განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/262-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასა----ე
ბრალდების მხარე: პროკურორი - გე-–- მა------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - პე----- ზუ--–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 1--- წლის 0- ო-----------, მცხოვრები: ქ.ახალციხე თ---------- ბ--
ადვოკატი - ზა--- ზა----ე
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით;
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის პე----- ზუ--–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, პე----- ზუ--–---–-ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 1------ს, დაახლოებით 16:40 საათზე, ქ.ა---––---–-, შ--–-------––----–-- ქ.---ში მდებარე ტოტალიზატორ „---------–----–-“ ყოფით ნიადაგზე, ურთიერთშე-–-პარაკებისას, პე----- ზუ--–---–-ა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გა-–-------- თო-----ს, რა დროსაც პე----- ზუ--–---–-ა ჯერ ხელი კრა მას, შემდეგ კი თავი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც და---რალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ამდენად, პე----- ზუ--–---–-ა ჩაიდინა ცემა, რამაც და---რალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით.
1.3. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: პე----- ზუ--–---–- საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 150 საათით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. პე----- ზუ--–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების ბარათი, ფორმა N1, და---რალებულ გა-–-------- თო------ გამოკითხვა, მოწმეების: აკ--- მა--------ს, გე-–- სა---------, ირ--- სა-----------, და---- ჩი-------, არ--------- შუ–------- გამოკითხვები, ბრალდებულის პირადი აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ გე-–- მა------ესა, ბრალდებულ პე----- ზუ--–---–ს და მის ადვოკატ ზა--- ზა----ეს შორის.
3.2. პროკურორმა გე-–- მა------ემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პე----- ზუ--–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გე-–- მა------ემ, ბრალდებულმა პე----- ზუ--–---–-ა და მისმა ადვოკატმა ზა--- ზა----ემ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყვე-–- მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული პე----- ზუ--–---–- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყვე-–- მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.7. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყვე-–- პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მას საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები პე----- ზუ--–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–- მა------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–- მა------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ პე----- ზუ--–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2.1. პე----- ზუ--–---–- (პ/ნ 4----------) დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
2.2. პე----- ზუ--–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს.
3. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
· მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი მოთხოვნები.
· თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი