გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.08.2018
საქმის ნომერი
090310517002236209
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/14–18) 090-10-17002236209

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 აგვისტო 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქ-----ან არჩვაძე

 

მოსარჩელე: ზ----- ა-------ი

წარმომადგენ--–-: ბ--–- ბ------, ნ--–- ა-------ი

 

მოპასუხეები: სა------------------------------–----------------------------------------------–-------------------------------------–-------------

წარმომადგენ--–-: ო---- ხ---------–ი

 

მესამე პირი – ქ-----ან ტ--–--აძე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის N8--------------- გადაწყვეტილება.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სს-----------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2--- წლის 23 მაისის N8--------------- გადაწყვეტილება

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სს-----------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2--- წლის 26 ივნისის N8--------------- გადაწყვეტილება

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის № 3----- გადაწყვეტილება.

 

1.5. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2--- წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზ----- ა-------ის სახელზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სა------------------------------–---------------------------------------------------–------------------------------------–---------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირმი ქ-----ან ტ--–--აძე სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და საქმის სასამართლო განხილვის დროს, სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ აღნიშნული სადავო სახლი არის მისი მამამთილის აშენებული. იგი მოსარჩელეს ეუბნებოდა, რომ ესარგებლა აღნიშნული სადავო სახლით, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უნდა განეხორციელებინათ. ასევე აღნიშნა, რომ 25 კვმ სახლი არის მოსარჩელის, ხოლო მიწის ნაკვეთი არ არის მათი და არის თავის საკუთრება. იმავდროულად განმარტა, რომ ამზომველს უთხრა, რომ აღნიშნული სადავო სახლი ნახაზში დაეფიქსირებინა, როგორც დამხმარე სათავსო.

 

4.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ა-------–-------------------------–----–-----–- საავტომობილო გზის ქვედა მარჯვენა მხარეს არის ქ-----ან ტ--–--აძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორსართულიანი, ბლოკის საცხოვრებელი სახლი, ასევე იმავე ეზოში, შესასვლელიდან ზედა მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის ოროთახიანი სახლი, სახლს აქვს ღია აივანი, ასევე ერთერთ ოთახზე განთავსებულია მრიცხველი. აღნიშნული სახლები შემოსაზღვრულია რკინის ღობით, აქვთ ერთი შესასვლელი და საერთო რკინის ჭიშკარი. სახლები ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული ღობით. ადრეულ წლებში მოცემულ ოროთახიან საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ჭიშკარი, რომელიც დღეის მდგო----ეობით, გაუქმებულია ქ-----ან ტ--–--აძეს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ადგილის დათვალიერების ოქმი

 

4.1.2. 12.01.2--- წელს გაცემული №AA2----------0- საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია რომ ქ--------- ტენტრალურ არქივში დაცული ამ------–---------------------------- სასოფლო საბჭოს( სოფელი კ--–------) 1973 – 1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დ------------–-- ძე გ----------–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1958 წელს. ინფორმაცია მიწის შესახებ მითითებული არ არის. ხ--------- სასოფლო საბჭოს (სოფელი კ--–------) 1976 –1978 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დ------------–-- ძე გ----------–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებულისაცხოვრებელი სახლი და 0,06 (ჰა) მიწის ნაკვეთი (1980 წლის მონაცემით). ასევე, ხ--------- სასოფლო საბჭოს (სოფელი კ--–------) 1997 – 2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დ----- მ-----–-- ძე გ----------–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართით 25 კვმ. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ მითითებული არ არის. ხ--------- საკრებულოს 1992 –1995 წლების საკომლო წიგნები ქ--------- ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–12.01.2--- წლის №AA2----------0- საარქივო ცნობა

 

4.1.3 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2--- წლის 18 მაისის N 8----------- ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით (ს/კ 8-.0-.2--0--), ქ-----ან ტ--–--აძის საკუთრებაშია დაზუსტებული ფართობი 2420.00 კვმ, მიწის ნაკვეთი, შენობა – ნაგებობის ჩამონათვალი : N01/2 –150.3------------------------------------------ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტი N8- (დამოწმების თარიღი 10.10.1997 წ), სამკვიდრო მოწმობა N1-------- (დამოწმების თარიღი 0-.0-.2--- , ნოტარიუსი თ-------------–-).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–2--- წლის 18 მაისის N 8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

4.1.4 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- მიერ, 2--- წლის 16 ივნისს მიღებული იქნა N 8----------- –06 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე – მდებარე ა-------–-------------------------–----–-----–-, ქ-----ან ტ--–--აძის მოთხოვნის დაკმყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის N 8----------- –06 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

4.1.5 2--- წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ--–- ა-------მა ა-------–-------------------------–----–-----–- მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაერთო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ნ--–- ა-------ის 2--- წლის 16 სექტემბრის განცხადება

 

4.1.6 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- მიერ, 14.12.2--- წელს მიღებულ იქნა №8--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იყო ა-------–-------------------------–----–-----–- მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (განმცხადებელი ნ--–- ა-------ი, 2--- წლის 16 სექტემბრის განცხადება, განცხადებას თან ერთა სარეგისტრაციო დოკუმენტები : წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და ნოტარიუს ლ----------------- 2--- წლის 0- დეკემბრის საინფორმაციო წერილი). აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელმა ნ--–- ა-------მა და მისმა წარმომადგენელმა 2--- წლის 10 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 2--- წლის 13 იანვარს N1---- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 14.12.2--- წლის №8--------------- გადაწყვეტილება

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 13 იანვრის N1---- გადაწყვეტილება

 

4.1.7 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- მიერ, 2--- წლის 23 მაისს მიღებული იქნა N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით,რომ ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (ეროვნული არქივის 2--- წლის 14.0- N 1------- წერილი) მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს –500 კვმ. ასევე, მოთხოვნილია 60 კვმ განაშენიანების ფართობის მქონე შენობა – ნაგებობის რეგისტრაცია, რაც 10% –ზე მეტად აღემატება ამავე წერილში მითითებულ ფართობს (25კვმ). სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (ს.კ 8-.0-.2--0-- მესაკუთრე ქ-----ან ტ--–--აძე) არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენია უფლების დამდგენ დოკუმენტში, ეროვნული არქივის 2--- წლის 14.0-. N 1------- წერილში მითითებული მიწის ფართისა და შენობის ფართის შესაბამისი, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 23 მაისის N 8-------------- გადაწყვეტილება

 

4.1.8 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- მიერ 2--- წლის 26 ივნისს მიღებული იქნა N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი / იფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 26 ივნისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

4.1.9.მოსარჩელეს წარმომადგენელმა ბ--–- ბ------მ 2--- წლის 21 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი----------------------–---------- მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 23.0-.2--- წლის №8-------------- და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი----------------------–---------- მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 26.06.2--- წლის №8-------------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 09 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ბ--–- ბ------- ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- N8--------------- (23.0-.2---) და N8--------------- (26.06.2---) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზ----- ა-------ის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 11 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა ერთი თვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- N8--------------- (23.0-.2---) და N8--------------- (26.06.2---) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზ----- ა-------ის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–მოსარჩელე წარმომადგენლის ბ--–- ბ------- 2--- წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 09 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება.

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 11 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება.

 

4.1.10 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 28 ივლისის №3----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარმომდგენ პირს განესაზღვრა 5 – დღიანი ვადა ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსახვრელად და შეჩერდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის დინება.

 

2--- წლის 0- აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 28 ივლისის №3----- გადაწყვეტილება

–2--- წლის 0- აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

4.2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2--- წლის 25 სექტემბერს მიღებული იქნა N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ--–- ა-------ის წარმომადგენლის ბ--–- ბ------- 2--- წლის 21 ივლისის N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N 3----- გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 23 მაისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 26 ივნისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მათი გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, მათი გამოცემის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7.2. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს, ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტოს 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად („ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები), მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2--- წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ--–- ა-------მა ა-------–-------------------------–----–-----–- მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაერთო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა.

 

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- მიერ, 14.12.2--- წელს მიღებულ იქნა №8--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იყო ა-------–-------------------------–----–-----–- მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელმა ნ--–- ა-------მა და მისმა წარმომადგენელმა 2--- წლის 10 იანვარს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 2--- წლის 13 იანვარს N1---- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- მიერ, 2--- წლის 23 მაისს მიღებული იქნა N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით,რომ ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (ეროვნული არქივის 2--- წლის 14.0- N 1------- წერილი) მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს –500 კვმ. ასევე, მოთხოვნილია 60 კვმ განაშენიანების ფართობის მქონე შენობა – ნაგებობის რეგისტრაცია, რაც 10% –ზე მეტად აღემატება ამავე წერილში მითითებულ ფართობს (25კვმ). სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (ს.კ 8-.0-.2--0-- მესაკუთრე ქ-----ან ტ--–--აძე) არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და მიწის ნაკვეთის საზღვრები მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენია უფლების დამდგენ დოკუმენტში, ეროვნული არქივის 2--- წლის 14.0-. N 1------- წერილში მითითებული მიწის ფართისა და შენობის ფართის შესაბამისი, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–----------, მიერ 2--- წლის 26 ივნისს მიღებული იქნა N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი / იფორმაცია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ბ--–- ბ------მ 2--- წლის 21 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი----------------------–---------- მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 23.0-.2--- წლის №8-------------- და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი----------------------–---------- მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 26.06.2--- წლის №8---------------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 09 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ბ--–- ბ------- ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- N8--------------- (23.0-.2---) და N8--------------- (26.06.2---) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზ----- ა-------ის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 11 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა ერთი თვით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 28 ივლისს №3----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარმომდგენ პირს განესაზღვრა 5 – დღიანი ვადა ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსახვრელად და შეჩერდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის დინებაც. 2--- წლის 0- აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2--- წლის 25 სექტემბერს მიღებული იქნა N 3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ--–- ა-------ის წარმომადგენლის ბ--–- ბ------- 2--- წლის 21 ივლისის N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის (N8--------------), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 23 მაისის (N8---------------) და 2--- წლის 26 ივნისის (N8-------------0) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს, რის გამოც, ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილნი.

 

7.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში, სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ წარმოებისას, გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის (N8-------------6) გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 23 მაისის (N8--------------) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესხებ და 2--- წლის 26 იანვრის (N8-------------0)) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებაც, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე, მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ზ----- ა-------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის N8---------------, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 23 მაისის N8--------------, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–---------- 2--- წლის 26 ივნისის N8--------------- და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2--- წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზ----- ა-------ის სახელზე.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ დანაწესის გათვალისწინებით, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 2---ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------–---------------------–---------------- 2--- წლის 16 ივნისის N8---------------- გადაწყვეტილება.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სს-----------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2--- წლის 23 მაისის N8--------------- გადაწყვეტილება.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სს-----------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2--- წლის 26 ივნისის N8---------------- გადაწყვეტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 25 სექტემბრის № 3----- გადაწყვეტილება.

 

1.5. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2--- წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზ----- ა-------ის სახელზე.

 

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ზ----- ა-------ის სასარგებლოდ, დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქ--------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე