განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ვ-–----------ას,ბრალდებულების ვ----–------–----ის, გ----------------ის, რ------------–-–---–ის და დ----------–--–---–ის,ადვოკატების თ------------ის, ლ-------------ის, ზ-------------–-–---–ის, ნ-----–-----------ას - მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ვ----–--–---------------–----ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------------–--ში, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–-------------–---–-----------------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-------–----–----–-------------------------–--------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
გ-----------------------------ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------------–--–ი, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-------------–---–---------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
დ-----------------------–--–---–ი (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–---------------------–--–ი, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–----------------------------–------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----------------–---–-------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო;
რ----------–---------------–-–---–ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–---------------------–--–ი, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–-----–--–------–------------------- კორპუსი I, ბინა #3; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----–--–------–------------------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ვ----–------–----ს ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ----------------ემ, ვ----–------–----მა, რ------------–-–---–მა და დ----------–--–---–მა წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს შპს „--------ს“ დამფუძნებლის გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის - რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით.
აღნიშნულის განსახორციელებლად განზრახ ქმნიდნენ პირობებს. თავდაპირველად 2----–-–-----------------ს, გ-----------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მეზობლად, ქ-------–--–---–----------------–--–------ში იქირავეს საცხოვრებელი ფართი. 2----–-–-----------------ს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც უთვალთვალებდნენ გ-----------–--ეს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის.
ბინაში ყოფნის პერიოდში, გ----------------ე, რ------------–-–---–ი, ვ----–------–----ი და დ----------–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით - ერთად ადგენდნენ დაზარალებულ გ-----------–--ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვარიანტებს და გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო-შოკი, ერთმანეთთან დასაკავშირებლად მობილური ტელეფონები, შესანიღბად პირბადეები და ე.წ. ,,პარიკი“.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–------------------ს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
გ----------------ეს ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ----------------ემ, ვ----–------–----მა, რ------------–-–---–მა და დ----------–--–---–მა წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს შპს „--------ს“ დამფუძნებლის გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის - რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით.
აღნიშნულის განსახორციელებლად განზრახ ქმნიდნენ პირობებს. თავდაპირველად 2----–-–-----------------ს, გ-----------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მეზობლად, ქ-------–--–---–----------------–--–------ში იქირავეს საცხოვრებელი ფართი. 2----–-–-----------------ს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც უთვალთვალებდნენ გ-----------–--ეს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის.
ბინაში ყოფნის პერიოდში, გ----------------ე, რ------------–-–---–ი, ვ----–------–----ი და დ----------–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით - ერთად ადგენდნენ დაზარალებულ გ-----------–--ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვარიანტებს და გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, ერთმანეთთან დასაკავშირებლად მობილური ტელეფონები, შესანიღბად პირბადეები და ე.წ. ,,პარიკი“.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–------------------ს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
რ------------–-–---–ს ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ----------------ემ, ვ----–------–----მა, რ------------–-–---–მა და დ----------–--–---–მა წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს შპს „--------ს“ დამფუძნებლის გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის - რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით.
აღნიშნულის განსახორციელებლად განზრახ ქმნიდნენ პირობებს. თავდაპირველად 2----–-–-----------------ს, გ-----------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მეზობლად, ქ-------–--–---–----------------–--–------ში იქირავეს საცხოვრებელი ფართი. 2----–-–-----------------ს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც უთვალთვალებდნენ გ-----------–--ეს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის.
ბინაში ყოფნის პერიოდში, გ----------------ე, რ------------–-–---–ი, ვ----–------–----ი და დ----------–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით - ერთად ადგენდნენ დაზარალებულ გ-----------–--ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვარიანტებს და გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, ერთმანეთთან დასაკავშირებლად მობილური ტელეფონები, შესანიღბად პირბადეები და ე.წ. ,,პარიკი“.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–------------------ს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
აღნიშნულთან ერთად, რ------------–-–---–მა დანაშაულის ჩასადენად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე იკითხება ნომერი ,,--------“ რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე შვიდი ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, რაც 2----–-–------------------ს, ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ-------–--–---–----------------–--–------ში რ------------–-–---–ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
დ----------–--–---–ს ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ----------------ემ, ვ----–------–----მა, რ------------–-–---–მა და დ----------–--–---–მა წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს შპს „--------ს“ დამფუძნებლის გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის - რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით.
აღნიშნულის განსახორციელებლად განზრახ ქმნიდნენ პირობებს. თავდაპირველად 2----–-–-----------------ს, გ-----------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მეზობლად, ქ-------–--–---–----------------–--–------ში იქირავეს საცხოვრებელი ფართი. 2----–-–-----------------ს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც უთვალთვალებდნენ გ-----------–--ეს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის.
ბინაში ყოფნის პერიოდში, გ----------------ე, რ------------–-–---–ი, ვ----–------–----ი და დ----------–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით - ერთად ადგენდნენ დაზარალებულ გ-----------–--ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვარიანტებს და გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, ერთმანეთთან დასაკავშირებლად მობილური ტელეფონები, შესანიღბად პირბადეები და ე.წ. ,,პარიკი“.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2----–-–------------------ს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
ასევე დ----------–--–---–მა დანაშაულის ჩასადენად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის უნომრო პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე შვიდი ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, რაც 2----–-–------------------ს, ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, წ----------------–--–------ში დ----------–--–---–ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ----–------–----მა და გ----------------ემ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით, ხოლო დ----------–--–---–მა და რ------------–-–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ვ----–------–----ის, გ----------------ის, რ------------–-–---–ის და დ----------–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა; თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ----–------–----ის, გ----------------ის, რ------------–-–---–ის და დ----------–--–---–ის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ასევე რ------------–-–---–ის და დ----------–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, კერძოდ:
დაზარალებულმა გ-----------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შპს ,,გ-------ს“ დამფუძნებელი და ცხოვრობს ქ-------–--–---–----------------------------ში, რომელიც მდებარეობს მეხუთე სართულზე. დაზარალებულს ჰყავს ახალგაზრდა მეუღლე, რომელსაც ჰქვია ნ-----------------ე, მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ემსახურებათ ძიძა. გ. გ-------–--ემ დაადასტურა, რომ მის ოჯახს ჰყავს მძღოლები, ორი მანქანა, რომელთაგან მეუღლის მანქანა არის წითელი. მოწმის განმარტებით, მას კომპანია ,,გ-------“-ში დირექტორად დანიშნული ჰყავს ხ-------------ე, რომელსაც კომპანიის ანგარიშიდან შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სახის ფულადი ტრანზაქციები. მოწმის განმარტებით, მის დედ-მამიშვილებს ჰქვიათ ხ------- და მ-------. გ. გ-------–--ე არის ბ------იდან, ხოლო მისი ამჟამინდელი მეუღლე ნ-----------------ე - მცხეთიდან. დაზარალებულის ყოფილი მეუღლეა ნ-------------–-ა, რომელიც მას ედავება 10 მილიონს. გ-------–--ე ასევე იცნობს დარსალიას მეგობარს - ლ--–------ეს, რომელიც მუშაობდა ,,გ-------“-ში. დაზარალებულის განცხადებით, იგი სამსახურში მიდის დილის საათებში და ბრუნდება საღამოს საათებში.
მოწმე ლ--–------ემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბრალდებულთაგან იცნობს მხოლოდ ზ------ს (მიუთითა ვ----–------–----ზე) და ბ-–--ს (მიუთითა რ------------–-–---–ზე), რომლებიც გაიცნო დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც მასთან მივიდნენ შეთავაზებით, რომ ჰყავდათ კლიენტები უცხოელი ინვესტორების ჯგუფის სახით, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უძრავი ქონების შეძენით. მოწმის კომპანიას, იმ დროისთვის ჰქონდა გარკვეული მიწები და შეთავაზება მიმზიდველი იყო მისთვის. ზ------ს და ბ-–--ს მოწმის შესახებ ინფორმაცია საიდან ჰქონდათ, ე----მ არ იცის. გაცნობისას მოწმემ გვარებიც გამოჰკითხა მათ, რაზეც უთხრეს, რომ იყვნენ ზ------ ვ----–----ი და ბ-–-- მ-----–-–---–ი. მოწმეს მათთან ჩამოუყალიბდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, ისინი დაინტერესდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც ექვს ნაკვეთად იღო აღრიცხული. მოწმემ ი-----–----------თან ერთად აჩვენა ზ------ს და ბ-–--ს ეს მიწა. ი-----–----------ს ძალიან მოეწონა ნაკვეთი და ფაქტიურად თანხმობაც კი გამოთქვა, მაგრამ გამყიდველ პარტნიორებს შორის გაურკვევლობის გამო, ის ვეღარ გაიყიდა. მოწმის განმარტებით, ნაკვეთების გასაყიდ ფასად მილიონ ნახევარი სახელდებოდა. ბრალდებულების სარგებელი ამ გარიგებიდან იქნებოდა 10% - საბროკერო მომსახურებისთვის. ამის შემდეგ მოწმე იშვიათად ხვდებოდა ხსენებულ ბრალდებულებს, თუმცა მათთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ბრალდებულთა გვარები მან გამოძიების ეტაპზეც იცოდა.
მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ნ-------------–-ა არის მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც 6-7 წლის მანძილზე მუშაობდა სამშენებლო კომპანია „--------ში“. ამ კომპანიის გენერალური დირექტორი იყო ნ-------------–-ას ყოფილი მეუღლე - გ-----------–--ე. მოწმეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გ-----------–--ესთანაც. მოწმის განმარტებით, ნ-------------–-ამ სამსახურში კონსულტანტად მიიღო 20 წლის გოგო, რომელმაც შემდეგ რომანი გააბა გ-----------–--ესთან. აღნიშნული ფაქტი გ--- და ნ----- ოჯახის დანგრევის საფუძველი გახდა. ცოლ-ქმარს შორის არსებული დავა ძალიან მწვავე ფორმებში გამოიხატებოდა. მოწმე მათი დაშორების შემდეგაც აგრძელებდა საქმიანობას ,,გ-------“-ში, თუმცა ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოიხატებოდა გამუდმებულ ჩხუბში, მაგიდების ამოყირავებებში, რაც კომპანიის მუშაობაზეც აისახებოდა, - მათ კამათს რიგითი მომხმარებელიც კი ხედავდა. მოწმის განმარტებით, იგი იყო ინიციატორი, რომ ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთს შორის ქონებრივი საკითხები გადაეწყვიტათ. საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ გ-----------–--ე ნ-------------–-ას მისცემდა დაახლოებით 10 მლნ. დოლარს, რადგან ნ-------------–-ას დიდი წვლილი მიუძღოდა კომპანიის განვითარების საქმეში და ამით დასრულდებოდა მათ შორის დავა. შეთანხმების შემდეგ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სიმშვიდემ 2-3 თვეს გასტანა, რადგან გ-----------–--ემ თავისი დაპირება არ შეასრულა და ნ-------------–-ამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. იმ პერიოდში, როდესაც მოწმე ჯერ კიდევ შპს „--------“-ში მუშაობდა, მას, როგორც ნ-------------–-ას მოწმეს უნდა დაედასტურებინა გ-----------–--ის ვალდებულება, ამის გამო გ-----------–--ე მასზე გაბრაზდა. პოლიციის სამმართველოში მოწმემ დაადასტურა, რომ ნ-------------–-ასა და გ-----------–--ეს შორის ნამდვილად მოხდა შეთანხმება ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ნ-------------–-ას დიდი წვლილი მიუძღვის კომპანიის განვითარებაში. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გ-----------–--ის მხრიდან თავისი ყოფილი მეუღლის მიმართ ხშირად ჰქონდა ადგილი შანტაჟსა და მუქარას. იგი ნ-------------–-ას სთხოვდა სარჩელის გამოთხოვას. დარსალია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი გ-------–--ის მიერ ,,დადგმული სპექტაკლია, აღნიშნულს არც თავად მოწმე გამორიცხავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----–-–---–მა მას შესთავაზა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით, დახმარება ეთხოვათ აჭარელი ბიზნეს-პარტნიორებისთვის, თუმცა ამ ფორმით მათი შერიგება მოწმეს არარეალურად მოეჩვენა. მ-----–-–---–მა მასაც ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა ვინმე ისეთი ნაცნობი, ვინც მონაწილეობას მიიღებდა კონფლიქტის მოგვარებაში, რაზეც მოწმემ კატეგორიულად უპასუხა, რომ მასსა და გ-----------–--ეს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი იყო, რადგან გ-----------–--ე მასზე ნაწყენი იყო. შემდეგ მ-----–-–---–მა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკა მოწმეს და უთხრა, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც გ--- მეგობრები არიან, უთხრეს, რომ გ-----------–--ესთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, მოლაპარაკება ვერ შედგებოდა. მოწმემ ვერ ახსნა, თუ რატომ იქირავეს ბრალდებულებმა ბინა. ასევე სისულელე უწოდა იმას, რომ თითქოს მ-----–-–---–ისთვის რაღაც ფულის მიცემის სანაცვლოდ იგი აპირებდა თანხის ამოღებას, კერძოდ, გამორიცხა ვერსია, რომ 7000 ლარად უნდა ამოეღო 10 მილიონი დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ მან მშვიდობიანად დატოვა შპს „ბ----- გ-------“, გ-----------–--ემ მას გადაუხადა საბოლოო ხელფასი და შესთავაზა კიდეც დარჩენა, მაგრამ მოწმემ აღარ მოინდომა იმ კომპანიაში მუშაობის გაგრძელება.
მოწმე ნ-------------–-ამ სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებულთაგან არავის იცნობს, ხოლო დაზარალებული გ-----------–--ე მისი ყოფილი მეუღლეა. მოწმის შეფასებით, თავიდანვე ყველაფერი გ-------–--ის მოწყობილი იყო. ნ-------------–-ამ ასევე განმარტა, რომ ლ--–------ესთან და გ-----------–--ესთან ერთად მუშაობდა კომპანია ,,გ-------“-ში, რომლის დირექტორიც იყო გ-----------–--ე. მოწმეს და დაზარალებულს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ. ჯერ კიდევ ბ------ში, სადაც თავდაპირველად ფუნქციონირებდა შპს „--------“. შემდეგ ლ--–------ემ ტელევიზია გახსნა, სადაც ნ-------------–-ა პროდიუსერად მიიწვია. მოწმის ჩვენებით, მისი ყოფილი მეუღლე - გ-----------–--ე აგვისტოში წავიდა სახლიდან და ოქტომბერში ცოლი მოიყვანა, რაც მისთვის შოკის მომგვრელი იყო. მოწმის თქმით, ლ--–------ე ბრალდებულებიდან ორ პირს რომ იცნობდა, მისთვის არ იყო ცნობილი; ლ--–------ეს უამრავი ნაცნობი ჰყავდა, მის გარშემო მრავალი ადამიანი იკრიბებოდა-ხოლმე და მოწმე ყველა მათგანს ვერ იმახსოვრებდა. მომხდარი შემთხვევის შემდეგ მოწმეს ლ--–------ესთან ჰქონდა საუბარი, თუმცა ე----ს არ უთქვამს, რომ ბრალდებულებს იცნობდა. ე----მ მოწმეს უთხრა, რომ მის სანაცნობოში განუსაზღვრელი რაოდენობით ადამიანია და ასეთ რაღაცას ვერ წარმოიდგენდა. ნ-------------–-ას ჩვენებით იგი გ-----------–--ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მათი ქორწინება დასტურდებოდა მხოლოდ ჯვირსწერით და მოწმეთა ჩვენებებით. მოწმე 2015 წლიდან ედავებოდა 10 მილიონს მის მეუღლეს, დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მას არ გააჩნდა ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც დავის გაჭიანურების საფუძველი გახდა. სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ გ-----------–--ეს მის წინაშე აღიარებული აქვს აღნიშნული ვალი - 10 მილიონის ოდენობით, რისი მოწმეებიც არსებობენ. მოწმის თქმით, რაც მას კომპანია ,,გ-------“-ში აქვს ჩადებული, გაცილებით მეტია, ვიდრე 10 მილიონი. მოწმის თქმით, ლ--–------ეს ერთადერთხელ სთხოვა დახმარება იმ მიზნით, რომ მოწმედ წაყოლოდა და ეთქვა სიმართლე, რაზეც იგი დათანხმდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე მან გამოძიებას წარუდგინა საკუთარი ტელეფონები.
მოწმე ხ-------------ემ სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს. მისი თქმით, 2011 წლიდან იგი არის შპს ,„ბ----- გ-------ს“ დირექტორი. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მესაკუთრეა მისი დიდი ხნის მეგობარი - გ-----------–--ე. მოწმე იცნობს გ-----------–--ის ყოფილ მეუღლეს - ნ-------------–-ას, მის მეგობარ ლ--–------ეს და ამ უკანასკნელის ძმას - ზ------ ე----ს, რომელიც გარკვეული პერიოდი იყო შპს ,„ბ----- გ-------ს“ მეორე დირექტორი, თუმცა შემდეგ თავისი ბიზნესი წამოიწყო. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ნ-------------–-ა გ-------–--ეს სთხოვდა სოლიდურ თანხას - რამდენიმე მილიონს, ეს ფაქტი სოციალურ ქსელებშიც იწერებოდა. რის საფუძველზე ითხოვდა დარსალია ამ თანხას, მოწმისთვის უცნობია. ქონებრივი დავა არ უკავშირდება კომპანიის ბიზნესს, ნ-------------–-ა არასოდეს ყოფილა კომპანიის მეწილე. მოწმის განმარტებით, 2----–-–------------------ს, როდესაც თავად ბ------ში იმყოფებოდა, დაურეკა გ-----------–--ის სიძემ და უთხრა, რომ გ---თან დაკავშირებით რაღაც ხდებოდა, კერძოდ, სიუჟეტი გადიოდა ტელევიზიით და ჰკითხა, ხომ არ იცოდა რაიმე. მოწმემ გადაურეკა გ-----------–--ეს, რომელიც მაშინ თბილისში იმყოფებოდა. საუბრისას გ-------–--ემ მოწმეს მოკლედ აუხსნა, რომ იყო რაღაც ინციდენტი, აპირებდნენ მის გატაცებას, თანხის გამოძალვას, რაც აღიკვეთა სამართალდამცავების მიერ; ამ გატაცების შემდეგ, დამნაშავეები უნდა დაკავშირებოდნენ ხ-------------ეს და მას უნდა მიეტანა დიდი ოდენობის თანხა. ეს ინფორმაცია საიდან ჰქონდა გ-----------–--ეს მისთვის არ უთქვამს და არ იცის. სატელეფონო საუბრის შემდეგ მოწმე პირადად შეხვდა გ-------–--ეს და ესაუბრა, თუმცა არ უთქვამს, რომ მისთვის შემთხვევამდე იყო ცნობილი ინციდენტის შესახებ.
მოწმე ა---------–----------ემ განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს. იგი ცხოვრობს ქ------–------–---------------–--–-------------–-----------–-–-----, (09:00 საათიდან 18:00 საათამდე) მუშაობს იქვე არსებულ ბაღში, მებაღედ. სახლს ადრე ჰყავდა დაცვის სამსახური, 24-საათიან რეჟიმში, მაგრამ შემდეგ ხელფასის გადაუხდელობის გამო, მომსახურება შეუწყდა და 12 ოქტომბერს დაცვის თანამშრომელი სახლთან არ ყოფილა. გ-----------–--ე ცხოვრობს სადარბაზოდან მესამე სართულზე და ფარეხიდან მეხუთე სართულზე. გ--–---------–--ი ცხოვრობს მეორე სადარბაზოში ასევე სადარბაზოდან მესამე სართულზე და ფარეხიდან მეხუთე სართულზე. ზ------ კ------–--მა, რომელიც გ--–---------–--ის შვილია, მას ბინის გაქირავების დროს უთხრა, რომ ქალბატონი, რომელიც იქვე იდგა, იცხოვრებდა ბინაში და მოწმე თვის ხელფასს, დალაგების და ლიფტის მომსახურების საზღაურს აიღებდა მისგან. ა---------–----------ემ განმარტა, რომ იმ ქალბატონის ამოცნობა არ შეუძლია, რაც ახსნა თავისი ხანდაზმულობით (70 წლისაა). ამის შემდეგ რაიმე საეჭვო იმ ქალბატონთან დაკავშირებით მოწმეს არ შეუნიშნავს; ჩ--------ემ განმარტა, რომ საერთოდ იმ სახლში ბევრი სტუმარი მიდიოდა, მაგრამ იგი როგორც მებაღე, მათ არ აკვირდებოდა. კ------–--ი მას ქართულ ენაზე ესაუბრებოდა, რადგან რუსული არ იცის. იმ ქალბატონთან მოწმე ერთხელ ავიდა ფულის გამოსართმევად, ზარი დარეკა, მაგრამ კარი არ გაუღეს, მისი ვარაუდით, სახლში არავინ იყო. ამის შესახებ კ------–--ისთვის არაფერი უთქვამს. როდესაც ტელევიზიით ცნობილი გახდა, რომ გ--–---------–--ის ბინაში რამდენიმე პირი დააკავეს, მოწმე იმყოფებოდა ქუთაისში და ამ შემთხვევის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. მოწმის ჩვენებით, იმ პერიოდში სახლთან სათვალთვალო კამერები არ მუშაობდა. მოწმის განმარტებით, ეზოს აქვს ორი შესასვლელი, ერთი ქვემოდან და ერთიც ზემოდან, ზედა ჭიშკარი დაკეტილია. ჭიშკრის გაღების შემთხვევაში, მანქანით ზემოდანაც შეიძლება ეზოში შესვლა, ჭიშკარს ა---------–----------ე აღებდა და თუ არ გააღებდა, ზემოდან ვერავინ შევიდოდა. კ------–--ის ბინის ფანჯრები ქვედა შემოსასვლელს უყურებს.
გამომძიებელმა მ-----–------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად ნ-------------–-ა და ლ--–------ე გეგმავდნენ ნ-------------–-ას ყოფილი მეუღლის შპს „--------“-ს დირექტორის გ-----------–--ის დაყაჩაღებას. ამ მიზნით, ლ--–------ე დაუკავშირდა დ----------–--–---–ს, გ----------------ეს, ვ----– (ზ-----) ვ----–----ის და რ----- (ბ-–--) მ-----–-–---–ს, რომლებმაც რუსეთის ფედერაციიდან ჩამოიყვანეს ქალბატონი ი-----------------კი, რომლის პასპორტის გამოყენებით გ-----------–--ის საცხოვრებელი კორპუსის გვერდით სადარბაზოში, კერძოდ ქ-------–-----–----------------–--–---------------ში იქირავეს ბინა 2000 აშშ დოლარად. დანაშაულის ჩასადენად მათ შეიძინეს იარაღები და ერთმანეთთან საკონტაქტოდ მობილური ტელეფონები. მოწმემ ამის შესახებ აცნობა საგამოძიებო ორგანოს.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით და დანართით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ი-----------------კი საქართველოში ნამდვილად შემოვიდა 2017 წლის 22 სექტემბერს და საქართველო დატოვა 2017 წლის 26 სექტემბერს.
მოწმე ზ------ კ------–--მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი ფლობს ბინას ქ-------–--–---–----------------–--–-----, ბინა #7-ში. მისი განმარტებით, მან ნამდვილად გააქირავა ხსენებული ბინა მისთვის უცნობ მამაკაცზე და ქალბატონზე, რომელიც საუბრობდა რუსულად. აღნიშნული ბინიდან, ჩანს ამავე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ზ. კ------–--ის ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბინა გაქირავებულია სწორედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ი-----------------კზე (ტომი I, ს.ფ. 111-112).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------------ს განჩინებით დასტურდება, რომ საგამოძიებო ორგანოს ნება დაერთო ზ------ კ------–--ის აღნიშნულ ბინაში ჩაეტარებინა ფარული საგამოძიებო მოქმედება - ,,ფარული ვიდეო, აუდიო-ჩაწერა და ფოტო-გადაღება“ (ტომი I, ს.ფ. 116-118).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ზ. კ------–--ის ბინაში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღება) შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც დაიწყო 2----–-–--------------------------------–---------–-–------------------------- საათზე. აღნიშნული მასალის მიხედვით:
2017 წლის 2 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,ეგრე უნდა მოხდეს. არანაირი დროის გაწელვა, არანაირი მეორე დღე. ხ----ს ურეკავს და ეუბნება ფული მოიტანე იქ. ფული მიიტანე, რამდენი? - ამდენი. ის ფიქრობს უცებ, ის გადმორეკავს კომპანიაში, რა ხდება? სად არის?“ (ტომი III, ს.ფ. 3-4).
2017 წლის 8 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,ვუთხრათ, რომ 5-ს გადაგირიცხავთ, დაგბრიდავთ, გადაგარიცხინებთ, მაგრამ იმ გადარიცხვას ჯობია ,,ქეშად“ 2 მოიტანე და 3-ს დაგაცდი. ეს მე ჩემი აზრით - მაგას იმის გადარიცხვას ,,იასნია“ ურჩევნია 2 მოიტანოს. - შენ რას ფიქრობ ბ-–--? ეხლა 2-ს მოიტანს და მერე ,,დალშე“ კიდე მაგასთან ,,პრადალჟენიე“ გაგრძელება შეიძლება. - ბიჭო, მე იმას ვიძახი შეიძლება მაგას ეგ ვუთხრათ, თორემ მე იმას კი არ ვიძახი მერე აქ დავჯდეთ და ველოდოთ. - ეგ რასაც მოიტანს, ,,ვსიო“ მაგით დამთავრდება. ,,დალშე“ რა ვუთხრათ იცი კაცო? გაცდით ახალ წლამდე, გაქვს შენი საქმეები. მესმის პრობლემები გაქვს, რაღაცა გაქვს, 3 იმ ქალს და დანარჩენი 3 აქტივები გადაუფორმე ამდენი ბიზნესები გაქვს” (ტომი III, ს.ფ. 13-14).
2017 წლის 8 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,მანქანას ისეც გარეთ აყენებს, შედის ,,პადიეზდში“ და ლიფტით ადის, პროსტა პარკინგიდან ორი კაცი უნდა ავიდეს პირველზე და მიიღოს. გამოვდივარ დაუშვათ ხო, ლიფტიდან და ეს შედის, შევიდა თუ არა ეგრევე (ამ დროს ხელით უჩვენებენ ერთმანეთს თუ როგორ უნდა შებოჭონ დაზარალებული); - დავხვდეთ ეგრევე ლიფტში? - ხო. რავი ეგრე ჯობია. - პლიუს კიდე რა ვარიანტებია, შევა თუ არა ლიფტში, ეგრევე შეყევი. გამოსვლა დააპირა ისევ შიგნით შეიყვანე. - მაშინ შოკერი მანდვე უნდა მოხდეს. - ხო, ქვევით მაგარი ,,რეხვი“ ექნება; - სად პარკინგში? - ხო. - შოკერს ხმა აქვს; - პარკინგში იცი როგორი ექო ექნება, შეიძლება ყარაულმაც გაიგოს (ამ დროს ხელში უკავიათ ელექტროშოკი, აჭერენ ხელს და ისმის ხმა). - ხედავ ურტყამს ორივე მხარეს. ეგ ეგრევე უნდა ,,გაითიშოს“ მაგითი. - რამხელა ხმა ჰქონია. - ხო გითხარი მაგარი ხმა აქვს, ეხლა წარმოიდგინე ,,გარაჟში“ რა ხმა ექნება, ყარაულიც გაიგებს. - შიშისგან რო დაიყვიროს არც მინდა ელექტროშოკი, ისე ,,ვდრუზავ“ მაგას ხმას ვერ ამოიღებს, ერთი დარტყმა სახეზე და ეგრევე... - მუცელში, სახეში არ უნდა მუცელში; - არა ერთი სახეში და ,,გავთიშავ“. იყვიროს რა, რა უნდა იყვიროს, ვის უნდა დაუძახოს დარაჯის იმედი ექნება, დაცვა აქ არ არის, არავინ არაა. ახლა იარაღს რომ დაადებ ადამიანს, იმას ყვირილის თავიც არ ექნება. - შეიძლება იარაღის ქვეშ არც ამოიღოს ხმა. - იარაღის ქვეშ ცოტა მურტალი თემაა ეხლა, მესამე-მეოთხედან სანამ პირველ სართულზე ჩახვალ ეტყვი ხმა არ ამოიღო, თორემ იქნები ,,ტრუპი“. - ძალად ნუ მომაკვლევინებ თავს, სალაპარაკოდ ვართ მოსული რა. - ხო, მე ,,ვაბშე“ მაგას ვფიქრობ ,,გავულაითოდ“. - შოკერით უფრო არ დაიბნეს. - არა შოკი შეიძლება ლიფტში პატარაზე ,,ხიო“, გულზე დააგდებ, დაგბრიდავ და წამოგყვება, შოკში კი იქნება, ხმა რომ ამოიღოს იქვე ვგლიჯავ ან ტარს ვხევ ეგრევე თავში, გავთიშავ ეგრევე. - ბიჭო სუსი-დან ვართ-თქო რომ ვუთხრათ? - არა, არა კაცო მაგას ,,ვთიშავთ“ ეგრევე. - თავი არ მომაკვლევინო, დაჯექი და მომისმინე. - მთავარია ვინმე შემთხვევით არ ,,გაგვეჩითოს“. სახლი გასაწმენდი იქნება სერიოზული. ცეცხლი ხომ არ წავუკიდოთ ერთი ამათი დედაც?“ (ტომი III, ს.ფ. 14-18).
2017 წლის 8 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,ნიუჟელი“ პარკინგზე ვაბშე არ შემოყავს მაგ ......; - არ შემოჰყავს, არა ტო. - აი, შეიძლება წვიმების დროს შემოიყვანოს. - არა, არ შემოიყვანა არც ერთხელ. - შეიძლება რამე წვიმის დროს შემოიყვანოს და ეგ იქნება კოზირი. - მაგას ისე უნდა შევუსრულოთ, ,,ვაბშე“ არ უნდა იჩივლოს. - თუ არ გადაიხდება, დედა .......; - ,,ვაბშე“ ყველაფერი უნდა გავთვალოთ. - აქ უნდა ამოვიყვანოთ. - უნდა გავთვალოთ ბავშვის თემა, სკოლის თემა, თავის დის თემა. - წინასწარ უნდა ვიცოდეთ ვისთან აქვს კონტაქტები. ხ---- ვიცით, დები, ხ------- და დიანა ვიცით, ნინო ვიცით“ (ტომი III, ს.ფ. 20-22).
2017 წლის 9 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,ცოტა შეიძლება ვაბუქებ, მაგრამ 2000 დოლარიან ასეთ ,,ბაითში“ რაიმე ,,შემასტირებული“ არ იყოს. არის ისეთი ,,პრასლუშკები“ ერთი თვე რომ გედოს და უსმინო? - რაღაც ბლოკი უნდა ჰქონდეს მაშინ ან ელემენტი. - ღმერთმა დაგვიფაროს. - მაგის დედა, ცოტა ადრე მოეცა ფული რა, სიმონ 600-იანი ან 900-იანი რო აგვეგდო. იმედი არ მქონდა, რომ გააძრობდა ის ქალი. - ჩვენ რა უნდა გვექნა იცი? ოთხ კაცს უნდა გვესესხა ,,ობშიაკად“ 1500 დოლარი და მიგვეცა ორი თვით, ვალსაც გავისტუმრებდით, ეს ლ--–-– სად წავიდოდა, იხდიდა ბოლო-ბოლო (ტომი III, ს.ფ. 28).
ბრალდებულები დგანან სარკესთან და თავზე ირგებენ პარიკს - ,,თმები მაგრად მცვივა, არა ჯვარი გვწერია აქ ჩვენ ისე ვერ გავწმინდავთ, იმდენ რაღაცას ვტოვებთ სამი დღე აქ. ღმერთმა დაგვიფაროს ,,ფებეერი“, რომ მოვიდეს. - არ უნდა გაბაზრდეს“ (ტომი III, ს.ფ. 29).
2017 წლის 9 ოქტომბრის ჩანაწერი - ,,უნდა ვუთხრათ ,,გბრიდავთ“, ან 10 ან 5 უნდა გადარიცხო ,,ობში შოტში“ ანუ 5 რომ არ გადარიცხო, 2 მოგვიტანე ,,ქეშად“ და წადი იმ სამს დაგაცდით. - ის რომ გადარიცხავს, იქ უნდა გავსინჯოთ დაჯდა თუ არა“.
ბრალდებულები საუბრობენ თუ როგორ უნდა გაარკვინონ მათ მიერ დასახელებულ ანგარიშზე ნამდვილად ჩაირიცხება თუ არა გადარიცხული თანხა. - ,,მოდი ძმაო, ეხლა ჩვენ დეტალები, რაღაცეები კითხვები გაგვიჩნდება. მე დავით ამ მომენტისათვის, ხომ არ მოვასმენინოთ ,,ლაივში“ ლ--–-- და ნ----- ორივეს ერთად, ჩვენი ბაზარი რას იტყვის, ეხლა ცოლმა ძაან ბევრი რამე იცის. - კაი, ჰო ,,სვიაზზე“ რომ იქნები იმასთან, კარგ--, მაგრამ რად გინდა ანახო ჩვენ რას ველაპარაკებით და რას არა? - და თუ იმის სიტუაცია არის, რომ გათიშო და ჩართო გათიშო, მაგრამ რას გვაძლევს. - ტყვილები რომ არ დაიწყოს. - და იმათგან რომ გავაკონტროლოთ.
ბრალდებულები საუბრობენ იმის ორგანიზებაზე, თუ როგორ ალაპარაკონ ,,ლაივში“ ნ----- და ლ--–-- გატაცებული პირი - ,,რაც მთავარია ეცოდინება, რომ მთლიანად საქმის კურსში ვართ ყველაფრის (რომ ვალი აქვს); - ,,ვაბშე“ სახლში გვყავს ტო; - და ყველაფრის აზრზე ვართ, ორი ათას დოლარიან ,,ბაითში“. - ამას ხომ ეტყვი, დაუხატავ შე დედ....... პროსტა ჯერ გაიაზრე სად ხარ 2000 ბაითში ხარ შენთან ახლოს, - ხომ შემიძლია, რომ ტყვია გესროლო, თან ღირსი ხარ. - სცენა უნდა დავუდგათ გაიგე?! ამას თვალებზე შეიძლება აფარებული ჰქონდეს, შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ სახეებს არ ვანახებთ. - არა, არა, არა. - მერე ,,დალშე“, რომ გაიაზროს რა სამუშაო გავწიეთ, რომ მაგის ცხვირწინ გაიგე, სახლში ამოვიყვანე. ვუწყებთ მერე ლაპარაკს ამ თემაზე. - აქ რომ დავსვამთ, ვუწყებთ ბაზარს მაქსიმალურად ნახევარ საათში. მისი ტელეფონი უნდა ავიღოთ გავშიფროთ სახელები ვინ არიან ვკითხოთ, ვინმეს ზარს ხომ არ ელოდები. ვეტყვით ჩვენ ევროპიდან ჩამოგვიყვანეს, ისეთმა ხალხმა გვთხოვა. მოკვლას გიპირებდნენ. - ჰო, რუსეთში ამ შენ ყოფილ ცოლს ისეთი პატრონი გამოუჩნდა, მე არ ვიცი ვინ არის და რა არის შენი ცოლი, მაგრამ ის ვინც ჩვენ გვთხოვა ეს საქმე, ისეთი კაცია, შენზე მეტი ფული აქვს და შენზე მეტ პრეზიდენტებს იცნობს. ჩვენ მაგის გულისთვის გვთხოვა და ჩამოგვიყვანა. - ვეუბნებით ვინ ყოფილხარ და რა ყოფილხარ, ვუწყებთ ბაზარს, რომ შენ საიდან, დაგავიწყდა? მაგ ქალმა დაგაყენა ფეხზე, დაგავიწყდა ელიავაზე ლურსმნებს რომ ყიდიდი? და ის ქალი მოგიყვანა ის გოგო ბუღალტრად. - კონკრეტულად ვეუბნებით. - მოკლედ, ათი მილიონია გადასახდელი, ათი მილიონი გაქვს გადასახდელი და თუ გინდა დარჩე ცოცხალი და სახლში დაბრუნდე იცხოვრო, იცოცხლო ეს ტვირთი უნდა მოიცილო, ეს ვალი უნდა მოიცილო. დედას გიტირებთ, ეს ვალი უნდა გადაიხადო, თანახმაა შენ თუ 5 მილიონს გადაიხდი ეგრევე ნაღდ ფულს მოიტან“.
შემდეგ ბრალდებულები ამბობენ, რომ თუ გატაცებულმა ვინმეს ,,ცინკი“ მისცა და არ დაემორჩილა ,,დედას უტირებენ“ და ეს თავიდანვე უნდა უთხრან; ასევე საუბრობენ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, სახლი უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში - ,,ვტყდებით ეგრევე რა“. თუ ჩაიშალა მთლიანად გეგმა, რა უნდა მოიმოქმედონ. საუბრობენ მუქარის შემცველი წერილის დატოვებაზე. თუმცა ამბობენ, რომ ამ წერილზე შემდეგ ექსპერტიზას დანიშნავენ. თანხმდებიან, რომ ჯობია ყველაზე ცუდ შემთხვევაში ზეპირად განუცხადონ, რომ ფულს თუ არ მოიტანს ,,დედას უტირებენ“. ვიდეოში ჩანს კონკრეტულად მოქმედებები, როგორ უნდა განახორციელონ მისი დახვედრა. საუბრობენ კონკრეტულ გეგმაზე თუ როგორ უნდა აიყვანონ დაზარალებული. ასევე ამბობენ, რომ ჩავიდნენ და ზეპირად გაიარონ ყველა ეპიზოდი.
ბრალდებულები ასევე საუბრობენ აღნიშნული გეგმის ირგვლივ, საღამოს ჯობია თუ ღამე, მეუღლეს თუ რა რეაქცია ექნება, რამდენი ხანი მოუწევთ ლიფტთან დგომა და ა.შ. ასევე საუბრობენ ბ------ში მყოფ ხ----ზე და ყოფილ მეუღლეზე. ბრალდებულები უთითებენ, რომ საღამოს პიროვნების გატაცებას ის პლიუსი აქვს, რომ ძიძა და მძღოლი სახლში არ იქნებიან. ბრალდებულები აფიქსირებენ, რომ ცოლის პანიკა თუ ატყდა ,,უნდა მიიღონ უეჭველი“. ასევე აღნიშნულ ჩანაწერში საუბარია თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების სხვადასხვა გეგმებზე, ამ დროს ახდენენ იმიტაციას თუ როგორ უნდა შებოჭონ გ--, ძალადობა როგორ უნდა გამოიყენონ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცნენ. ბრალდებულები დგებიან შუაგულ ოთახში და ასრულებენ საუბრის შესაბამის მოქმედებებს, იმიტირებენ გატაცების გეგმებს. საუბრობენ კვლავ ლიფტიდან „გ---“ გატაცებაზე და დანაშაულის განხორციელების გეგმაზე. ახსენებენ კვლავ გ--- და ამბობენ რომ, - ,,გ-- შენთან საქმე გვაქვს“. განიხილავენ, იარაღებით სჯობია დახვედრა თუ სპორტული კამუფლიაჟით, თანხმდებიან, რომ იარაღებით დახვედრა სჯობია. ასევე თანხმდებიან ერთმანეთში, რომ გ---თან საუბრის დროს დაირქვან ერთმანეთში არარეალური სახელები.
შემდგომში საუბრობენ თანხა ვისგან უნდა მიიღონ, დისგან, თუ ხ----სგან. - ,,ხ---- ჩვენ აქ თუ უნდა მოვიყვანოთ - ხ---- რომ მოვა, აივნიდან გავიყვანთ ფეხებშეკრულს და ეგრევე დაუძახებს, - ხ---- აქ ამოდი. ჰოდა, ასეთი გეგმაა, აქ მოვატანინოთ ფული“. - ,,ფულის მიღება ბ------ში როგორც ვგეგმავდით არ გვინდა, ჯობია აქ მოვატანინოთ. ხ---- ვერაფერს იეჭვებს, ხ----ც უნდა მივიღოთ მაშინ, - ხო, ხო, აბა რა?! ხ----ს ხმამაღლა დაველაპარაკებით. მიღება აღარ გვიწევს. - ერთის მხრივ კარგ--, ხ----ც დაინახავს ყველაფერს, მაგრამ გასვლის პონტში როგორ მოვიქცეთ?! გ--- შეკრულს დავტოვებთ და ხ----ს ვეტყვით, რომ ეს შეკრული იქნება, წამოდი ახლა ჩვენ დაგვტოვე ქალაქში და მერე ამოდი და გახსენი და თუ ეს გაბაზრდება, სერიოზულ პრობლემაში ხართ“ (ტომი III, ს.ფ. 64).
ბრალდებულთა საუბარი გრძელდება დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვის გეგმის შემუშავებაზე. დგანან ოთახში და პარკით დემონსტრირებენ, ირგებენ პარიკს და პირბადეებს. ბრალდებულები ასევე საუბრობენ მსხვერპლის ახლანდელ ცოლზე - ,,ვეტყვით, ერთი შენ, უნამუსო პატარა გოგოშკა, ქალმა მოგიყვანა სამსახურში ქმარიც წაართვი და თეფშიც არ დაუტოვე“.
2017 წლის 09 ოქტომბრის ჩანაწერები (ტომი III, ს.ფ. 70-83) - ბრალდებულები საუბრობენ იარაღის დადებაზე, გათიშვაზე და შოკერის გამოყენებაზე, ასევე საუბრობენ მის ახლანდელ ცოლზე - ნინოზე, რომ თუ რაიმეს იეჭვებს, შემდეგ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მან დაინახა, რომ მისი მეუღლე მივიდა სახლში და არ ამოვიდა სახლში, უნდა დაალაპარაკონ მისი ქმარი, რომელიც ეტყვის, რომ რაღაც საქმეზე გავიდა, ასევე საუბრობენ რომ მასაც ჰყავს ცალკე მძღოლი. ბრალდებულები ასევე საუბრობენ მისაღები თანხის გაყოფაზე და ოდენობაზე, - ,,რაც ეკუთვნით ეგ მისაცემია რეალურად, ჩვენ ოთხ კაცს, ლ--–-- და თავის ცოლს დარჩათ მილიონ ნახევარი“. - აბა რა უნდა ვქნათ, 750 იმას და 750 მე?! - რას ლაპარაკობ დავით? ჩვენ რაზე მივდივართ?! და მე, როგორც ლ--–-- ვუთხარი ეგრე არ არისთქო, ის ნინო სახლში იჯდეს, ერთ ადგილს ითბობდეს და ჩვენ ამხელა რაღაცაზე მივდივართ და მაგასთან 50-50-ზე გავიდეთ, ეგრე არ ხდება. - ლ--–-მ ვიციო და მაშინ მოაგვარე მაგ ქალთან, რომ რამე არ მოხდეს და მაგას დავალაგებო. - ეგრეა იასნია, ხუთასი ათასი არის საკაიფო, გემრიელი და გაიყონ იმათმა. - ფულს რომ მივცემთ და მაგათ არ ვაყრანტალებთ, რათ გვინდა განაწყენებული ნინო, წავიდეს ნახევარი მილიონით და დანარჩენს კიდევ გადმოგიფორმებენ. - ნინო არ უნდა გაბოზდეს, ჯვარი გვწერია, ჩვენ ძალიან შლეიფი გვაქვს დატოვებული, ცოლის სახელი, იქ ლ--–-- ტივტივი, აქეთ ეს ბაითი და ეს გოგო რომ ჩამოვიყვანეთ, იქით ბ------ი”.
2017 წლის 09 ოქტომბრის ჩანაწერი: - საუბარი იწყება, კვლავ დანაშაულის გეგმის დეტალების შემუშავებით, აკვირდებიან ეზოს, გამოთქვამენ აზრს, რომ ეზოში გააჩერონ დაბურული ა/მანქანა, საიდანაც ერთ-ერთი განაგრძობს თვალთვალს, ვინაიდან ზუსტად ვერ აკონტროლებენ დაზარალებულის გადაადგილების მარშუტს, იქვე უთითებენ, რომ თუ მაგის ,,დვიჟენია“ ვერ დაიჭირეს - ,,უდროო დროს მოგვიწევს გაკეთება“. ერთმანეთს უხსნიან შოკერის გამოყენების წესს. ბრალდებულები განიხილავენ შემთხვევით მეზობლის გამოჩენის შემთხვევაში მოქმედების გეგმას. - ,,თუ გათიშვა მოგვიწია, მეზობელიც რომ შეგვხვდეს, სახეზე იცნობენ, ამიტომ კამუფლიაჟი გავუკეთოთ, კონბინიზონით და კეპით, ან შლიაპა და პლაში (ვაენი პლაში რომაა თავი რომ აქვს გასაყრელი ხელები რომ არ აქვს). - შლიაპა მე მაქვს, ვაენი პლიაში სად ვეძებოთ, მაგის დრო არ არის“.
კვლავ საუბრობენ - თუ ატყდა ,,ხაი“ როგორ უნდა მოიქცნენ - ბაითიც იწვება, საქმეც ფუჭდება და მაყუთს ვერ აიღებენ. საუბრობენ მებაღეზე და აპირებენ დაათვალიერონ მებაღის დასარჩენი სადგომი, რათა გაარკვიონ იქიდან რა ჩანს.
2017 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერები - ბრალდებულები საუბრობენ დაზარალებულის ბიზნესზე, რომ ეს დღეები არ ჩანს, ხომ არ არის წასული თურქეთში. ოთახში ჩანს ბრალდებულები, რომლებსაც ხელში უჭირავთ იარაღი, შოკერი, ირგებენ თავზე პარიკს, საუბრობენ შოკერის ეფექტზე, რომ დიდი ხმა აქვს, საუბრობენ რა ეფექტი აქვს მის გამოყენებას სხეულზე. უთვალთვალებენ ეზოს და საუბრობენ, რომ გარეთ ჩანს მანქანა, სადაც ჩასვეს ბავშვები, საუბრობენ, რომ ის ვინც უნდა გაიტაცონ, ცხოვრობს მეხუთე სართულზე. ამბობენ რომ, მისი ბინა არის ძალიან დიდი, 220 კვადრატი. საუბარი კვლავ იწყება მათ მიერ დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების გეგმაზე: - ,,ორი კაცი მიხვედით და ეგრევე შოკერი დაადოთ, ორი კაცი იმისთვის არის კარგი, რომ ძალიან არ შეეშინდება”.
საუბრობენ კვლავ ლიფტში როგორ უნდა დახვდნენ დაზარალებულს, ვინ სად უნდა იდგეს და რა როლი ექნება მინიჭებული, თუ ვინმე შემთხვევით ,,გაიჩითა“ როგორ უნდა მოიქცნენ, ,,წკაპ პირბადეს უკეთებ, ვიღაც რომ გაიჩითოს და პანიკა ატეხოს, თუ რაღაცააა, ავად არის ან ავადმყოფია და გავატარებთ“.
ბრალდებულები ასევე საუბრობენ, რომ მისი მანქანა უნდა ,,მოტეხონ”, რადგან ცოლმა თუ მანქანა ეზოში დაინახა ,,პანიკა ატყდება”. შემდეგ ისინი აკვირდებიან ნახაზს და ნახაზის მიხედვით გეგმის რამოდენიმე ვერსიას ამუშავებენ. ასევე საუბრობენ, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ატარებენ რამოდენიმე ექსპერიმენტს და სახავენ მოქმედების გეგმას. - ,,ვეუბნებით, სალაპარაკო გვაქვს, კრინტი არ დაძრა, თუ არა დედას გიტირებ. პანიკა თუ ატეხა, ეგრევე შოკერი პირზე“.
შემდეგ დგებიან და მსჯელობენ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე და ახდენენ მათ იმიტაციას: ,,ეხლა წარმოიდგინე ლიფტში ხარ - „წკაპ, წკაპ შევიყვანეთ“ ეგრევე თავზე იარაღი დავადეთ და ვეუბნებით, დედა გაქვს ნატირები, შემდეგ კარი იღება, ერთი კაცი კიდევ გვხვდება და შოკშია. - ,,ბრახ“ და ამ დროს ,,ვიჩითები“ მე, კამუფლიაჟის პონტში, ვეუბნები თავი არ დაიღუპო, გინდა წამოდი შენთან, გინდა წამოდი ჩემთან, სალაპარაკო გვაქვს. თქვენ მოგყავთ, წარმოიდგინე“ (აჩვენებს თუ როგორ მოყავს მსხვერპლი იღლიებში ხელმოკიდებული და აკეთებენ შესაბამის იმიტაციას). - ,,დავით, შენ წინ უნდა წახვიდე, შენ იქიდან და შენ აქედან. - შოკერი სად უნდა მივადოთ?! კისერზე?! გულმკერდზე თუ მუცელში?! - ჩვენ ელექტროშოკით და იარაღებით ვიქნებით. - იარაღი გვჭირდება ,,ხაი“ რომ ატყდეს მაგ პონტში. - იარაღი მაგ პონტში რომ, მენტების მანქანა რომ იყოს ,,გაანეიტრალებ“. ცოტას ,,დასტოპდებიან“, დროს იგებ, მაგისთვის თორემ სერიოზული ომისთვის ავტომატები უნდა ავიღოთ და ლიმონკები. - პირველ რიგში მაგის ტელეფონი იქნება ,,დასაშმონი“, ძალიან ბევრი ინფორმაცია ექნება, ასევე ჯიპიესი უნდა გავუთიშოთ“ (ტომი III, ს.ფ. 86-104).
2017 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერი - მამაკაცები იწყებენ სახლის დასუფთავებას, ამბობენ, რომ თუ ,,ხაი ატყდა“ მუქარის შემცველი წერილი მაინც დაუტოვონ. ასევე საუბრობენ რომ, ხ---- მოვა ფულით და არ ეცოდინება რისთვის მოაქვს ეს თანხა, საუბრობენ თუ რა რაოდენობის თანხის გამოტანა შეუძლია სავარაუდოდ, კერძოდ: ,,მაგას ორი ლიმონის ქეშად მოტანა არ გაუჭირდება, რამდენიც არ უნდა მოიტანოს ყველა ვარიანტში გასაყოფია, ნახევარი ლიმონი რომ მოიტანოს, ლ--–-მ იცის რომ ექვსი ვართ, ლ--–-- რომ ასი ათასი მივცეთ, ას-ასი ჩვენ გავიყოთ, ის ასი იმ ქალზე ვუთხრათ, აგერ ასი შენ, თუ გინდა პრადალჟენიიდან მიეცი, შენ ამბობ, რომ ნახევარი მილიონი რომ მოგვცეს, ავიღოთ და წავიდეთ“?
2017 წლის 11 ოქტომბრის ჩანაწერები -,,ხვალე ხომ არ ვხიოთ? - კი ბატონო, ხვალე ვხიოთ, ზეგ უკვე ტეხავს, ყველაფერი უნდა გავწმინდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ სუფთად, ღმერთმა დაიფაროს რაღაცა რომ მოხდეს, რომ არ დავტოვოთ. დღეს, რომ დავაკვირდეთ რომელზე მოდის, ეს კვირა რომ გაიმაზოს, იქითა კვირა უკვე გამაზულია, ატყდება მეპატრონის ზარები, რას აპირებთ, აგრძელებთ, არ აგრძელებთ? - არჩევნები მოდის, ბ------ში არ წავიდეს საარჩევნოდ. - გავიდეთ და ამაღამ შემოვიდეთ გვიან, უკვე რკინებით, წავა ყველაფერი დეტალებში, ყველა თავის როლს ასრულებს, უნდა ვიყოთ მზად“ (ტომი III, ს.ფ. 107-135).
ბრალდებულები საუბრობენ, რომ ჩაიცვან ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩადენის გაადვილებას. ასევე მსჯელობენ იარაღებთან და შოკერთან ერთად თუ რა ნივთები სჭირდებათ. ,,ხელთათმანები გვინდა და პირბადეები“, საუბრობენ სახლის დეტალურად დასუფთავებაზე, რომ არ დატოვონ რაიმე მამხილებელი მტკიცებულებები, - ,,აქ რაღაცეებს გავჩისტავთ, შკაფებს-მაფებს. უკვე გვეცოდინება, რომ აღარ შევეხოთ რაღაცეებს, რაღაცეებში ნაპორით მივუშვათ წყალი, რომ არ დარჩეს თმები“.
ბრალდებულები მსჯელობენ, რომ ორი გაუთვალისწინებელი ვითარება შეიძლება დახვდეთ,პირველი: ცოლი, რომელიც უნდა განეიტრალდეს და შემთხვევით ,,გაჩითული“ მეზობელი, რა შემთხვევაშიც, ,,კეპკა“ უნდა დაახურონ თავზე მსხვერპლს, რომ ვინმემ არ იცნოს. საუბრობენ თუ როგორ უნდა შეინიღბონ - პარიკით, პირბადეებით, კაპიშონით და ა.შ.
2017 წლის 11 ოქტომბრის ჩანაწერი - საუბარი იწყება მსხვერპლის ოჯახის წევრების გადაადგილების მარშუტის განხილვით, - ,,მძღოლს ბავშვი მიყავს, მერე მიდის, წუხელ მანქანა ჰყავდათ. წინეებზე რამდენჯერაც არ გამოვიდნენ სახლიდან მანქანები ორივეს ეყენა“ და ა.შ. კვლავ ახსენებენ მსხვერპლს და იძახიან, რომ ,,ის ბ------ელია და საარჩევნოდ აჭარაში მოუწევს წასვლა,ხოლო ცოლი მ–------–ია და მასაც მოუწევს თბილისიდან გასვლა“. მსჯელობენ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლი არ მოვიდა იმ დროს როდესაც მათ აწყობთ, ე.ი. გვიან საათებში. ,,თუ კი არ მოვიდა თავის დროზე მერე?! (ბრალდებულები მაგიდასთან უყურებენ სამოქმედო გეგმას) და მსჯელობენ კვლავ როლების გადანაწილებაზე, ძალადობის გამოყენებაზე, მუქარაზე და კვლავ იმეორებენ დანაშაულის განხორციელების იმ გეგმაზე, რომელსაც რამოდენიმე დღე ამუშავებდნენ, აკონკრეტებენ დანაშაულის ჩადენის დღეს და იძახიან: ამაღამ შემოვდივართ რკინებით და ხვალ აღარ მივდივართ.
2017 წლის 11 ოქტომბრის ჩანაწერი - საუბარი იწყება, რომ შეისწავლონ გზა რითაც უნდა მიიმალონ შემთხვევის ადგილიდან - ,,ეგაა სანახავი, როგორი გზაა მისასვლელი ხიდამდე ,,ჩერეზ“ ტყე, ეგაა გასავლელი და სანახავი, სადმე ხომ არ აყენია კამერები. ამბობენ, რომ კამერები დაათვალიერეს და არსად არის დამონტაჟებული. მსჯელობენ, დანაშაულის ჩადენის შემდგომ ტაქსით შემთხვევის ადგილიდან მიმალვაზე.
,,ტაქსის ამოგდება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენი ვინაობის ამოგდება გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვიკარგებით ტაქსიდან, სხვა ტაქსში ვჯდებით და მიმართულებას ვიცვლით“.
კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ ხვალ უნდა განახორციელონ გეგმა:
,,კარგით მაშინ ხვალ ჩვენ გვიან მოვდივართ რკინებით, მაგრამ თქვენი რაღაცეებიც წასაღებია. - აბა რა, ჩვენ აქ არ უნდა გვქონდეს ზედმეტი არაფერი. - სანამ სიწყნარე გვაქვს, ჯობია ხვალ. ერთი ნახევარი სუტკა გვაქვს ჩვენ ხელში, რომ აგერ ბოლომდე ნიუანსები მივიყვანოთ. საღამოს მოვდივართ სუფთები, ,,რკინებს“ წამოვიღებთ“.
ბოლო ვიდეო-ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულები მზად არიან ჩაიდინონ დანაშაული, მათ მიტანილი აქვთ ყველა საჭირო ნივთი დანაშაულის ჩასადენად, ამზადებენ ხამუთებს მსხვერპლისათვის ხელ-ფეხის შესაკრავად, ირგებენ პარიკს, პირპადეებს, ახდენენ იარაღის დემონსტრირებას და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მსხვერპლის გამოჩენის შემთხვევაში მძევლად ხელში ჩაიგდონ დაზარალებული ,,ვაფშე ეხლა ხომ არ ამოვათრიოთ“ (ტომი III, ს.ფ. 121).
ვიდეოში ჩანს, რომ დ----------–--–---–ი და რ------------–-–---–ი სახლში შედიან პარკებით, საიდანაც რ------------–-–---–ი იღებს ნივთებს და ამბობს: ,,აგერ ნიღბები და (ალაგებს ნივთებს). გ----------------ე ამბობს, რომ ელაპარაკა ლ--–--, რომელმაც უთხრა, რომ მილიონნახევარი უდევს ,,თიბისი“-ზე. შემდეგ მოიზომეს პარიკი, დაიხურეს კეპი, გაიკეთეს პირბადეები. ხამუთებით დაიწყეს ხელბორკილის მომზადება. ხელბორკილების გამზადების შემდეგ, იწყებენ იარაღის მომზადებას. ამზადებენ ვაზნებს. დ----------–--–---–ს უკავია იარაღი ახდენს მის დამიზნებას. ამბობს, თუ როგორ უნდა ისროლო ზუსტად. კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ სახლი გაწმენდილია და სკამს, რადგან მოკიდა ხელი კვლავ გასაწმენდი იქნება. ეტაპობრივად ფრთხილად იხედებიან ფანჯრიდან და უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ მსხვერპლი არ არის მისული.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე ბრალდებულთა დაკავების ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ ვ----–------–----ი, რ------------–-–---–ი, გ----------------ე და დ----------–--–---–ი დაკავებული იქნენ 2----–-–------------------ს (ტომი IV).
2017 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტომი II, 150-170) დასტურდება, რომ დათვალიერდა ზ------ კ------–--ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ-------–--–---–----------------–--–-----, ბინა #7-ში, რის შედეგადაც ამოღებული იქნა: პირბადეები (რომლებსაც ბრალდებულები ხშირად ირგებენ სახეზე); ხამუთები (რომლებსაც ბრალდებულები ამზადებენ მსხვერპლისათვის ხელ-ფეხის შესაკრავად); პარიკი (რომელსაც ბრალდებულები იხურავდნენ თავზე); მწებავი ლენტი (რითაც მსხვერპლისათვის პირი უნდა შეეკრათ); ელექტრო-შოკი (რომლის გამოყენებით უნდა ,,გაეთიშათ“ დაზარალებული); ხელთათმანები (რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ, რათა ბინა გაეწმინდათ სამხილებისაგან) და იარაღი (რომელიც უნდა გამოეყენებინათ დანაშაულის ჩასადენად).
2017 წლის 12 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის ,,пм“ მოდელის უნომრო პისტოლეტი, რომელსაც კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის შვიდი ცალი ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის. შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ასევე ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის ,,пм“ მოდელის პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე იკითხება ნომერი ,,ни 6111“, კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის შვიდი ცალი ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის. შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ქარხნული წესით დამზადებული, 9მმ ნომინალური კალიბრის ,,EKOL Firat Magnum“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული, 2 (ორი) ცალი 9მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნა განკუთვნილია 9მმ ნომინალური კალიბრის იარაღეებისათვის (მათ შორის, წარმოდგენილი პისტოლეტისათვისაც). ორივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად დანიშნულებისამებრ და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას (ტომი II, ს.ფ. 174-192).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ---------–-----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2017 წლის 19 ოქტომბრის ტექნიკური ექსპერტიზის #352/ამ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოკვლეული შავი ფერის ცილინდრული ფორმის ნაკეთობა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ კომბინირებულ (ფანარი და თავდაცვით საშუალება-ელექტრო მაშოკირებელი) მოწყობილობას (ტომი IV, ს.ფ. 20-25).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ვახტანგ ნიგურიანი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ელექტრო-მაშოკირებელი მოწყობილობა ვარგისია და მას ზოგადად იყენებენ ადამიანის ,,გასათიშად“.
2017 წლის 03 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N6--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში მოთავსებულ ფოტოსურათებზე გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნებები, კერძოდ დ----------–--–---–ი, ვ----–------–----ი, რ------------–-–---–ი და გ----------------ე (ტომი IV, ს.ფ. 31-61).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები გ-----------------ე და გ---------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევების და მიღებული შედეგების სისწორე.
2018 წლის 20 აპრილის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1---- დასკვნით დასტურდება, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები ვარგისია საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ხმის მიხედვით ჩანაწერებში მოსაუბრე ოთხი დიქტორი მამაკაცისთვის.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წერილით დასტურდება, რომ ნ-------------–-ასა და გ-----------–--ეს შორის არსებულ ქონებრივ დავაზე მიმდინარეობს გამოძიება (ტომი IV, ს.ფ. 16).
მოწმეებმა ბ----------------------------------------------------–---–----------–------------------------------–-----------------------------------------–-–---–-----–---------–----–---–------------------------------------------–--მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების რ-–--------------------------------–------------–-------–--–---–-------------------------------------------–-----------------------–--------------------------------------–---------------------------–-------------–-----------------------------–---–----------------------------------–-----------------------------–----------------------------------------–---–--------------–---------------------ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ კ------–--ის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ დ----------–--–---–ი, ვ----–------–----ი, რ------------–-–---–ი და გ----------------ე. ყველა ვიდეო ფაილი და მათი შინაარსი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის მომზადებას ეხება ავთენტურია და არ არსებობს რაიმე კითხვის ნიშანი, რაც ექსპერტიზის დასკვნას და საქმის რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებდა. ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები, რომ ნამდვილად ბრალდებულთა კუთვნილია არ არსებობს რაიმე ეჭვი, ვინაიდან არაერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უკავიათ ხელში ბრალდებულებს აღნიშნული იარაღები, ვაზნები, ელექტრო მაშოკირებელი მოწყობილობა, ხამუთები, პირბადეები, პარიკი და ხელთათმანები. შესაბამისად ეს ნივთები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ ბრალდებულებს დანაშაულის ჩასადენად მათია და მიტანილი ჰქონდათ ნაქირავებ ბინაში.
გარდა ამისა, მართალია ექსპერტიზას ჩანაწერების მიხედვით არ მოუხდენია ბრალდებულთა ხმების იდენტიფიცირება, მაგრამ აღნიშნულ ჩანაწერებში, რომ ისინი საუბრობენ, ამას თავად ბრალდებულებიც არ უარყოფენ.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით კატეგორულად დგინდება, რომ ვიდეო ფაილების აუდიო ნაწილი (ოთხი მამაკაცის ხმა) არ შაიცავს მონტაჟის ნიშნებს და ამავე ვიდეო ფაილებში გამოსახული არიან - დ----------–--–---–ი, ვ----–------–----ი, რ------------–-–---–ი და გ----------------ე, რომლებიც არა თუ საუბრობდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმებზე, როლების განაწილებაზე და ასე შემდეგ, არამედ ატარებდნენ კონკრეტულ ცდებს (ექსპერიმენტებს) თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ მსხვერპლს, ამზადებდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო მოწყობილობებს კერძოდ: ელექტრო-შოკს, იარაღებს, შესაბოჭად პლასმასის ნივთებს, შესანიღბად პირბადეებს, პარიკს, კეპს, ე.წ. ,,კაპიშონს“ და ასე შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეოგრამების, როგორც აუდიო ნაწილი ისე ვიდეო ნაწილი ნათლად ასახავს თუ რას ამზადებდნენ ბრალდებულები და რა შედეგის დადგომა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
რაც შეეხება ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციასა და არგუმენტაციას, რომ სახეზეა მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს არა მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, არამედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადება. კერძოდ, ამ ორ დანაშაულს შორის განსხვავება შემდეგში მდგომარეობს:
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია თავისუფლებააღკვეთილის კონსტიტუციური უფლება, გადაადგილდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მისი პატივი და ღირსება (სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტი). დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა;
რაც შეეხება მძევლად ხელში ჩაგდებას, ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არა მარტო მძევლად ჩაგდებულის ზემოთ ნახსენები უფლებები, არამედ მესამე პირთა უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში და კანონით ნებადართულ ფარგლებში ჩაიდინონ ის ქმედება, რაც მათ სურთ;
2. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დროს დამნაშავე არ უყენებს რაიმე მოთხოვნას მესამე პირებს, არამედ ასეთი მოთხოვნა (ჩაიდინოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს მისგან), შეიძლება წაუყენოს თავად მსხვერპლს, რათა მან შეასრულოს იგი.
მძევლად ხელში ჩაგდების დროს კი დამნაშავეს სურს მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირებს - ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს (მაგ. მძევლის ოჯახის წევრს), რათა მათ ამ მძევლის გათავისუფლების პირობით შეასრულონ რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავონ რომელიმე ქმედებისაგან. ამდენად, მძევლად ხელში ჩაგდებისას ულტიმატუმის ადრესატია არა თავად ხელში ჩაგდებული პირი, არამედ მესამე პირი („მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ...“. ე.ი. სხვები, მესამე პირები აიძულონ და არა თავად მსხვერპლი). ამავე დროს არა აქვს მნიშვნელობა, მესამე პირს ულტიმატუმს წაუყენებს დამნაშავე, თუ ამისათვის გამოიყენებს მძევლად ჩაგდებულს (მაგალითად, აიძულებს მას, დაუკავშირდეს მესამე პირს და გადასცეს დამნაშავის მოთხოვნა);
3. აქედან გამომდინარე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დროს დამნაშავე ცდილობს, დამალოს ჩადენილი ქმედება, ხოლო მძევლად ხელში ჩაგდების დროს დამნაშავე პირიქით, მესამე პირებს არ უმალავს ჩადენილ ქმედებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მათ ვერ აიძულებს, შეასრულონ მისი მოთხოვნა;
4. ამდენად, თუკი თავისუფლების უკანონო აღკვეთა გამოიხატება ორმხრივ ურთიერთობაში - დამნაშავე და თავისუფლებააღკვეთილი მსხვერპლი, მძევლად ხელში ჩაგდება გამოიხატება სამმხრივ ურთიერთობაში - დამნაშავე, მსხვერპლი და მესამე პირი (ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელთაც ასევე ადგებათ მორალური, თუ სხვაგვარი ზიანი).
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, აშკარაა, რომ ბრალდებულები არ გეგმავდნენ გ. გ-------–--ის მძევლად ხელში ჩაგდებას იმ მიზნით, რომ შემდეგ მისი გათავისუფლების პირობით) ვინმე მესამე პირზე (მაგ. ოჯახის წევრზე) წაეყენებინათ მოთხოვნა გამოსასყიდის გადაცემაზე. საქმეში არსებული ფარული მოსმენის და კრებსების ტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ ბრალდებულებს შორის მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ აიძულონ თავად გ. გ-------–--ე, გადაურიცხოს მათ ფული კომპიუტერის მეშვეობით, კერძოდ, დასვან იგი კომპიუტერთან და აიძულონ, გადარიცხოს თანხა მათ მიერ მითითებულ ანგარიშზე. ამ დროს იმაზეც კი საუბრობენ, თუ როგორ შეამოწმონ, მართლაც გადარიცხავს თუ არა იგი თანხას, ანდა როგორ შეამოწმონ, დაჯდება თუ არა ეს თანხა მათ ანგარიშზე. მათი საუბრიდან ისიც ირკვევა, რომ „ინტერნეტის ბაიბურში არ არიან“ და ეშიანიათ, გ-------–--ემ არ მოატყუოს ისინი, შესაბამისად, განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს, რაზეც საბოლოოდ ვერც ჯერდებიან.
არსად არაა საუბარიც კი იმის თაობაზე, რომ მოიტაცონ გ-------–--ე და შემდეგ აიძულონ ვინმე სხვა პირი, რათა გადაურიცხოს ან გადასცეს მათ თანხა. მართალია ბრალდებულები ახსენებენ ხ----ს, მაგრამ მათი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ხ----მ არ უნდა შეიტყოს რეალურად მათ მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ, შესაბამისად, ხ---- (პ-------ე) ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირად, რომელსაც ასევე ადგება მორალური, თუ სხვაგვარი ზიანი.
ასევე აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ხაზგასმითაა მითითებული, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს შპს „--------“-ს დამფუძნებლის გ-----------–--ის მძევლად ხელში ჩაგდება მისგან დიდი ოდენობით თანხის - რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით. ამ დადგენილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბრალდებულებს სურდათ „მისგან“ ანუ თავად დაზარალებულისაგან მოეთხოვათ თანხა და არა მესამე პირისაგან.
უფრო მეტიც, მათი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულების საუბრიდან ჩანს, რომ ისინი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, თუ როგორ ჩაუდონ წერილი გ-------–--ეს, სადაც დაფიქსირებული იქნება მათი მოთხოვნა თანხის გადაცემაზე. ასევე განიხილავენ იმ ვარიანტსაც, რომ ლიფტში შეეყარონ მას და 2-3 წუთში აუხსნან, თუ რა საფრთხე დაემუქრება, თუ დროზე არ გადასცემს მათ მოთხოვნილ თანხას.
სასამათლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, დანაშაულის მომზადება არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის პირობების განზრახ შექმნა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა მოიძიეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ბინა, მოიძიეს თანხა მისი ქირავნობისათვის, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოიყვანეს მოქალაქე ბინის ქირავნობისათვის, იქირავეს ბინა, ამ ბინაში გადავიდნენ დროებით საცხოვრებლად, მიიტანეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები - ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მსხვერპლზე ზემოქმედებისათვის ელექტრო მაშოკირებელი მოწყობილობა, შესანიღბად პირბადეები და პარიკი, მსხვერპლის შესაბოჭად ხამუთები, პირზე ასაკრავად წებოვანი ლენტი და ხელთათმანები სამხილების განადგურების მიზნით. საცხოვრებელ ბინაში შეადგინეს დანაშაულის ჩადენის გეგმა, გაინაწილეს დანაშაულებრივი როლები, ჩაატარეს ცდები - ექსპერიმენტები, თუ როგორ უნდა გაეტაცებინათ დაზარალებული, როგორ უნდა განეხორციელებინათ მასზე ძალადობა, გადაწყვიტეს თუ როგორ უნდა მიეღოთ თანხა მისი გათავისუფლებისათვის, შეიმუშავეს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის მოქმედების შემდგომი გეგმა და ასე შემდეგ. შესაბამისად ბრალდებულებს შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობები დანაშაულის ჩასადენად და ელოდებოდნენ მხოლოდ დაზარალებულის გამოჩენას დანაშაულებრივი ქმედების საბოლოოდ სისრულეში მოყვანისათვის. შესაბამისად ბრალდებულები აზუსტებდნენ, ხვეწდნენ მათი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის გეგმას, მისი ეფექტურად და შედეგ--ნად განხორციელებისათვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულთა ქმედებები (პირობები) ქმნის დამთავრებული დანაშაულის მომზადების სახეს.
გარდა ამისა, სასამართლოში გამოკვლეული მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----------–--–---–მა და რ------------–-–---–მა ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით).
ვ----–------–----ის, რ------------–-–---–ის, გ----------------ისა და დ----------–--–---–ის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ისინი არ არიან ნასამართლევები და მათ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ფაქტობრივად აღიარეს ჩადენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია ვ----–------–----ის, რ------------–-–---–ის, გ----------------ისა და დ----------–--–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----–------–----ის ქმედება საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებზე. ვ----–------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ვ----–------–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.
გ----------------ის ქმედება საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებზე. გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
გ----------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.
რ------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებზე.
რ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ------------–-–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
რ------------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.
დ----------–--–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 18, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“, ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებზე.
დ----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 18, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----------–--–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
დ----------–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: ორი ცალი (ერთი წყვილი) ღია ფერის ფეხსაცმელი, ერთი ცალი კრიალოსანი და ერთი ცალი ხის ჯვარი, ერთი ცალი საფულე და ორი ცალი ცხვირსახოცი, ერთი ცალი მოყავისფრო ფერის ქუდი, ერთი ცალი მოშავო ფერის ჩანთა, სამი ცალი მაისური, ორი ცალი ტრუსი, ორი ცალი წინდა, ერთი ცალი მოშაო ფერის ქუდი, ერთი ცალი ქუდი, ერთი ცალი შარვალი და ერთი ცალი ჩანთა, ერთი ცალი კრემისფერი ქუდი, ორი ცალი (ერთი წყვილი) ღია ფეხსაცმელი, ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, არანარკოტიკული ტაბლეტები, ერთი ცალი რვეული, ერთი ცალი კომპაქტ-დისკი, თანხა 110 ლარი და ხურდა 8 ლარი და 5 თეთრი, ვ----–------–----ის პირადი ნივთები, თანხა, საფულე, რ------------–-–---–ის საფულე, კრიალოსანი; რ------------–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონის ყუთი და მასში მოთავსებული ტელეფონის სატენი; ვ----–------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; ლ--–------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; დ----------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; რ------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნეს მათ კანონიერ მფლობელებს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: ერთი ცალი დანა, პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული პოლიეთილენის ბოთლებით და სხვადასხვა ნარჩენებით, პირბადეები, ე.წ. ,,ხამუთები“, მწებავი ლენტი, ერთი ცალი ხელთათმანი და ე.წ. ,,სანტავიკები“, ხუთი ცალი (პოლიეთილენის, მუყაოს) ჭიქა, სამი ცალი სიგარეტის კოლოფი, ორი ცალი სანთებელა, ერთი ცალი კარტის კოლოფი მასში მოთავსებული კარტებით, ერთი ცალი ცხვირსახოცი, ერთი ცალი პირბადე, ერთი ცალი პარიკი, 28 ცალი სიგარეტის ნამწვი, ელექტრო შოკი დამმუხტველ კაბელთან ერთად, იარაღის განმუხტვის დროს გამოყენებული ხელთათმანები (ექსპერტის), ხელის კვლები 7 ცალი დაქტილო-ფირზე, ჩამწერი მოწყობილება, სიმბარათის ჩარჩოები სამი ცალი, სიგარეტის ორი ცალი კოლოფი და სანთებელა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
· რ------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მაკაროვის“ პისტოლეტი მჭიდთან ერთად, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული 12 კალიბრის churchili-ს თოფი; დ----------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მაკაროვის“ პისტოლეტი მჭიდთან ერთად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,ekol firat magnum“ მოდელის პისტოლეტი მჭიდთან ერთად და 09 (ცხრა) ცალი ვაზნა, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
· დისკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი