გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/20773-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.08.20-8 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ვა-------–---–---ე
მოსარჩელის წარმომადგენელი- შო--------ძე
მოპასუხე - გი------------------ი
მოპასუხის წარმომადგენელი- გიო------------–---–------------------აძე
დავის საგანი - საქმიანობის აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს გი------------------ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მდებარე: თ---–-----–-----------–---–-------------–-----------–- (ს/კ 0-.16.0-.0---0---0-.0--) კუსტარული წესით საეკლესიო სანთლების წარმოება.
მოსარჩელის განმარტებით, მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2001 წლიდან, მოპასუხე წარმოადგენს მის მეზობელს, რომელიც საცხოვრებელ სახლს იყენებს "საწარმოდ", კერძოდ ახორციელებს პარაფინის სანთლების დამზადებას. აღნიშნული ქმედების შედეგად დგება მძაფრი ქიმიური ნივთიერების სუნი, რის გამოც მოსარჩელეს აღენიშნება სასუნთქი გზების ალერგია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს სასულიერო პირს და რამდენიმე ათეული წელია ამზადებს საეკლესიო სანთლებს. სანთლის სუნი არ იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შერყევას და ამის დამადასტურებელ მტკიცებულება არც მოსარჩელეს წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები იმყოფებიან სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობაში რაც დადსტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ ვა-------–---–---ის საკუთრებაში იმყოფება უძრავი ნივთი მდებარე: თბ--–--–---–-----------–---–-------------–------- N-- (ს/კ 0-.16.0-.0---0---0-.003), ხოლო გი------------------ის საკუთრებაში იმყოფება იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი ბ------ (ს/კ 0-.16.0-.0---0---0-.0--) (ს.ფ. 16,17)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა NIV-100ა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ მოსარჩელეს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემა (ს.ფ. 22-27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო გრემოების დასადასტურებლად სასამარლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წი----------–---–-------------ში მცხოვრები მეზობლების ნაწილის მოსაზრებას, რომლებიც ადასტურებენ სადავოდ გამხდარ გარემოებებს. რომლის საწინააღმდეგოდ მოპასუხემაც წარმოდგენა მეზობლების განცხადება. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გარემოება მოწეთა ჩვენებებით არ დგინდება და მას სპეციალური მტკიცებულება ჭირდება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, 1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. 2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მხარეები იმყოფებიან სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობებში და მოსარჩელე ითხოვს მეზობელი ბინიდან მომდინარე სუნის აღკვეთას, რაც გამოიხატება მოპასუხისთვის გარკვეული ქმედების აკრძალვაში, კერძოდ მისთვის სანთლების დამზადების აკრძალვაში. საყურადღებოა ის
გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს სასულიერ პირს და სანთლების დამზადება (რამდენიმე ათეული წელია) მისთვის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს.
სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ადასტუროს მოპასუხის ქმედებით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ანუ იმ ფაქტის მტკიცება, რომ სანთლების დამზადების შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერება აისახება მის ჯანმრთელობაზე და თმენის მოვალეობა სცდება სამეზობლო-სამართლებრივი ურთიერთობით დასაშვებ ფარგლებს, რაც მოსარჩელის მხრიდან სარწმუნოდ ვერ იქნა გამხორციელებული. რის გამოც სარჩელი ქმედების აკრძალვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ დაუბრუნდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც გი------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მდებარე: თ---–-----–-----------–---–-------------–-----------–- (ს/კ 0-.16.0-.0---0---0-.0--) კუსტარული წესით საეკლესიო სანთლების წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვა-------–---–---ის სარჩელი გი------------------ის მიმართ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც გი------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მდებარე: თ---–-----–-----------–---–-------------–-----------–- (ს/კ 0-.16.0-.0---0---0-.0--) კუსტარული წესით საეკლესიო სანთლების წარმოება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე