განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
010100117002179818
დავის ტიპი
260 6 ა , 260 6 ა , 260 1
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100117002179818

საქმე N1-1026/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

21 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - შ----ა ქ---–---–ი

ადვოკატი - ლ--–ი ა--–------ი

 

ბრალდებული: პ----ა ბ--–----ა

მამის სახელი: თ------–ა

პირადი ნომერი: 1----------

დაბადების თარიღი: 01.11.1970 წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–---

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართი: წა-–-------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ----ა ბ--–----ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: პ----ა ბ--–----ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0, 762048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ 96 ცალ ტაბლეტს. 2017 წლის 07 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში, სარფი-ბათუმის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ჩატარდა პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში გახვეული, თეთრი ფერის 96 ცალი ტაბლეტი.

 

სასამართლო სხდომაზე პ----ა ბ--–----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

პ----ა ბ--–----ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) მოწმის სახით დაკითხული მ-----ა ფ----------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 07 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ პ----ა ბ--–----ა იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში და თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ბ) პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 07 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში, სარფი-ბათუმის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ჩატარდა პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში გახვეული, თეთრი ფერის 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ტაბლეტი - წარწერით N8, რომლებიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების (პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკა) ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ავთ------– გოგიაშვილი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები - ჯ--ა მ--–------, თ----ზ კ--------–-ა და რ----- რ-----ე. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტი - კ-----რ დ------. მათ დაადასტურეს პაატა ბ--–----ას პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

გ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 07 ნოემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/ 468 დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ლოგო N8-ს მქონე, 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ტაბლეტი, მათი საერთო წონა 38,1024 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,762048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. კვლევის შედეგად დარჩა ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტების ნატეხები, რომლებიც დაილუქა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, მ----- მ---–---მ.

 

დ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 07 ნოემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №2684830 დასკვნის თანახმად, პ----ა ბ--–----ას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, რ--------- ხ--–--–მა.

 

ე) პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ტაბლეტების უშუალო გამოკვლევის დაწყებამდე, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გაიხსნა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დალუქული პაკეტი. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ტაბლეტების ნატეხები. ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო დარწმუნდა მათ ავთენტიკურობაში.

 

ვ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა მე-2 სიის მე-10 გრაფაში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29-ე გრაფის შესაბამისად, 0, 762048 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ზ) სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება, საჩუქრად მიღება, პოვნა), ხოლო უკანონო შენახვა - ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას (შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ).

 

2017 წლის 07 ნოემბერს შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ პ----ა ბ--–----ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს ინახავდა მისი ტანთმოსილი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის, წინა მარცხენა ჯიბეში. მას ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შეძენა-შენახვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----ა ბ--–----ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გამოვლენილა), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო პ----ა ბ--–----ას სასარგებლოდ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არ არის ნასამართლევი, არის დაოჯახებული და თვლის, რომ პ----ა ბ--–----ას უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება უკავშირდება არა სასჯელის სიმკაცრეს, არამედ მის გარდაუვალობას. არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი მხოლოდ დასჯის მიზნის მქონეა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პ----ა ბ--–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პ----ა ბ--–----ას 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

3. პ----ა ბ--–----ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, პ----ა ბ--–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ნივთმტკიცება - პ----ა ბ--–----ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და შენაფუთი ერთ პაკეტად, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი