განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
120100118002581341
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2581341- 1/321-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გი-----------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გი------------ძე დაბადებული 1----–-–---------------ს დაბა ას-----–ი, პ/ნ (0----------), საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: დაბა ა------ გო----–---–-- ქუჩა N1- .

 

ადვოკატი - ნ---------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის ივნისის თვეში და 28 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე, დაბა ას-----–ი გო----–---–-- ქუჩა N1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------------ძემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - სა----------–--–---რს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი ბეჭებში და მკერდის არეში, ასევე ფეხი დაარტყა ფეხის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გი------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დაზარალებულ სა----------–--–---რის ჩვენების თანახმად:

სა----------–--–---რი 7 წელია იმყოფება არაოფიციალურ ქორწინებაში გი------------ძესთან, მისი განმარტებით მათი თანაცხოვრების პერიოდში გი------------ძე მას აყენებდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას, 2018 წლის 28 ივნისს სა----------–--–---რის განმარტებით იგი შევიდა მისი მეუღლის ფეისბუქზე, და მის დას ქე--------------ს, რომელიც ყოველთვის აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას დაუწერა კომენტარი, რომ „ცეკვა შენი მოგონილია და გიხდება მეთქი“ მანამდე ის თვითონ წერდა შეურაცხმყოფელ მესიჯებს. ამის გამო ქე--------------მ გადაურეკა მის ძმას და მისი მეუღლე სახლში გაღიზიანებული დაბრუნდა უთხრა რატომ სწერდა მესიჯებს და მიაყენა ძლიერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ანი--------–--–-----ის ჩვენების თანახმად 2018 წლის 28 ივნისს საღამოს საათებში მისმა დამ დაურეკა და უთხრა რომ მან და მისმა მეუღლლემ იჩხუბეს და გი------------ძემ მის დას მიენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მან დახმარებისათვის მიმართა პოლიციას.

 

მა------------------ის ჩვენების თანახმად სა----------–--–---რის მიმართ განხორციელდა ოჯახური ძალადობა, მისი მეუღლის მიერ. 1----–-–---------------ს დაბადებული გი------------ძე იმ დროისათვის იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დაბა ას-----–ი გო----–---–-- ქუჩა N 1--ში და აპირებდა მიმალვას, ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისმა მეუღლემ მომხდარი ფაქტი განაცხადა პოლიციაში.

 

გი------------ძე სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 29 ივნისის N---------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა,სა----------–--–---რის სხეულზე არსებული სისხლნჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

გი------------ძის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - მან----------ის, ექსპერტ და------------–---–ის, გამომძიებელ ლი--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, გი------------ძის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გი------------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------------ძემ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

გი------------ძემ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------------ძე საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი------------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------------ძე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. გი------------ძეს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.

 

2. გი------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 

3.გი------------ძის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მან----------ეს (პ/ნ 0----------) თანხა გადახდილი სს ,,ლი-------------ს მეშვეობით, 2018 წლის 30 ივნისს) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

4.არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე