც ჰკრა ხელი ერთი-ორჯერ მის ქმარს. ამ დროს გამოვიდა მისი დედამთილი გასაშველებლად, რომელსაც ხელი ჰკრა ი----------------ემ და ისიც წააქცია, თმებში წვდა, სცემდა და თან აგინებდა უწმაწური სიტყვებით. რ----–-----–----ეს ხელი არ დაუკარებია დედამთილზე.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის შვილის ნ--------–----ის ჩვენებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში იყო მეზობლებს შორის ჩხუბი.
2018 წლის 02 მარტის 112-იდან მიღებული შეტყობინებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში მეზობლებს შორის არის ჩხუბი.
შეტყობინება და მისი შინაარსი დაადასტურეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დ----------–--–--ემ და ი-----–---------------მ გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.
2018 წლის 03 მარტის მოწმე მ-----------–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ მათი ნათესავი ი-–-------–----ე ცუდად მოიხსენიებდა მათ ნათესავებს, რის გამოც შეიკრიბნენ ბიძაშვილები და გადაწყვიტეს დალაპარაკებოდნენ ი-–-------–----ეს. მის მოსაყვანად ი-–--ს სახლში წავიდნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რის გამოც წავიდნენ იქით და ადგილზე დახვდათ უკონტროლო სიტუაცია, იქ იყვნენ ი-–--ს დედა და მეუღლე, რომლებიც ყვიროდნენ, ხოლო ეზოში იყვნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე.
ანალოგიური იქნა დადგენილი 2018 წლის 03 მარტის მოწმე დ----------–----ის, ს---–--------–----ის, ი-----–------------ის, გ---–----------–----ის, რ----------–----ის, ნ------–-----ის, ბ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც დათვალიერდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში ლ---------–----ის საცხოვრებელი სახლი - დადგენილია, რომ მისაღებს ოთახში შეინიშნება არეულობა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ი-–-------–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ლ---------–----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა ბრალდებული ი----------------ე, რომელმაც არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ი-–-------–----ე ხშირად სვამს და ნათესავებზე ცუდად ლაპარაკობს, რის გამოც სულ ჰქონდათ კამათი. ბოლოს მივიდნენ მასთან სახლში და უთხრეს წაყოლოდა დასალაპარაკებლად. დედამისმა და მისმა ცოლმა, რომ გაიგეს რაშიც იყო საქმე ალბათ იფიქრეს ნათესავები გალახავენო და დედამისმა ატეხა წივილი წადით თავი გაანებეთო, ტყუილებს აბრალებენო, მისმა ცოლმაც გადით გაეთრიეთო, მათ კივილზე მივიდნენ ხალხი, მათ შორის მ-----ა, რომელსაც ი-–--ს დედამ უთხრა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი და დარტყა ჯოხი, მ-----ა გაითიშა, რაზეც ალბათ იფიქრა მოვკალიო და დაუძახა მის რძალს პოლიციაში დარეკეო. მათი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. რ----–-----–----ე გაჩერებული იყო. მათი იქ მისვლის მიზანი იყო, რომ ჭკუა ესწავლებინათ და გაეფრთხილებინათ. რაიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----–-----–----ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ი----------------ემ ცემა ი-–-------–----ე და ლ---------–----ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ---------–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ საღამო იყო, როდესაც მათთან სახლში შევიდნენ ი----------------ე და რ----–-----–----ე, რომლებმაც დაიწყეს გინება. ი----------------ემ დაუწყო ცემა მის შვილს ი-–-------–----ეს, შემდეგ რ----–-----–----ემაც და ი----------------ემაც მიაყენა მის შვილს შეურაცხყოფა, ორივე სცემდა, თავი მიარტყმევინეს კედელზე და სისხლი წამოუვიდა. რ----–-----–----ეს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ი----------------ემ დაარტყა, მოუქნია 3-4-ჯერ, თმებში წვდა, იგინებოდა, არ იცოდა რას აკეთებდა, ძირს წააქციეს, ეტკინა და დაიწყო კივილი და ტირილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი----------------ე მივიდა მის სახლში გინებით, მასთან ერთად იყო რ----–-----–----ე, იყვნენ ნასვამები და აგრესიულები. ორივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, თეფში გადააგდებინა და თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც თავიდან გამოუვიდა სისხლი და ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის მეუღლის ც----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საღამოს მათ სახლში მივიდნენ რ----–------–----ე და ი-–--------------ე, ორივე იყო ნასვამი და დაიწყეს ლანძღვა-გინება და გადავიდნენ ჩხუბში. ი----------------ემ დაუწყო მის ქმარს ცემა, უბიძგა და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც თავი მიარტყა უკან კედელზე და გატეხილი ჰქონდა, რ----–-----–----ემაც ჰკრა ხელი ერთი-ორჯერ მის ქმარს. ამ დროს გამოვიდა მისი დედამთილი გასაშველებლად, რომელსაც ხელი ჰკრა ი----------------ემ და ისიც წააქცია, თმებში წვდა, სცემდა და თან აგინებდა უწმაწური სიტყვებით. რ----–-----–----ეს ხელი არ დაუკარებია დედამთილზე.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-------–----ის შვილის ნ--------–----ის ჩვენებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში იყო მეზობლებს შორის ჩხუბი.
2018 წლის 02 მარტის 112-იდან მიღებული შეტყობინებით დადგენი-–--, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში დ-------------–----ის ოჯახში მეზობლებს შორის არის ჩხუბი.
შეტყობინება და მისი შინაარსი დაადასტურეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დ----------–--–--ემ და ი-----–---------------მ გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.
2018 წლის 03 მარტის მოწმე მ-----------–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ მათი ნათესავი ი-–-------–----ე ცუდად მოიხსენიებდა მათ ნათესავებს, რის გამოც შეიკრიბნენ ბიძაშვილები და გადაწყვიტეს დალაპარაკებოდნენ ი-–-------–----ეს. მის მოსაყვანად ი-–--ს სახლში წავიდნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რის გამოც წავიდნენ იქით და ადგილზე დახვდათ უკონტროლო სიტუაცია, იქ იყვნენ ი-–--ს დედა და მეუღლე, რომლებიც ყვიროდნენ, ხოლო ეზოში იყვნენ რ----–-----–----ე და ი----------------ე.
ანალოგიური იქნა დადგენილი 2018 წლის 03 მარტის მოწმე დ----------–----ის, ს---–--------–----ის, ი-----–------------ის, გ---–----------–----ის, რ----------–----ის, ნ------–-----ის, ბ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც დათვალიერდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–აში ლ---------–----ის საცხოვრებელი სახლი - დადგენილია, რომ მისაღებს ოთახში შეინიშნება არეულობა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------------–--ემ.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ი-–-------–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დადგენილია, რომ ლ---------–----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა ბრალდებული ი----------------ე, რომელმაც არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ი-–-------–----ე ხშირად სვამს და ნათესავებზე ცუდად ლაპარაკობს, რის გამოც სულ ჰქონდათ კამათი. ბოლოს მივიდნენ მასთან სახლში და უთხრეს წაყოლოდა დასალაპარაკებლად. დედამისმა და მისმა ცოლმა, რომ გაიგეს რაშიც იყო საქმე ალბათ იფიქრეს ნათესავები გალახავენო და დედამისმა ატეხა წივილი წადით თავი გაანებეთო, ტყუილებს აბრალებენო, მისმა ცოლმაც გადით გაეთრიეთო, მათ კივილზე მივიდნენ ხალხი, მათ შორის მ-----ა, რომელსაც ი-–--ს დედამ უთხრა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი და დარტყა ჯოხი, მ-----ა გაითიშა, რაზეც ალბათ იფიქრა მოვკალიო და დაუძახა მის რძალს პოლიციაში დარეკეო. მათი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. რ----–-----–----ე გაჩერებული იყო. მათი იქ მისვლის მიზანი იყო, რომ ჭკუა ესწავლებინათ და გაეფრთხილებინათ. რაიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----–-----–----ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა რა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებები განმარტავს, რომ მათი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ უტყუარობას, ერთმანეთთან თავსებადობას და შესაბამისობას, მნიშვნელობა აქვს მათ მიერ აღქმული და გადმოცემული ინფორმაციის უტყუარ და ლოგიკურ შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები ცალ-ცალკე აღებული და მთლიანობაში შეთანხმებული და დამაჯერებელია, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითებენ და ერთსა და იმავე ფაქტებს ადასტურებენ და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
რაც შეეხება ბრალდებულ ი----------------ის ჩვენებას, რომ მას რაიმე დაზიანება არ მიუყენებია ი-–-------–----ისთვის სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ და დადასტურებულ გარემოებებს, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადასტურდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომ ი-–-------–----ეს თავი მიარტყმევინეს კედელზე და წამოუვიდა სისხლი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ი-–-------–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც არ ეწინააღმდეგება ხანდაზმულობით მითითებულ თარიღს.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი----------------ემ რ----–-----–----ესთან ერთად, ჯგუფურად, ცემა ი-–-------–----ე და ლ---------–----ე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ი----------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - რ----–-----–----ესთან ერთად ჯგუფურად, ი-–-------–----ის და ლ---------–----ის ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რითაც ბრალდებულები დაუპირისპირდნენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელჰყვეს ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულებს სურდათ მათსა და დაზარალებულს შორის არსებული უკმაყოფილების თვითნებური მოგვარება და ანგარიშსწორება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების მიღწევა უკეთაა შესაძლებელი და უფრო ეფექტური იქნება ჯარიმის მინიმუმზე შედარებით მაღალი რ----–-----–----ის მიმართ 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ი----------------ის მიმართ 2000 ლარის ოდენობით დანიშვნა, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მათ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით რ----–-----–----ის და ი----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 3000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არააწარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----–-----–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით
ი----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს რ----–-----–----ის და ი----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი